საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განმარტებას აკეთებს გურამ კაშია ლგბტ-ფერებიანი სამკლავურით თამაშზე: "მე არ მინანია, რაც გავაკეთე..."
რა განმარტებას აკეთებს გურამ კაშია ლგბტ-ფერებიანი სამკლავურით თამაშზე: "მე არ მინანია, რაც გავაკეთე..."

არ­ნე­მის "ვი­ტე­სის" კა­პი­ტან­მა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­მა გუ­რამ კა­ში­ამ "ჰერ­ნე­ვენ­თან" (4:0) მატჩში ლგბტ-ფე­რე­ბი­ა­ნი კა­პიტ­ნის სამ­კლა­ვუ­რის გამო გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს ჰო­ლან­დი­უ­რი გა­მო­ცე­მა nos.nl-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, რად­გან ამ ქმე­დე­ბის გამო კა­შია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ქარ­თველ­მა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა გა­აკ­რი­ტი­კეს.

"ყო­ველ­თვის მხარს ვუ­ჭერ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. სა­ნამ ადა­მი­ა­ნი სხვებს ცუდს არ გა­უ­კე­თებს, მე მას მხარს და­ვუ­ჭერ. რთუ­ლია ახ­სნა, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ზოგი ადა­მი­ა­ნი ამას ვერ იღებს.

ძა­ლი­ან ცო­ტა­ნი იყ­ვნენ, ვინც ჩემს "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გა­მო­ხა­ტა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და რა თქმა უნდა, მე ამის­თვის დიდი ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია. ისი­ნი ჩე­მით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ეს არის და ეს.

მაგ­რამ მე არ მი­ნა­ნია, რაც გა­ვა­კე­თე, ეს იყო ჩემი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც. მე არ ვღე­ლავ იმა­ზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკე­თებ შენს ცხოვ­რე­ბა­ში. თუ არა­ფერს უშა­ვებ სხვა ადა­მი­ა­ნებს, შე­გიძ­ლია იყო ის, ვინც გინ­და, რომ იყო. ეს ჩემი ხედ­ვაა და ასე არის ჰო­ლან­დი­ა­შიც. რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ამით იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ ეს დიდ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენს", - გა­ნა­ცხა­და კა­ში­ამ.

ჰო­ლან­დი­ელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ასე­ვე ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, გი­ორ­გი გი­გა­უ­რის შე­სა­ხებ ჰკი­თხა, რო­მელ­მაც თქვა: "ლგბტ კა­შია სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­დან უნდა მო­იკ­ვე­თოს".

"ეს მისი მხრი­დან ძა­ლი­ან სუ­ლე­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლი იყო, რად­გან თავი რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ი­ყე­ნა და უფრო მეტი კრი­ტი­კა ხვდა წი­ლად. სა­კუ­თარ ეროვ­ნე­ბას ვე­რა­ვინ შე­იც­ვლის. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი რომც იყოს წი­ნა­აღ­მდე­გი, თუ ჩემს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში გა­მო­მი­ძა­ხე­ბენ, მე აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვალ სა­თა­მა­შოდ", - აღ­ნიშ­ნა გუ­რამ კა­ში­ამ.

sportall.ge

რა განმარტებას აკეთებს გურამ კაშია ლგბტ-ფერებიანი სამკლავურით თამაშზე: "მე არ მინანია, რაც გავაკეთე..."

რა განმარტებას აკეთებს გურამ კაშია ლგბტ-ფერებიანი სამკლავურით თამაშზე: "მე არ მინანია, რაც გავაკეთე..."

არნემის "ვიტესის" კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ "ჰერნევენთან" (4:0) მატჩში ლგბტ-ფერებიანი კაპიტნის სამკლავურის გამო განმარტება გააკეთა.

აღნიშნულის შესახებ ქართველ ფეხბურთელს ჰოლანდიური გამოცემა nos.nl-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რადგან ამ ქმედების გამო კაშია სოციალურ ქსელებში ქართველმა მომხმარებლებმა გააკრიტიკეს.

"ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანების თავისუფლებას და ძალადობის წინააღმდეგი ვარ. სანამ ადამიანი სხვებს ცუდს არ გაუკეთებს, მე მას მხარს დავუჭერ. რთულია ახსნა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ზოგი ადამიანი ამას ვერ იღებს.

ძალიან ცოტანი იყვნენ, ვინც ჩემს "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა უკმაყოფილება და რა თქმა უნდა, მე ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ისინი ჩემით იმედგაცრუებულები იყვნენ. ეს არის და ეს.

მაგრამ მე არ მინანია, რაც გავაკეთე, ეს იყო ჩემი პასუხისმგებლობაც. მე არ ვღელავ იმაზე, თუ ვინ ხარ შენ, რას აკეთებ შენს ცხოვრებაში. თუ არაფერს უშავებ სხვა ადამიანებს, შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო. ეს ჩემი ხედვაა და ასე არის ჰოლანდიაშიც. რამდენიმე ადამიანი ამით იმედგაცრუებული იყო, მაგრამ ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კაშიამ.

ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა ასევე ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გიგაურის შესახებ ჰკითხა, რომელმაც თქვა: "ლგბტ კაშია საქართველოს ნაკრებიდან უნდა მოიკვეთოს".

"ეს მისი მხრიდან ძალიან სულელური საქციელი იყო, რადგან თავი რთულ სიტუაციაში ჩაიყენა და უფრო მეტი კრიტიკა ხვდა წილად. საკუთარ ეროვნებას ვერავინ შეიცვლის. ათასობით ადამიანი რომც იყოს წინააღმდეგი, თუ ჩემს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახებენ, მე აუცილებლად ჩამოვალ სათამაშოდ", - აღნიშნა გურამ კაშიამ.

sportall.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი