საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
RTL Nieuws - საქართველომ ნიდერლანდებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ კატასტროფის გამოძიებისთვის „ბუკის“ რაკეტა გადასცა
RTL Nieuws - საქართველომ ნიდერლანდებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ კატასტროფის გამოძიებისთვის „ბუკის“ რაკეტა გადასცა

სა­ქარ­თვე­ლომ ნი­დერ­ლან­დებს უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი "ბო­ინ­გის" კა­ტას­ტრო­ფის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექს "ბუ­კის" რა­კე­ტა გა­დას­ცა. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია RTL Nieuws იუ­წყე­ბა.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის 21 თე­ბერ­ვალს ნი­დერ­ლან­დე­ბის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის და უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სატ­ვირ­თო თვითმფრი­ნავ Hercules-ით ჩა­ვიდ­ნენ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ კომ­პლექს "ბუ­კის" რა­კე­ტა გა­დას­ცეს. მომ­დევ­ნო დღეს თვითმფრი­ნა­ვი ნი­დერ­ლან­დებ­ში დაბ­რუნ­და და რა­კე­ტა ერთ-ერთ ნი­დერ­ლან­დურ სამ­ხედ­რო ავი­ა­ბა­ზა­ზე ჩა­ი­ტა­ნა. ეს ინ­ფორ­მა­ცია ნი­დერ­ლან­დე­ბის პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა. მისი თქმით, ნი­დერ­ლან­დებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბის­თვის მი­მარ­თა, ვი­ნა­ი­დან რე­ი­სის კა­ტას­ტრო­ფის საქ­მე­ზე რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა სურ­და.

"ამ მი­ზე­ზით ჩვენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებს, მათ შო­რის ფი­ნეთს, უკ­რა­ი­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­ვუ­კავ­შირ­დით. გა­ე­რო-ს 2166-ე რე­ზო­ლუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლომ სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია და 2017 წლის და­სა­წყის­ში "ბუ­კის" რა­კე­ტა სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და", - გა­ნა­ცხა­და ნი­დერ­ლან­დე­ბის პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2014 წელს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თვითმფრი­ნავ Boeing-777-ის კა­ტას­ტრო­ფას 283 მგზავ­რი, მათ შო­რის 80 ბავ­შვი და ეკი­პა­ჟის 15 წევ­რი ემსხვერ­პლა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­მა და­ას­კვნა, რომ თვითმფრი­ნა­ვი რუ­სე­თი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ტა­ნი­ლი სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექს "ბუ­კის" რა­კე­ტამ ჩა­მო­აგ­დო.

RTL Nieuws - საქართველომ ნიდერლანდებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ კატასტროფის გამოძიებისთვის „ბუკის“ რაკეტა გადასცა

RTL Nieuws - საქართველომ ნიდერლანდებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ კატასტროფის გამოძიებისთვის „ბუკის“ რაკეტა გადასცა

საქართველომ ნიდერლანდებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ კატასტროფის გამოძიებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტა გადასცა. ამის შესახებ ტელეკომპანია RTL Nieuws იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის 21 თებერვალს ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვის სამსახურის და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები საქართველოში სატვირთო თვითმფრინავ Hercules-ით ჩავიდნენ.

საქართველოში მათ კომპლექს „ბუკის“ რაკეტა გადასცეს. მომდევნო დღეს თვითმფრინავი ნიდერლანდებში დაბრუნდა და რაკეტა ერთ-ერთ ნიდერლანდურ სამხედრო ავიაბაზაზე ჩაიტანა. ეს ინფორმაცია ნიდერლანდების პროკურატურის წარმომადგენელმაც დაადასტურა. მისი თქმით, ნიდერლანდებმა საქართველოს დახმარებისთვის მიმართა, ვინაიდან რეისის კატასტროფის საქმეზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვება სურდა.

„ამ მიზეზით ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის ფინეთს, უკრაინასა და საქართველოს დავუკავშირდით. გაერო-ს 2166-ე რეზოლუციის შესაბამისად, საქართველომ სამართლებრივი დახმარება გაგვიწია და 2017 წლის დასაწყისში „ბუკის“ რაკეტა სისხლის სამართლის გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი გახდა“, - განაცხადა ნიდერლანდების პროკურატურის წარმომადგენელმა.

როგორც ცნობილია, 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე თვითმფრინავ Boeing-777-ის კატასტროფას 283 მგზავრი, მათ შორის 80 ბავშვი და ეკიპაჟის 15 წევრი ემსხვერპლა.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა დაასკვნა, რომ თვითმფრინავი რუსეთიდან უკრაინაში ჩატანილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტამ ჩამოაგდო.

"დათოს მშობლები, მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ" - ვინ იყო უკრაინაში მოკლული ქართველი ლეგიონერი?

მედია - რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ბანაკს აშენებს

"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს