სირიაში კიდევ ერთი პანკისელი დაიღუპა. ამის შესახებ ხეობაში დღეს დილით შეიტყვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მუსლიმ კუშტანაშვილი საბრძოლო იერიშების დროს გარდაიცვალა. ის სოფელ დუმასტურში ცხოვრობდა.
კუშტანაშვილი ერთ-ერთია იმ ორი ახალგაზრდიდან, რომელიც სირიაში საბრძოლველად წასვლისას არასრულწლოვანი იყო. მან 2 წლის წინ, 16 წლის ასაკში დატოვა პანკისის ხეობა. მას შემდეგ ოჯახი ხელისუფლებისგან დახმარებასა და არასრულწლოვანის საქართველოში დაბრუნებას მოითხოვდა. ოჯახს ასევე ჰქონდა კითხვები, თუ როგორ გადაკვეთა საზღვარი სკოლის მოსწავლემ მშობლების ნებართვის გარეშე.