საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამაზ საყვარელიძე - მეეჭვება, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდეს, ადრეც უთქვამს - აი, მოვდივარო, მაგრამ მერე გვინახავს, რომ ადვილად შეუცვლია გეგმები
რამაზ საყვარელიძე - მეეჭვება, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდეს, ადრეც უთქვამს - აი, მოვდივარო, მაგრამ მერე გვინახავს, რომ ადვილად შეუცვლია გეგმები

პო­ლი­ტო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბო­ლოდ­რო­ინ­დელ გან­ცხა­დე­ბებ­ში შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ინ­ტო­ნა­ცია გაჩ­ნდა, რაც მის შე­საძ­ლო და­კა­ვე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" საყ­ვა­რე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბი შეც­ვა­ლოს და 10 სექ­ტემ­ბერს უკ­რა­ი­ნა­ში არ ჩა­ვი­დეს. ამას­თან, პო­ლი­ტო­ლო­გის აზ­რით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ერ­თო გეგ­მებ­ში არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არაა, ვი­ნა­ი­დან ყო­ფილ პრე­ზი­დენტს არ სურს, რომ მისი პერ­სო­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გაქ­რეს.

"მო­მეჩ­ვე­ნა, რომ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ინ­ტო­ნა­ცია გაჩ­ნდა მის კო­მენ­ტა­რებ­ში, რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა ამ დღე­ებ­ში. ლა­პა­რა­კობს და­კა­ვე­ბა­ზე, რო­გორც შე­საძ­ლო მოვ­ლე­ნა­ზე, ოღონდ, რა თქმა უნდა, მი­აჩ­ნია, რომ არ და­ა­კა­ვე­ბენ, რად­გან წამ­გე­ბი­ა­ნია. ასე­ვე, რა თქმა უნდა, სა­ინ­ტე­რე­სოა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ხე­ლა­ხა­ლი შე­კი­თხვა და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ნა­ბი­ჯებს, მე­ეჭ­ვე­ბა, რომ მან არ­სე­ბი­თად შეც­ვა­ლოს სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბი, რად­გან საკ­მა­რი­სია ის, ასე ვთქათ, ბუჩ­ქებ­ში ჩაჯ­დეს, მისი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი, რომ­ლის გა­რე­შეც უჭირს გაძ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ გაქ­რეს. ამი­ტომ მან რა­ი­მე სა­ხით მა­ინც უნდა გა­აგ­რძე­ლოს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნერ­ვებ­ზე თა­მა­ში. თუმ­ცა მეც მე­ეჭ­ვე­ბა, რომ ამ­ჟა­მად იმ ვა­და­ში, რა ვა­დაც დათ­ქმუ­ლი აქვს, ჩა­ვი­დეს უკ­რა­ი­ნა­ში. არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია ანა­ლო­გი­უ­რი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით - აი მოვ­დი­ვარ, სხვა გზას მოვ­ნა­ხავ და ა.შ. მაგ­რამ მერე გვი­ნა­ხავს, რომ ად­ვი­ლად შე­უც­ვლია გეგ­მე­ბი. არც ახლა არის გა­მო­რი­ცხუ­ლი გეგ­მე­ბის ცვლი­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, და­ტო­ვოს ვერ­სია, რომ ჩა­ვალ სხვა დროს. და­კა­ვე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი მოვ­ლე­ნაა მის­თვის, რად­გან თუკი გად­მოს­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს, მას, რო­გორც ჩანს, არ აქვს იმის იმე­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ყოფ­ნა კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

რამაზ საყვარელიძე - მეეჭვება, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდეს, ადრეც უთქვამს - აი, მოვდივარო, მაგრამ მერე გვინახავს, რომ ადვილად შეუცვლია გეგმები

რამაზ საყვარელიძე - მეეჭვება, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩავიდეს, ადრეც უთქვამს - აი, მოვდივარო, მაგრამ მერე გვინახავს, რომ ადვილად შეუცვლია გეგმები

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებში შეშფოთებული ინტონაცია გაჩნდა, რაც მის შესაძლო დაკავებას უკავშირდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საყვარელიძემ განუცხადა, გამორიცხული არაა სააკაშვილმა საკუთარი გეგმები შეცვალოს და 10 სექტემბერს უკრაინაში არ ჩავიდეს. ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, მიხეილ სააკაშვილის საერთო გეგმებში არსებითი ცვლილება მოსალოდნელი არაა, ვინაიდან ყოფილ პრეზიდენტს არ სურს, რომ მისი პერსონის მიმართ ინტერესი გაქრეს.

"მომეჩვენა, რომ შეშფოთებული ინტონაცია გაჩნდა მის კომენტარებში, რაც გამოქვეყნდა ამ დღეებში. ლაპარაკობს დაკავებაზე, როგორც შესაძლო მოვლენაზე, ოღონდ, რა თქმა უნდა, მიაჩნია, რომ არ დააკავებენ, რადგან წამგებიანია. ასევე, რა თქმა უნდა, საინტერესოა უკრაინელების ხელახალი შეკითხვა დაკავების თაობაზე. რაც შეეხება სააკაშვილის ნაბიჯებს, მეეჭვება, რომ მან არსებითად შეცვალოს საკუთარი გეგმები, რადგან საკმარისია ის, ასე ვთქათ, ბუჩქებში ჩაჯდეს, მისი პიროვნების მიმართ ინტერესი, რომლის გარეშეც უჭირს გაძლება, შეიძლება საერთოდ გაქრეს. ამიტომ მან რაიმე სახით მაინც უნდა გააგრძელოს უკრაინის ხელისუფლების ნერვებზე თამაში. თუმცა მეც მეეჭვება, რომ ამჟამად იმ ვადაში, რა ვადაც დათქმული აქვს, ჩავიდეს უკრაინაში. არაერთხელ გაუკეთებია ანალოგიური განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით - აი მოვდივარ, სხვა გზას მოვნახავ და ა.შ. მაგრამ მერე გვინახავს, რომ ადვილად შეუცვლია გეგმები. არც ახლა არის გამორიცხული გეგმების ცვლილება. მაგალითად, დატოვოს ვერსია, რომ ჩავალ სხვა დროს. დაკავება სერიოზული მოვლენაა მისთვის, რადგან თუკი გადმოსცეს საქართველოს, მას, როგორც ჩანს, არ აქვს იმის იმედი, რომ საქართველოში მისი ყოფნა კომფორტული იქნება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."