პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სევდიანი ბგერები
სევდიანი ბგერები

რო­დე­საც ქვე­ყა­ნას უსუ­სუ­რი მთავ­რო­ბა მარ­თავს, ხალ­ხი აღარ ენ­დო­ბა მას და იწყე­ბა სრუ­ლი ქა­ო­სი. თავს იჩე­ნენ უმარ­თა­ვი პრო­ცე­სე­ბი - შიდა ომე­ბი, არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის გამო და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ადა­მი­ა­ნებ­ში ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი მან­კი­ე­რე­ბა­ნი. სა­ერ­თო უი­მე­დო­ბის ფონ­ზე ნად­გურ­დე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ­თან ერ­თად სუ­ლი­ე­რი საზ­რდო- კულ­ტუ­რა, ხე­ლოვ­ნე­ბის დარ­გე­ბი თე­ატ­რი და კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90- ანი წლე­ბის გა­პარ­ტა­ხე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­გან ის­მო­და მფრი­ნა­ვი გა­მოთ­ქმა- ქარ­თუ­ლი კინო მოკ­ვდა, კინო აგო­ნი­ა­შია! მი­უ­ხე­და­ვად ტო­ტა­ლუ­რი უსახ­სრო­ბი­სა, იმ პე­რი­ოდ­ში მა­ინც ხერ­ხდე­ბო­და ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა. ეკ­რა­ნი წა­ლე­კა (ზო­გი­ერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და)არფრის მთქმელ­მა, მდა­რე ხა­რის­ხის, უსა­ხუ­რი ფილ­მე­ბის კას­კად­მა. თით­ქოს ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად კი­ნოც უფსკრულ­ში ეშ­ვე­ბო­და. უამ­რა­ვი ის­ტო­რია ეკ­რან­ზე ხორ­ცშეს­ხმას ელო­და. სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და ლტოლ­ვი­ლე­ბის თემა, გა­ჭირ­ვე­ბულ- გა­ღა­ტა­კე­ბულ, და­უძ­ლუ­რე­ბულ ქვეყ­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი. რა­ტომ­ღაც ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ნარ­კო­მა­ნე­ბის თემა აღ­მოჩ­ნდა. იღებ­დნენ და იღებ­დნენ მხო­ლოდ ამ თე­მა­ტი­კით დატ­ვირ­თულ ფილ­მებს, თით­ქოს ამ ქვე­ყა­ნა­ში სხვა პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობ­და. ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ეს თემა, ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე გვხდე­ბო­და (ნე­ბის­მი­ერ სო­ცი­უმ­ში) და ქარ­თუ­ლი კი­ნოს საზ­რდო გახ­და. ამ თე­მა­ტი­კით შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, რად­გან მათ­თვის უფრო შე­ხე­ბად მოვ­ლე­ნას­თან აქვთ საქ­მე. ასა­კო­ვა­ნი, სა­ხე­ლო­ვა­ნი რე­ჟი­სო­რე­ბი კი სა­ერ­თო ის­ტე­რი­ას, პო­ლი­ტი­კურ ვნე­ბებს აყო­ლილ­ნი ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ მათ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სტილ­ში მუ­შა­ო­ბას. ამი­ტო­მაც იმ პე­რი­ოდ­ში მო­ა­რუ­ლი ფრა­ზა, რომ კინო მოკ­ვდა, სრულ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას ღა­ღა­დებ­და.

21-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­შიც ანა­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი გვხვდე­ბა, თით­ქოს არა­ვის არა­ფე­რი არ ადარ­დებს, ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს ურ­ჩევ­ნია შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი უხამ­სო­ბით დატ­კბეს, ვიდ­რე შიშ­ველ რე­ა­ლო­ბას უყუ­როს და ამით შე­წუხ­დეს. და კი­ნო­ვა­კხა­ნა­ლი­აც გრძელ­დე­ბა. მხო­ლოდ ნუ­ლო­ვა­ნი წლე­ბის შუა პე­რი­ო­დი­დან ეროვ­ნუ­ლი კინო იწყებს გა­მო­ცო­ცხლე­ბას, მარ­თა­ლია, თე­მა­ტი­კა და­ა­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, მაგ­რამ გა­და­ღე­ბის სტი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ბევ­რად უფრო დახ­ვე­წი­ლი, კარ­გად ნა­ფიქ­რი.

2005 წელს ეკ­რან­ზე გა­მო­დის ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის 8 წლის მან­ძილ­ზე უამ­რა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­და­ლახ­ვის შე­დე­გად შექ­მნი­ლი ფილ­მი "თბი­ლი­სი- თბი­ლი­სი". ფილ­მი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვალ­ნათ­ლივ და­ა­ნა­ხა, რომ ქარ­თუ­ლი კინო ცო­ცხა­ლია და თა­ვა­წე­უ­ლი გა­ნაგ­რძობს გზას გა­მარ­ჯვე­ბე­ბის­კენ. ფილ­მი რე­ჟი­სო­რი­დან და­წყე­ბუ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა კომ­პო­ნე­ნენ­ტით იქნა და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბულ კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე.

ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი,გა­უ­გე­ბა­რი ნივ­თე­ბით ჩა­ხერ­გი­ლი, მიმ­ქრა­ლი კო­ცო­ნის მბჟუ­ტა­ვი სი­ნათ­ლით ოდ­ნავ გა­ნა­თე­ბუ­ლი შავ-თეთ­რი კად­რით და­წყე­ბუ­ლი ფილ­მი,თა­ვი­დან­ვე მიგ­ვა­ნიშ­ნებს ქა­ლაქ­ში ჩა­ბუ­დე­ბულ გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. რომ ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც რე­ჟი­სორს ეა­მა­ყე­ბო­და, მას­ში მცხოვ­რე­ბი კე­თი­ლი, ლაღი ადა­მი­ა­ნე­ბით -აღარ არ­სე­ბობს. მისი სახე უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად დაღ­დას­მულ, თვა­ლებ­ში ცრემლ ჩამ­დგარ, მი­უ­სა­ფარ ადა­მი­ანს დამ­სგავ­სე­ბია. მათი სა­ხე­ე­ბი იდენ­ტუ­რია, ისე­ვე, რო­გორც მა­ხინჯ სხე­ულ­ში მა­ხინ­ჯი სუ­ლია (იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და). ფილ­მი მოგ­ვი­თხრობს და­უ­საქ­მე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სცე­ნა­რის და­წე­რას ცდი­ლობს არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბა­ზე. მის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ფერ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი, და­ნარ­ჩე­ნი კი შავ-თეთრ ფე­რებ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რაც უფრო ამ­ძაფ­რებს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას. რად­გან შავ-თეთ­რის კონ­ტრას­ტი, მათი სპექტრი უფრო მეტ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნე­ბას და სიღ­მი­სე­უ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, ვიდ­რე კონ­კრე­ტუ­ლი ფერი. მთა­ვა­რი გმი­რი ცდი­ლობს სცე­ნა­რი მი­უ­ძღვნას ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ ახალ მოვ­ლე­ნას- ბაზ­რო­ბას- სა­დაც სრუ­ლი­ად ახა­ლი სო­ცი­უ­მი ჩა­მო­ყა­ლიბ­და და სა­მუ­და­მოდ ქა­ლა­ქის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. უფრო სწო­რად თბი­ლი­სი გახ­და ჯი­ხუ­რე­ბი­სა და ბაზ­რო­ბის ნა­წი­ლი, ბაზ­რო­ბა კი თბი­ლი­სის მო­დე­ლი. აქ ცხოვ­რე­ბა ტა­ლა­ხი­ან, მიხ­ვე­ულ- მოხ­ვე­ულ ლა­ბი­რინ­თებ­ში მი­ე­დი­ნე­ბა, სა­დაც ცხოვ­რე­ბის­გან გა­რი­ყუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მა­წან­წა­ლე­ბი, მა­თხოვ­რე­ბი, ქურ­დე­ბი, მე­ძა­ვე­ე­ბი, ფუნ­ქცია შეც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი,რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც რა­ღა­ცას წარ­მო­ად­გენ­დნენ ვაჭ­რებ­თან და პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან ერ­თად სახ­ლო­ბენ ამ ახ­ლად ათ­ვი­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ცა არ სჩანს, უმ­ზეო, ნა­ხე­ვარ ტო­ნე­ბით გა­ნა­თე­ბუ­ლი ად­გი­ლია. გა­დაჭ­რი­ლი კად­რე­ბი სივ­რცის უჰა­ე­რო­ბის, შე­ზღუ­დუ­ლო­ბის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. რე­ჟი­სო­რი გა­და­ღე­ბის ამ მიგ­ნე­ბით ხაზს უს­ვამს არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბას, სა­ი­და­ნაც გა­მო­სა­ვა­ლი ალ­ბათ უფრო სიკ­დილ­შია, ვიდ­რე იქი­დან გაც­ლა­ში. ფილ­მის ნა­რა­ტი­ვი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რად არის გა­და­წყვე­ტი­ლი. ოთხ ნო­ვე­ლად და­ყო­ფი­ლი,ოთხი მთა­ვა­რი მთა­ვა­რი გმი­რის ის­ტო­რი­ას შე­ი­ცავს, რო­მელ­ნიც ბაზ­რო­ბის, ქვეყ­ნის ამ მიკ­რო­მო­დე­ლის ბი­ნა­დარ­ნი არი­ან და მათი დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბიც იქ ვი­თარ­დე­ბა.

ყო­ფი­ლი დრა­მა­ტურ­გი, მთა­ვა­რი გმი­რის სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი პრო­ფე­სო­რი, ბა­ტო­ნი ოთა­რი გა­ჭირ­ვე­ბის გამო, ბაზ­რო­ბის ჯი­ხუ­რი­დან ია­ფი­ა­ნი სა­ნო­ვა­გით ვაჭ­რობს. ის იმ­დე­ნად ვერ ერ­გე­ბა სა­მუ­შა­ოს, რომ მუ­დამ ზა­რალ­შია. ყვე­ლა ეცო­დე­ბა, ცდი­ლობს თა­ვის­ზე უფრო გა­ჭირ­ვე­ბულს და­ეხ­მა­როს. ხში­რად გა­ქურ­დუ­ლიც რჩე­ბა, ფილ­მის ბო­ლოს იგი ტო­ვებს იქა­უ­რო­ბას. მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და გა­უ­საძ­ლი­სი ხდე­ბა ამ ან­ტურჟ­ში არ­სე­ბო­ბა.

ჯიბ­გი­რი თედო, თა­ვის ამ­ფსო­ნებ­თან ერ­თად, ბაზ­რო­ბა­ზე მო­სულ მყიდ­ვე­ლებს ქურ­დავს, თუმ­ცა რა­ინ­დუ­ლო სუ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი­ცაა, არ ემორ­ჩი­ლე­ბა კო­რუმ­პი­რე­ბულ პო­ლი­ცი­ელს, იცავს თა­ვის დას მის­გან, ბაზ­რო­ბა­ზე და­ჩაგ­რუ­ლი მე­დო­ლე გავ­რო­შაც (რო­მელ­საც მე­ო­თხე ნო­ვე­ლა ეძღვნე­ბა) მას მი­მარ­თავს და­სახ­მა­რებ­ლად, რა­საც თედო ეწი­რე­ბა კი­დეც.

ყვე­ლა­ზე ძლი­ერ­მომ­ქმე­დი მე­სა­მე ნო­ვე­ლაა- ყრუ-მუნ­ჯი ნონა, აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი და-ძმის შე­სა­ხებ,რომ­ლე­ბიც მა­თხოვ­რო­ბით ირ­ჩე­ნენ თავს. ისი­ნი ლი­ან­და­გებ­ზე გა­ჩე­რე­ბულ ვა­გონ­ში ცხოვ­რო­ბენ . გო­გო­ნა ავად­მყოფ ძმას ვა­გონ­ში ჩა­კე­ტავს და მარ­ტო გა­ე­შუ­რე­ბა სა­შო­ვარ­ზე. უკან გვი­ან დაბ­რუნ­დე­ბულს ბაზ­რო­ბის ქურ­დი ბი­ჭე­ბი აყა­ჩა­ღე­ბენ . გა­ძარ­ცვუ­ლი ნონა მირ­ბის უკვე დაძ­რუ­ლი მა­ტა­რებ­ლის­კენ, რო­მელ­საც ის ვა­გა­ო­ნი ჩა­ა­ბეს,სა­დაც პა­ტა­რა ძმაა ჩა­კე­ტი­ლი . ლი­ან­დაგ­ზე წაქ­ცე­უ­ლი ნონა ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბით ამა­ოდ გას­ცქე­რის მი­მა­ვალ ვა­გონს.

ამ შემ­ზა­რა­ვი ეპი­ზო­დის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მა იტა­ლი­უ­რი ნე­ო­რე­ა­ლიზ­მი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­და­ღე­ბის სტი­ლის­ტი­კას გვახ­სე­ნებს. ისე­თი­ვე სიმ­ძაფ­რის მქო­ნეა, რო­გორც ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის რე­ჟი­სო­რე­ბის ფილ­მე­ბი. მთლი­ა­ნად ფილ­მსაც ნე­ო­რე­ა­ლიზ­მის ელ­ფე­რი გას­დევს, რაც სუ­ლაც არ არის გა­საკ­ვი­რი, ეს ხომ ქარ­თუ­ლი ახა­ლი რე­ა­ლიზ­მია. ოღონდ იტა­ლი­ე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ქუ­ჩა­ში გა­ვიდ­ნენ,რათა დრო­ის დო­კუ­მენ­ტა­ლუ­რი ასახ­ვა შეძ­ლე­ბო­დათ მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის მეშ­ვე­ო­ბით, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბაზ­რო­ბა გახ­და ის კონ­კრე­ტუ­ლი დრო და სივდრცე სა­დაც ახა­ლი სო­ცი­უ­მი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მელ­მაც ასო­ცი­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბე­ბი მო­იც­ვა. ეკ­რა­ნუ­ლი სივ­რცე კი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი გახ­და.

ბოლო ეპი­ზო­დებ­ში ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი , რო­მელ­საც ფილ­მის სცე­ნა­რი მზად აქვს ხვდე­ბა, რომ ამ ფა­სე­უ­ლო­ბა და­კარ­გულ გულ­ცივ სამ­ყა­რო­ში შე­მოქ­მე­დე­ბის ად­გი­ლი აღარ არის. ის სცე­ნარს გამ­ყიდ­ველ ქალს უტო­ვებს, რო­მე­ლიც ამ ფურ­ცლებს მზე­სუმ­ზი­რის ჩა­საყ­რე­ლად მა­ინც გა­მო­ი­ყე­ნებს.

ფილ­მი რეზო ლა­ღი­ძის "თბი­ლი­სო"-ს ნიაზ დი­ა­სა­მი­ძი­სე­უ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით მთავ­რდე­ბა. ასე გულ­ში­ჩამ­წვდო­მად ეს სიმ­ღე­რა არა­ვის არა­სო­დეს არ შე­უს­რუ­ლე­ბია. ნი­ა­ზი ამ ფილ­მის კომ­პო­ზი­ტო­რია და მისი მე­ლო­დი­ე­ბით და სიმ­ღე­რე­ბით შემ­კუ­ლია მთე­ლი ფილ­მი. მაგ­რამ ფი­ნა­ლუ­რი სიმ­ღე­რა, თა­ვი­სი ინ­ტო­ნა­ცი­ი­თა და შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რით ზუს­ტად გა­მო­ხა­ტავს ფილ­მის არსს, იმ ტრა­გი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბას, რა­შიც ჩვე­ნი ქა­ლა­ქი აღ­მოჩ­ნდა. მისი სევ­დი­ა­ნი ბგე­რე­ბი თან მიჰ­ყვე­ბა მა­ყუ­რე­ბელს დიდი ხნით.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

სევდიანი ბგერები

სევდიანი ბგერები

როდესაც ქვეყანას უსუსური მთავრობა მართავს, ხალხი აღარ ენდობა მას და იწყება სრული ქაოსი. თავს იჩენენ უმართავი პროცესები - შიდა ომები, არასწორი პოლიტიკის გამო დაკარგული ტერიტორიები, ადამიანებში ჩაბუდებული მანკიერებანი. საერთო უიმედობის ფონზე ნადგურდება მატერიალურთან ერთად სულიერი საზრდო- კულტურა, ხელოვნების დარგები თეატრი და კინემატოგრაფი. გასული საუკუნის 90- ანი წლების გაპარტახებულ საქართველოში ყველგან ისმოდა მფრინავი გამოთქმა- ქართული კინო მოკვდა, კინო აგონიაშია! მიუხედავად ტოტალური უსახსრობისა, იმ პერიოდში მაინც ხერხდებოდა ფილმების გადაღება. ეკრანი წალეკა (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა)არფრის მთქმელმა, მდარე ხარისხის, უსახური ფილმების კასკადმა. თითქოს ქვეყანასთან ერთად კინოც უფსკრულში ეშვებოდა. უამრავი ისტორია ეკრანზე ხორცშესხმას ელოდა. სამოქალაქო ომის და ლტოლვილების თემა, გაჭირვებულ- გაღატაკებულ, დაუძლურებულ ქვეყნაში მცხოვრები ადამიანების ისტორიები. რატომღაც ყველაზე აქტუალური ნარკომანების თემა აღმოჩნდა. იღებდნენ და იღებდნენ მხოლოდ ამ თემატიკით დატვირთულ ფილმებს, თითქოს ამ ქვეყანაში სხვა პრობლემა არ არსებობდა. ყველაზე პრიორიტეტული ეს თემა, ყოველ ნაბიჯზე გვხდებოდა (ნებისმიერ სოციუმში) და ქართული კინოს საზრდო გახდა. ამ თემატიკით შედარებით ახალგაზრდა რეჟისორები ინტერესდებიან, რადგან მათთვის უფრო შეხებად მოვლენასთან აქვთ საქმე. ასაკოვანი, სახელოვანი რეჟისორები კი საერთო ისტერიას, პოლიტიკურ ვნებებს აყოლილნი ვეღარ ახერხებენ მათთვის დამახასიათებელ სტილში მუშაობას. ამიტომაც იმ პერიოდში მოარული ფრაზა, რომ კინო მოკვდა, სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებდა.

21-ე საუკუნის დასაწყისშიც ანალოგიური სურათი გვხვდება, თითქოს არავის არაფერი არ ადარდებს, ჩვენს მაყურებელს ურჩევნია შელამაზებული უხამსობით დატკბეს, ვიდრე შიშველ რეალობას უყუროს და ამით შეწუხდეს. და კინოვაკხანალიაც გრძელდება. მხოლოდ ნულოვანი წლების შუა პერიოდიდან ეროვნული კინო იწყებს გამოცოცხლებას, მართალია, თემატიკა დააახლოებით იგივეა, მაგრამ გადაღების სტილი განსხვავებული, ბევრად უფრო დახვეწილი, კარგად ნაფიქრი.

2005 წელს ეკრანზე გამოდის ლევან ზაქარეიშვილის 8 წლის მანძილზე უამრავი წინააღმდეგობის გადალახვის შედეგად შექმნილი ფილმი "თბილისი- თბილისი". ფილმი, რომელმაც საზოგადოებას თვალნათლივ დაანახა, რომ ქართული კინო ცოცხალია და თავაწეული განაგრძობს გზას გამარჯვებებისკენ. ფილმი რეჟისორიდან დაწყებული კომპოზიტორით დამთავრებული, ყველა კომპონენენტით იქნა დაჯილდოვებული სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ კინოფესტივალებზე.

ჩაბნელებული,გაუგებარი ნივთებით ჩახერგილი, მიმქრალი კოცონის მბჟუტავი სინათლით ოდნავ განათებული შავ-თეთრი კადრით დაწყებული ფილმი,თავიდანვე მიგვანიშნებს ქალაქში ჩაბუდებულ გამოუვალ მდგომარეობაზე. რომ ქალაქი, რომელიც რეჟისორს ეამაყებოდა, მასში მცხოვრები კეთილი, ლაღი ადამიანებით -აღარ არსებობს. მისი სახე უახლესი ისტორიის ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაღდასმულ, თვალებში ცრემლ ჩამდგარ, მიუსაფარ ადამიანს დამსგავსებია. მათი სახეები იდენტურია, ისევე, როგორც მახინჯ სხეულში მახინჯი სულია (იშვიათი გამონაკლისის გარდა). ფილმი მოგვითხრობს დაუსაქმებელი ახალგაზრდა რეჟისორის შესახებ, რომელიც სცენარის დაწერას ცდილობს არსებულ რეალობაზე. მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ფერშია გადაწყვეტილი, დანარჩენი კი შავ-თეთრ ფერებშია წარმოდგენილი, რაც უფრო ამძაფრებს გამოსახულებას. რადგან შავ-თეთრის კონტრასტი, მათი სპექტრი უფრო მეტ მრავალფეროვანებას და სიღმისეულობას იძლევა, ვიდრე კონკრეტული ფერი. მთავარი გმირი ცდილობს სცენარი მიუძღვნას ქალაქში არსებულ ახალ მოვლენას- ბაზრობას- სადაც სრულიად ახალი სოციუმი ჩამოყალიბდა და სამუდამოდ ქალაქის განუყოფელი ნაწილი გახდა. უფრო სწორად თბილისი გახდა ჯიხურებისა და ბაზრობის ნაწილი, ბაზრობა კი თბილისის მოდელი. აქ ცხოვრება ტალახიან, მიხვეულ- მოხვეულ ლაბირინთებში მიედინება, სადაც ცხოვრებისგან გარიყული ადამიანები მაწანწალები, მათხოვრები, ქურდები, მეძავეები, ფუნქცია შეცვლილი ადამიანები,რომლებიც ოდესღაც რაღაცას წარმოადგენდნენ ვაჭრებთან და პოლიციელებთან ერთად სახლობენ ამ ახლად ათვისებულ ტერიტორიაზე. ეს არის ადგილი, სადაც ცა არ სჩანს, უმზეო, ნახევარ ტონებით განათებული ადგილია. გადაჭრილი კადრები სივრცის უჰაერობის, შეზღუდულობის მანიშნებელია. რეჟისორი გადაღების ამ მიგნებით ხაზს უსვამს არსებული რეალობის გამოუვალ მდგომარეობას, საიდანაც გამოსავალი ალბათ უფრო სიკდილშია, ვიდრე იქიდან გაცლაში. ფილმის ნარატივი არაორდინალურად არის გადაწყვეტილი. ოთხ ნოველად დაყოფილი,ოთხი მთავარი მთავარი გმირის ისტორიას შეიცავს, რომელნიც ბაზრობის, ქვეყნის ამ მიკრომოდელის ბინადარნი არიან და მათი დრამატული ისტორიებიც იქ ვითარდება.

ყოფილი დრამატურგი, მთავარი გმირის სათაყვანებელი პროფესორი, ბატონი ოთარი გაჭირვების გამო, ბაზრობის ჯიხურიდან იაფიანი სანოვაგით ვაჭრობს. ის იმდენად ვერ ერგება სამუშაოს, რომ მუდამ ზარალშია. ყველა ეცოდება, ცდილობს თავისზე უფრო გაჭირვებულს დაეხმაროს. ხშირად გაქურდულიც რჩება, ფილმის ბოლოს იგი ტოვებს იქაურობას. მისთვის მიუღებელი და გაუსაძლისი ხდება ამ ანტურჟში არსებობა.

ჯიბგირი თედო, თავის ამფსონებთან ერთად, ბაზრობაზე მოსულ მყიდველებს ქურდავს, თუმცა რაინდულო სულის მატარებელიცაა, არ ემორჩილება კორუმპირებულ პოლიციელს, იცავს თავის დას მისგან, ბაზრობაზე დაჩაგრული მედოლე გავროშაც (რომელსაც მეოთხე ნოველა ეძღვნება) მას მიმართავს დასახმარებლად, რასაც თედო ეწირება კიდეც.

ყველაზე ძლიერმომქმედი მესამე ნოველაა- ყრუ-მუნჯი ნონა, აფხაზეთიდან დევნილი და-ძმის შესახებ,რომლებიც მათხოვრობით ირჩენენ თავს. ისინი ლიანდაგებზე გაჩერებულ ვაგონში ცხოვრობენ . გოგონა ავადმყოფ ძმას ვაგონში ჩაკეტავს და მარტო გაეშურება საშოვარზე. უკან გვიან დაბრუნდებულს ბაზრობის ქურდი ბიჭები აყაჩაღებენ . გაძარცვული ნონა მირბის უკვე დაძრული მატარებლისკენ, რომელსაც ის ვაგაონი ჩააბეს,სადაც პატარა ძმაა ჩაკეტილი . ლიანდაგზე წაქცეული ნონა ცრემლიანი თვალებით ამაოდ გასცქერის მიმავალ ვაგონს.

ამ შემზარავი ეპიზოდის გამოხატვის ფორმა იტალიური ნეორეალიზმისათვის დამახასიათებელი გადაღების სტილისტიკას გვახსენებს. ისეთივე სიმძაფრის მქონეა, როგორც ამ მიმდინარეობის რეჟისორების ფილმები. მთლიანად ფილმსაც ნეორეალიზმის ელფერი გასდევს, რაც სულაც არ არის გასაკვირი, ეს ხომ ქართული ახალი რეალიზმია. ოღონდ იტალიელებისგან განსხვავებით, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქუჩაში გავიდნენ,რათა დროის დოკუმენტალური ასახვა შეძლებოდათ მხატვრული ფილმის მეშვეობით, ამ შემთხვევაში ბაზრობა გახდა ის კონკრეტული დრო და სივდრცე სადაც ახალი სოციუმი ჩამოყალიბდა, რომელმაც ასოციალური პიროვნებები მოიცვა. ეკრანული სივრცე კი რეალური ცხოვრების გამგრძელებელი გახდა.

ბოლო ეპიზოდებში ახალგაზრდა რეჟისორი , რომელსაც ფილმის სცენარი მზად აქვს ხვდება, რომ ამ ფასეულობა დაკარგულ გულცივ სამყაროში შემოქმედების ადგილი აღარ არის. ის სცენარს გამყიდველ ქალს უტოვებს, რომელიც ამ ფურცლებს მზესუმზირის ჩასაყრელად მაინც გამოიყენებს.

ფილმი რეზო ლაღიძის "თბილისო"-ს ნიაზ დიასამიძისეული ინტერპრეტაციით მთავრდება. ასე გულშიჩამწვდომად ეს სიმღერა არავის არასოდეს არ შეუსრულებია. ნიაზი ამ ფილმის კომპოზიტორია და მისი მელოდიებით და სიმღერებით შემკულია მთელი ფილმი. მაგრამ ფინალური სიმღერა, თავისი ინტონაციითა და შესრულების მანერით ზუსტად გამოხატავს ფილმის არსს, იმ ტრაგიკულ მდგომარეობას, რაშიც ჩვენი ქალაქი აღმოჩნდა. მისი სევდიანი ბგერები თან მიჰყვება მაყურებელს დიდი ხნით.

განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება