საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება
რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება

ჩი­ნეთ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 2018 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პირ­ველ­მა ვიცე პრე­მი­ერ­მა, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­კა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა ორი კვი­რის წინ უკვე მო­ახ­დი­ნა. "დღეს უკვე ჩი­ნე­თის კო­მერ­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ასე­ვე დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან ძა­ლა­ში შევა სრულ­ყო­ფი­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბა ჩი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ქუმ­სიშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მო­ე­წე­რე­ბა ხელი.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩი­ნეთ­თან ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ზო­ნე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პარ­კე­ბის და ინო­ვა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ.

"ის თა­ვის თავ­ში მო­ი­აზ­რებს უკვე ინ­დუსტრი­უ­ლი სიმ­ძლავ­რე­ე­ბის რე­ლო­კა­ცი­ას, ანუ სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მო­ტა­ნას, ერ­თობ­ლი­ვი სიმ­ძლავ­რე­ე­ბის შექ­მნას, იმის­თვის, რომ გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, რო­გორც გზა­გა­სა­ყა­რი ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის, ასე­ვე ის თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბე­ბი. თა­ვის თავ­ში ეს ითარ­გმნე­ბა, რო­გორც ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი", - აღ­ნიშ­ნა პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა.

რას გუ­ლის­ხმობს ჩი­ნეთ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა?

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას მა­ის­ში მო­ე­წე­რა ხელი. ჩი­ნეთს მსოფ­ლი­ოს 24-ზე მეტ სა­ხელ­მწი­ფო­სა და რე­გი­ონ­თან აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი 14 თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნაა, ვის­თა­ნაც ჩი­ნეთ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბა აქვს.

ჩი­ნეთ­თან თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბულ სა­ქო­ნელ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­ეხ­სნე­ბა მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი ბა­ზა­რი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს და­ახ­ლო­ე­ბით 1,4 მი­ლი­არდ მომ­ხმა­რე­ბელს. ქარ­თველ მწარ­მო­ებ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, პრო­დუქ­ცია ჩი­ნე­თის ბა­ზარ­ზე და­მა­ტე­ბი­თი სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის გა­რე­შე შე­ი­ტა­ნონ.

2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩი­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლოს უმ­სხვი­ლეს პარტნი­ორ ქვეყ­ნებს შო­რის ბრუნ­ვის მი­ხედ­ვით მე-4 პო­ზი­ცი­ა­ზეა, ხოლო ექ­სპორ­ტის მი­ხედ­ვით მე-3 ად­გილ­ზეა. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისე­თი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტის ზრდა, რო­გო­რი­ცაა: ღვი­ნო, სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი, ლუდი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი და სხვა.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ჩი­ნეთ­ში იმ­პორ­ტი­სას ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 94 პრო­ცენ­ტი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის­გან. სა­ექ­სპორ­ტო პრო­დუქ­ცი­ას შო­რი­საა ღვი­ნო, თხი­ლი, თაფ­ლი, მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი, ლუდი, უალ­კოჰო­ლო სას­მე­ლე­ბი, ჯე­მე­ბი, წვე­ნე­ბი, ყვე­ლა­ნა­ი­რი ბოსტნე­უ­ლი, ხილი, შო­კო­ლა­დის ნა­წარ­მი, ჩაი, თევ­ზი და სხვა ზღვის პრო­დუქ­ტე­ბი, მარ­ცვლე­უ­ლი და ასე­ვე სამ­რეწ­ვე­ლო პრო­დუქ­ცი­ე­ბი­დან სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, კა­ბე­ლე­ბი, პლასტმა­სის პრო­დუქ­ცია, აზო­ტო­ვა­ნი და მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბი, სა­რე­ცხის მან­ქა­ნე­ბი, ფე­რო­სი­ლი­კო­მან­გა­ნუ­მი, ლო­კო­მო­ტი­ვე­ბი და ა.შ.

რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება

რას მოუტანს საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდება

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა ორი კვირის წინ უკვე მოახდინა. "დღეს უკვე ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ასევე დაგვიდასტურა, რომ პირველი იანვრიდან ძალაში შევა სრულყოფილად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის ტერიტორიაზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, დღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური პარკების და ინოვაციების შესახებ.

"ის თავის თავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას, ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას, იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის, ასევე ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. თავის თავში ეს ითარგმნება, როგორც ახალი სამუშაო ადგილები", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

რას გულისხმობს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება?

ხელშეკრულებას მაისში მოეწერა ხელი. ჩინეთს მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან აქვს გაფორმებული 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ.

2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა.

ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."