პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სარფის საბაჟოზე ინციდენტი მოხდა
სარფის საბაჟოზე ინციდენტი მოხდა

სარ­ფის სა­ბა­ჟო­ზე ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, დღეს პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დაკ­ვე­თეს, ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში სი­გა­რე­ტი შე­ი­ძი­ნეს და თურ­ქეთ­ში გა­და­ტა­ნას შე­ე­ცად­ნენ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თურ­ქე­თის მხა­რეს სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა რო­დის დას­რულ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ. ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, თურ­ქე­თის სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტზე ექ­ვსის ნაც­ვლად ერთი გა­სას­ვლე­ლი და შე­მო­სას­ვლე­ლი მუ­შა­ობს, რაც რი­გებს იწ­ვევს.

"რი­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზღვარ­ზე შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მა ახა­ლი ამ­ბა­ვი არ არის. თურ­ქე­თის მხა­რეს სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. წი­ნათ ექ­ვსი გა­სას­ვლე­ლი მუ­შა­ობ­და, ახლა ერთი მუ­შა­ობს. ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დია და მგზავ­რთა გა­და­ად­გი­ლე­ბა დი­დია, ასე­ვე ტვირთბ­რუნ­ვა და შე­სა­ბა­მი­სად, ეს მო­ცუ­ლო­ბა გაზ­რდილ მო­თხოვ­ნებს ვერ უმ­კვლავ­დე­ბა. ეს არის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა. დღეს პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა იმ მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბა­ჟო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დაკ­ვე­თეს და ნე­იტ­რა­ლურ ზო­ნა­ში შე­ი­ძი­ნეს სი­გა­რე­ტი და თურ­ქეთ­ში გა­და­ტა­ნას შე­ე­ცად­ნენ. სა­უ­ბა­რია სი­გა­რე­ტის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­და­ტა­ნა­ზე, რის გა­მოც ინ­ცინ­დენ­ტი მოხ­და. ძა­ლი­ან ბევ­რს შე­ექ­მნა პრობ­ლე­მა. ქარ­თვე­ლი მე­ბა­ჟე­ე­ბი თურქ კო­ლე­გებ­თან ერ­თად ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ და პირ­ველ რიგ­ში მათ ვთხო­ვეთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლით, თუ რა­ტომ აჩე­რე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­ზე­ზი კონ­კრე­ტუ­ლად დაგ­ვი­სა­ბუ­თონ. რო­დის დას­რულ­დე­ბა თურ­ქე­თის მხა­რეს მშე­ნებ­ლო­ბა, ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­ქვს. თურ­ქე­თი ამა­ზე ოფი­ცი­ა­ლურ პა­სუხს არ გვაძ­ლევს, იმი­ტომ რომ არ იცი­ან",- აცხა­დებს ხა­ტია მო­ის­წრა­ფიშ­ვი­ლი.

სარფის საბაჟოზე ინციდენტი მოხდა

სარფის საბაჟოზე ინციდენტი მოხდა

სარფის საბაჟოზე ინციდენტი მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, დღეს პრობლემა შეექმნა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი თურქეთის მიმართულებით გადაკვეთეს, ნეიტრალურ ზონაში სიგარეტი შეიძინეს და თურქეთში გადატანას შეეცადნენ.

მისივე განმარტებით, თურქეთის მხარეს საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა როდის დასრულდება ინფორმაცია არ აქვთ. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების გამო, თურქეთის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ექვსის ნაცვლად ერთი გასასვლელი და შემოსასვლელი მუშაობს, რაც რიგებს იწვევს.

"რიგებთან დაკავშირებით საზღვარზე შექმნილი პრობლემა ახალი ამბავი არ არის. თურქეთის მხარეს საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა მიმდინარეობს. წინათ ექვსი გასასვლელი მუშაობდა, ახლა ერთი მუშაობს. ზაფხულის პერიოდია და მგზავრთა გადაადგილება დიდია, ასევე ტვირთბრუნვა და შესაბამისად, ეს მოცულობა გაზრდილ მოთხოვნებს ვერ უმკვლავდება. ეს არის ძირითადი პრობლემა. დღეს პრობლემა შეექმნა იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტი თურქეთის მიმართულებით გადაკვეთეს და ნეიტრალურ ზონაში შეიძინეს სიგარეტი და თურქეთში გადატანას შეეცადნენ. საუბარია სიგარეტის დიდი რაოდენობით გადატანაზე, რის გამოც ინცინდენტი მოხდა. ძალიან ბევრს შეექმნა პრობლემა. ქართველი მებაჟეები თურქ კოლეგებთან ერთად ინტენსიურად მუშაობენ და პირველ რიგში მათ ვთხოვეთ ოფიციალური წერილით, თუ რატომ აჩერებენ მოქალაქეებს მიზეზი კონკრეტულად დაგვისაბუთონ. როდის დასრულდება თურქეთის მხარეს მშენებლობა, ინფორმაცია არ გავქვს. თურქეთი ამაზე ოფიციალურ პასუხს არ გვაძლევს, იმიტომ რომ არ იციან",- აცხადებს ხატია მოისწრაფიშვილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ