პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ „ემ პე დეველოპმენტმა“ ბათუმში სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall -ი გახსნა
„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ „ემ პე დეველოპმენტმა“ ბათუმში სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall -ი გახსნა

"ვი­სოლ ჯგუ­ფის" შვი­ლო­ბილ­მა კომ­პა­ნია "ემ პე დე­ვე­ლოპ­მენ­ტმა" მო­რი­გი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი - Black Sea Mall -ი ქ. ბა­თუმ­ში გახ­სნა. 10,015 კვ.მ ფარ­თობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი მიმ­ზიდ­ვე­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და დი­ზა­ი­ნის მქო­ნე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი სა­კუ­თარ სივ­რცე­ში 22 მულ­ტი­ნა­ცი­ო­ნა­ლურ და ად­გი­ლობ­რივ ბრენ­დს აერ­თი­ა­ნებს. "ვი­სოლ ჯგუფ­მა" Black Sea Mall -ის გახ­სნით ჯა­მუ­რად 300-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლის და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შექ­მნა. "ემ პე დე­ვე­ლოპ­მენ­ტი" თბი­ლის­ში უკვე რა­მო­დე­ნი­მე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრს ფლობს და Black Sea Mall -ი კო­მერ­ცი­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია. Black Sea Mall -ის შექ­მნის­თვის "ვი­სოლ ჯგუფ­მა" სო­ლი­დუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის გახ­სნას აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ პა­ტა­რა­ძე, ბა­თუ­მის მერი გი­ორ­გი ერ­მა­კო­ვი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

"კო­მერ­ცი­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ჩვე­ნი ჯგუ­ფის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ჩვენ უკვე ოთხ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრს ვფლობთ, სა­დაც ძი­რი­თა­დი არენ­და­ტო­რი ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი - "კარ­ფუ­რია". ჩვენ "კარ­ფურ­თან" ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ რა­მო­დე­ნი­მე პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას ვგეგ­მავთ. ჩვენ გვსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ ყვე­ლა იმ სა­ერ­თშო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ ბრენ­დს, რომ­ლე­ბიც სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში გან­თავ­სდნენ. ჩვენ ერ­თად კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შევ­ძლებთ, რი­თაც მოკ­რძა­ლე­ბულ წვლილს შე­ვი­ტანთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში", - აცხა­დებს "ვი­სოლ ჯგუ­ფის" პრე­ზი­დენ­ტი სოსო ფხა­კა­ძე.

Black Sea Mall -ი ფრან­გუ­ლი ჰი­პერ­მარ­კეტ "კარ­ფუ­რით", ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ქსელ "ვენ­დი­თა" და "დან­კინ დო­ნატ­სით", ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ "ელიტ ელექტრო­ნიქს" "არაი თუ­მო­როუ", "ზუ­მე­რი­თა" და "მო­ბი­ლუქ­სით", ტან­საც­მლის, ფეხ­საც­მლის თუ აქ­სე­სუ­ა­რის მა­ღა­ზი­ე­ბით "კონ­ვერ­სი", "ბატა", "პარ­ფო­ი­სი", "ოვი­ეს ქიდსი", "პენ­ტი", სამ­კა­უ­ლე­ბის და ბავ­შვის სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბით "დელ­ფო­სი", "ბა­კა­რა", "პე­პე­ლა", პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი მა­ღა­ზია "ივ როშე", სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კით, "ჯი პი სის" აფ­თი­ა­ქით, ტკბი­ლე­უ­ლო­ბის ბუ­ტიკ "ალი­ბა­ბა", Dom Kofe, Magic Candy-თ ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ყიდ­ლე­ბის­თვის, სა­ო­ჯა­ხო ნივ­თე­ბის კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში შე­ძე­ნი­სა და გარ­თო­ბა-დას­ვე­ნე­ბის­თვის უაღ­რე­სად მომ­ხიბ­ვლე­ლი სივ­რცეა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ „ემ პე დეველოპმენტმა“ ბათუმში სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall -ი გახსნა

„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ „ემ პე დეველოპმენტმა“ ბათუმში სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall -ი გახსნა

„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პე დეველოპმენტმა“ მორიგი სავაჭრო ცენტრი - Black Sea Mall -ი ქ. ბათუმში გახსნა. 10,015 კვ.მ ფართობზე გაშენებული მიმზიდველი არქიტექტურისა და დიზაინის მქონე სავაჭრო ცენტრი საკუთარ სივრცეში 22 მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდს აერთიანებს. „ვისოლ ჯგუფმა“ Black Sea Mall -ის გახსნით ჯამურად 300-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა. „ემ პე დეველოპმენტი“ თბილისში უკვე რამოდენიმე სავაჭრო ცენტრს ფლობს და Black Sea Mall -ი კომერციული უძრავი ქონების განვითარების მიმართულებით განხორციელებული მორიგი წარმატებული პროექტია. Black Sea Mall -ის შექმნისთვის „ვისოლ ჯგუფმა“ სოლიდური ინვესტიცია განახორციელა. სავაჭრო ცენტრის გახსნას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„კომერციული უძრავი ქონების განვითარება ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ უკვე ოთხ სავაჭრო ცენტრს ვფლობთ, სადაც ძირითადი არენდატორი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - „კარფურია“. ჩვენ „კარფურთან“ ერთად საქართველოში კიდევ რამოდენიმე პროექტის განვითარებას ვგეგმავთ. ჩვენ გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ საერთშორისო და ადგილობრივ ბრენდს, რომლებიც სავაჭრო ცენტრებში განთავსდნენ. ჩვენ ერთად კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ, რითაც მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

Black Sea Mall -ი ფრანგული ჰიპერმარკეტ „კარფურით“, ამერიკული რესტორნების ქსელ „ვენდითა“ და „დანკინ დონატსით“, ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ელიტ ელექტრონიქს“ „არაი თუმოროუ“, “ზუმერითა“ და „მობილუქსით“, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის თუ აქსესუარის მაღაზიებით „კონვერსი“, „ბატა“, „პარფოისი“, „ოვიეს ქიდსი“, „პენტი“, სამკაულების და ბავშვის სათამაშოების მაღაზიებით „დელფოსი“, „ბაკარა“, „პეპელა“, პარფიუმერული მაღაზია „ივ როშე“, საქართველოს ბანკით, „ჯი პი სის“ აფთიაქით, ტკბილეულობის ბუტიკ „ალიბაბა“, Dom Kofe, Magic Candy-თ ყოველდღიური საყიდლებისთვის, საოჯახო ნივთების კომფორტულ გარემოში შეძენისა და გართობა-დასვენებისთვის უაღრესად მომხიბვლელი სივრცეა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი