საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხარე კამათი პირდაპირ ეთერში დეკანოზ მამალაძის ადვოკატსა და ირაკლი მამალაძეს შორის - "მკვლელებს აფარებთ ხელს..."
ცხარე კამათი პირდაპირ ეთერში დეკანოზ მამალაძის ადვოკატსა და ირაკლი მამალაძეს შორის - "მკვლელებს აფარებთ ხელს..."

"პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მის მოწ­მე ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძე­სა და ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს შო­რის დე­ბა­ტე­ბი ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ორი­ვე მხა­რემ ერ­თმა­ნეთს მო­რა­ლი და­უ­წუ­ნა.

რო­გორც ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, "დამ­ნა­შა­ვე­თა ჯგუ­ფი" არ და­სა­ხელ­და, რა­ზეც მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა რეპ­ლი­კით უპა­სუ­ხა, რომ თა­ვად ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძე იყო ჯგუ­ფის წევ­რი.

"ხან ჯა­შუ­ში მე­ძა­ხეთ. დი­ა­ხაც, ჩემი ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ ვი­ჯა­შუ­შებ კი­დეც. თუ ჩემს ქვე­ყა­ნას დას­ჭირ­დე­ბა, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ჯა­შუ­შებ, თქვენ კი აფა­რებთ ხელს მკვლე­ლებს, რო­მე­ლიც აპი­რებ­და ბერ­ლინ­ში ცი­ა­ნი­დის წა­ღე­ბას და იქ უბე­დუ­რე­ბის დატ­რი­ა­ლე­ბას. მე პირ­ველ რიგ­ში ჩემი თავი გა­და­ვარ­ჩი­ნე, თო­რემ მა­მა­ლა­ძის გვერ­დზე ვიჯ­დე­ბო­დი, შე­იძ­ლე­ბო­და თქვენს იმე­დად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და და­ვი­ღუ­პე­ბო­დი კი­დეც. ან უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ან უნდა გა­დავმხტა­რი­ყა­ვი მტკვარ­ში", - მი­მარ­თა ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილს. ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის თქმით, მან და­ა­სა­ხე­ლა სოსო ოხა­ნაშ­ვი­ლი და ტა­რას შავ­შიშ­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც ჯგუ­ფის წევ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

ნა­ხეთ ვი­დეო

"სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი რა­ტომ არ და­ა­სა­ხე­ლე? ჩვე­ნე­ბა­ში გი­წე­რია, რომ მე­უ­ფე დი­მიტ­რიც და­ა­სა­ხე­ლე. ჩვე­ნე­ბა­ში სამი პირი, მე­უ­ფე დი­მიტ­რი, ტა­რას შავ­შიშ­ვი­ლი და სოსო ოხა­ნაშ­ვი­ლი გი­წე­რია. რომ მცოდ­ნო­და, რომ აქ იყა­ვი, შენს ჩვე­ნე­ბას წა­მო­გი­ღებ­დი", - მი­მარ­თა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა მა­მა­ლა­ძეს.

ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მას ჩვე­ნე­ბა­ში მე­უ­ფე დი­მიტ­რი არ ჰყავს და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

ცხარე კამათი პირდაპირ ეთერში დეკანოზ მამალაძის ადვოკატსა და ირაკლი მამალაძეს შორის - "მკვლელებს აფარებთ ხელს..."

ცხარე კამათი პირდაპირ ეთერში დეკანოზ მამალაძის ადვოკატსა და ირაკლი მამალაძეს შორის - "მკვლელებს აფარებთ ხელს..."

"პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ე.წ. ციანიდის საქმის მოწმე ირაკლი მამალაძესა და ადვოკატ მიხეილ რამიშვილს შორის დებატები ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ორივე მხარემ ერთმანეთს მორალი დაუწუნა.

როგორც ირაკლი მამალაძემ განაცხადა, "დამნაშავეთა ჯგუფი" არ დასახელდა, რაზეც მიხეილ რამიშვილმა რეპლიკით უპასუხა, რომ თავად ირაკლი მამალაძე იყო ჯგუფის წევრი.

"ხან ჯაშუში მეძახეთ. დიახაც, ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ ვიჯაშუშებ კიდეც. თუ ჩემს ქვეყანას დასჭირდება, სიამოვნებით ვიჯაშუშებ, თქვენ კი აფარებთ ხელს მკვლელებს, რომელიც აპირებდა ბერლინში ციანიდის წაღებას და იქ უბედურების დატრიალებას. მე პირველ რიგში ჩემი თავი გადავარჩინე, თორემ მამალაძის გვერდზე ვიჯდებოდი, შეიძლებოდა თქვენს იმედად ვყოფილიყავი და დავიღუპებოდი კიდეც. ან უნდა მივსულიყავი პროკურატურაში ან უნდა გადავმხტარიყავი მტკვარში", - მიმართა ირაკლი მამალაძემ მიხეილ რამიშვილს. ირაკლი მამალაძის თქმით, მან დაასახელა სოსო ოხანაშვილი და ტარას შავშიშვილი, რომლებიც ჯგუფის წევრები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ.

ნახეთ ვიდეო

"სასულიერო პირები რატომ არ დაასახელე? ჩვენებაში გიწერია, რომ მეუფე დიმიტრიც დაასახელე. ჩვენებაში სამი პირი, მეუფე დიმიტრი, ტარას შავშიშვილი და სოსო ოხანაშვილი გიწერია. რომ მცოდნოდა, რომ აქ იყავი, შენს ჩვენებას წამოგიღებდი", - მიმართა მიხეილ რამიშვილმა მამალაძეს.

ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ მას ჩვენებაში მეუფე დიმიტრი არ ჰყავს დასახელებული.

"ჩემი პროგნოზია, რომ საზღვრების გახსნის შემდეგაც კი ადგილი არ ექნება კორონავირუსის მკვეთრ მატებას" - თენგიზ ცერცვაძე

"ეს არის სერგეენკოს და გარკვეულწილად "ავერსი ფარმას" ბრალი" - რატომ დაუპირისპირდა თენგიზ ცერცვაძე დავით სერგეენკოს?

პოლიცია დედოფლისწყაროში მცხოვრებ ორ მოზარდს ეძებს