საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

6

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 12:31-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 00:32-ზე ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა იკვებოთ მარხვაში, რომ ორგანიზმი არ დააზიანოთ - რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან
როგორ უნდა იკვებოთ მარხვაში, რომ ორგანიზმი არ დააზიანოთ - რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში სულ ოთხი მრა­ვალ­დღი­ა­ნი მარ­ხვაა: დიდ­მარ­ხვა, პეტ­რე-პავ­ლო­ბის მარ­ხვა, მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვა, შო­ბის მარ­ხვა. ასე­ვე არ­სე­ბობს ერ­თდღი­ა­ნი მარ­ხვე­ბი. სულ და­ახ­ლო­ე­ბით ორა­სი დღე წე­ლი­წად­ში.

მარ­ხვის დროს იკ­რძა­ლე­ბა ხორ­ცი­სა და რძის ნა­წარ­მის მი­ღე­ბა. ხში­რად მე­მარ­ხუ­ლე­ებს შო­რის არი­ან შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მარ­ხვა­ზე არა მარ­ტო მო­ძღვრის­გან სჭირ­დე­ბათ კურ­თხე­ვის აღე­ბა, ასე­ვე აინ­ტე­რე­სებთ ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც, თუ რო­გო­რი უნდა იყოს მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში მათი კვე­ბის რე­ჟი­მი.

რო­გორ ვიკ­ვე­ბოთ მარ­ხვა­ში ისე, რომ ორ­გა­ნიზ­მი არ და­ვა­ზი­ა­ნოთ, ამ თე­მა­ზე ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა:

- არა მარ­ტო მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში, კვე­ბა სხვა დრო­საც უნდა იყოს ჯან­სა­ღი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი. სწო­რი კვე­ბა არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მარ­ხვის პრინ­ცი­პებს... თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტებს, მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, უჩ­ნდე­ბათ კი­თხვა - მარ­ხვა­შიც უნდა და­ვიც­ვათ დი­ე­ტა? დი­ე­ტა ჯან­სა­ღი კვე­ბაა, რაც ცხოვ­რე­ბის ნებ­სნი­ერ ეტაპ­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია და, რა თქმა უნდა, მარ­ხვის პი­რო­ბებ­შიც.

ბოლო დროს ბევ­რი ე.წ. სა­მარ­ხვო პრო­დუქ­ტი შე­მო­ვი­და, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა ცხი­მით, სხვა­დას­ხვა ტი­პის და­ნა­მა­ტით, კონ­სერ­ვან­ტი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რო­მელ­თა მი­ღე­ბა ადა­მი­ნე­ბის­თვის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის - თუნ­დაც ეს იყოს სა­მარ­ხვო კა­რა­ქი, ყვე­ლი და ა.შ. ისი­ნი მცე­ნა­რე­ულ ზე­თებ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, ამ პრო­დუქ­ტე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად ძი­რი­თა­დად, პალ­მის ცხი­მი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში კარ­ცე­რო­გე­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა, არა­და, ადა­მი­ა­ნე­ბი, მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში, სწო­რედ ამ პრო­დუქ­ტებს იღე­ბენ...

რა არის მარ­ხვა? სა­სუ­ლი­ე­რო სწავ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან რომ არ გა­და­ვიჭ­რათ, მარ­ხვა გარ­კვე­ულ სურ­ვილ­ზე, სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე უა­რის თქმაა იმის­თვის, რომ სული იყოს რწმე­ნით სავ­სე... მაგ­რამ თუ სა­მარ­ხვო ნამ­ცხვარს, ყველს, კა­რაქს მი­ვირ­თმევთ - მა­შინ სად არის მარ­ხვის პრინ­ცი­პი? მარ­ხვა გარ­და იმი­სა, რომ სუ­ლის გაწ­მენ­დას ემ­სა­ხუ­რე­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ორ­გა­ნიზ­მის გან­წმენ­და-გა­ჯან­სა­ღე­ბაც არის...

- ბა­ზა­რი გა­ჯე­რე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­მარ­ხვო პრო­დუქ­ტით, რო­მელ­თა ბა­ზარ­ზე გა­მო­ტა­ნას უმე­ტე­სად, კო­მერ­ცი­უ­ლი დატ­ვირ­თვა აქვს და მათ­თვის მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში იმ პრო­დუქ­ტის გა­ყიდ­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

- დიახ, ასეა, მაგ­რამ მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში ამ პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბას, ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის მეტი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა, ჯან­სა­ღი კვე­ბის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვა ჯო­ბია. იმის­თვის, რომ ვი­ყოთ ჯან­მრთე­ლე­ბი, ისე უნდა ვი­მოქ­მე­დოთ, რომ მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში არც ორ­გა­ნიზმს და არც სულს ვავ­ნოთ.

შო­ბის მარ­ხვა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვია, რის გა­მოც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­თი აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის მი­ღე­ბა არ გვი­წევს, რო­გო­რი­ცაა ხორ­ცი, ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი, რძის ნა­წარ­მი, რაც ცი­ლე­ბის, ამი­ნომ­ჟა­ვე­ბის (ხორ­ცში 9 ტი­პის ამი­ნომ­ჟა­ვა შე­დის, რაც ორ­გა­ნიზ­მში არ წარ­მო­იქ­მნე­ბა და არც რო­მე­ლი­მე სახ­ვა პრო­დუქ­ტი­დან შე­იძ­ლე­ბა მისი მი­ღე­ბა) გარ­კვე­ულ დე­ფი­ციტს ქმნის, ასე­ვე წო­ნის კლე­ბა­სა და მე­ტა­ბო­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა­საც ხელს უშ­ლის. ამ­დე­ნად ისეთ პრო­დუქ­ტებს მი­ვირ­თმევთ, რომ­ლე­ბიც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის და ორ­გა­ნიზმს პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის.

- ძი­რი­თა­დად პუ­რე­უ­ლი­სა და ბურ­ღუ­ლე­უ­ლის მი­ღე­ბა ხდე­ბა...

- ცო­მე­უ­ლის გარ­და, კარ­ტო­ფი­ლის და მსგავ­სი ტი­პის პრო­დუქ­ტე­ბის, რაც მე­ტა­ბო­ლურ ცვლას არ­ღვევს, იწყე­ბა ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტე­ტო­ბა იმი­ტომ, რომ ორ­გა­ნიზ­მში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნახ­შირ­წყლე­ბი შე­დის. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ამ კვე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზმს გარ­კვე­უ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს.

იმის გამო, რომ ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა ამ პრო­დუქ­ტე­ბით გვი­წევს, რა თქმა უნდა, ცი­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა სრუ­ლად ვერ ხერ­ხდე­ბა, ამი­ტომ მცე­ნა­რე­უ­ლი საკ­ვე­ბი­თაც შეგ­ვიძ­ლია მისი შეც­ვლა, - მა­გა­ლი­თად, ქათ­მის ხორცს შე­ვუ­ნაც­ვლოთ ყვე­ლა­ზე მდი­და­რი მარ­ცვლე­უ­ლი, რო­გო­რიც არის ლო­ბიო.

- ლო­ბიო ხორცს უწევს კონ­კუ­რენ­ცი­ას?

- თუ 100 გრა­მი ხორ­ცი 20 გრამ ცი­ლას შე­ი­ცავს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, 100 გრ ლო­ბი­ო­ში 20-დან-25 გრა­მამ­დე ცი­ლაა. ასე­ვე აქ­ტი­უ­რად შეგ­ვიძ­ლია ისე­თი ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბა, რო­გო­რიც არის ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო, ბად­რი­ჯა­ნი, ყა­ბა­ყი - ისი­ნი ცი­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ასე­ვე ცი­ლის შემ­ცვე­ლია წი­წი­ბუ­რაც.

მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ვიც­ვათ ზო­მი­ე­რე­ბა. ჯან­სა­ღი კვე­ბის პრინ­ცი­პის მი­ხედ­ვით, არ უნდა მოხ­დეს ნაყ­რო­ვა­ნე­ბა, ნაყ­რო­ვა­ნე­ბა რე­ლი­გი­უ­რა­დაც ცოდ­ვად მი­იჩ­ნე­ვა. ამი­ტომ, ეს ყვე­ლა ას­პექ­ტი მი­სა­ღე­ბია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბის­თვის, ხოლო რე­ლი­გი­უ­რი სწავ­ლე­ბის მი­ხედ­ვით კი, მი­მარ­თუ­ლია სა­კურ­ნებ­ლად სუ­ლი­სა და ხორ­ცი­სა.

- ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტებს - შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის, ავ­ტო­ი­მუ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სას რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს მის­ცემთ?

- არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ტი­პის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლის დრო­საც, უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტის სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენ­ტის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა.

ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს მკურ­ნა­ლო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზა­ნი, ისე­ვე რო­გორც შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი­სას, სწო­რი კვე­ბაა. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ი­სას ორ­გა­ნიზ­მში კალ­ცი­უ­მის დე­ფი­ცი­ტიც იქ­მნე­ბა, რა დრო­საც, კვე­ბის რა­ცი­ონ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია რძის პრო­დუქ­ტე­ბის ჩარ­თვა და ამ დროს ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ას სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, კურ­თხე­ვას რძის პრო­დუქ­ტებ­ზე აძ­ლე­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა დი­ა­ბეტს, მისი ძი­რი­თა­დი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა ნამ­დვი­ლად არის სწო­რი კვე­ბა. რაც დრო­საც ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი - ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი, მი­ნე­რა­ლე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად უნდა შე­ვი­დეს ორ­გა­ნიზ­მში. ამ დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია, ხორ­ცის ნაც­ვლად, რძი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა, რომ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ბურ­ღუ­ლე­ულ­სა და პუ­რე­ულს ავ­ცდეთ. ეს მათ ჯან­მრთე­ლო­ბის საფრ­თხეს უქ­ნის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს მო­საზ­რე­ბას და პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მარ­ხვა არ არის მხო­ლოდ და მხო­ლოდ ხორ­ცზე, ან რძის პრო­დუქტზე უა­რის თქმა, ეს არის მტკი­ცე ნე­ბის­ყო­ფი­სა და ჩვე­ნი სუ­ლის სიძ­ლი­ე­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. უა­რის თქმა იმის­თვის, რომ ცოდ­ვე­ბი მო­ვი­ნა­ნი­ოთ. შე­იძ­ლე­ბა ასე მოხ­დეს, მი­ვი­ღოთ რძის პრო­დუქ­ტი, მარ­ხვის პე­რი­ო­დი ისე გან­ვლოთ, რომ არ ვცო­დოთ, მაგ­რამ შე­საძ­ლებ­ლია უარი ვთქვთ ხორ­ცზე, რძის პრო­დუქ­ტებ­ზე, მი­ვირ­თვათ მხო­ლოდ წყა­ლი და პური, მაგ­რამ ჩვე­ნი საქ­ცი­ე­ლით და სხვა ქმე­დე­ბით მარ­ხვის პე­რი­ო­დის გან­ცდა არ გვქონ­დეს.

მარ­ხვა და­ბა­ლან­სე­ბულ კვე­ბას ნამ­დვი­ლად არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მთა­ვა­რია, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში - მარ­ხვი­სას თუ არა მარ­ხვი­სას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ზომა და წონა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბას პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ვუქ­მნათ. მივ­ყვეთ ჯან­სა­ღი კვე­ბის რე­ჟიმს და ამით სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დიდი მღელვარება სამხრეთ კორეაში - სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს
ავტორი:

როგორ უნდა იკვებოთ მარხვაში, რომ ორგანიზმი არ დააზიანოთ - რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

როგორ უნდა იკვებოთ მარხვაში, რომ ორგანიზმი არ დააზიანოთ - რეკომენდაციები ენდოკრინოლოგისგან

მართლმადიდებელ ეკლესიაში სულ ოთხი მრავალდღიანი მარხვაა: დიდმარხვა, პეტრე-პავლობის მარხვა, მარიამობის მარხვა, შობის მარხვა. ასევე არსებობს ერთდღიანი მარხვები. სულ დაახლოებით ორასი დღე წელიწადში.

მარხვის დროს იკრძალება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება. ხშირად მემარხულეებს შორის არიან შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მქონე პაციენტები, რომლებსაც მარხვაზე არა მარტო მოძღვრისგან სჭირდებათ კურთხევის აღება, ასევე აინტერესებთ ექიმის რეკომენდაციებიც, თუ როგორი უნდა იყოს მარხვის პერიოდში მათი კვების რეჟიმი.

როგორ ვიკვებოთ მარხვაში ისე, რომ ორგანიზმი არ დავაზიანოთ, ამ თემაზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება:

- არა მარტო მარხვის პერიოდში, კვება სხვა დროსაც უნდა იყოს ჯანსაღი, რაციონალური. სწორი კვება არ ეწინააღმდეგება მარხვის პრინციპებს... თუმცა პაციენტებს, მარხვის პერიოდში, ხშირ შემთხვევაში, უჩნდებათ კითხვა - მარხვაშიც უნდა დავიცვათ დიეტა? დიეტა ჯანსაღი კვებაა, რაც ცხოვრების ნებსნიერ ეტაპზე, შესაძლებელია და, რა თქმა უნდა, მარხვის პირობებშიც.

ბოლო დროს ბევრი ე.წ. სამარხვო პროდუქტი შემოვიდა, რომლებიც სხვადასხვა ცხიმით, სხვადასხვა ტიპის დანამატით, კონსერვანტითაა გაჯერებული, რომელთა მიღება ადამინებისთვის მიზანშეწონილი არ არის - თუნდაც ეს იყოს სამარხვო კარაქი, ყველი და ა.შ. ისინი მცენარეულ ზეთებზეა დამზადებული, სამწუხაროდ, ამ პროდუქტების დასამზადებლად ძირითადად, პალმის ცხიმი გამოიყენება, რაც საბოლოო ჯამში კარცეროგენული ნივთიერებაა, არადა, ადამიანები, მარხვის პერიოდში, სწორედ ამ პროდუქტებს იღებენ...

რა არის მარხვა? სასულიერო სწავლებაში ძალიან რომ არ გადავიჭრათ, მარხვა გარკვეულ სურვილზე, სიამოვნებაზე უარის თქმაა იმისთვის, რომ სული იყოს რწმენით სავსე... მაგრამ თუ სამარხვო ნამცხვარს, ყველს, კარაქს მივირთმევთ - მაშინ სად არის მარხვის პრინციპი? მარხვა გარდა იმისა, რომ სულის გაწმენდას ემსახურება, გარკვეულწილად, ორგანიზმის განწმენდა-გაჯანსაღებაც არის...

- ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის სამარხვო პროდუქტით, რომელთა ბაზარზე გამოტანას უმეტესად, კომერციული დატვირთვა აქვს და მათთვის მარხვის პერიოდში იმ პროდუქტის გაყიდვა მნიშვნელოვანია.

- დიახ, ასეა, მაგრამ მარხვის პერიოდში ამ პროდუქტების მიღებას, ხილისა და ბოსტნეულის მეტი რაოდენობით მიღება, ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა ჯობია. იმისთვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ მარხვის პერიოდში არც ორგანიზმს და არც სულს ვავნოთ.

შობის მარხვა საკმაოდ ხანგრძლივია, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში ისეთი აუცილებელი კომპონენტების მიღება არ გვიწევს, როგორიცაა ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძის ნაწარმი, რაც ცილების, ამინომჟავების (ხორცში 9 ტიპის ამინომჟავა შედის, რაც ორგანიზმში არ წარმოიქმნება და არც რომელიმე სახვა პროდუქტიდან შეიძლება მისი მიღება) გარკვეულ დეფიციტს ქმნის, ასევე წონის კლებასა და მეტაბოლური პროცესების დაბალანსებასაც ხელს უშლის. ამდენად ისეთ პროდუქტებს მივირთმევთ, რომლებიც რეკომენდებული არ არის და ორგანიზმს პრობლემებს შეუქმნის.

- ძირითადად პურეულისა და ბურღულეულის მიღება ხდება...

- ცომეულის გარდა, კარტოფილის და მსგავსი ტიპის პროდუქტების, რაც მეტაბოლურ ცვლას არღვევს, იწყება ინსულინრეზისტეტობა იმიტომ, რომ ორგანიზმში დიდი რაოდენობით ნახშირწყლები შედის. ხშირ შემთხვევაში, ამ კვებამ შეიძლება ორგანიზმს გარკვეული ზიანი მიაყენოს.

იმის გამო, რომ ცილოვანი პროდუქტების ჩანაცვლება ამ პროდუქტებით გვიწევს, რა თქმა უნდა, ცილოვანი საკვების ჩანაცვლება სრულად ვერ ხერხდება, ამიტომ მცენარეული საკვებითაც შეგვიძლია მისი შეცვლა, - მაგალითად, ქათმის ხორცს შევუნაცვლოთ ყველაზე მდიდარი მარცვლეული, როგორიც არის ლობიო.

- ლობიო ხორცს უწევს კონკურენციას?

- თუ 100 გრამი ხორცი 20 გრამ ცილას შეიცავს, ამ შემთხვევაში, 100 გრ ლობიოში 20-დან-25 გრამამდე ცილაა. ასევე აქტიურად შეგვიძლია ისეთი ბოსტნეულის მიღება, როგორიც არის ყვავილოვანი კომბოსტო, ბადრიჯანი, ყაბაყი - ისინი ცილოვანი კომპონენტებითაა გაჯერებული. ასევე ცილის შემცველია წიწიბურაც.

მარხვის პერიოდში აუცილებელია დავიცვათ ზომიერება. ჯანსაღი კვების პრინციპის მიხედვით, არ უნდა მოხდეს ნაყროვანება, ნაყროვანება რელიგიურადაც ცოდვად მიიჩნევა. ამიტომ, ეს ყველა ასპექტი მისაღებია ჯანსაღი ცხოვრების პრინციპებისთვის, ხოლო რელიგიური სწავლების მიხედვით კი, მიმართულია საკურნებლად სულისა და ხორცისა.

- ენდოკრინოლოგიური პაციენტებს - შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის, ავტოიმუნური დაავადებებისას რა რეკომენდაციებს მისცემთ?

- არსებობს გარკვეული ტიპის დაავადებები, რომლის დროსაც, უბრალოდ შეუძლებელია პაციენტის სხვადასხვა კომპონენტის გარეშე დატოვება.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს მკურნალობის განსაკუთრებული მიზანი, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტისას, სწორი კვებაა. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიისას ორგანიზმში კალციუმის დეფიციტიც იქმნება, რა დროსაც, კვების რაციონში აუცილებელია რძის პროდუქტების ჩართვა და ამ დროს ექიმის რეკომენდაციას სასულიერო პირებიც ითვალისწინებენ, კურთხევას რძის პროდუქტებზე აძლევენ.

რაც შეეხება დიაბეტს, მისი ძირითადი სამკურნალო საშუალება ნამდვილად არის სწორი კვება. რაც დროსაც ყველა კომპონენტი - ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალები, ვიტამინები დაბალანსებულად და რაციონალურად უნდა შევიდეს ორგანიზმში. ამ დროს შესაძლებელია, ხორცის ნაცვლად, რძისა და რძის პროდუქტების მიღება, რომ დიდი რაოდენობით ბურღულეულსა და პურეულს ავცდეთ. ეს მათ ჯანმრთელობის საფრთხეს უქნის. აქედან გამომდინარე, სამღვდელოება სამედიცინო სფეროს მოსაზრებას და პაციენტის მდგომარეობას ითვალისწინებს.

როგორც აღვნიშნეთ, მარხვა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ხორცზე, ან რძის პროდუქტზე უარის თქმა, ეს არის მტკიცე ნებისყოფისა და ჩვენი სულის სიძლიერის გამოხატულება. უარის თქმა იმისთვის, რომ ცოდვები მოვინანიოთ. შეიძლება ასე მოხდეს, მივიღოთ რძის პროდუქტი, მარხვის პერიოდი ისე განვლოთ, რომ არ ვცოდოთ, მაგრამ შესაძლებლია უარი ვთქვთ ხორცზე, რძის პროდუქტებზე, მივირთვათ მხოლოდ წყალი და პური, მაგრამ ჩვენი საქციელით და სხვა ქმედებით მარხვის პერიოდის განცდა არ გვქონდეს.

მარხვა დაბალანსებულ კვებას ნამდვილად არ ეწინააღმდეგება. მთავარია, ნებისმიერ შემთხვევაში - მარხვისას თუ არა მარხვისას გავითვალისწინოთ ზომა და წონა, რომ ჯანმრთელობას პრობლემები არ შევუქმნათ. მივყვეთ ჯანსაღი კვების რეჟიმს და ამით საკუთარ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ.

"მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ" - მარინა ენდელაძე საჯაროდ ვაქცინაციის შემდეგ

"პანდემიის დამარცხება მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი" - მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

"თავს ვგრძნობ გადასარევად... ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში" - რას ამბობს პაატა იმნაძე საჯაროდ ვაქცინაციის შემდეგ