სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკა-რუსეთის ინტერესთა კონფლიქტი სირიაში
ამერიკა-რუსეთის ინტერესთა კონფლიქტი სირიაში

"ეს არის ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბა და ამის შემ­დეგ კონ­კრე­ტულ მოქ­მე­დე­ბებ­ზე გა­და­ვალთ"- ასე მი­მარ­თა რუ­სეთ­მა ამე­რი­კას და გა­აფრ­თხი­ლა, რომ თუ ისი­ნი რუ­სე­თის ძა­ლებს კი­დევ ერთხელ გა­უხ­სნი­ან ცე­ცხლს, რაც მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე ორ­ჯერ მოხ­და, რუ­სე­თი სი­რი­ა­ში იმ ად­გი­ლებს და­ბომ­ბავს, სა­დაც ამე­რი­კის სპეც­რაზ­მი და მის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლი. სა­უ­ბა­რია სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის ალი­ანსზე, რო­მე­ლიც ქურთთა და არაბ­თა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ დაჯ­გუ­ფე­ბებს აერ­თი­ა­ნებს და ამე­რი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მედ კო­ა­ლი­ცი­ას­თან ერ­თად იბ­რძვის. რო­გორც ცნო­ბი­ლია, რუ­სე­თის სპეც­რაზ­მე­ბი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ექ­სტრე­მის­ტებ­თან ბრძო­ლა­ში ასა­დის არ­მი­ას უჭე­რენ მხარს.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი რო­გორც წესი, თა­ვის პრო­პა­გან­დის მან­ქა­ნას წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს, სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ვი­თა­რი ე.წ. ფა­რუ­ლი და­ბომბვა არ მომ­ხდა­რა, - სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა ძა­ლებ­მა, ამე­რი­კის სპეც­რაზ­მის დახ­მა­რე­ბით წინ წა­ი­წი­ეს და ევფრა­ტის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო და­ი­კა­ვეს, რაც რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ასე წარ­მო­ა­ჩი­ნა, - ამე­რი­კულ­მა სპეც­რაზმმა ორ­ჯერ გა­უხ­სნა ცე­ცხლი სი­რი­ის არ­მი­ას, რო­მე­ლიც რუ­სე­თის სპეც­რაზმთან ერ­თად მუ­შა­ობ­და.

რუ­სე­თის შფოთვის მი­ზე­ზი გა­სა­გე­ბია, - სი­რი­ის არ­მი­ამ, რო­მელ­საც რუ­სე­თი­სა და სი­რი­ის ავი­ა­ცია უმაგ­რებს ზურგს, სექ­ტემ­ბერ­ში ევფრა­ტის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე 100 კი­ლო­მეტ­რამ­დე ტე­რი­ტო­რია და­ი­კა­ვა და ოთხშა­ბათს პრო­ვინ­ცი­ის სა­ზღვარს, რა­ყას მი­აღ­წია. ამ კვი­რას კი, ასა­დის არ­მი­ამ მდი­ნა­რის აღ­მო­სავ­ლე­თი მხა­რეც გა­დაკ­ვე­თა, ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი.

"რო­ი­ტე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყა­ტარ­ში ამე­რი­კის ოპე­რა­ტი­ულ ცენ­ტრში, ალ უდე­იდ­ში, ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო­თა წარ­მო­მად­გე­ნელს "გა­სა­გე­ბად აუხ­სნეს, რომ სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლე­ბი­დან ცე­ცხლის გახ­სნის ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა სწრა­ფად იქ­ნე­ბა აღ­კვე­თი­ლი და სას­რო­ლი ად­გი­ლე­ბი ყვე­ლა სამ­ხედ­რო სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ნე­იტ­რალ­დე­ბა", - წერს გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი იგორ კო­ნა­შენ­კო­ვი გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

თა­ვის მხრივ, ვიდ­რე რუ­სე­თი აღ­შფოთ­დე­ბო­და, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, აშშ-ის მხარ­და­ჭე­რით მოქ­მედ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ რუ­სე­თის ავი­ა­ცი­ამ და სი­რი­ის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს, თუმ­ცა, მოს­კოვ­მა ბრალ­დე­ბა მა­შინ­ვე უარ­ყო.

არა­და, სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის ალი­ან­სმა ორ­შა­ბათს გა­ავ­რცე­ლა გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ სი­რი­ის არ­მი­ამ უნდა შე­წყვი­ტოს წინსვლა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე. თუმ­ცა, ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ხუთ­შა­ბათს ეს ცნო­ბა კო­ნა­შენ­კოვ­მა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ რო­დე­საც ალი­ან­სის ძა­ლე­ბი დეირ ალ-ზორს მი­უ­ახ­ლოვ­დნენ, რუ­სე­თის ავი­ა­ცი­ას ამ ორ ჯგუფს შო­რის არა­ნა­ი­რი შე­ტა­კე­ბა არ აღუ­რი­ცხავს.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

ამერიკა-რუსეთის ინტერესთა კონფლიქტი სირიაში

ამერიკა-რუსეთის ინტერესთა კონფლიქტი სირიაში

"ეს არის ბოლო გაფრთხილება და ამის შემდეგ კონკრეტულ მოქმედებებზე გადავალთ"- ასე მიმართა რუსეთმა ამერიკას და გააფრთხილა, რომ თუ ისინი რუსეთის ძალებს კიდევ ერთხელ გაუხსნიან ცეცხლს, რაც მათივე ინფორმაციით, უკვე ორჯერ მოხდა, რუსეთი სირიაში იმ ადგილებს დაბომბავს, სადაც ამერიკის სპეცრაზმი და მის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები არიან განთავსებული. საუბარია სირიის დემოკრატიული ძალების ალიანსზე, რომელიც ქურთთა და არაბთა შეიარაღებულ დაჯგუფებებს აერთიანებს და ამერიკის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასთან ერთად იბრძვის. როგორც ცნობილია, რუსეთის სპეცრაზმები "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებთან ბრძოლაში ასადის არმიას უჭერენ მხარს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსეთი როგორც წესი, თავის პროპაგანდის მანქანას წარმატებით იყენებს, სინამდვილეში არავითარი ე.წ. ფარული დაბომბვა არ მომხდარა, - სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, ამერიკის სპეცრაზმის დახმარებით წინ წაიწიეს და ევფრატის აღმოსავლეთ სანაპირო დაიკავეს, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასე წარმოაჩინა, - ამერიკულმა სპეცრაზმმა ორჯერ გაუხსნა ცეცხლი სირიის არმიას, რომელიც რუსეთის სპეცრაზმთან ერთად მუშაობდა.

რუსეთის შფოთვის მიზეზი გასაგებია, - სირიის არმიამ, რომელსაც რუსეთისა და სირიის ავიაცია უმაგრებს ზურგს, სექტემბერში ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე 100 კილომეტრამდე ტერიტორია დაიკავა და ოთხშაბათს პროვინციის საზღვარს, რაყას მიაღწია. ამ კვირას კი, ასადის არმიამ მდინარის აღმოსავლეთი მხარეც გადაკვეთა, ეს ის ადგილია, სადაც სირიის დემოკრატიული ძალების პოზიციებია განლაგებული.

"როიტერის" ინფორმაციით, ყატარში ამერიკის ოპერატიულ ცენტრში, ალ უდეიდში, ამერიკელ სამხედროთა წარმომადგენელს "გასაგებად აუხსნეს, რომ სირიის დემოკრატიული ძალების განთავსების ადგილებიდან ცეცხლის გახსნის ნებისმიერი მცდელობა სწრაფად იქნება აღკვეთილი და სასროლი ადგილები ყველა სამხედრო საშუალებით განეიტრალდება", - წერს გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, ვიდრე რუსეთი აღშფოთდებოდა, რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ მათ რუსეთის ავიაციამ და სირიის სამთავრობო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა, მოსკოვმა ბრალდება მაშინვე უარყო.

არადა, სირიის დემოკრატიული ძალების ალიანსმა ორშაბათს გაავრცელა გაფრთხილება, რომ სირიის არმიამ უნდა შეწყვიტოს წინსვლა აღმოსავლეთ სანაპიროზე. თუმცა, ამ ინფორმაციის გავრცელების კვალდაკვალ, ხუთშაბათს ეს ცნობა კონაშენკოვმა ეჭვქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ როდესაც ალიანსის ძალები დეირ ალ-ზორს მიუახლოვდნენ, რუსეთის ავიაციას ამ ორ ჯგუფს შორის არანაირი შეტაკება არ აღურიცხავს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე