პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ქართველი კონკურსნატი, რომელმაც გერმანულ "ვოისში" ფურორი მოახდინა - ნათია თოდუას გზა წარმატებამდე
გაიცანით ქართველი კონკურსნატი, რომელმაც გერმანულ "ვოისში" ფურორი მოახდინა - ნათია თოდუას გზა წარმატებამდე

21 წლის ნა­თია თო­დუ­ას გერ­მა­ნულ "ახალ ხმა­ში" გა­მო­ჩე­ნას ჟი­უ­რის წევ­რე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მოჰ­ყვა. ნა­თია თო­დუა ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი ქარ­თულ "იქს ფაქ­ტორ­ში" სცა­და, მაგ­რამ არ გა­უ­მარ­თლა, შემ­დეგ იყო უკ­რა­ი­ნუ­ლი "ახა­ლი ხმა"... როცა მიხ­ვდა, რომ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას პა­ტა­რა ქვეყ­ნებ­ში ვერ შეძ­ლებ­და, სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა, გა­უ­მარ­თლა, მან "იქს ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რის წევ­რე­ბის მო­ხიბ­ვლა რამ­დე­ნი­მე წამ­ში შეძ­ლო.

იხი­ლეთ ვი­დეო

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ბა­კევ­ში გა­ვი­ზარ­დე. ოჯახ­თან ერ­თად ხში­რად მი­წევ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის გა­მოც­ვლა. გა­ლის მე-13 სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და 17 წლის ასაკ­ში ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არას­დროს მი­მი­ღია, სა­ა­ბი­ტუ­რი­ენ­ტო გა­მოც­დე­ბის დროს, თბი­ლის­ში ბი­ძა­ჩემ­თან ვი­ყა­ვი სტუმ­რად, გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ­დი და ერ­თად ვმღე­რო­დით. გა­გიჟ­და, მი­თხრა ეს უბ­რა­ლო ვო­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არის, ამი­ტომ რამე პრო­ექ­ტში უნდა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბაო. მა­შინ ტარ­დე­ბო­და პრო­ექ­ტი "მაგ­თი­ფა­ნი" და მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი მოვ­ხვდი ამ პრო­ექ­ტში. 17 წლის ასაკ­ში გა­ვე­დი პირ­ვე­ლად სცე­ნა­ზე და ჩემს ბენ­დს აკომ­პა­ნი­მენტს უწევ­და ჯგუ­ფი "ვა­კის პარ­კი". რო­მე­ლიც შემ­დეგ ჩემი მე­ო­რე ოჯა­ხი გახ­და.

- მა­ყუ­რებ­ლის გარ­კვე­ულ ნა­წილს ახ­სოვ­ხარ პრო­ექტ "იქს ფაქ­ტო­რი­დან", სა­დაც სა­ბო­ლოო ტურ­ში ვერ გა­დახ­ვე­დი, სა­მარ­თლი­ა­ნი იყო მა­შინ ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- "იქს ფა­ტორ­ში" ჩემი სურ­ვი­ლით შერ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რა I put a Spell in you შე­ვას­რუ­ლე და ამ სიმ­ღე­რამ დიდი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. მი­თხრეს, შენი ხმა რე­ა­ლუ­რი არ გვე­გო­ნაო და 4 სკა­მის ტუ­რი­დან გა­მო­ვე­თი­შე პრო­ექტს.

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ გერ­მა­ნულ "ახალ ხმა­ში" სწო­რედ ეს სიმ­ღე­რა შე­მირ­ჩია ჟი­უ­რიმ.

ერთი წლის თავ­ზე უკ­რა­ი­ნუ­ლი "იქს ფაქ­ტო­რი­დან" და­მი­კავ­შირ­დნენ, სა­დაც "Cry Baby " შე­ვას­რუ­ლე. ამ შეს­რუ­ლე­ბამ ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა, წარ­მა­ტე­ბაც მო­მი­ტა­ნა, მაგ­რამ ბო­ლოს მი­თხრეს სა­ხალ­ხო ჟან­რის პრო­ექ­ტე­ბი შენი სტი­ლი არ არი­სო და თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი. "ვა­კის პარკთან" ერ­თად ვმღე­რო­დი თბი­ლი­სის ბა­ღებ­ში, ერთ დღე­საც მივ­ხვდი, ასე გაგ­რძე­ლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბო­და...

- გერ­მა­ნი­ა­ში ამის გამო წახ­ვე­დით?

- მინ­დო­და სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბა, ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში. ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და ის ვა­რი­ან­ტე­ბი, რა­საც ვნა­ხუ­ლობ­დი. შემ­დეგ მოვ­ძებ­ნე პროგ­რა­მა Au-pair და 2 თვე ვემ­ზა­დე­ბო­დი ელე­მენ­ტა­რუ­ლი ენის დო­ნის­თვის, რომ სა­კონ­სუ­ლოს­თვის მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი.

- რთუ­ლი იყო უცხო ქვე­ყა­ნა­ში მარ­ტო წას­ვლა?

- გერ­მა­ნი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად და­მა­ტყდა თავს და უამ­რავ პრობ­ლე­მებს შე­ვე­ფე­თე, მარ­ტო ვი­ყა­ვი და არა­ვინ არ მყავ­და. ამ ერთი წლის მან­ძილ­ზე უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე. ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მუქი ფე­რე­ბით და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ გა­დავ­ლა­ხე ეს ყვე­ლა­ფე­რი. სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბო­და. სი­ლა­ღე, ფე­რე­ბი, მხი­ა­რუ­ლე­ბა ის, რაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მაკ­ლდა, ახლა არის ჩემი იმი­ჯი.

- "ახალ ხმა­ში" რო­გორ მოხ­ვდით?

- და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ვი­ძიე ინ­ფორ­მა­ცია გერ­მა­ნულ "ახალ ხმა­ზე", დავ­რე­გის­ტრირ­დი და ში­და­შე­სარ­ჩევ ტურ­ზე და­მი­ბა­რეს. როცა გა­მე­სა­უბრნენ, მი­თხრეს შენი ვი­ზით პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა არ გაქვს და თუ გინ­და, უბ­რა­ლოდ შენი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის იმ­ღე­რეო. მე გი­ტა­რა­ზე და­ვუ­კა­რი და გა­ოგნ­დნენ. მი­თხრეს, გარ­კვე­ულ დროს მოგ­ცემთ და იქ­ნებ ვიზა გა­გიგ­რძე­ლო­ნო. გა­მი­მარ­თლა, გერ­მა­ნი­ა­ში გა­თხო­ვი­ლი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი და­მი­კავ­შირ­და და მისი დახ­მა­რე­ბით ვიზა გა­მიგ­რძე­ლეს. დღეს ვარ ძა­ლი­ან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ ჩემს მი­ზანს, რად­გან არ არ­სე­ბობს, ბრძო­ლამ შე­დე­გი არ მო­ი­ტა­ნოს. ძა­ლი­ან მა­გა­რი რე­აქ­ცია მოყ­ვა Voice of Germany-ს და დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებ ამ პრო­ექ­ტზე.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

გაიცანით ქართველი კონკურსნატი, რომელმაც გერმანულ "ვოისში" ფურორი მოახდინა - ნათია თოდუას გზა წარმატებამდე

გაიცანით ქართველი კონკურსნატი, რომელმაც გერმანულ "ვოისში" ფურორი მოახდინა - ნათია თოდუას გზა წარმატებამდე

21 წლის ნათია თოდუას გერმანულ "ახალ ხმაში" გამოჩენას ჟიურის წევრებისა და საქართველოს აღფრთოვანება მოჰყვა. ნათია თოდუა ბავშვობიდან მღერის, საკუთარი ძალები ქართულ "იქს ფაქტორში" სცადა, მაგრამ არ გაუმართლა, შემდეგ იყო უკრაინული "ახალი ხმა"... როცა მიხვდა, რომ საკუთარი მიზნების ასრულებას პატარა ქვეყნებში ვერ შეძლებდა, საქართველო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, გაუმართლა, მან "იქს ფაქტორის" ჟიურის წევრების მოხიბვლა რამდენიმე წამში შეძლო.

იხილეთ ვიდეო

- თბილისში დავიბადე, მაგრამ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში გავიზარდე. ოჯახთან ერთად ხშირად მიწევდა საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა. გალის მე-13 სკოლა დავამთავრე და 17 წლის ასაკში ჩამოვედი თბილისში. მუსიკალური განათლება არასდროს მიმიღია, სააბიტურიენტო გამოცდების დროს, თბილისში ბიძაჩემთან ვიყავი სტუმრად, გიტარაზე ვუკრავდი და ერთად ვმღეროდით. გაგიჟდა, მითხრა ეს უბრალო ვოკალური მონაცემები არ არის, ამიტომ რამე პროექტში უნდა მიიღო მონაწილეობაო. მაშინ ტარდებოდა პროექტი "მაგთიფანი" და მოუმზადებელი მოვხვდი ამ პროექტში. 17 წლის ასაკში გავედი პირველად სცენაზე და ჩემს ბენდს აკომპანიმენტს უწევდა ჯგუფი "ვაკის პარკი". რომელიც შემდეგ ჩემი მეორე ოჯახი გახდა.

- მაყურებლის გარკვეულ ნაწილს ახსოვხარ პროექტ "იქს ფაქტორიდან", სადაც საბოლოო ტურში ვერ გადახვედი, სამართლიანი იყო მაშინ ჟიურის გადაწყვეტილება?

- "იქს ფატორში" ჩემი სურვილით შერჩეული სიმღერა I put a Spell in you შევასრულე და ამ სიმღერამ დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მითხრეს, შენი ხმა რეალური არ გვეგონაო და 4 სკამის ტურიდან გამოვეთიშე პროექტს.

უცნაურია, მაგრამ გერმანულ "ახალ ხმაში" სწორედ ეს სიმღერა შემირჩია ჟიურიმ.

ერთი წლის თავზე უკრაინული "იქს ფაქტორიდან" დამიკავშირდნენ, სადაც "Cry Baby " შევასრულე. ამ შესრულებამ ფურორი მოახდინა, წარმატებაც მომიტანა, მაგრამ ბოლოს მითხრეს სახალხო ჟანრის პროექტები შენი სტილი არ არისო და თბილისში დავბრუნდი. "ვაკის პარკთან" ერთად ვმღეროდი თბილისის ბაღებში, ერთ დღესაც მივხვდი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა...

- გერმანიაში ამის გამო წახვედით?

- მინდოდა სასწავლებელში ჩაბარება, ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ძალიან ძვირი ღირდა ის ვარიანტები, რასაც ვნახულობდი. შემდეგ მოვძებნე პროგრამა Au-pair და 2 თვე ვემზადებოდი ელემენტარული ენის დონისთვის, რომ საკონსულოსთვის მოვმზადებულიყავი.

- რთული იყო უცხო ქვეყანაში მარტო წასვლა?

- გერმანიაში ყველაფერი ერთად დამატყდა თავს და უამრავ პრობლემებს შევეფეთე, მარტო ვიყავი და არავინ არ მყავდა. ამ ერთი წლის მანძილზე უდიდესი გამოცდილება შევიძინე. ცხოვრება ყველაზე მუქი ფერებით დავინახე, მაგრამ გადავლახე ეს ყველაფერი. სხვანაირად არც შეიძლებოდა. სილაღე, ფერები, მხიარულება ის, რაც მთელი ცხოვრება მაკლდა, ახლა არის ჩემი იმიჯი.

- "ახალ ხმაში" როგორ მოხვდით?

- დამოუკიდებლად მოვიძიე ინფორმაცია გერმანულ "ახალ ხმაზე", დავრეგისტრირდი და შიდაშესარჩევ ტურზე დამიბარეს. როცა გამესაუბრნენ, მითხრეს შენი ვიზით პროექტში მონაწილეობის უფლება არ გაქვს და თუ გინდა, უბრალოდ შენი სიამოვნებისთვის იმღერეო. მე გიტარაზე დავუკარი და გაოგნდნენ. მითხრეს, გარკვეულ დროს მოგცემთ და იქნებ ვიზა გაგიგრძელონო. გამიმართლა, გერმანიაში გათხოვილი ქართველი ქალბატონი დამიკავშირდა და მისი დახმარებით ვიზა გამიგრძელეს. დღეს ვარ ძალიან დარწმუნებული, რომ აუცილებლად განვახორციელებ ჩემს მიზანს, რადგან არ არსებობს, ბრძოლამ შედეგი არ მოიტანოს. ძალიან მაგარი რეაქცია მოყვა Voice of Germany-ს და დიდ იმედებს ვამყარებ ამ პროექტზე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება