პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17-წლიანი პატიმრობა მეუღლის მკვლელობისთვის - ასპინძაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის განაჩენი
17-წლიანი პატიმრობა მეუღლის მკვლელობისთვის - ასპინძაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის განაჩენი

დაბა ას­პინ­ძა­ში მე­უღ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში, ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო.

"ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მე­უღ­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში, ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მ.ზ. დამ­ნა­შა­ვედ სცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 111 108-ე მუხ­ლით, 19-109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2017 წლის 9 აპ­რილს, და­ახ­ლო­ე­ბით 01:00 სა­ათ­ზე, დაბა ას­პინ­ძა­ში ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მ.ზ.-მ და­ნის დარ­ტყმით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ბრალ­დე­ბულ­მა ასე­ვე ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა მე­უღ­ლის დას, ხოლო შემ­დგომ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ნა­ჯა­ხის დარ­ტყმით სცა­და ნ.ზ. - ს და ლ.ზ. - ს მკვლე­ლო­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მ.ზ. 2017 წლის 09 აპ­რილს დაბა ას­პინ­ძა­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 111-108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) 19-109-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ა" ქ/პუნ­ქტით (ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა) და 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ძა­ლა­დო­ბა) წა­რედ­გი­ნა.

ახალ­ცი­ხის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ მ.ზ. სრუ­ლად სცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

17-წლიანი პატიმრობა მეუღლის მკვლელობისთვის - ასპინძაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის განაჩენი

17-წლიანი პატიმრობა მეუღლის მკვლელობისთვის - ასპინძაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის განაჩენი

დაბა ასპინძაში მეუღლის განზრახ მკვლელობაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

"ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობაში, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ძალადობაში ბრალდებული მ.ზ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 108-ე მუხლით, 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, დაბა ასპინძაში ეჭვიანობის ნიადაგზე მ.ზ.-მ დანის დარტყმით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დას, ხოლო შემდგომ ეჭვიანობის საფუძველზე, ნაჯახის დარტყმით სცადა ნ.ზ. - ს და ლ.ზ. - ს მკვლელობა.

სამართალდამცველებმა მ.ზ. 2017 წლის 09 აპრილს დაბა ასპინძაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქ/პუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მ.ზ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აცხადებენ პროკურატურაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ