მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ უბნებს გააძვირებს თბილისის გენგეგმა
რომელ უბნებს გააძვირებს თბილისის გენგეგმა

მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა დას­რულ­და და შე­ნიშ­ვნე­ბიც გა­მო­ით­ქვა, გეგ­მის ავ­ტო­რე­ბი ქა­ლა­ქის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, კონ­სტი­ტუ­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბის ამ დო­კუ­მენ­ტის თე­მა­ტუ­რი გან­ხილ­ვე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. რო­გორც ამ­ბო­ბენ, შე­ნიშ­ვნე­ბის ნა­წი­ლი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, თუმ­ცა, ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ კონ­ცეფ­ცი­ას ეს არ შე­ხე­ბია. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ასე გაგ­რძელ­და, თბი­ლი­სი სწო­რედ იმგვა­რად გან­ვი­თარ­დე­ბა, რო­გორც გენ­გეგ­მის ავ­ტო­რე­ბი გვთა­ვა­ზო­ბენ. რა შე­იც­ვლე­ბა თბი­ლის­ში გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, სად გა­იზ­რდე­ბა და სად შემ­ცირ­დე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფა­სე­ბი, რო­გო­რი იქ­ნე­ბა თბი­ლი­სის უბ­ნე­ბის პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბა?

- ამ შე­კი­თხვე­ბით მივ­მარ­თეთ რო­გორც გენ­გეგ­მის ავ­ტო­რებს, ისე არ­ქი­ტექ­ტო­რებ­სა და ურ­ბა­ნის­ტებს. გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, ისი­ნი პროგ­ნო­ზე­ბის გა­კე­თე­ბას თავს არი­დე­ბენ, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი გა­მო­იკ­ვე­თა, რა­ზეც ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა უდა­ვოდ ღირს.

საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი პი­რე­ბი არ უარ­ყო­ფენ, რომ თუ თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა ამ სა­ხით ამოქ­მედ­დე­ბა, თბი­ლის­ში, შე­საძ­ლოა, უბ­ნე­ბის პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფა­სე­ბი შე­იც­ვა­ლოს. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი ყუ­რა­დღე­ბას რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბა­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ, რაც, შე­საძ­ლოა, ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს. მათ შო­რის არის გენ­გეგ­მის ხედ­ვა, რომ თბი­ლი­სი კომ­პაქ­ტუ­რი ქა­ლა­ქი უნდა გახ­დეს და მისი გან­ვი­თა­რე­ბა აღარ გაგ­რძელ­დეს ახა­ლი უბ­ნე­ბის შე­მო­ერ­თე­ბის ხარ­ჯზე. გარ­და ამი­სა, ლა­პა­რა­კია სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბი­სა და სატ­რან­სპორ­ტო მარ­შრუ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რაც ასე­ვე გაზ­რდის მიმ­დე­ბა­რე უბ­ნებ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, მათ შო­რის, მი­წის ფასს.

მე­რაბ ბოლ­ქვა­ძე, გენ­გეგ­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი:

"ქა­ლა­ქის არა­გო­ნივ­რუ­ლად შემ­ჭიდ­რო­ე­ბამ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფა­სე­ბის რყე­ვა გა­ნა­პი­რო­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, როცა გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის სიმ­ჭიდ­რო­ვე ნორ­მებს დი­დად აჭარ­ბებს, იქ ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი ქვე­ით­დე­ბა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფა­სიც.

მა­გა­ლი­თად, მი­ღე­ბუ­ლია, რომ ჰექ­ტარ­ზე ქა­ლაქ­ში, ყვე­ლა­ზე ბევ­რი, 240-250 კაცი უნდა ცხოვ­რობ­დეს, ჩვენ­თან კი ცალ­კე­ულ უბ­ნებ­ში, მათ შო­რის ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, დო­ლი­ძი­სა და ბა­ლან­ჩი­ვა­ძის მო­ნაკ­ვე­თებ­ში, სპორ­ტის სა­სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ჰექ­ტარ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის სიმ­ჭიდ­რო­ვე ნორ­მა­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტია. ცხა­დია, აქ ხალ­ხის და­ტე­ვა კი არ იგუ­ლის­ხმე­ბა, არა­მედ ყო­ვე­ლი მო­სახ­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მწვა­ნე სა­ფა­რი, ბავ­შვთა ბაქ­ნე­ბი, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი, ავ­ტო­სად­გო­მი და სხვ. თბი­ლის­ში კი გაჩ­ნდა უბ­ნე­ბი, სა­დაც ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არ­სე­ბობს ან არა­საკ­მა­რი­სია, რა­მაც სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი მე­ტად და­ამ­ძი­მა.

უცხო­ეთ­ში ბი­ნას არა­ვინ იქი­რა­ვებს, თუ გვერ­დით დიდი პარ­კი არ არის. თბი­ლის­ში ამ თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მე­ბია, ამი­ტომ, სა­დაც გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა ნორ­მა­ზე მა­ღა­ლია, მე­ტად აღარ უნდა გა­ი­ზარ­დოს. არ­სე­ბობს ვი­თა­რე­ბის შე­მარ­ბი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, მათ შო­რის, ასეთ არე­ა­ლებ­ში მწვა­ნე რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რცე­ე­ბის გა­ჩე­ნა - რო­გორც გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბებს შო­რის, ისე თვით გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბებ­შიც.

ჩვენ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბას შევ­თა­ვა­ზეთ რამ­დე­ნი­მე სა­ქა­ლა­ქო, სა­უბ­ნო და უბ­ნის­ში­და პარ­კე­ბის მო­წყო­ბა. გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მა ზო­გა­დი დო­კუ­მენ­ტია, თუმ­ცა, პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე და­ვა­ყე­ნეთ კონ­კრე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, სა­ქა­ლა­ქო პარ­კის გა­შე­ნე­ბა დიღ­მის ჭა­ლებ­ში, სა­დაც და­სას­ვე­ნებ­ლად მო­სახ­ლე­ო­ბა ქა­ლა­ქის სხვა უბ­ნე­ბი­და­ნაც ივ­ლის, რო­გორც ახლა ადი­ან მთაწ­მინ­დის პარკში. ავ­ტო­მა­ტუ­რად, პარ­კის გა­შე­ნე­ბა იქ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ფასს გაზ­რდის; ასე­ვე, ფო­ნი­ჭა­ლას­თა­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ე­წყოს სა­ქა­ლა­ქო მნიშ­ვნე­ლო­ბის პარ­კი, რო­მე­ლიც შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, კრწა­ნი­სის ტყე­პარკს შე­უ­ერ­თდეს; სა­უბ­ნო პარ­კი თემ­ქის ორ გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას შო­რის, ხევძმა­რას ხე­ვის მიმ­დე­ბა­რედ და სა­ფეხ­მავ­ლო ხი­დე­ბით მათი და­კავ­ში­რე­ბა. აქ შე­საძ­ლე­ბე­ლია მდი­ნა­რე ხევძმა­რას გახ­სნა, სა­დაც შე­იქ­მნე­ბა წყლის სარ­კე, რამ­დე­ნი­მე კას­კა­დი, მო­ე­წყო­ბა ბავ­შვთა ბაქ­ნე­ბი, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი და სხვ. ამით გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მო და ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბა­საც გაზ­რდის. დი­ღომ­ში და­ბე­ტო­ნე­ბუ­ლია ორ მიკ­რო­რა­ი­ონს შო­რის ჩა­მო­მა­ვა­ლი წო­წო­რას­ხე­ვი. შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი გახ­სნა და მწვა­ნე საფ­რის მო­წყო­ბა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მზია
0

ძალიან კარგი საქმეები კეთდება,მაგრამ თუ მუხიანის აგარაკებსაც მიაქცევს ვინმე ყურადღებას ძალიან კარგი იქნება, გზა არ გვაქვს,ცუდად რომ გახდე სასწრაფო ვერ მოგისწრებს

რომელ უბნებს გააძვირებს თბილისის გენგეგმა

რომელ უბნებს გააძვირებს თბილისის გენგეგმა

მას შემდეგ, რაც თბილისის განვითარების გენერალური გეგმის საჯარო განხილვა დასრულდა და შენიშვნებიც გამოითქვა, გეგმის ავტორები ქალაქისთვის, ფაქტობრივად, კონსტიტუციის მნიშვნელობის ამ დოკუმენტის თემატური განხილვებისთვის ემზადებიან. როგორც ამბობენ, შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინეს, თუმცა, ქალაქის განვითარების მთავარ კონცეფციას ეს არ შეხებია. შესაბამისად, თუ ასე გაგრძელდა, თბილისი სწორედ იმგვარად განვითარდება, როგორც გენგეგმის ავტორები გვთავაზობენ. რა შეიცვლება თბილისში გენერალური გეგმის ძალაში შესვლის შემდეგ, სად გაიზრდება და სად შემცირდება უძრავი ქონების ფასები, როგორი იქნება თბილისის უბნების პრესტიჟულობა?

- ამ შეკითხვებით მივმართეთ როგორც გენგეგმის ავტორებს, ისე არქიტექტორებსა და ურბანისტებს. გასაგები მიზეზების გამო, ისინი პროგნოზების გაკეთებას თავს არიდებენ, თუმცა, რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, რაზეც ყურადღების მიქცევა უდავოდ ღირს.

საქმეში ჩახედული პირები არ უარყოფენ, რომ თუ თბილისის განვითარების გენერალური გეგმა ამ სახით ამოქმედდება, თბილისში, შესაძლოა, უბნების პრესტიჟულობა და უძრავი ქონების ფასები შეიცვალოს. ჩვენი რესპონდენტები ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებენ, რაც, შესაძლოა, ამ ცვლილებების მიზეზი გახდეს. მათ შორის არის გენგეგმის ხედვა, რომ თბილისი კომპაქტური ქალაქი უნდა გახდეს და მისი განვითარება აღარ გაგრძელდეს ახალი უბნების შემოერთების ხარჯზე. გარდა ამისა, ლაპარაკია სარეკრეაციო ზონებისა და სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებაზე, რაც ასევე გაზრდის მიმდებარე უბნებში უძრავი ქონების, მათ შორის, მიწის ფასს.

მერაბ ბოლქვაძე, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი:

"ქალაქის არაგონივრულად შემჭიდროებამ უძრავი ქონების ფასების რყევა განაპირობა. ბუნებრივია, როცა განაშენიანების სიმჭიდროვე ნორმებს დიდად აჭარბებს, იქ ცხოვრების ხარისხი ქვეითდება და დროთა განმავლობაში, უძრავი ქონების ფასიც.

მაგალითად, მიღებულია, რომ ჰექტარზე ქალაქში, ყველაზე ბევრი, 240-250 კაცი უნდა ცხოვრობდეს, ჩვენთან კი ცალკეულ უბნებში, მათ შორის ყიფშიძის ქუჩაზე, დოლიძისა და ბალანჩივაძის მონაკვეთებში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, ჰექტარზე მოსახლეობის სიმჭიდროვე ნორმაზე გაცილებით მეტია. ცხადია, აქ ხალხის დატევა კი არ იგულისხმება, არამედ ყოველი მოსახლისთვის აუცილებელი მწვანე საფარი, ბავშვთა ბაქნები, სპორტული მოედნები, ავტოსადგომი და სხვ. თბილისში კი გაჩნდა უბნები, სადაც ეს ყველაფერი არ არსებობს ან არასაკმარისია, რამაც საცხოვრებელი პირობები მეტად დაამძიმა.

უცხოეთში ბინას არავინ იქირავებს, თუ გვერდით დიდი პარკი არ არის. თბილისში ამ თვალსაზრისით პრობლემებია, ამიტომ, სადაც განაშენიანება ნორმაზე მაღალია, მეტად აღარ უნდა გაიზარდოს. არსებობს ვითარების შემარბილებელი ღონისძიებები, მათ შორის, ასეთ არეალებში მწვანე რეკრეაციული სივრცეების გაჩენა - როგორც განაშენიანებებს შორის, ისე თვით განაშენიანებებშიც.

ჩვენ თბილისის მთავრობას შევთავაზეთ რამდენიმე საქალაქო, საუბნო და უბნისშიდა პარკების მოწყობა. გენერალური გეგმა ზოგადი დოკუმენტია, თუმცა, პირველივე ეტაპზე დავაყენეთ კონკრეტული წინადადებები. მაგალითად, საქალაქო პარკის გაშენება დიღმის ჭალებში, სადაც დასასვენებლად მოსახლეობა ქალაქის სხვა უბნებიდანაც ივლის, როგორც ახლა ადიან მთაწმინდის პარკში. ავტომატურად, პარკის გაშენება იქ უძრავი ქონების ფასს გაზრდის; ასევე, ფონიჭალასთანაც შესაძლებელია მოეწყოს საქალაქო მნიშვნელობის პარკი, რომელიც შემდეგ, შესაძლოა, კრწანისის ტყეპარკს შეუერთდეს; საუბნო პარკი თემქის ორ განაშენიანებას შორის, ხევძმარას ხევის მიმდებარედ და საფეხმავლო ხიდებით მათი დაკავშირება. აქ შესაძლებელია მდინარე ხევძმარას გახსნა, სადაც შეიქმნება წყლის სარკე, რამდენიმე კასკადი, მოეწყობა ბავშვთა ბაქნები, სპორტული მოედნები და სხვ. ამით გაუმჯობესდება საცხოვრებელი გარემო და ეს ღირებულებასაც გაზრდის. დიღომში დაბეტონებულია ორ მიკრორაიონს შორის ჩამომავალი წოწორასხევი. შესაძლებელია მისი გახსნა და მწვანე საფრის მოწყობა.

განაგრძეთ კითხვა

"ვერსად დამემალება ვერც მაგი და ვერც ის, ვინც ხელშემწყობია“ - მეუფე იაკობი პეტრე ცაავას ემუქრება

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა, ძლიერი ქარი და ზღვაზე 6-ბალიანი შტორმი

13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12% სწავლას დისტანციურად განაგრძობს - რა სიახლეებია სკოლებში