საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარას მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი ეწვია
აჭარას მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი ეწვია

აჭა­რა­ში ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვარ-აგ­ვის­ტო­ში რე­გი­ონს ყვე­ლა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის გავ­ლით 1 021 996 უცხო­ე­ლი ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობ­და. აქე­დან, ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ვი­ზი­ტო­რი რე­გი­ონს მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლის ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე ეწ­ვია, რაც 25%-ით აღე­მა­ტე­ბა გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდს.

ვი­ზი­ტო­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლია პო­პუ­ლა­რულ ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­შიც. ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი ვი­ზი­ტო­რე­ბის სიმ­რავ­ლის მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლია. მას მხო­ლოდ ივ­ნის-აგ­ვის­ტო­ში, გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­თან შე­და­რე­ბით 30%-ით მეტი, 160 259 ტუ­რის­ტი სტუმ­რობ­და. აქე­დან გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი 73 523 სტუ­მა­რი კი ბაღ­მა აგ­ვის­ტო­ში მი­ი­ღო. ჯამ­ში კი, 8 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბა­თუ­მის ბო­ტა­ნი­კურ ბაღ­ში, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლია 35%-ით მეტი, 198 259 ვი­ზი­ტო­რი იმ­ყო­ფე­ბო­და.

სტუმ­რე­ბის სიმ­რავ­ლე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უმ­შიც. რე­გი­ონ­ში ტუ­რის­ტე­ბის­თვის საყ­ვა­რელ ად­გილს მხო­ლოდ ზა­ფხულ­ში 143 885 (+14%) ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობ­და. ამ შემ­თხვე­ვა­შიც გან­სა­კუთ­რე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი იყო აგ­ვის­ტო - 71 853 ვი­ზი­ტო­რი. ჯამ­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, დელ­ფი­ნე­ბის შოუს 15%-ით მეტი 158, 894 ვი­ზი­ტო­რი და­ეს­წრო. აღ­საღ­ნიშ­ნა­ვია, რომ დელ­ფი­ნე­ბის შოუ ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში დღე­ში სამ­ჯერ იმარ­თე­ბო­და. სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ში არაა შეყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვე­ბი, შშმ პი­რე­ბი და დელ­ფი­ნებ­თან ცურ­ვის მსურ­ვე­ლე­ბი.

ზა­ფხულ­ში 22%-ით მეტი ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობ­და გო­ნიო - აფ­სა­რო­სის ცი­ხე­საც, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­ულ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბას წარ­მო­ად­გენს. ივ­ნის-აგ­ვის­ტო­ში ციხე-მუ­ზე­უმ­ში არ­სე­ბულ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას 49 886 ვი­ზი­ტო­რი გა­ეც­ნო. რაც შე­ე­ხე­ბა 8 თვის მო­ნა­ცა­მებს, ის 16%-ით აღე­მა­ტე­ბა გა­სუ­ლი წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდს და 59 073 ადა­მი­ანს შე­ად­გენს.

"ბა­თუ­მის სა­ბა­გი­როც იმ ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, სა­დაც ვი­ზი­ტო­რე­ბის ზრდა და­ფიქ­სირ­და. ივ­ნის-აგ­ვის­ტო­ში, სა­ბა­გი­როს სერ­ვი­სით 19%-ით მეტ­მა 190 343-მა ვი­ზი­ტორ­მა ისარ­გებ­ლა. 8 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით კი სა­ბა­გი­როს 214 602 (+12%) ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობ­და.

მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში 28 047 (+20%) ვი­ზი­ტო­რი სტუმ­რობ­და მტი­რა­ლას ეროვ­ნულ პარკს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მეტი პო­პუ­ლა­რო­ბით უცხო­ელ ტუ­რის­ტებს შო­რის სარ­გებ­ლობს. 31%-ით გაზ­რდი­ლია 8 თვის მო­ნა­ცე­მე­ბიც, რაც 35 571 სტუ­მარს გუ­ლის­ხმობს. მტი­რა­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, რო­მე­ლიც ბა­თუ­მი­დან 1 სა­ა­თის სა­ვალ­ზე მდე­ბა­რე­ობს თავ­გა­და­სავ­ლე­ბი­სა და ლაშ­ქრო­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია. პარ­კი ვი­ზი­ტო­რებს გარ­და ულა­მა­ზეს ბუ­ნე­ბა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის, ზიპ­ლა­ი­ნის სერ­ვის­სა და სა­კემ­პინ­გე მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

აჭარას მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი ეწვია

აჭარას მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი ეწვია

აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში რეგიონს ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით 1 021 996 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.

ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია პოპულარულ ტურისტულ ადგილებშიც. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების სიმრავლის მხრივ გამორჩეულია. მას მხოლოდ ივნის-აგვისტოში, გასული წლის ზაფხულთან შედარებით 30%-ით მეტი, 160 259 ტურისტი სტუმრობდა. აქედან განსაკუთრებით ბევრი 73 523 სტუმარი კი ბაღმა აგვისტოში მიიღო. ჯამში კი, 8 თვის მონაცემებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია 35%-ით მეტი, 198 259 ვიზიტორი იმყოფებოდა.

სტუმრების სიმრავლე შეინიშნებოდა ბათუმის დელფინარიუმშიც. რეგიონში ტურისტებისთვის საყვარელ ადგილს მხოლოდ ზაფხულში 143 885 (+14%) ვიზიტორი სტუმრობდა. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებით დატვირთული იყო აგვისტო - 71 853 ვიზიტორი. ჯამში, მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, დელფინების შოუს 15%-ით მეტი 158, 894 ვიზიტორი დაესწრო. აღსაღნიშნავია, რომ დელფინების შოუ ივლისსა და აგვისტოში დღეში სამჯერ იმართებოდა. სტატისტიკურ მონაცემებში არაა შეყვანილი ბავშვები, შშმ პირები და დელფინებთან ცურვის მსურველები.

ზაფხულში 22%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა გონიო - აფსაროსის ციხესაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ივნის-აგვისტოში ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 49 886 ვიზიტორი გაეცნო. რაც შეეხება 8 თვის მონაცამებს, ის 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და 59 073 ადამიანს შეადგენს.

”ბათუმის საბაგიროც იმ ტურისტულ ადგილებს მიეკუთვნება, სადაც ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა. ივნის-აგვისტოში, საბაგიროს სერვისით 19%-ით მეტმა 190 343-მა ვიზიტორმა ისარგებლა. 8 თვის მონაცემებით კი საბაგიროს 214 602 (+12%) ვიზიტორი სტუმრობდა.

მიმდინარე წლის ზაფხულში 28 047 (+20%) ვიზიტორი სტუმრობდა მტირალას ეროვნულ პარკს, რომელიც ყველაზე მეტი პოპულარობით უცხოელ ტურისტებს შორის სარგებლობს. 31%-ით გაზრდილია 8 თვის მონაცემებიც, რაც 35 571 სტუმარს გულისხმობს. მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც ბათუმიდან 1 საათის სავალზე მდებარეობს თავგადასავლებისა და ლაშქრობის მოყვარულებისთვის საუკეთესო ადგილია. პარკი ვიზიტორებს გარდა ულამაზეს ბუნებაში მოგზაურობის, ზიპლაინის სერვისსა და საკემპინგე მომსახურებას სთავაზობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი