პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-ის და "იმედის" თანამშრომლების "ფეისბუქ-ომი" "ნიჭიერის" რეიტინგის გამო
"რუსთავი 2"-ის და "იმედის" თანამშრომლების "ფეისბუქ-ომი" "ნიჭიერის" რეიტინგის გამო

16 ოქ­ტომ­ბერს "იმედ­ზე" "ნი­ჭი­ე­რის" პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის პრე­მი­ე­რა შედ­გა.

"რუს­თა­ვი 2"-ის პრო­ექ­ტე­ბის, მათი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის "იმედ­ზე" გა­დას­ვლის შემ­დეგ, მა­ყუ­რე­ბე­ლი მო­უთ­მენ­ლად ელო­და, რო­გორ აი­ღებ­და სტარტს ახალ არხზე ყვე­ლა­ზე სა­ხალ­ხო და ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი შოუ. რე­ი­ტინ­გებს, რა თქმა უნდა, ელოდ­ნენ "რუს­თა­ვი 2"-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც და პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას "რე­ი­ტინ­გე­ბით ომი" გა­ი­მარ­თა "ფე­ის­ბუქ­ში".

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია წე­რენ, რომ გა­და­ცე­მამ და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი აჩ­ვე­ნა, თუმ­ცა "ნი­ჭი­ე­რის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გუნ­დი, წამ­ყვა­ნე­ბი და "იმე­დის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცე­ბენ.

"ნი­ჭი­ერ­მა არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი იმი­ტომ კი არ და­წე­რა, რომ სტაფ­ში რამე შე­იც­ვა­ლა, რამე ვერ გა­ა­კე­თეს, რამე და­აკ­ლეს. და­წე­რა იმი­ტომ რომ ეს შოუ იყო რუს­თა­ვი 2. ლოგო ამ არ­ხის. მისი ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლი. ამი­ტომ ძა­ლი­ან დიდ­მა ნა­წილ­მა უბ­რა­ლოდ აღარ უყუ­რა სხვა არხზე გა­და­ცე­მას. მე მიყ­ვარს ნი­ჭი­ე­რი. ჩემი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ძვირ­ფა­სი ნა­წი­ლია, მაგ­რამ ვე­რა­ნა­ირ წარ­მა­ტე­ბას ვერ ვუ­სურ­ვებ სხვა­გან. არ მიყ­ვარს მო­გო­ნი­ლი სო­ლი­და­რო­ბა", - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ნიკა გვა­რა­მია კი ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მისი არ­ხი­დან კონ­კუ­რენტ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­და­სულ მე­გა­შო­უს პრე­მი­ე­რას: "ნი­ჩი­ე­რი" - რე­ი­წინგ დვა­დცატ დვა პრა­ცენ­ტა. ა მი ნა­ჩი­ნა­ლი ს ტრი­დცა­ტი პიწი, ნა­ძეჟ­და, მოი კომ­პას ზემ­ნოი" - წერს გვა­რა­მია.

ფე­ის­ბუ­ქის პი­რა­დი გვერ­დე­ბი­დან უპა­სუ­ხეს "რუს­თა­ვი 2"-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კრი­ტი­კას და ცი­ნიზმს "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რის წევ­რმა სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილ­მა და მთა­ვარ­მა პრო­დი­უ­სერ­მა გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ამ: "მად­ლო­ბა "იმე­დის" გუნდს იმის­თვის რომ რე­კორ­დუ­ლად ცოტა დრო­ში, რე­კორ­დუ­ლად მა­ღალ რე­ი­ტინ­გი­ა­ნი ნი­ჭი­ე­რი და­ი­დო. რე­ი­ტინ­გის ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი დამ­თვლე­ლით, ნი­ჭი­ე­რის პირ­ველ­მა სე­რი­ამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის რე­ი­ტინ­გის რე­კორ­დი მოხ­სნა. ნი­ჭი­ე­რი ყველ­გან ნი­ჭი­ე­რია და ყველ­გან ნო­მე­რი პირ­ვე­ლი!" - წერს გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია "ფე­ის­ბუქ­ზე".

სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვილ­მა კი ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სტა­ტუ­სე­ბის პა­სუ­ხად: "...და პირ­ვე­ლი არხი როცა შე­იქ­მნა და ორი სა­ა­თი მა­უ­წყებ­ლობ­და, ბა­ბუ­ა­ჩე­მი რომ და­ი­ბა­და... რა მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და იცით?!" - წერს მღებ­რიშ­ვი­ლი.

ამა­ვე პოს­ტში წამ­ყვა­ნი ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე რე­ი­ტინ­გე­ბის შე­დე­გებ­საც აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ნათ­ლად ჩანს, რომ "ნი­ჭი­ერ­მა" ორ­შა­ბათს ყვე­ლა სხვა გა­და­ცე­მას გა­უს­წრო რე­ი­ტინ­გით, მათ შო­რის "რუს­თა­ვი 2"-ის "არ­ჩე­ვან­საც", რომ­ლის სტუ­დი­ა­შიც გუ­შინ თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის დე­ბა­ტე­ბი იმარ­თე­ბო­და. ამ მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, "ნი­ჭი­ე­რის" რე­ი­ტინ­გი 21 - 26,61%-ის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს, ხოლო "არ­ჩე­ვა­ნის" - 4,90 - 5,31% ფარ­გლებ­ში.

"რუსთავი 2"-ის და "იმედის" თანამშრომლების "ფეისბუქ-ომი" "ნიჭიერის" რეიტინგის გამო

"რუსთავი 2"-ის და "იმედის" თანამშრომლების "ფეისბუქ-ომი" "ნიჭიერის" რეიტინგის გამო

16 ოქტომბერს "იმედზე" "ნიჭიერის" პირველი გადაცემის პრემიერა შედგა.

"რუსთავი 2"-ის პროექტების, მათი ხელმძღვანელების და თანამშრომლების "იმედზე" გადასვლის შემდეგ, მაყურებელი მოუთმენლად ელოდა, როგორ აიღებდა სტარტს ახალ არხზე ყველაზე სახალხო და ქვეყნის ყველაზე რეიტინგული შოუ. რეიტინგებს, რა თქმა უნდა, ელოდნენ "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებიც და პირველი გადაცემის შემდეგ, შეიძლება ითქვას "რეიტინგებით ომი" გაიმართა "ფეისბუქში".

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერენ, რომ გადაცემამ დაბალი რეიტინგი აჩვენა, თუმცა "ნიჭიერის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანები და "იმედის" თანამშრომლები საპირისპიროს ამტკიცებენ.

"ნიჭიერმა არსებობის მანძილზე ყველაზე დაბალი რეიტინგი იმიტომ კი არ დაწერა, რომ სტაფში რამე შეიცვალა, რამე ვერ გააკეთეს, რამე დააკლეს. დაწერა იმიტომ რომ ეს შოუ იყო რუსთავი 2. ლოგო ამ არხის. მისი ორგანული ნაწილი. ამიტომ ძალიან დიდმა ნაწილმა უბრალოდ აღარ უყურა სხვა არხზე გადაცემას. მე მიყვარს ნიჭიერი. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძვირფასი ნაწილია, მაგრამ ვერანაირ წარმატებას ვერ ვუსურვებ სხვაგან. არ მიყვარს მოგონილი სოლიდარობა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნიკა გვარამია კი ასე გამოეხმაურა მისი არხიდან კონკურენტ ტელევიზიაში გადასულ მეგაშოუს პრემიერას: "ნიჩიერი" - რეიწინგ დვადცატ დვა პრაცენტა. ა მი ნაჩინალი ს ტრიდცატი პიწი, ნაძეჟდა, მოი კომპას ზემნოი" - წერს გვარამია.

ფეისბუქის პირადი გვერდებიდან უპასუხეს "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლების კრიტიკას და ცინიზმს "ნიჭიერის" ჟიურის წევრმა სტეფანე მღებრიშვილმა და მთავარმა პროდიუსერმა გიორგი ხაბურზანიამ: "მადლობა "იმედის" გუნდს იმისთვის რომ რეკორდულად ცოტა დროში, რეკორდულად მაღალ რეიტინგიანი ნიჭიერი დაიდო. რეიტინგის ყველა ოფიციალური დამთვლელით, ნიჭიერის პირველმა სერიამ სატელევიზიო სეზონის რეიტინგის რეკორდი მოხსნა. ნიჭიერი ყველგან ნიჭიერია და ყველგან ნომერი პირველი!" - წერს გიორგი ხაბურზანია "ფეისბუქზე".

სტეფანე მღებრიშვილმა კი ასეთი კომენტარი გააკეთა ყოფილი თანამშრომლების სტატუსების პასუხად: "...და პირველი არხი როცა შეიქმნა და ორი საათი მაუწყებლობდა, ბაბუაჩემი რომ დაიბადა... რა მაღალი რეიტინგი ჰქონდა იცით?!" - წერს მღებრიშვილი.

ამავე პოსტში წამყვანი ნანიკო ხაზარაძე რეიტინგების შედეგებსაც აქვეყნებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ "ნიჭიერმა" ორშაბათს ყველა სხვა გადაცემას გაუსწრო რეიტინგით, მათ შორის "რუსთავი 2"-ის "არჩევანსაც", რომლის სტუდიაშიც გუშინ თბილისის მერობის კანდიდატების დებატები იმართებოდა. ამ მონაცემების მიხედვით, "ნიჭიერის" რეიტინგი 21 - 26,61%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო "არჩევანის" - 4,90 - 5,31% ფარგლებში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს