სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძმების განსხვავებული ნიშნობები - მეგანმა და ჰარიმ სამეფო პროტოკოლი დაარღვიეს
ძმების განსხვავებული ნიშნობები - მეგანმა და ჰარიმ სამეფო პროტოკოლი დაარღვიეს

ბრი­ტა­ნე­თის პრინ­ცის ნიშ­ნო­ბა არა მხო­ლოდ ბრი­ტა­ნე­ლე­ბის­თვის, არა­მედ მსოფ­ლიო მე­დი­ის­თვის სა­უბ­რის მთა­ვა­რი თე­მაა. მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და სა­მე­ფო ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ და წყვი­ლი რე­პორ­ტი­ო­რე­ბის წინ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა, თით­ქმის ყვე­ლა ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავს, რომ ჰარი და მე­გა­ნი ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან.

მე­გა­ნი და ჰარი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წინ გა­მო­ჩე­ნი­სას ფორ­მა­ლო­ბებს ნაკ­ლე­ბად იცა­ვენ, ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან და გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვას არ ერი­დე­ბი­ან.

რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბი­ან მათ­გან უი­ლი­ა­მი და ქე­ი­თი, რომ­ლე­ბიც ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი მხო­ლოდ სამ­ჯერ და­ა­ფიქ­სი­რეს, ქორ­წი­ნე­ბის დღეს და შვი­ლე­ბის და­ბა­დე­ბის შემ­დეგ, სამ­შო­ბი­ა­რო­დან გა­მოს­ვლი­სას. წყვი­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად იცავს პრო­ტო­კოლს.

ჰარი და მე­გა­ნი და­უ­ზარ­ლად უღი­მოდ­ნენ რე­პორ­ტი­ო­რებს და პრინცმა მათ კი­თხვებ­საც კი გას­ცა პა­სუ­ხი. პრე­სას­თან დამ­შვი­დო­ბე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ჩა­ე­ხუ­ტა, რაც ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მე­ფო ეტი­კე­ტის დარ­ღვე­ვა იყო.

გა­მო­ცე­მა Harpers Bazaar ორ სა­მე­ფო ნიშ­ნო­ბას შო­რის მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბის შე­სა­ხებ წერს.

ფო­ტო­გა­და­ღე­ბა

ქე­ით­მა და უი­ლი­ამ­მა არ­ჩი­ეს, რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­სახ­ლის დარ­ბაზ­ში მი­ე­ღოთ, ჰარი და მე­გა­ნი კი კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლის ეზო­ში შეხ­ვდნენ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

ცუდი ამინ­დის მი­უ­ხე­და­ვად, წყვილ­მა ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა ეზო­ში გა­და­წყვი­ტა, რაც ნაკ­ლე­ბად ფორ­მა­ლუ­რი იყო, ვიდ­რე ქე­ი­თის და უი­ლი­ა­მის ფო­ტო­გა­და­ღე­ბა სა­მე­ფო დარ­ბაზ­ში.

სა­მო­სი

ფო­ტო­გა­და­ღე­ბის­თვის მე­გა­ნის ჩაც­მუ­ლო­ბა ბევ­რად "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი" და "უბ­რა­ლო" იყო, ვიდ­რე ქე­ი­თის, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღის­თვის Issa-ს აბ­რე­შუ­მის კაბა ჩა­იც­ვა.

მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მარ­კლმა აირ­ჩია კა­ნა­დუ­რი ბრენ­დის სადა თეთ­რი პალ­ტო.

ბე­ჭე­დი

ორი­ვე ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, თუმ­ცა ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლე­ბით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. მიდლტონს უი­ლი­ამ­მა დე­დის, და­ი­ა­ნას ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი აჩუ­ქა. ის 14 ბრი­ლი­ან­ტის­გან შედ­გე­ბა, შუ­ა­ში კი დიდი ზო­მის სა­ფი­რო­ნია ჩას­მუ­ლი. ბე­ჭე­დი თეთ­რი ოქ­როს­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

მე­გა­ნის ბე­ჭე­დი კი ჰა­რის დი­ზა­ი­ნით შექ­მნეს, მას­ზე არის ორი ბრი­ლი­ან­ტი და­ი­ა­ნას კო­ლექ­ცი­ი­დან და ასე­ვე - ერთი ბრი­ლი­ან­ტი ბოტსვა­ნა­დან. ამ ქვეყ­ნის მი­მართ წყვილს გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს.

ასა­კი და გა­მოც­დი­ლე­ბა

ქე­ი­თის­თვის ნიშ­ნო­ბის შემ­დეგ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­სე­სია პირ­ვე­ლი იყო, მა­ნამ­დე ის არა­სო­დეს მდგა­რა ასო­ბით კა­მე­რის წინ. ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის კი რე­პორ­ტი­ო­რე­ბის წინ პო­ზი­რე­ბა უცხო არ არის და არა­ნა­ირ და­ძა­ბუ­ლო­ბას არ გრძნობ­და, რო­დე­საც სა­სახ­ლის ბაღ­ში მას და ჰა­რის ფო­ტო­ებს უღებ­დნენ.

ამას გარ­და, მე­გა­ნი 36 წლი­საა, ჰარი 33-ის. უი­ლი­ა­მი და ქე­ი­თი ნიშ­ნო­ბის დროს 28 წლი­სე­ბი იყ­ვნენ და მე­ტად შე­ბო­ჭი­ლე­ბი და გა­მო­უც­დე­ლე­ბი, ვიდ­რე ჰარი და მე­გა­ნი.

ატ­მოს­ფე­რო

ბევ­რი მი­ზე­ზის გამო ჰა­რი­სა და მე­გა­ნის ფო­ტო­გა­და­ღე­ბა და შემ­დე­გი ინ­ტერ­ვიუ ბევ­რად მშვი­დი იყო და მე­გობ­რულ ატ­მოს­ფე­რო­ში ჩა­ი­ა­რა. ჰარი, უი­ლი­ა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით, არ ელო­დე­ბა სა­მე­ფო გვირ­გვინს და შე­უძ­ლია, ქორ­წი­ლიც კი არ ჰქონ­დეს სა­ჯა­რო. ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის წინ მე­გა­ნი და ჰარი ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად გრძნობ­დნენ თავს და თა­ვის მხრივ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მაც ნაკ­ლე­ბი დის­ტან­ცია იგ­რძნეს მათ­გან, ვიდ­რე რამ­დე­ნი­მე წლის წინ - ქე­ი­თი­სა და უი­ლი­ა­მის­გან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ძმების განსხვავებული ნიშნობები - მეგანმა და ჰარიმ სამეფო პროტოკოლი დაარღვიეს

ძმების განსხვავებული ნიშნობები - მეგანმა და ჰარიმ სამეფო პროტოკოლი დაარღვიეს

ბრიტანეთის პრინცის ნიშნობა არა მხოლოდ ბრიტანელებისთვის, არამედ მსოფლიო მედიისთვის საუბრის მთავარი თემაა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სამეფო ნიშნობის შესახებ და წყვილი რეპორტიორების წინ პირველად გამოჩნდა, თითქმის ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ჰარი და მეგანი ერთად არაჩვეულებრივად გამოიყურებიან.

მეგანი და ჰარი საზოგადოების წინ გამოჩენისას ფორმალობებს ნაკლებად იცავენ, ხელჩაკიდებულები არიან და გრძნობების გამოხატვას არ ერიდებიან.

რადიკალურად განსხვავდებიან მათგან უილიამი და ქეითი, რომლებიც ხელჩაკიდებულები მხოლოდ სამჯერ დააფიქსირეს, ქორწინების დღეს და შვილების დაბადების შემდეგ, სამშობიაროდან გამოსვლისას. წყვილი მაქსიმალურად იცავს პროტოკოლს.

ჰარი და მეგანი დაუზარლად უღიმოდნენ რეპორტიორებს და პრინცმა მათ კითხვებსაც კი გასცა პასუხი. პრესასთან დამშვიდობების შემდეგ წყვილი ერთმანეთს ჩაეხუტა, რაც ტრადიციული სამეფო ეტიკეტის დარღვევა იყო.

გამოცემა Harpers Bazaar ორ სამეფო ნიშნობას შორის მთავარი განსხვავებების შესახებ წერს.

ფოტოგადაღება

ქეითმა და უილიამმა არჩიეს, რეპორტიორები სასახლის დარბაზში მიეღოთ, ჰარი და მეგანი კი კენსინგტონის სასახლის ეზოში შეხვდნენ ჟურნალისტებს.

ცუდი ამინდის მიუხედავად, წყვილმა ფოტოების გადაღება ეზოში გადაწყვიტა, რაც ნაკლებად ფორმალური იყო, ვიდრე ქეითის და უილიამის ფოტოგადაღება სამეფო დარბაზში.

სამოსი

ფოტოგადაღებისთვის მეგანის ჩაცმულობა ბევრად „ჩვეულებრივი“ და „უბრალო“ იყო, ვიდრე ქეითის, რომელმაც მნიშვნელოვანი დღისთვის Issa-ს აბრეშუმის კაბა ჩაიცვა.

მისგან განსხვავებით, მარკლმა აირჩია კანადური ბრენდის სადა თეთრი პალტო.

ბეჭედი

ორივე ნიშნობის ბეჭედი ძალიან ლამაზია, თუმცა ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებული. მიდლტონს უილიამმა დედის, დაიანას ნიშნობის ბეჭედი აჩუქა. ის 14 ბრილიანტისგან შედგება, შუაში კი დიდი ზომის საფირონია ჩასმული. ბეჭედი თეთრი ოქროსგან არის დამზადებული.

მეგანის ბეჭედი კი ჰარის დიზაინით შექმნეს, მასზე არის ორი ბრილიანტი დაიანას კოლექციიდან და ასევე - ერთი ბრილიანტი ბოტსვანადან. ამ ქვეყნის მიმართ წყვილს განსაკუთრებით თბილი დამოკიდებულება აქვს.

ასაკი და გამოცდილება

ქეითისთვის ნიშნობის შემდეგ გადაღებული ფოტოსესია პირველი იყო, მანამდე ის არასოდეს მდგარა ასობით კამერის წინ. ამერიკელი მსახიობისთვის კი რეპორტიორების წინ პოზირება უცხო არ არის და არანაირ დაძაბულობას არ გრძნობდა, როდესაც სასახლის ბაღში მას და ჰარის ფოტოებს უღებდნენ.

ამას გარდა, მეგანი 36 წლისაა, ჰარი 33-ის. უილიამი და ქეითი ნიშნობის დროს 28 წლისები იყვნენ და მეტად შებოჭილები და გამოუცდელები, ვიდრე ჰარი და მეგანი.

ატმოსფერო

ბევრი მიზეზის გამო ჰარისა და მეგანის ფოტოგადაღება და შემდეგი ინტერვიუ ბევრად მშვიდი იყო და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა. ჰარი, უილიამისგან განსხვავებით, არ ელოდება სამეფო გვირგვინს და შეუძლია, ქორწილიც კი არ ჰქონდეს საჯარო. ფოტორეპორტიორების წინ მეგანი და ჰარი ძალიან თავისუფლად გრძნობდნენ თავს და თავის მხრივ, ჟურნალისტებმაც ნაკლები დისტანცია იგრძნეს მათგან, ვიდრე რამდენიმე წლის წინ - ქეითისა და უილიამისგან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს