პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად რესპუბლიკის ისტორიაში, დაღესტანს არადაღესტნელი მმართველი ჰყავს
პირველად რესპუბლიკის ისტორიაში, დაღესტანს არადაღესტნელი მმართველი ჰყავს

ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, და­ღეს­ტნის ლი­დე­რი რა­მა­ზან აბ­დუ­ლა­ტი­პო­ვი გა­და­ა­ყე­ნა და რეს­პუბ­ლი­კის დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლად სა­ხელ­მწი­ფოს დუ­მის ვიცე-სპი­კე­რი, ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვლა­დი­მირ ვა­სი­ლე­ვი და­ნიშ­ნა...

ცვლი­ლე­ბას მო­უ­ლოდ­ნელ­სა და სენ­სა­ცი­ურს უწო­დებს რუ­სუ­ლი მე­დია, რად­გან და­ღეს­ტნის ის­ტო­რი­ის ბოლო ასი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ღეს­ტნის რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რად არა­და­ღეს­ტნე­ლი და­ი­ნიშ­ნა. ვლა­დი­მირ ვა­სი­ლე­ვი მოს­კოვ­თან ახ­ლოს, ქა­ლაქ კლინ­ში და­ი­ბა­და, მამა ყა­ზა­ხი ჰყავს, დედა - რუსი... 2003 წელს ის რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტად აირ­ჩი­ეს, შემ­დეგ კი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ად­გი­ლობ­რივ შსს-ში მუ­შა­ობ­და. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეც იყო. ის წო­დე­ბით გე­ნე­რალ-პოლ­კოვ­ნი­კია...

რუ­სუ­ლი მე­დია შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის და­ღეს­ტნის ავ­ტო­ნო­მი­ის ლი­დე­რად და­ნიშ­ვნას საკ­მა­ოდ ლო­ი­ა­ლუ­რად შეხ­ვდა... თუმ­ცა, გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა და­ღეს­ტანს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, საკ­მა­ოდ მძი­მე პე­რი­ო­დი "უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა".

მა­თი­ვე თქმით, ეს სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის მხო­ლოდ და­სა­წყი­სია, - კრემ­ლი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში მხო­ლოდ ახლა იწყებს... ცნო­ბის­თვის კი, ეს მისი პირ­ვე­ლი სვლა არ ყო­ფი­ლა, 2015 წელს ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რად აწ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი, სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტი ტა­მერ­ლან აგუ­ზა­რო­ვი და­ნიშ­ნეს, არა­და, იმ წლებ­ში ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის სხვა, გა­ცი­ლე­ბით კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი იბ­რძოდ­ნენ...

ზუს­ტად იგი­ვე სცე­ნა­რი გან­მე­ორ­და და­ღეს­ტან­შიც - რო­გორც კი რა­მა­ზან აბ­დუ­ლა­ტი­პო­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, მა­შინ­ვე გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტუ­რა, მათ შო­რის, და­ღეს­ტნის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი გა­მო­გედ­სა­ლამ მა­გო­მე­დო­ვი, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, მე­ტად სა­ხი­ფა­თო რე­გი­ონ­ში პუ­ტი­ნის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ­მა პირ­მა "გა­ი­მარ­ჯვა", რომ­ლის გვა­რი რე­ა­ლურ კან­დი­და­ტებს შო­რის არც კი გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლა...

რუ­სუ­ლი მე­დი­ის თქმით, პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კა, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ნიშ­ნოს, სხვა არა­ფე­რია, თუ არა მეტი სიფრ­თხი­ლე, რათა იქ ვი­თა­რე­ბა კონ­ტრო­ლი­დან არ გა­მო­ვი­დეს და კრემ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ას სრუ­ლად ფლობ­დეს.

ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­ზის გაგ­რძე­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ინ­გუ­შე­თის მე­თა­უ­რი იუ­ნუს-ბექა ევ­კუ­რო­ვი, ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რე­თის ხელმღვა­ნე­ლი იური კო­კო­ვი და რა თქმა უნდა, ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი, პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი რამ­ზან კა­დი­რო­ვი, რო­მე­ლიც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა იყო, რო­დე­საც პუ­ტინ­მა ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რად აირ­ჩია...

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ერთი ნა­წი­ლის თქმით, კრემ­ლი ვა-ბანკზე მი­დის, რო­დე­საც ასეთ მო­მენ­ტში, მუდ­მი­ვი "აფეთ­ქე­ბე­ბის" ფონ­ზე, რა­საც "ეფე­სე­ბე" სის­ხლში ახ­შობს, ასეთ ლი­დერს უნიშ­ნავს. ეს ნიშ­ნავს, და­ღეს­ტან­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი­სა და და­კა­ვე­ბე­ბის ახა­ლი ტაღ­ლა და­ი­წყე­ბა... "ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, ამ რეს­პუბ­ლი­კა­ში ავა­რე­ბი და და­ღეს­ტნე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ, ასე რომ, მა­შინ ასე­თი გა­მოთ­ქმაც კი არ­სე­ბობ­და - თუ ძი­რძვე­ლი ერე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ვერ თან­ხმდე­ბი­ან, სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი, რუ­სის და­ძა­ხე­ბაა..."- წერს რუ­სუ­ლი მე­დია, რომ­ლის თქმი­თაც, და­ღეს­ტნელ­თა უმე­ტე­სო­ბის შე­ფა­სე­ბით, კრემ­ლის ნა­ბი­ჯი იმის დე­მონ­სტრი­რე­ბაა, რომ ისი­ნი რეს­პუბ­ლი­კა­ში მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნე­ბი არი­ან...

არა­და, და­ღეს­ტან­ში კონ­ფლიქ­ტი უკვე იმ სტა­დი­ა­შია, რომ რეს­პუბ­ლი­კას კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მარ­თვის უნა­რის მქო­ნე მე­ნე­ჯე­რი, და­ღეს­ტან­ში ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა სჭირ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც ვი­თა­რე­ბას სწო­რად და ცივი გო­ნე­ბით შე­ა­ფა­სებ­და და რე­ა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა­ზე და­ფიქ­რდე­ბო­და. თუმ­ცა, ვლა­დი­მირ ვა­სი­ლევს და­ღეს­ტან­ში მუ­შა­ო­ბის არა­ვი­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვს, რო­გორც ჩანს, მას ძა­ლოვ­ნებ­ში თა­ვი­სი გუნ­დის იმე­დი აქვს, რო­მელ­მაც ახა­ლი კად­რე­ბი უნდა შე­მო­იკ­რი­ბოს და რეს­პუბ­ლი­კა­ში ვი­თა­რე­ბის მარ­თვას ამ­გვა­რად შე­ეც­დე­ბა...

"ახლა კი, კრემ­ლი და­ღეს­ტნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მთლი­ა­ნად ფე­დე­რა­ლურ ცენ­ტრს აძ­ლევს და აცხა­დებს, რომ და­ღეს­ტანს ურ­თი­ერ­თო­ბის ახა­ლი ფურ­ცლი­დან და­წყე­ბის შანსს აძ­ლევს - ახლა თქვენ­ნა­ი­რი მმარ­თვე­ლი სჭირ­დე­ბა რეს­პუ­ლი­კას, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც უკვე საკ­მა­ოდ კარ­გი პო­ლი­ტი­კუ­რი წონა აქვს და ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბით, თქვენ სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი კად­რი ხართ, - მი­მარ­თა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა და­ღეს­ტნის ახალ ხელ­მძღვა­ნელს, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად გა­წი­რა, ოღონდ მა­ნამ­დე და­ღეს­ტანს კი­დევ ერთი სის­ხლი­ა­ნი "რე­ფორ­მე­ბი" და "სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი" გა­და­უვ­ლის",- წერს რუ­სუ­ლი პრე­სა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

პირველად რესპუბლიკის ისტორიაში, დაღესტანს არადაღესტნელი მმართველი ჰყავს

პირველად რესპუბლიკის ისტორიაში, დაღესტანს არადაღესტნელი მმართველი ჰყავს

ყველასთვის მოულოდნელად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დაღესტნის ლიდერი რამაზან აბდულატიპოვი გადააყენა და რესპუბლიკის დროებით მმართველად სახელმწიფოს დუმის ვიცე-სპიკერი, ერთიანი რუსეთის ხელმძღვანელი, ვლადიმირ ვასილევი დანიშნა...

ცვლილებას მოულოდნელსა და სენსაციურს უწოდებს რუსული მედია, რადგან დაღესტნის ისტორიის ბოლო ასი წლის განმავლობაში, დაღესტნის რესპუბლიკის ლიდერად არადაღესტნელი დაინიშნა. ვლადიმირ ვასილევი მოსკოვთან ახლოს, ქალაქ კლინში დაიბადა, მამა ყაზახი ჰყავს, დედა - რუსი... 2003 წელს ის რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატად აირჩიეს, შემდეგ კი, წლების განმავლობაში, ადგილობრივ შსს-ში მუშაობდა. გარკვეული დროის განმავლობაში, მინისტრის მოადგილეც იყო. ის წოდებით გენერალ-პოლკოვნიკია...

რუსული მედია შსს-ს მაღალჩინოსნის დაღესტნის ავტონომიის ლიდერად დანიშვნას საკმაოდ ლოიალურად შეხვდა... თუმცა, გარკვეულმა ნაწილმა დაღესტანს ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, საკმაოდ მძიმე პერიოდი "უწინასწარმეტყველა".

მათივე თქმით, ეს საკადრო ცვლილებების მხოლოდ დასაწყისია, - კრემლი ჩრდილოეთ კავკასიაში მხოლოდ ახლა იწყებს... ცნობისთვის კი, ეს მისი პირველი სვლა არ ყოფილა, 2015 წელს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერად აწ უკვე გარდაცვლილი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი ტამერლან აგუზაროვი დანიშნეს, არადა, იმ წლებში ამ თანამდებობისთვის სხვა, გაცილებით კვალიფიციური კადრები იბრძოდნენ...

ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა დაღესტანშიც - როგორც კი რამაზან აბდულატიპოვის გათავისუფლების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მაშინვე გამოიკვეთა რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის, დაღესტნის ექსპრეზიდენტი გამოგედსალამ მაგომედოვი, თუმცა, საბოლოოდ, მეტად სახიფათო რეგიონში პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა "გაიმარჯვა", რომლის გვარი რეალურ კანდიდატებს შორის არც კი გახმოვანებულა...

რუსული მედიის თქმით, პუტინის პოლიტიკა, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები დანიშნოს, სხვა არაფერია, თუ არა მეტი სიფრთხილე, რათა იქ ვითარება კონტროლიდან არ გამოვიდეს და კრემლი სიტუაციას სრულად ფლობდეს.

ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური ხაზის გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ ინგუშეთის მეთაური იუნუს-ბექა ევკუროვი, ყაბარდო-ბალყარეთის ხელმღვანელი იური კოკოვი და რა თქმა უნდა, ჩეჩნეთის პრეზიდენტი, პუტინის ფავორიტი რამზან კადიროვი, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილებიდან ყველაზე ახალგაზრდა იყო, როდესაც პუტინმა ჩეჩნეთის ლიდერად აირჩია...

რუსული მედიის ერთი ნაწილის თქმით, კრემლი ვა-ბანკზე მიდის, როდესაც ასეთ მომენტში, მუდმივი "აფეთქებების" ფონზე, რასაც "ეფესებე" სისხლში ახშობს, ასეთ ლიდერს უნიშნავს. ეს ნიშნავს, დაღესტანში სპეცოპერაციებისა და დაკავებების ახალი ტაღლა დაიწყება... "ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, ამ რესპუბლიკაში ავარები და დაღესტნელები ერთმანეთს ცვლიდნენ, ასე რომ, მაშინ ასეთი გამოთქმაც კი არსებობდა - თუ ძირძველი ერები ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან, საუკეთესო გამოსავალი, რუსის დაძახებაა..."- წერს რუსული მედია, რომლის თქმითაც, დაღესტნელთა უმეტესობის შეფასებით, კრემლის ნაბიჯი იმის დემონსტრირებაა, რომ ისინი რესპუბლიკაში მეორეხარისხოვნები არიან...

არადა, დაღესტანში კონფლიქტი უკვე იმ სტადიაშია, რომ რესპუბლიკას კრიზისულ სიტუაციებში მართვის უნარის მქონე მენეჯერი, დაღესტანში ავტორიტეტული პიროვნება სჭირდებოდა, რომელიც ვითარებას სწორად და ცივი გონებით შეაფასებდა და რეალური გამოსავლის პოვნაზე დაფიქრდებოდა. თუმცა, ვლადიმირ ვასილევს დაღესტანში მუშაობის არავითარი გამოცდილება არ აქვს, როგორც ჩანს, მას ძალოვნებში თავისი გუნდის იმედი აქვს, რომელმაც ახალი კადრები უნდა შემოიკრიბოს და რესპუბლიკაში ვითარების მართვას ამგვარად შეეცდება...

"ახლა კი, კრემლი დაღესტნის ხელმძღვანელობას მთლიანად ფედერალურ ცენტრს აძლევს და აცხადებს, რომ დაღესტანს ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყების შანსს აძლევს - ახლა თქვენნაირი მმართველი სჭირდება რესპულიკას, ადამიანი, რომელსაც უკვე საკმაოდ კარგი პოლიტიკური წონა აქვს და ჩემი შეხედულებით, თქვენ სწორად შერჩეული კადრი ხართ, - მიმართა ვლადიმირ პუტინმა დაღესტნის ახალ ხელმძღვანელს, რომელიც ფაქტობრივად გაწირა, ოღონდ მანამდე დაღესტანს კიდევ ერთი სისხლიანი "რეფორმები" და "საკადრო ცვლილებები" გადაუვლის",- წერს რუსული პრესა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე