სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინ-ერდოღანის "თამაში" ატომური სადგურის გარშემო
პუტინ-ერდოღანის "თამაში" ატომური სადგურის გარშემო

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის თქმით, - რუ­სეთ­მა და თურ­ქეთ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა აღად­გი­ნეს, თუმ­ცა, 100 მი­ლი­არდ დო­ლა­რი­ა­ნი ტვირთბ­რუნ­ვა ჯერ კი­დევ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, - "პო­მი­დო­რის ემ­ბარ­გო" ნა­წი­ლობ­რივ შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა, გაზ­სა­დე­ნი და ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი მხო­ლოდ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­შია...

ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღა­ნი სოჭ­ში, თა­ვის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, ბო­ჩა­როვ რუ­ჩე­ი­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ი­ღო. ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რი იქ გვი­ან ღა­მემ­დე დარ­ჩა, იყო 2 სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი, და­ხუ­რულ კარს მიღ­მა სა­უბ­რე­ბი, რო­მელ­საც თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მევ­ლუთ ჩა­ვუ­შ­ოღ­ლუც არ დას­წრე­ბია, ის სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მვის ერ­თობ­ლი­ვი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია თურ­ქუ­ლი მხრი­დან.

რო­დე­საც პუ­ტი­ნი და ერ­დო­ღა­ნი პრე­სასთნ გა­მო­ვიდ­ნენ, აღ­მოჩ­ნდა, რომ ქვის სას­ტუმ­რო ოთახ­ში, სა­დაც ისი­ნი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, კი­დევ ერთი, მე­სა­მე, მაგ­რამ ცა­რი­ე­ლი სა­ვარ­ძე­ლი იდგა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის კი­დევ ერთი წევ­რის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, რო­გორც ჩანს, მისი დას­წრე­ბა პუ­ტინ­მა და ერ­დო­ღან­მა არ და­უშ­ვეს. "ისი­ნი ტე­ლე­კა­მე­რებ­თან და­ძა­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ, რაც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ შედ­გა, ანუ საკ­ვან­ძო სა­კი­თხებ­ზე ვერ შე­თან­ხმდნენ", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

100 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გარ­შე­მო...

"ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, სრუ­ლად აღ­დგა" - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­სარ­წმუ­ნებ­ლად რამ­დე­ნი­მე არ­გუ­მენ­ტი მო­იყ­ვა­ნა. მა­გა­ლი­თად, ის, რომ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ტვირთბ­რუნ­ვა ბოლო 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 36%-ით გა­ი­ზარ­და. გა­სულ წელს, ტვირთბ­რუნ­ვა 32 %-მდე იყო და­ვარ­დნი­ლი...

ერ­დო­ღან­მა რუ­სეთს შე­ახ­სე­ნა ის გეგ­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, რუ­სეთ­სა თურ­ქეთს შო­რის, 2023 წლის­თვის, ტვირთბ­რუნ­ვა 100 მი­ლი­არდ დო­ლა­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ეს ორი­ენ­ტი­რი, ჯერ კი­დევ 2015 წელს და­ი­სა­ხა. 2014 წელს მათ შო­რის ვაჭ­რო­ბა 31 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი იყო.

მა­თი­ვე თქმით, ენერ­გო­სის­ტე­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მარ­ტე­ბე­ბი აქვთ, - ეს ეხე­ბა ბუ­ნებ­რივ აირ­სა და ატო­მუ­რი სად­გურ Аккую-ს. (ამ პრო­ექ­ტის აშე­ნე­ბა­ზე რუ­სე­თი და თურ­ქე­თი 2010 წლი­დან სა­უბ­რო­ბენ, მისი აშე­ნე­ბა თურ­ქეთ­ში იგეგ­მე­ბო­და და 4 ენერ­გობ­ლო­კის­გან შემ­დგა­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო)

"მისი მშე­ნებ­ლო­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უნდა და­ი­წყოს. ჩვე­ნი გეგ­მე­ბით, პირ­ვე­ლი რე­აქ­ტო­რი 2023 წელს უნდა გა­ვუშ­ვათ...", - გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა. თა­ვის მხრივ, ერ­დო­ღან­მა ის ელექტრო­სად­გუ­რის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე, სა­ძირ­კვლის გაჭ­რა­ზე და­პა­ტი­ჟა...

"და მა­ინც, ორი­ვეს ეტყო­ბო­და, რომ და­ძა­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი ჰქონ­დათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ნა­ძა­ლა­დე­ვი იყო, მხო­ლოდ პო­ზი­ტივ­ზე სა­უბ­რით ისი­ნი შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი თე­მე­ბის გა­და­ფარ­ვას ცდი­ლობ­დნენ...",- წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პუ­ტი­ნი ლა­მის ყვე­ლა სი­ტყვის ბო­ლოს ამ­ბობ­და, რომ შეხ­ვედ­რით კმა­ყო­ფი­ლი იყო, ერთი რამ საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რად აღ­ნიშ­ნა, - მისი თქმით, ის სოჭ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ჩა­სუ­ლა, ქუ­ვე­ით­სა და ყა­ტარ­ში მი­მა­ვალ­მა გზად იქაც შე­ი­ა­რა...

"ორი­ვე ლი­დერს ეტყო­ბო­და არც ისე დიდი ხნის წი­ნან­დე­ლი სა­უბ­რე­ბის კვა­ლი, - ერ­დო­ღა­ნის ფრა­ზა, - ვაფრ­თხი­ლებ რუ­სეთს, ნუ ითა­მა­შებს ცე­ცხლთან, - რუ­სეთ­ში დიდ­ხანს ახ­სოვ­დათ, შე­დე­გად, რუ­სე­თის 400 ათა­სი მო­ქა­ლა­ქე ან­კა­რა­ში არ ჩა­ვი­და... თუმ­ცა, იმ და­ძა­ბუ­ლო­ბის შემ­დეგ, ლი­დე­რებ­მა, ერთი შე­ხედ­ვით, წარ­სუ­ლის და­ვი­წყე­ბა შეძ­ლეს, თუმ­ცა, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი და ბუნ­დო­ვა­ნი თე­მე­ბი - ერ­დო­ღა­ნის მხრი­დან, პრე­ტენ­ზი­ე­ბი რჩე­ბა.

"ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა პუ­ტინ­მა ახა­ლი ცნო­ბე­ბით გაგ­ვა­ხა­რა, - მისი გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთშ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კულ­ტუ­რის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა­ზე შე­ზღუდ­ვა უკვე მო­იხ­სნა... ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი რუ­სეთ­ში პო­მიდვ­რის, ბად­რიჯ­ნის, ბრო­წე­უ­ლი­სა და სხვა კულ­ტუ­რე­ბის შე­ტა­ნა­ზე, ვი­თა­რე­ბას ამ­სუ­ბუ­ქებს, თუმ­ცა, ვი­სურ­ვებ­დით, და­ნარ­ჩე­ნი სა­კი­თხე­ბიც მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო", - აღ­ნიშ­ნა ერ­დო­ღან­მა...

ამ თა­მაშ­ში რა პარ­ტი­ას თა­მა­შობს პუ­ტი­ნი, ბო­ლომ­დე არ არის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, ზე­და­პირ­ზე ჩანს, რომ თურ­ქეთს სურ­სათ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნის სა­ნაც­ვლოდ, გარ­კვე­ულ დათ­მო­ბებ­ზე უწევს წას­ვლა. მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რი ჯერ კი­დევ მძი­მე დღე­შია...

მშვი­დო­ბის მომ­ტა­ნი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი ჯერ არ ანა­თებს

"ბოლო 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თი­დან, 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი რუსი ტუ­რის­ტი ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა, რუ­სე­თი­დან ტუ­რის­ტე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა თით­ქმის შე­წყვე­ტი­ლია, "კარგ დროს" რუ­სე­თი­დან 12 მი­ლი­ონ­ზე მეტი ტუ­რის­ტი ჩა­მო­დი­ო­და, თუმ­ცა მათ­ზე მეტ­ნი იყ­ვნენ გერ­მა­ნე­ლე­ბი. მე­სა­მე ად­გილ­ზე ბრი­ტა­ნე­თი იყო... იმის­თვის, რომ რუ­სე­თი­დან ტუ­რის­ტე­ბის შე­მო­დი­ნე­ბამ იმა­ტოს, უვი­ზო მი­მოს­ვლა უნდა აღ­დგეს,"- აღ­ნიშ­ნა ერ­დო­ღან­მა. თუმ­ცა, პუ­ტინ­მა ეს თემა უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა. პეს­კოვ­მა კი მხო­ლოდ "მშრა­ლად" გა­ნა­ცხა­და, რომ "ამ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა გრძელ­დე­ბა..."

მე­გობ­რო­ბა­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე სა­უბ­რის კვალ­დაკ­ვალ, "სა­უ­კუ­ნის პრო­ექ­ტად წო­დე­ბუ­ლი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გურ Аккую -ს შე­ჩე­რე­ბულ მშე­ნებ­ლო­ბა­სა და მის გა­ნახ­ლე­ბა­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს. არა­და, მისი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვლის პირ­ველ ვა­დად 2019 წელი სა­ხელ­დე­ბო­და. არა­ვინ იცის, პუ­ტი­ნის მიერ დათ­ქმულ, 2023 წლამ­დე ვა­და­ში მო­ეს­წრე­ბა თუ არა, რა დრო­საც თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის 100 წლის იუ­ბი­ლეა...

მშე­ნებ­ლო­ბა თურ­ქე­თის მხრი­დან რუსი პი­ლო­ტის ჩა­მოგ­დე­ბის­თა­ნა­ვე შე­ჩერ­და. თუმ­ცა, შე­საძ­ლოა მისი შე­ჩე­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბით ყო­ფი­ლი­ყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, - პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია, მის დას­რუ­ლე­ბას 22 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი სჭირ­დე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადრე პრო­ექ­ტის რუ­სუ­ლი ნა­წი­ლი­დან 51%-იანი წი­ლის გა­ყიდ­ვა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რა­საც მოს­კოვ­ში ჭო­რებს უწო­დე­ბენ, "თუმ­ცა, თურ­ქე­ბი მი­ა­ნიშ­ნე­ბენ, რომ ამ სად­გუ­რის ია­პო­ნუ­რი ან ამე­რი­კუ­ლი ფი­ნან­სე­ბით აშე­ნე­ბა­ზეც არ იტყოდ­ნენ უარს... ეს პო­ზი­ცია რუ­სე­თის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

თურ­ქე­თის ოპო­ზი­ცი­ამ სად­გუ­რის აშე­ნე­ბის პი­რო­ბებს კა­ბა­ლუ­რი უწო­და. მათ პირ­ველ რიგ­ში, აღი­ზი­ა­ნებთ ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და უწყე­ბა­თა შო­რის შე­თან­ხმე­ბუ­ლი დე­ნის ფასი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თურ­ქე­თი ამ სად­გუ­რი­დან, 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 1 კი­ლო­ვა­ტე­ნერ­გი­ას 12,35 ცენ­ტად მი­ი­ღებს, რაც მათი თქმით, ძა­ლი­ან ძვი­რია..." - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

თა­ვის მხრივ, რუ­სუ­ლი მხა­რე უკ­მა­ყო­ფი­ლოა, რად­გან სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბი­დან 6 წლის შემ­დეგ, თურ­ქეთ­მა "ორი საკ­ვან­ძო ლი­ცენ­ზი­ის, - ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გე­ნე­რა­ცი­ის გა­ფორ­მე­ბა არ იკად­რა".

რუ­სუ­ლი მე­დია ეჭ­ვობს, რომ ან­კა­რა დროს უფრო ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად წე­ლავს, თან ისე, რომ "ეშ­მა­კო­ბას არ ეშ­ვე­ბა" და ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რუ­სეთს აკის­რებს...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI. GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პუტინ-ერდოღანის "თამაში" ატომური სადგურის გარშემო

პუტინ-ერდოღანის "თამაში" ატომური სადგურის გარშემო

ვლადიმირ პუტინის თქმით, - რუსეთმა და თურქეთმა ურთიერთობა აღადგინეს, თუმცა, 100 მილიარდ დოლარიანი ტვირთბრუნვა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რუსული მედიის ცნობით, - "პომიდორის ემბარგო" ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა, გაზსადენი და ატომური ელექტროსადგური მხოლოდ მშენებლობის პროცესშია...

ვლადიმირ პუტინმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანი სოჭში, თავის რეზიდენციაში, ბოჩაროვ რუჩეიში რამდენიმე დღის წინ მიიღო. ორი ქვეყნის ლიდერი იქ გვიან ღამემდე დარჩა, იყო 2 საათნახევრიანი, დახურულ კარს მიღმა საუბრები, რომელსაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც არ დასწრებია, ის სტრატეგიული დაგეგმვის ერთობლივი ცენტრის წარმომადგენელია თურქული მხრიდან.

როდესაც პუტინი და ერდოღანი პრესასთნ გამოვიდნენ, აღმოჩნდა, რომ ქვის სასტუმრო ოთახში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, კიდევ ერთი, მესამე, მაგრამ ცარიელი სავარძელი იდგა, რომელიც რუსეთის დელეგაციის კიდევ ერთი წევრისთვის იყო განკუთვნილი, როგორც ჩანს, მისი დასწრება პუტინმა და ერდოღანმა არ დაუშვეს. "ისინი ტელეკამერებთან დაძაბული სახეებით გამოვიდნენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოლაპარაკება არ შედგა, ანუ საკვანძო საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ", - წერს რუსული მედია.

100 მილიარდი დოლარის გარშემო...

"ჩვენი ურთიერთობები, პრაქტიკულად, სრულად აღდგა" - აღნიშნა პუტინმა და ჟურნალისტების დასარწმუნებლად რამდენიმე არგუმენტი მოიყვანა. მაგალითად, ის, რომ ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა ბოლო 9 თვის განმავლობაში 36%-ით გაიზარდა. გასულ წელს, ტვირთბრუნვა 32 %-მდე იყო დავარდნილი...

ერდოღანმა რუსეთს შეახსენა ის გეგმა, რომლის ფარგლებშიც, რუსეთსა თურქეთს შორის, 2023 წლისთვის, ტვირთბრუნვა 100 მილიარდ დოლარი უნდა ყოფილიყო. ეს ორიენტირი, ჯერ კიდევ 2015 წელს დაისახა. 2014 წელს მათ შორის ვაჭრობა 31 მილიარდი დოლარი იყო.

მათივე თქმით, ენერგოსისტემების მიმართულებით წარმარტებები აქვთ, - ეს ეხება ბუნებრივ აირსა და ატომური სადგურ Аккую-ს. (ამ პროექტის აშენებაზე რუსეთი და თურქეთი 2010 წლიდან საუბრობენ, მისი აშენება თურქეთში იგეგმებოდა და  4 ენერგობლოკისგან შემდგარი უნდა ყოფილიყო)

"მისი მშენებლობა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს. ჩვენი გეგმებით, პირველი რეაქტორი 2023 წელს უნდა გავუშვათ...", - განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ, ერდოღანმა ის ელექტროსადგურის საზეიმო ცერემონიაზე, საძირკვლის გაჭრაზე დაპატიჟა...

"და მაინც, ორივეს ეტყობოდა, რომ დაძაბული საუბარი ჰქონდათ, ეს ყველაფერი ნაძალადევი იყო, მხოლოდ პოზიტივზე საუბრით ისინი შეუთანხმებელი თემების გადაფარვას ცდილობდნენ...",- წერს რუსული მედია.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ლამის ყველა სიტყვის ბოლოს ამბობდა, რომ შეხვედრით კმაყოფილი იყო, ერთი რამ საკმაოდ უცნაურად აღნიშნა, - მისი თქმით, ის სოჭში სპეციალურად არ ჩასულა, ქუვეითსა და ყატარში მიმავალმა გზად იქაც შეიარა...

"ორივე ლიდერს ეტყობოდა არც ისე დიდი ხნის წინანდელი საუბრების კვალი, - ერდოღანის ფრაზა, - ვაფრთხილებ რუსეთს, ნუ ითამაშებს ცეცხლთან, - რუსეთში დიდხანს ახსოვდათ, შედეგად, რუსეთის 400 ათასი მოქალაქე ანკარაში არ ჩავიდა... თუმცა, იმ დაძაბულობის შემდეგ, ლიდერებმა, ერთი შეხედვით, წარსულის დავიწყება შეძლეს, თუმცა, არსებობს გარკვეული კითხვები და ბუნდოვანი თემები - ერდოღანის მხრიდან, პრეტენზიები რჩება.

"ჩემმა მეგობარმა პუტინმა ახალი ცნობებით გაგვახარა, - მისი განცხადებით, რუსეთშ, სოფლის მეურნეობის კულტურის რამდენიმე სახეობაზე შეზღუდვა უკვე მოიხსნა... ასეთი გადაწყვეტილებები რუსეთში პომიდვრის, ბადრიჯნის, ბროწეულისა და სხვა კულტურების შეტანაზე, ვითარებას ამსუბუქებს, თუმცა, ვისურვებდით, დანარჩენი საკითხებიც მოგვარებულიყო", - აღნიშნა ერდოღანმა...

ამ თამაშში რა პარტიას თამაშობს პუტინი, ბოლომდე არ არის ცნობილი, თუმცა, ზედაპირზე ჩანს, რომ თურქეთს სურსათზე დაწესებული სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, გარკვეულ დათმობებზე უწევს წასვლა. მათთვის მნიშვნელოვანი ტურიზმის სექტორი ჯერ კიდევ მძიმე დღეშია...

მშვიდობის მომტანი ატომური ელექტროსადგური ჯერ არ ანათებს

"ბოლო 9 თვის განმავლობაში, რუსეთიდან, 4 მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ჩამოვიდა, თუმცა, რუსეთიდან ტურისტების შემოდინება თითქმის შეწყვეტილია, "კარგ დროს" რუსეთიდან 12 მილიონზე მეტი ტურისტი ჩამოდიოდა, თუმცა მათზე მეტნი იყვნენ გერმანელები. მესამე ადგილზე ბრიტანეთი იყო... იმისთვის, რომ რუსეთიდან ტურისტების შემოდინებამ იმატოს, უვიზო მიმოსვლა უნდა აღდგეს,"- აღნიშნა ერდოღანმა. თუმცა, პუტინმა ეს თემა უპასუხოდ დატოვა. პესკოვმა კი მხოლოდ "მშრალად" განაცხადა, რომ "ამ თემაზე მუშაობა გრძელდება..."

მეგობრობასა და ურთიერთობის მოგვარებაზე საუბრის კვალდაკვალ, "საუკუნის პროექტად წოდებული ატომური ელექტროსადგურ Аккую -ს შეჩერებულ მშენებლობასა და მის განახლებაზე არავინ საუბრობს. არადა, მისი ექსპლუატაციაში შესვლის პირველ ვადად 2019 წელი სახელდებოდა. არავინ იცის, პუტინის მიერ დათქმულ, 2023 წლამდე ვადაში მოესწრება თუ არა, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილეა...

მშენებლობა თურქეთის მხრიდან რუსი პილოტის ჩამოგდებისთანავე შეჩერდა. თუმცა, შესაძლოა მისი შეჩერება ნებისმიერ დროს, ფინანსური პრობლემებით ყოფილიყო გამოწვეული, - პროექტი ძალიან ძვირადღირებულია, მის დასრულებას 22 მილიარდი დოლარი სჭირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ადრე პროექტის რუსული ნაწილიდან 51%-იანი წილის გაყიდვა განიხილებოდა, რასაც მოსკოვში ჭორებს უწოდებენ, "თუმცა, თურქები მიანიშნებენ, რომ ამ სადგურის იაპონური ან ამერიკული ფინანსებით აშენებაზეც არ იტყოდნენ უარს... ეს პოზიცია რუსეთისთვის მიუღებელია.

თურქეთის ოპოზიციამ სადგურის აშენების პირობებს კაბალური უწოდა. მათ პირველ რიგში, აღიზიანებთ ფიქსირებული და უწყებათა შორის შეთანხმებული დენის ფასი, რომლის თანახმადაც, თურქეთი ამ სადგურიდან, 25 წლის განმავლობაში, 1 კილოვატენერგიას 12,35 ცენტად მიიღებს, რაც მათი თქმით, ძალიან ძვირია..." - წერს რუსული მედია.

თავის მხრივ, რუსული მხარე უკმაყოფილოა, რადგან სახელმწიფოთა შორის შეთანხმების გაფორმებიდან 6 წლის შემდეგ, თურქეთმა "ორი საკვანძო ლიცენზიის, - ატომური ელექტროსადგურისა და ელექტროენერგიის გენერაციის გაფორმება არ იკადრა".

რუსული მედია ეჭვობს, რომ ანკარა დროს უფრო ხელსაყრელი პირობების მისაღებად წელავს, თან ისე, რომ "ეშმაკობას არ ეშვება"  და ამაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"