პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:35-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 03:21-დან კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს
დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმა, და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა იური დე­რე­ვი­ან­კომ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­იყ­ვა­ნეს.

"კი­თხვა­ზე, არის თუ არა და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი ან იყე­ნე­ბენ თუ არა და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ იძუ­ლე­ბის ელე­მენ­ტებს, სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტორ­მა უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა, რის შემ­დე­გაც სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ტო­ვა გან­ყო­ფი­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა დე­რე­ვი­ან­კომ.

რო­გორც დე­პუ­ტატ­მა გა­ნა­ცხა­და, პო­ლი­ცი­ა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ტი­უ­ლი დარ­ღვე­ვი­სა და ჯა­რი­მის შე­სა­ხებ პრო­ტო­კო­ლის და გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ დო­კუ­მენ­ტის გა­და­ცე­მა სურ­დათ.

"ეს და­კა­ვე­ბა უკა­ნო­ნო იყო. ორ­შა­ბათს და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა­ვენ. ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ში­ნე­ბის კი­დევ ერთი ფორ­მაა", - დას­ძი­ნა მან.

ძმის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ექს-პრე­ზი­დენ­ტმა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა: "დღეს დი­ლით ავა­კო­ვის შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩემი ძმა, და­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­ევ­ში სახ­ლი­დან გა­მოს­ვლი­სას და­ა­კა­ვეს და გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ჩანს, უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­გვა­რად ცდი­ლობს ჩემ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას, რათა მე უკ­რა­ი­ნა­ში არ დავ­ბრუნ­დე. ცუ­დად მიც­ნობთ. პი­რი­ქით, ეს სი­ტუ­ა­ცია უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს ჩემს მტკი­ცე გან­ზრახ­ვას და­ვიც­ვა უკ­რა­ი­ნა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ბა­რი­გე­ბის­გან", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის და­სავ­ლეთ სა­ზღვრებ­ზე კი­ე­ვი­დან მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი გა­აგ­ზავ­ნეს, რად­გან ად­გი­ლობ­რივ მე­სა­ზღვრე­ებს არ ენ­დო­ბი­ან.

"მო­ბი­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის მი­ზა­ნია სა­ზღვარ­ზე არ შე­მიშ­ვან და პას­პორ­ტი წა­მარ­თვან. სა­ზღვარ­ზე შეხ­ვედ­რამ­დე!" - დას­ძი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს

დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პარლამენტის წევრმა იური დერევიანკომ განაცხადა.

მისი თქმით, საიმიგრაციო სამსახურის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც დავით სააკაშვილი მიიყვანეს.

"კითხვაზე, არის თუ არა დავით სააკაშვილი დაკავებული ან იყენებენ თუ არა დავით სააკაშვილის მიმართ იძულების ელემენტებს, საიმიგრაციო სამსახურის დირექტორმა უარყოფითი პასუხი გასცა, რის შემდეგაც სააკაშვილმა დატოვა განყოფილება", - აღნიშნა დერევიანკომ.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, პოლიციაში სააკაშვილის ძმისთვის ადმინისტრატიული დარღვევისა და ჯარიმის შესახებ პროტოკოლის და გარკვეულ პერიოდში უკრაინის დატოვების შესახებ დოკუმენტის გადაცემა სურდათ.

"ეს დაკავება უკანონო იყო. ორშაბათს დავით სააკაშვილის წარმომადგენლები სასამართლოს მიმართავენ. ეს სააკაშვილის დაშინების კიდევ ერთი ფორმაა", - დასძინა მან.

ძმის დაკავებასთან დაკავშირებით, ექს-პრეზიდენტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა: "დღეს დილით ავაკოვის შს სამინისტროს თანამშრომლებმა ჩემი ძმა, დავით სააკაშვილი კიევში სახლიდან გამოსვლისას დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება ამგვარად ცდილობს ჩემზე გავლენის მოხდენას, რათა მე უკრაინაში არ დავბრუნდე. ცუდად მიცნობთ. პირიქით, ეს სიტუაცია უფრო გააძლიერებს ჩემს მტკიცე განზრახვას დავიცვა უკრაინა და უკრაინელები ბარიგებისგან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის დასავლეთ საზღვრებზე კიევიდან მობილური ჯგუფები გააგზავნეს, რადგან ადგილობრივ მესაზღვრეებს არ ენდობიან.

"მობილური ჯგუფების მიზანია საზღვარზე არ შემიშვან და პასპორტი წამართვან. საზღვარზე შეხვედრამდე!" - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."