პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ოქრო?
როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ოქრო?

ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ოქ­როს შე­ძე­ნი­სას მომ­ხმა­რე­ბე­ლი მო­ტყუ­ე­ბუ­ლი რჩე­ბა და ოქ­როს ნა­კე­თო­ბა იმ ხა­რის­ხის არ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რაც ყიდ­ვი­სას უთხრეს.

რო­გორ შე­ვი­ძი­ნოთ ოქ­როს ნა­წარ­მი ისე, რომ ხა­რისხში არ მოვ­ტყუვ­დეთ? - ამ სა­კი­თხზე ძვირ­ფა­სი ქვე­ბი­სა და ლი­თო­ნე­ბის ექ­სპერტს თა­მაზ გუ­ლე­დანს ვე­სა­უბ­რეთ:

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, ოქ­როს ფა­სით და­ვი­წყოთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე?

- ოქ­როს ნა­კე­თო­ბე­ბი გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით გაძ­ვი­რე­ბუ­ლია - ასეა მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე და ასეა ჩვენ­თან - სა­ქარ­თვე­ლო­შიც. კერ­ძოდ: 375 სინ­ჯის ოქ­როს ფასი 34-35 ლა­რია, 583-585 სინ­ჯის ოქრო 63-64 ლარი ღირს, 750 სინ­ჯი­სა - 84-85 ლარი, ხოლო 958 სინ­ჯის ოქ­როს ფასი 105-106 ლა­რია. დღეს ქარ­თულ ბა­ზარ­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხის ოქრო იყი­დე­ბა: ე.წ რუ­სუ­ლი ოქრო, თურ­ქუ­ლი, იტა­ლი­უ­რი თუ ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი... სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ნა­ი­რი ოქრო კარ­გია, თუ მას­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სპი­ლენ­ძი არ არის შე­რე­უ­ლი.

- რო­გორ ახერ­ხე­ბენ ოქ­როს ნა­წარმ­ში სპი­ლენ­ძის შე­რე­ვას?

- ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ზო­გი­ერ­თი ხე­ლო­სა­ნი ამას მარ­თლაც აკე­თებ­და: ოქ­როს ნა­წარმს სპი­ლენძს ურევ­და და სამ­კა­უ­ლებს ასე ამ­ზა­დებ­და, მაგ­რამ ეს ჩუ­მად, მი­წის­ქვე­შა პი­რო­ბებ­ში ხდე­ბო­და. რო­დე­საც ოქ­როს სპი­ლენ­ძი აქვს შე­რე­უ­ლი, ვი­ზუ­ა­ლუ­რად არა­ფე­რი ეტყო­ბა, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლის­ტი მა­შინ­ვე ამ­ჩნევს,

რომ ეს და­ბა­ლი ხა­რის­ხის ოქ­როა. ამი­ტომ, ჩემ­თან ხში­რად მო­დი­ან კლი­ენ­ტე­ბი და მთხო­ვენ, ესა თუ ის ნა­კე­თო­ბა შე­ვა­მოწ­მო. რა თქმა უნდა, მე მა­შინ­ვე ვე­უბ­ნე­ბი, თუ რო­მე­ლი­მე სამ­კა­ულს სპი­ლენ­ძი აქვს შე­რე­უ­ლი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბოლო წლებ­ში მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი შემ­ცი­რე­ბუ­ლია, ვინც ოქ­როს ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას ეწე­ო­და, ზოგი და­ი­ჭი­რეს, ზოგი გა­იქ­ცა, ზო­გი­ერ­თი კი, ამ უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას თა­ვი­სით შე­ეშ­ვა, თუმ­ცა ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი მა­ინც არის. ასეთ ნა­კე­თო­ბა­ში სინ­ჯი, რო­მე­ლიც სამ­კა­ულს აწე­რია, რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არის აზი­ი­დან, ევ­რო­პი­დან და ამე­რი­კი­დან შე­მო­სუ­ლი სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნივ­თე­ბი, რო­მელ­საც უფრო მა­ღა­ლი სინ­ჯი აწე­რია, რე­ა­ლუ­რად კი, მისი ხა­რის­ხი ნაკ­ლე­ბია.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ოქრო?

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ოქრო?

ხშირია შემთხვევები, როცა ოქროს შეძენისას მომხმარებელი მოტყუებული რჩება და ოქროს ნაკეთობა იმ ხარისხის არ აღმოჩნდება, რაც ყიდვისას უთხრეს.

როგორ შევიძინოთ ოქროს ნაწარმი ისე, რომ ხარისხში არ მოვტყუვდეთ? - ამ საკითხზე ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტს თამაზ გულედანს ვესაუბრეთ:

- ბატონო თამაზ, ოქროს ფასით დავიწყოთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ ბაზარზე?

- ოქროს ნაკეთობები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაძვირებულია - ასეა მსოფლიო ბაზარზე და ასეა ჩვენთან - საქართველოშიც. კერძოდ: 375 სინჯის ოქროს ფასი 34-35 ლარია, 583-585 სინჯის ოქრო 63-64 ლარი ღირს, 750 სინჯისა - 84-85 ლარი, ხოლო 958 სინჯის ოქროს ფასი 105-106 ლარია. დღეს ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სახის ოქრო იყიდება: ე.წ რუსული ოქრო, თურქული, იტალიური თუ ევროპის სხვა ქვეყნებიდან შემოსული... საერთოდ, ყველანაირი ოქრო კარგია, თუ მასში დიდი რაოდენობით სპილენძი არ არის შერეული.

- როგორ ახერხებენ ოქროს ნაწარმში სპილენძის შერევას?

- ამ რამდენიმე წლის წინ ზოგიერთი ხელოსანი ამას მართლაც აკეთებდა: ოქროს ნაწარმს სპილენძს ურევდა და სამკაულებს ასე ამზადებდა, მაგრამ ეს ჩუმად, მიწისქვეშა პირობებში ხდებოდა. როდესაც ოქროს სპილენძი აქვს შერეული, ვიზუალურად არაფერი ეტყობა, მაგრამ სპეციალისტი მაშინვე ამჩნევს,

რომ ეს დაბალი ხარისხის ოქროა. ამიტომ, ჩემთან ხშირად მოდიან კლიენტები და მთხოვენ, ესა თუ ის ნაკეთობა შევამოწმო. რა თქმა უნდა, მე მაშინვე ვეუბნები, თუ რომელიმე სამკაულს სპილენძი აქვს შერეული. საბედნიეროდ, ბოლო წლებში მსგავსი ფაქტები შემცირებულია, ვინც ოქროს ფალსიფიკაციას ეწეოდა, ზოგი დაიჭირეს, ზოგი გაიქცა, ზოგიერთი კი, ამ უკანონო საქმიანობას თავისით შეეშვა, თუმცა ერთეული შემთხვევები მაინც არის. ასეთ ნაკეთობაში სინჯი, რომელიც სამკაულს აწერია, რეალობას არ შეესაბამება. ქართულ ბაზარზე არის აზიიდან, ევროპიდან და ამერიკიდან შემოსული საიუველირო ნივთები, რომელსაც უფრო მაღალი სინჯი აწერია, რეალურად კი, მისი ხარისხი ნაკლებია.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი