მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოცნებების სასაფლაო გაღმა და გამოღმა ნაპირზე
ოცნებების სასაფლაო გაღმა და გამოღმა ნაპირზე

"გვახ­სოვ­დეს აფხა­ზე­თი!"",აფხა­ზე­თი ჩვე­ნი ტკი­ვი­ლია!" - ლო­ზუნ­გე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ღრმად ჩა­ბეჭ­დი­ლი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა თუ მე­დი­ის­გან ფარ­თოდ ტი­რა­ჟი­რე­ბუ­ლია, რაც წარ­მო­ად­გენს იმის მე­ტყველ სიმპტომს, თუ რო­გორ აღ­ვიქ­ვამთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის თან­მდევ ომებ­სა და დღემ­დე მო­უგ­ვა­რე­ბელ კონ­ფლიქ­ტებს. ამ­ჯე­რად, ყუ­რა­დღე­ბას არ გა­ვა­მახ­ვი­ლებ ლო­ზუნ­გე­ბის პა­თე­ტი­კუ­რო­ბა­სა და სი­ცა­რი­ე­ლე­ზე. ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ კონ­ფლიქ­ტუ­რი ზო­ნე­ბი­დან, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამო­ღე­ბუ­ლია ე.წ. შიდა ქარ­თლი, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი - კი­დევ უფრო ღია ჭრი­ლო­ბა, რომ­ლის სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად მერ­ყე­ობს. შე­იძ­ლე­ბა ეს "გა­მო­ტო­ვე­ბა" იმი­თაც არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ რო­გორც კი დე­და­ქა­ლა­ქი­დან სწო­რედ "აფხა­ზე­თის­კენ" მი­მა­ვალ ტრა­სას გა­უყ­ვე­ბი, სულ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში მი­ად­გე­ბი "წე­რო­ვა­ნის გე­ტოს", რო­მე­ლიც ისე­დაც (მუდ­მი­ვად) გახ­სე­ნებს (ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, უნდა გვახ­სე­ნებ­დეს) "სა­მა­ჩაბ­ლოს ტკი­ვილს".

არ ვიცი, რას შე­იძ­ლე­ბა მი­ვა­წე­როთ ეს ფაქ­ტი? იმას, რომ აფხა­ზე­თი მა­ინც ყო­ველ­თვის უფრო რო­მან­ტი­ზე­ბუ­ლი იყო ჩვენ კულ­ტუ­რულ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში? რომ აფხა­ზი ეგ­ზო­ტი­კურ, გო­როზ, არის­ტოკ­რა­ტულ კავ­კა­სი­ე­ლად აღიქ­მე­ბო­და, მა­შინ, რო­დე­საც იგი­ვე კავ­კა­სი­ელ ოსებ­ზე ბავ­შვო­ბი­დან მხო­ლოდ და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ანეგ­დო­ტე­ბი გვეს­მო­და? არ ვიცი. ამ სა­კი­თხზე ჩემი ემ­პი­რი­უ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის გარ­და სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­ფიქ­რია და მით უმე­ტეს, არ მიკ­ვლე­ვია. აზრი უბ­რა­ლოდ კვლავ წა­მო­მი­ტივ­ტივ­და, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ო­დის ქარ­თულ კი­ნო­ში კონ­ფლიქ­ტე­ბის რეპ­რე­ზენ­ტი­რე­ბის შე­სა­ხებ წერა და­ვი­წყე.

ამი­ტომ არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ფილ­მე­ბი ძი­რი­თა­დად სწო­რედ აფხა­ზე­თის ომს უკავ­შირ­დე­ბა (თუ არ ჩავ­თვლით რენე ჰარ­ლი­ნის "აგ­ვის­ტოს 5 დღეს", რო­მელ­საც მა­შინ­დე­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის სა­ხელ­მწი­ფო იდე­ო­ლო­გი­ის ნა­წი­ლად უფრო გან­ვი­ხი­ლავ. ვფიქ­რობ, ჰო­ლი­ვუ­დის­თვის შეკ­ვე­თი­ლი ფილ­მი ქარ­თუ­ლი კი­ნოპ­რო­ცე­სის გა­აზ­რე­ბა­ში ნაკ­ლე­ბად და­მეხ­მა­რე­ბა და ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლის "ომი და ქორ­წილს", რომ­ლის მხო­ლოდ მოხ­სე­ნი­ე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი).

პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი ფილ­მი ამ თე­მა­ზე, გი­ორ­გი ხა­ინ­დრა­ვას "ოც­ნე­ბე­ბის სა­საფ­ლა­ოა" (1997), რო­მელ­შიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ქრო­ნი­კა და მთლი­ა­ნად, ფილ­მის კვა­ზი დო­კუ­მენ­ტუ­რი ეს­თე­ტი­კა ქმნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ ომის ქრო­ნი­კას უყუ­რებ.

ის მმ­ნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომზე გა­და­ღე­ბუ­ლი საბ­ჭო­უ­რი (მათ შო­რის, ქარ­თუ­ლი) ფილ­მე­ბის­გან, რომ­ლებ­შიც არ­სე­ბობს ბრძო­ლის ზუს­ტი გეგ­მა, ჯა­რის­კაც­მა იცის, ვინ არის მტე­რი და არც ია­რა­ღია მის­თვის სა­თა­მა­შო აქ­სე­სუ­ა­რი.

"ოც­ნე­ბე­ბის სა­საფ­ლა­ო­ში" კი სრუ­ლი ქა­ო­სია, ბრძო­ლა მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, გან­წი­რუ­ლია. ვი­ღა­ცას ვი­ღა­ცის ია­რა­ღი მი­აქვს შემ­თხვე­ვით, ვი­ღაც უბ­რა­ლოდ ‘მო­რო­დი­ო­რობს"ვი­ღა­ცა­ში აფხა­ზი გო­გოს და­ნახ­ვა რო­მან­ტი­კულ რა­ინდს აცო­ცხლებს... თუმ­ცა არის ფილმში ერთი ნამ­დვი­ლი რა­ინ­დი, სა­მარ­თლი­ა­ნი სუ­პერ გმი­რი, ჰო­ლი­ვუ­დის ბლო­კბას­ტე­რე­ბი­დან ქარ­თუ­ლად "გად­მო­თარ­გმნი­ლი"მე­თა­უ­რი (თა­ვად გოგა ხა­ინ­დრა­ვას შეს­რუ­ლე­ბით), რომ­ლის გა­მო­ჩე­ნა ავ­ტო­მა­ტუ­რად ყვე­ლა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას ნიშ­ნავს. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ოცნებების სასაფლაო გაღმა და გამოღმა ნაპირზე

ოცნებების სასაფლაო გაღმა და გამოღმა ნაპირზე

,,გვახსოვდეს აფხაზეთი!”, ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია!” - ლოზუნგები თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმად ჩაბეჭდილი და პოლიტიკოსებისა თუ მედიისგან ფართოდ ტირაჟირებულია, რაც წარმოადგენს იმის მეტყველ სიმპტომს, თუ როგორ აღვიქვამთ დამოუკიდებლობის მოპოვების თანმდევ ომებსა და დღემდე მოუგვარებელ კონფლიქტებს. ამჯერად, ყურადღებას არ გავამახვილებ ლოზუნგების პათეტიკურობასა და სიცარიელეზე. ჩემთვის საინტერესოა ის, რომ კონფლიქტური ზონებიდან, ფაქტობრივად, ამოღებულია ე.წ. შიდა ქართლი, ცხინვალის რეგიონი - კიდევ უფრო ღია ჭრილობა, რომლის საოკუპაციო ხაზი ლამის ყოველდღიურად მერყეობს. შეიძლება ეს ,,გამოტოვება” იმითაც არის განპირობებული, რომ როგორც კი დედაქალაქიდან სწორედ ,,აფხაზეთისკენ” მიმავალ ტრასას გაუყვები, სულ რამდენიმე კილომეტრში მიადგები ,,წეროვანის გეტოს”, რომელიც ისედაც (მუდმივად) გახსენებს (ყოველ შემთხვევაში, უნდა გვახსენებდეს) ,,სამაჩაბლოს ტკივილს”.

არ ვიცი, რას შეიძლება მივაწეროთ ეს ფაქტი? იმას, რომ აფხაზეთი მაინც ყოველთვის უფრო რომანტიზებული იყო ჩვენ კულტურულ მეხსიერებაში? რომ აფხაზი ეგზოტიკურ, გოროზ, არისტოკრატულ კავკასიელად აღიქმებოდა, მაშინ, როდესაც იგივე კავკასიელ ოსებზე ბავშვობიდან მხოლოდ დამამცირებელი ანეგდოტები გვესმოდა? არ ვიცი. ამ საკითხზე ჩემი ემპირიული დაკვირვების გარდა სერიოზულად არ მიფიქრია და მით უმეტეს, არ მიკვლევია. აზრი უბრალოდ კვლავ წამომიტივტივდა, როდესაც დამოუკიდებლობის პერიოდის ქართულ კინოში კონფლიქტების რეპრეზენტირების შესახებ წერა დავიწყე.

ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ფილმები ძირითადად სწორედ აფხაზეთის ომს უკავშირდება (თუ არ ჩავთვლით რენე ჰარლინის ,,აგვისტოს 5 დღეს”, რომელსაც მაშინდელი, ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის სახელმწიფო იდეოლოგიის ნაწილად უფრო განვიხილავ. ვფიქრობ, ჰოლივუდისთვის შეკვეთილი ფილმი ქართული კინოპროცესის გააზრებაში ნაკლებად დამეხმარება და ზაზა კოლელიშვილის ,,ომი და ქორწილს”, რომლის მხოლოდ მოხსენიებით შემოვიფარგლები).

პირველი მასშტაბური ფილმი ამ თემაზე, გიორგი ხაინდრავას „ოცნებების სასაფლაოა" (1997), რომელშიც გამოყენებული ქრონიკა და მთლიანად, ფილმის კვაზი დოკუმენტური ესთეტიკა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ომის ქრონიკას უყურებ.

ის მმნიშვნელოვნად განსხვავდება მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული საბჭოური (მათ შორის, ქართული) ფილმებისგან, რომლებშიც არსებობს ბრძოლის ზუსტი გეგმა, ჯარისკაცმა იცის, ვინ არის მტერი და არც იარაღია მისთვის სათამაშო აქსესუარი.

,,ოცნებების სასაფლაოში” კი სრული ქაოსია, ბრძოლა მოუმზადებელი და შესაბამისად, განწირულია. ვიღაცას ვიღაცის იარაღი მიაქვს შემთხვევით, ვიღაც უბრალოდ ‘მოროდიორობს"ვიღაცაში აფხაზი გოგოს დანახვა რომანტიკულ რაინდს აცოცხლებს... თუმცა არის ფილმში ერთი ნამდვილი რაინდი, სამართლიანი სუპერ გმირი, ჰოლივუდის ბლოკბასტერებიდან ქართულად „გადმოთარგმნილი"მეთაური (თავად გოგა ხაინდრავას შესრულებით), რომლის გამოჩენა ავტომატურად ყველა პრობლემის მოგვარებას ნიშნავს. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება