პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს "სითი პარკი" კახა კალაძეს
რას პასუხობს "სითი პარკი" კახა კალაძეს

ის სტა­ტის­ტი­კა, რო­მელ­ზეც არ­ჩე­ულ­მა მერ­მა ისა­უბ­რა, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კომ­პა­ნია "სითი პარ­კის" მე­დი­ა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯერ­მა ლე­ვან ტა­ბი­ძემ კახა კა­ლა­ძის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი იმ გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "სითი პარ­კის" მიერ გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის შემ­დეგ 99% გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლო­დაა გა­მო­ტა­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ თბი­ლი­სის მე­რია კომ­პა­ნია "სითი პარ­კის" წი­ნა­აღ­მდეგ და­ვას სა­სა­მარ­თლო­ში აპი­რებს, ლე­ვან ტა­ბი­ძის თქმით, კომ­პა­ნია "სითი პარ­კი" მოქ­მე­დებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით და ასე­ვე იმ კონ­ტრაქ­ტით, რო­მე­ლიც გა­ფორ­მე­ბუ­ლია თბი­ლი­სის მე­რი­ა­სა და კომ­პა­ნი­ას შო­რის.

"ის სტა­ტის­ტი­კა, რო­მელ­ზეც არ­ჩე­ულ­მა მერ­მა ისა­უბ­რა, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ი­მარ­თლეს და მას არას­წო­რი სტა­ტის­ტი­კა მი­ა­წო­დეს. იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მე­ბის მხო­ლოდ 0.2% ხდე­ბა სა­დაო და ამ და­ვის შემ­დე­გაც ნა­ხე­ვარ­ზე მეტს კომ­პა­ნია იგებს. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში თბი­ლი­სის მერი შეხ­ვდე­ბა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და "სითი პარ­კის" ხელ­მძღვა­ნე­ლებს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თბი­ლი­სის არ­ჩე­ულ მერს მი­ა­წო­დონ ამომ­წურ­ვი, სრუ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა არის კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა და გას­ცენ ყვე­ლა შე­კი­თხვას პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მერს და­ა­ინ­ტე­რე­სებს", - გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 30% მო­დის იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც პერ­მა­ნენ­ტუ­ლად არ­ღვე­ვენ პარ­კი­რე­ბის წე­სებს, ასე­ვე არ იხ­დი­ან გა­და­სა­ხა­დებს.

თბი­ლი­სის მე­რია კომ­პა­ნია "სითი პარ­კის" წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რივ და­ვას სა­სა­მარ­თლო­ში აპი­რებს. კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ჯა­რი­მებ­ზე, რო­მე­ლიც ამ კომ­პა­ნი­ის მხრი­და­ნაა გა­მო­წე­რი­ლი და რო­მე­ლიც გა­სა­ჩივ­რდა, 99% გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ არის გა­მო­ტა­ნი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

რას პასუხობს "სითი პარკი" კახა კალაძეს

რას პასუხობს "სითი პარკი" კახა კალაძეს

ის სტატისტიკა, რომელზეც არჩეულმა მერმა ისაუბრა, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "სითი პარკის" მედიაკომუნიკაციების მენეჯერმა ლევან ტაბიძემ კახა კალაძის მიერ გაკეთებული იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, "სითი პარკის" მიერ გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრების შემდეგ 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების სასარგებლოდაა გამოტანილი.

რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ თბილისის მერია კომპანია "სითი პარკის" წინააღმდეგ დავას სასამართლოში აპირებს, ლევან ტაბიძის თქმით, კომპანია "სითი პარკი" მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და ასევე იმ კონტრაქტით, რომელიც გაფორმებულია თბილისის მერიასა და კომპანიას შორის.

"ის სტატისტიკა, რომელზეც არჩეულმა მერმა ისაუბრა, არ შეესაბამება საიმართლეს და მას არასწორი სტატისტიკა მიაწოდეს. იქედან გამომდინარე, რომ გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0.2% ხდება სადაო და ამ დავის შემდეგაც ნახევარზე მეტს კომპანია იგებს. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში თბილისის მერი შეხვდება კომპანიის წარმომადგენლებს და "სითი პარკის" ხელმძღვანელებს ექნება შესაძლებლობა, რომ თბილისის არჩეულ მერს მიაწოდონ ამომწურვი, სრული და ობიექტური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის კომპანიის საქმიანობა და გასცენ ყველა შეკითხვას პასუხი, რომელიც თბილისის მერს დააინტერესებს", - განაცხადა ტაბიძემ.

მისივე თქმით, გასაჩივრებული ჯარიმების დაახლოებით 30% მოდის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც პერმანენტულად არღვევენ პარკირების წესებს, ასევე არ იხდიან გადასახადებს.

თბილისის მერია კომპანია "სითი პარკის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს. კახა კალაძის განცხადებით, ჯარიმებზე, რომელიც ამ კომპანიის მხრიდანაა გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების სასარგებლოდ არის გამოტანილი.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი