პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს

20 სექ­ტემ­ბერს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხთა კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე 15 ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თველს უარი უთხრა. ამის მი­ზე­ზად, დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ზვი­ად ტო­მა­რა­ძის თქმით, კო­მი­სი­ამ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­უ­სა­ბა­მო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორ ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა და რისი წარ­დგე­ნა მო­უ­წევს პი­როვ­ნე­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად.

მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის უფ­ლე­ბა შე­დის მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში, რო­მელ­მაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უნდა მი­ი­ღოს. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის წე­სებს, პირ­მა ის შე­იძ­ლე­ბა რო­გორც და­ბა­დე­ბით, ისე ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­ით (შემ­დეგ მი­ღე­ბით) მი­ი­ღოს, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ისე სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით.

"სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­სით მი­ნი­ჭე­ბის­თვის პირი:

  • უნდა იყოს სრულ­წლო­ვა­ნი
  • გან­ცხა­დე­ბის წარ­დგე­ნის დღემ­დე კა­ნო­ნი­ე­რად და უწ­ვე­ტად 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ცხოვ­რობ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში
  • გარ­კვე­ულ­წი­ლად, დად­გე­ნილ ფარ­გლებ­ში ფლობ­დეს სა­ხელ­მწი­ფო ენას
  • უნდა იცო­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და სა­მარ­თლის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვლე­ბი
გარ­და ამი­სა, რო­დე­საც პირს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წე­სით ენი­ჭე­ბა, მას სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლი ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა უნდა ჰქონ­დეს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­დეს ან სა­ქარ­თვე­ლოს სა­წარ­მო­ში წილს ან აქ­ცი­ებს ფლობ­დეს: "მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხთა კო­მი­სია აფა­სებს სა­ხელ­მწი­ფო ენის, ის­ტო­რი­ი­სა და სა­მარ­თლის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვლე­ბის ცოდ­ნის დო­ნის დად­გე­ნილ ფარ­გლებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას,"- გან­მარ­ტე­ბუ­ლია "სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს" ვებგ­ვერ­დზე.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა სა­გა­მო­ნაკ­ლო­სო წე­სი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რაც პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ისეთ პირს ენი­ჭე­ბა, რო­მელ­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცე­დუ­რებს, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პირ­მა გან­ცხა­დე­ბით უნდა მი­მარ­თოს იუს­ტი­ცი­ის სახ­ლს ან სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს; თუ სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა, სა­კონ­სუ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ან დიპ­ლო­მა­ტი­ურ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას, ასე­ვე მას შე­უძ­ლია, გან­ცხა­დე­ბა თან­დარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით პი­რა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს გა­უგ­ზავ­ნოს. "სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ში პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია პირი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქედ მი­ი­ღოს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა იგი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბის ზო­გად პი­რო­ბებს (ანუ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მუდ­მი­ვად ცხოვ­რობს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნას­კნე­ლი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იცის თუ არა სა­ხელ­მწი­ფო ენა, ის­ტო­რია და ა.შ.).

ვინ შე­იძ­ლე­ბა წა­რად­გი­ნოს გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის თა­ო­ბა­ზე?

"იუ­ტი­ცი­ის სახ­ლის" ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბის მო­თხოვ­ნით გან­ცხა­დე­ბა ქმე­დი­თუ­ნა­რი­ან­მა პირ­მა პი­რა­დად უნდა წა­რად­გი­ნოს. არას­წრულ­წლოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, გარ­და 16-დან 18 წლამ­დე რე­გის­ტრი­რე­ბულ ქორ­წი­ნე­ბა­ში მყო­ფი პი­რი­სა, გან­ცხა­დე­ბა მის­მა კა­ნო­ნი­ერ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უნდა წა­რად­გი­ნოს, ასე­ვე მხარ­და­ჭე­რის მიმ­ღებ­მა პირ­მა მხარ­დამ­ჭე­რის თან­ხმო­ბით და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და­მოწ­მე­ბუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბი­სა და და­კარ­გვის თა­ო­ბა­ზე სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სა და დას­კვნის მომ­ზა­დე­ბის უფ­ლე­ბა აქვს სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის სა­ა­გენ­ტოს. თუმ­ცა, ეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად და და­სა­კარ­გად საკ­მა­რი­სი პრო­ცე­დუ­რა არ არის. დას­კვნა ეგ­ზავ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს და მხო­ლოდ მას აქვს ამ სა­კი­თხებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტი არ გა­მოს­ცემს სა­თა­ნა­დო ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბას (ან გან­კარ­გუ­ლე­ბას), მა­ნამ პირი ვერ მი­ი­ღებს და ვერ და­კარ­გავს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, თუნ­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრის სა­ა­გენ­ტოს შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნა არ­სე­ბობ­დეს.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღება სურს

20 სექტემბერს მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ საქართველოს მოქალაქეობაზე 15 ფერეიდნელ ქართველს უარი უთხრა. ამის მიზეზად, დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, ზვიად ტომარაძის თქმით, კომისიამ სახელმწიფო ინტერესებისთვის მოქალაქეობის მინიჭების შეუსაბამობა დაასახელა.

დავინტერესდით, როგორ ხდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება და რისი წარდგენა მოუწევს პიროვნებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქის სტატუსის მისაღებად.

მოქალაქეობის მინიჭების უფლება შედის მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, რომელმაც გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. რაც შეეხება მოქალაქეობის მინიჭების წესებს, პირმა ის შეიძლება როგორც დაბადებით, ისე ნატურალიზაციით (შემდეგ მიღებით) მიიღოს, როგორც ჩვეულებრივი, ისე საგამონაკლისო წესით.

"სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებისთვის პირი:

  • უნდა იყოს სრულწლოვანი
  • განცხადების წარდგენის დღემდე კანონიერად და უწვეტად 5 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს საქართველოში
  • გარკვეულწილად, დადგენილ ფარგლებში ფლობდეს სახელმწიფო ენას
  • უნდა იცოდეს საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლები
გარდა ამისა, როდესაც პირს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით ენიჭება, მას საქართველოში სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება უნდა ჰქონდეს, ჩვენს ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდეს ან საქართველოს საწარმოში წილს ან აქციებს ფლობდეს: "მოქალაქეობის საკითხთა კომისია აფასებს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობას,"- განმარტებულია "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" ვებგვერდზე.

საქართველოს მოქალაქეობის მიღება საგამონაკლოსო წესითაც შესაძლებელია, რაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ისეთ პირს ენიჭება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს.

რაც შეეხება პროცედურებს, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს ან სერვისების განვითარების სააგენტოს; თუ საზღვარგარეთ იმყოფება, საკონსულო დაწესებულებას ან დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ასევე მას შეუძლია, განცხადება თანდართული დოკუმენტაციით პირადად, საქართველოს პრეზიდენტს გაუგზავნოს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაში პრეზიდენტს შეუძლია პირი საქართველოს მოქალაქედ მიიღოს მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა იგი საქართველოს მოქალაქეობის მიღების ზოგად პირობებს (ანუ, მიუხედავად იმისა, მუდმივად ცხოვრობს თუ არა საქართველოში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, იცის თუ არა სახელმწიფო ენა, ისტორია და ა.შ.).

ვინ შეიძლება წარადგინოს განცხადება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე?

"იუტიციის სახლის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადება ქმედითუნარიანმა პირმა პირადად უნდა წარადგინოს. არასწრულწლოვნის შემთხვევაში, გარდა 16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა, განცხადება მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს, ასევე მხარდაჭერის მიმღებმა პირმა მხარდამჭერის თანხმობით და დაინტერესებული პირის წარმომადგენელმა დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და დაკარგვის თაობაზე საკითხის განხილვისა და დასკვნის მომზადების უფლება აქვს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. თუმცა, ეს მოქალაქეობის მისაღებად და დასაკარგად საკმარისი პროცედურა არ არის. დასკვნა ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს და მხოლოდ მას აქვს ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების ექსკლუზიური უფლება. შესაბამისად, სანამ პრეზიდენტი არ გამოსცემს სათანადო ბრძანებულებას (ან განკარგულებას), მანამ პირი ვერ მიიღებს და ვერ დაკარგავს მოქალაქეობას, თუნდაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამისი დასკვნა არსებობდეს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE