"რუსთავი 2"-ის კიევის ბიუროს ოპერატორმა თამაზ შავშიშვილმა ფოთის პორტში მყოფი ბორანი, სახელწოდებით "ვილნიუსი" უკვე დატოვა.
მან ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და გაიხსენა, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება. მისივე ინფორმაციით, მას უკრაინამ სამწლიანი დეპორტაცია გაუკეთა, მანამდე კი უკრაინაში ცხოვრების ვადა 2024 წლამდე ჰქონდა განსაზღვრული.