სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთი - ვერაგი საფრთხე ახლო აღმოსავლეთისთვის
რუსეთი -  ვერაგი  საფრთხე ახლო აღმოსავლეთისთვის

ვა­შინგტო­ნის ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტი ანა ბორ­ჩევ­სკა­ია, "ამე­რი­კის ხმას­თან" სა­უ­ბარ­ში ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში რუ­სე­თის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

რუ­სეთ­მა უკვე გა­მო­ხა­ტა თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი პო­ზი­ცია პრე­ზი­დენტ ტრამ­პის მიერ ირა­ნის ბირ­თვუ­ლი შე­თან­ხმე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე უარ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მოს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვა­ლენ­ტინ რი­ბკოვ­მა გა­ახ­მო­ვა­ნა, რომ­ლის თქმი­თაც, რუ­სე­თი ვერ მიხ­ვდა, რა­ტომ არ მო­ახ­დი­ნა პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, მით უფრო, რომ ირა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას პირ­ნათ­ლად ას­რუ­ლებს.

ბორ­ჩევ­სკა­ი­ას თქმით, თა­ვად ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რუ­სეთს ძა­ლი­ან აწყობს, რად­გან მის ფარ­გლებ­ში, თე­ი­რანს სან­ქცი­ე­ბი მო­ეხ­სნა, რაც რუ­სე­თის­თვის ძალ­ზე მი­სა­ღე­ბი იყო, რად­გან ირან­თან ვაჭ­რო­ბის გაზ­რდა სურ­და. "შე­თან­ხმე­ბა­ზე მე­ლა­ნი გამ­შრა­ლი არ იყო, რუ­სეთ­მა ვაჭ­რო­ბის გაზ­რდა რომ და­ი­წყო"- აცხა­დებს ექ­სპერ­ტი, რომ­ლის თქმი­თაც, მოს­კო­ვი სა­კუ­თა­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ძა­ლის გაზ­რდა­საც ცდი­ლობს.

კი­თხვა­ზე, თუ რა გახ­და, პრე­ზი­დენ­ტმა ტრამ­პის მხრი­დან შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბის მო­რიგ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ზე უა­რის მი­ზე­ზი, ბორ­ჩევ­სკა­ია პა­სუ­ხობს, რომ ის უკვე დიდი ხა­ნია ამ შე­თან­ხმე­ბას მკაც­რად აკ­რი­ტი­კებს. ბერ­კე­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა – "გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ პრე­ზი­დენ­ტი ამას შე­საძ­ლებ­ლო­ბად აფა­სებ­დეს იმის­თვის, რომ ჩვენს ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებს შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბის გამ­კაც­რე­ბის­კენ უბიძ­გოს".

არა­და, ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა რუ­სე­თის­თვის უდა­ვოდ შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. ექ­სპერ­ტის თქმით, მოს­კოვ­მა ირანს "S-300" ტი­პის რა­კე­ტე­ბი მა­ლე­ვე მიჰ­ყი­და, რაც ირა­ნის­თვის სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნამ­დე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ყი­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბა იყო. ზო­გა­დად, ირან­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ძლი­ერ­დე­ბა არა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო სფე­რო­ში, არა­მედ ეკო­ნო­მი­კა­შიც, რა ძა­ლი­ან ად­ვი­ლი შე­სამ­ჩნე­ვია.

კი­თხვა­ზე, ცდი­ლობს თუ არა რუ­სე­თი ირა­ნი, სა­უ­დის არა­ბე­თი და თურ­ქე­თი ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პი­როს, მით უფრო, რო­დე­საც ახ­ლა­ხან მოს­კოვ­მა თე­ი­რანს S-300 ტი­პის რა­კე­ტე­ბი მიჰ­ყი­და, ხოლო სა­უ­დის არა­ბეთ­სა და თურ­ქეთს S-400-ები, ბორ­ჩევ­სკა­ი­ას პო­ზი­ცია ასე­თია:

"ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თის მხრი­დან ში­ი­ტი მუს­ლი­მე­ბის მხარ­და­ჭე­რის ტენ­დენ­ცია გა­მო­იკ­ვე­თა. ყვე­ლას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ზე­და­პი­რუ­ლად მა­ინც ქმნის ობი­ექ­ტუ­რო­ბი­სა და ბა­ლან­სის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას...

ეს რუ­სე­თის სტან­დარ­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბაა, რო­მე­ლიც კრემ­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებს კარ­გად წარ­მო­ა­ჩენს. ერ­თის მხრივ, სუ­ნი­ტებ­თან კე­თილ­გან­წყო­ბის გა­მო­ჩე­ნა პუ­ტინს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ისე წარ­მო­ა­ჩი­ნოს, თით­ქოს, ზედ­მე­ტა­დაა ში­ი­ტე­ბის მხა­რეს".

მი­სი­ვე თქმით, ეს იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ რუ­სე­თის როლი რე­გი­ონ­ში თან­და­თან იზ­რდე­ბა. ეს მხო­ლოდ მოს­კო­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის, - რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბიც ცდი­ლო­ბენ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი კი ამე­რი­კის პა­სი­უ­რო­ბაა.

სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს პუ­ტი­ნი ან­კა­რა­ში ერ­დო­ღანს ეწ­ვია; შემ­დეგ კი, მოს­კოვ­ში სა­უ­დის არა­ბე­თის მეფე ის­ტო­რი­უ­ლი, პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტით ჩა­ვი­და, წლის ბო­ლომ­დე პუ­ტი­ნი თე­ი­რანს ეწ­ვე­ვა. – "მათი მხრი­დან ეს რუ­სე­თის გავ­ლე­ნის აღი­ა­რე­ბა და იმის დე­მონ­სტრი­რე­ბაა, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა მე­ფეს ეს არ მოს­წონ­დეს, პუ­ტინ­თან და­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა სა­მე­ფოს ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის...

რუ­სე­თის მხრი­დან კი რამ­დე­ნი­მე რამ ხდე­ბა. კრემ­ლი ნუ­ლო­ვა­ნი ჯა­მის თა­მაშს თა­მა­შობს - ანუ მათი აზ­რით, რუ­სე­თი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა, თუ ამე­რი­კა არ და­მარ­ცხდა. ცივი ომის დრო­ი­დან დღემ­დე, კრემ­ლი ამე­რი­კის მო­კავ­ში­რე­ე­ბის სა­კუ­თარ მხა­რე­ზე გა­და­ბი­რე­ბას ცდი­ლობს. სუ­ნი­ტე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლად და­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან და ამი­ტო­მა­ცაა ასე­თი სა­ყუ­რა­დღე­ბო სა­უ­დის არა­ბე­თის მოქ­მე­დე­ბა"- აცხა­დებს ბორ­ჩევ­სკა­ია "ამე­რი­კის ხმას­თან" სა­უ­ბარ­ში.

ექ­სპერ­ტის თქმით, სი­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ უთან­ხმო­ე­ბა ბევრ სა­კი­თხში აქვთ, თუმ­ცა ეს ძი­რი­თა­დად ტაქ­ტი­კუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბია, მთლი­ა­ნო­ბა­ში, მოს­კოვს და თე­ი­რანს ამე­რი­კის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში და­სავ­ლე­თის რო­ლის შე­სუს­ტე­ბა სურთ, რის გა­მოც, ისი­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ, ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბევრ რა­მეს დათ­მო­ბენ. "ახლა სა­უ­ბა­რია იმა­ზე, თუ ვინ მო­ი­პო­ვებს გავ­ლე­ნას სი­რი­ა­ზე, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ".

ბორ­ჩევ­სკა­ია არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, ერ­თა­დერთ გა­მო­სავ­ლად, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ამე­რი­კის რო­ლის გაზ­რდას მი­იჩ­ნევს, რაც რე­გი­ონ­ში ძა­ლებს და­ა­ბა­ლან­სებს. "იქ სა­დაც ამე­რი­კა არ აქ­ტი­უ­რობს, რუ­სე­თი ვა­კუ­უმს ავ­სებს. ამი­ტომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეს," – ამ­ბობს ექ­სპერ­ტი.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ამე­რი­კის ხმის" მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რუსეთი - ვერაგი საფრთხე ახლო აღმოსავლეთისთვის

რუსეთი -  ვერაგი  საფრთხე ახლო აღმოსავლეთისთვის

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ექსპერტი ანა ბორჩევსკაია, "ამერიკის ხმასთან" საუბარში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რუსეთის გააქტიურებაზე საუბრობს.

რუსეთმა უკვე გამოხატა თავისი უარყოფითი პოზიცია პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების სერტიფიცირებაზე უართან დაკავშირებით. ოფიციალური მოსკოვის განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალენტინ რიბკოვმა გაახმოვანა, რომლის თქმითაც, რუსეთი ვერ მიხვდა, რატომ არ მოახდინა პრეზიდენტმა ტრამპმა სერტიფიცირება, მით უფრო, რომ ირანი ხელშეკრულებას პირნათლად ასრულებს.

ბორჩევსკაიას თქმით, თავად ხელშეკრულება რუსეთს ძალიან აწყობს, რადგან მის ფარგლებში, თეირანს სანქციები მოეხსნა, რაც რუსეთისთვის ძალზე მისაღები იყო, რადგან ირანთან ვაჭრობის გაზრდა სურდა. "შეთანხმებაზე მელანი გამშრალი არ იყო, რუსეთმა ვაჭრობის გაზრდა რომ დაიწყო"- აცხადებს ექსპერტი, რომლის თქმითაც, მოსკოვი საკუთარი დიპლომატიური ძალის გაზრდასაც ცდილობს.

კითხვაზე, თუ რა გახდა, პრეზიდენტმა ტრამპის მხრიდან შეთანხმების პირობების მორიგ სერტიფიცირებაზე უარის მიზეზი, ბორჩევსკაია პასუხობს, რომ ის უკვე დიდი ხანია ამ შეთანხმებას მკაცრად აკრიტიკებს. ბერკეტად გამოყენებას რაც შეეხება – "გამორიცხული არ არის, რომ პრეზიდენტი ამას შესაძლებლობად აფასებდეს იმისთვის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს შეთანხმების პირობების გამკაცრებისკენ უბიძგოს".

არადა, ამ ხელშეკრულების გაფორმება რუსეთისთვის უდავოდ შესაძლებლობა იყო. ექსპერტის თქმით, მოსკოვმა ირანს "S-300" ტიპის რაკეტები მალევე მიჰყიდა, რაც ირანისთვის სანქციების მოხსნამდე, წლების განმავლობაში გაყინული შეთანხმება იყო. ზოგადად, ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ძლიერდება არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ ეკონომიკაშიც, რა ძალიან ადვილი შესამჩნევია.

კითხვაზე, ცდილობს თუ არა რუსეთი ირანი, საუდის არაბეთი და თურქეთი ერთმანეთს დაუპირისპიროს, მით უფრო, როდესაც ახლახან მოსკოვმა თეირანს S-300  ტიპის რაკეტები მიჰყიდა, ხოლო საუდის არაბეთსა და თურქეთს S-400-ები, ბორჩევსკაიას პოზიცია ასეთია:

"ბოლო წლების განმავლობაში, რუსეთის მხრიდან შიიტი მუსლიმების მხარდაჭერის ტენდენცია გამოიკვეთა. ყველასთან მეგობრული ურთიერთობა ზედაპირულად მაინც ქმნის ობიექტურობისა და ბალანსის შთაბეჭდილებას...

ეს რუსეთის სტანდარტული მოქმედებაა, რომელიც კრემლის სახელმძღვანელო პრინციპებს კარგად წარმოაჩენს. ერთის მხრივ, სუნიტებთან კეთილგანწყობის გამოჩენა პუტინს საშუალებას აძლევს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს, ზედმეტადაა შიიტების მხარეს".

მისივე თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის როლი რეგიონში თანდათან იზრდება. ეს მხოლოდ მოსკოვის დამსახურება არ არის, - რეგიონის ქვეყნებიც ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ამერიკის პასიურობაა.

სექტემბრის ბოლოს პუტინი ანკარაში ერდოღანს ეწვია; შემდეგ კი, მოსკოვში საუდის არაბეთის მეფე ისტორიული, პირველი ვიზიტით ჩავიდა, წლის ბოლომდე პუტინი თეირანს ეწვევა. – "მათი მხრიდან ეს რუსეთის გავლენის აღიარება და იმის დემონსტრირებაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეფეს ეს არ მოსწონდეს, პუტინთან დადებითი ურთიერთობა სამეფოს ინტერესებში შედის...

რუსეთის მხრიდან კი რამდენიმე რამ ხდება. კრემლი ნულოვანი ჯამის თამაშს თამაშობს - ანუ მათი აზრით, რუსეთი გამარჯვებული ვერ იქნება, თუ ამერიკა არ დამარცხდა. ცივი ომის დროიდან დღემდე, კრემლი ამერიკის მოკავშირეების საკუთარ მხარეზე გადაბირებას ცდილობს. სუნიტები ტრადიციულად დასავლეთის პარტნიორები არიან და ამიტომაცაა ასეთი საყურადღებო საუდის არაბეთის მოქმედება"- აცხადებს ბორჩევსკაია "ამერიკის ხმასთან" საუბარში.

ექსპერტის თქმით, სირიასთან დაკავშირებით, მათ უთანხმოება ბევრ საკითხში აქვთ, თუმცა ეს ძირითადად ტაქტიკური განსხვავებებია, მთლიანობაში, მოსკოვს და თეირანს ამერიკის წინააღმდეგ გაერთიანება და ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის როლის შესუსტება სურთ, რის გამოც, ისინი სავარაუდოდ, ერთმანეთთან ურთიერთობაში ბევრ რამეს დათმობენ. "ახლა საუბარია იმაზე, თუ ვინ მოიპოვებს გავლენას სირიაზე, "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შემდეგ".

ბორჩევსკაია არსებული ვითარების ფონზე, ერთადერთ გამოსავლად, ახლო აღმოსავლეთში, ამერიკის როლის გაზრდას მიიჩნევს, რაც რეგიონში ძალებს დააბალანსებს. "იქ სადაც ამერიკა არ აქტიურობს, რუსეთი ვაკუუმს ავსებს. ამიტომ შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად უნდა გააქტიურდეს," – ამბობს ექსპერტი.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

მომზადებულია "ამერიკის ხმის" მიხედვით

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე