მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევრობასკეტზე საქართველომ ლიტვა დაამარცხა
ევრობასკეტზე საქართველომ ლიტვა დაამარცხა

31 აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თელ­თა ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ის­რა­ელ­ში, ევ­რო­პის 2017 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის B ჯგუფ­ში პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ტურ­ნი­რის ერთ-ერთ ფა­ვო­რიტ ლიტ­ვის ნაკ­რებ­თან გა­მარ­თა და ან­გა­რი­შით 79:77 გა­ი­მარ­ჯვა.

თელ-ავი­ვის არე­ნა­ზე შეხ­ვედ­რა თა­ნა­ბარ ბრძო­ლა­ში წა­რი­მარ­თა და პირ­ველ მე­ო­თხედ­ში ან­გა­რი­შიც შე­სა­ბა­მი­სი და­ფიქ­სირ­და - 18:18. თუმ­ცა, მე­ო­რე პე­რი­ოდ­ში ლიტ­ველ­თა უპი­რა­ტე­სო­ბა თვალ­სა­ჩი­ნო გახ­და და ტა­ი­მის ბო­ლომ­დე სხვა­ო­ბამ მათ სა­სარ­გებ­ლოდ ხუთ ქუ­ლას მი­აღ­წია. სამ­წუ­ხა­როდ, პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ტრამ­ვა მი­ი­ღო გი­ორ­გი ცინ­ცა­ძემ. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა სიმ­ძი­მი­საა და­ზი­ა­ნე­ბა.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა დაც­ვა­ში კარ­გი თა­მა­შის წყა­ლო­ბით, შეძ­ლო სხვა­ო­ბის გა­ბა­თი­ლე­ბაც და ანა­რიშ­ში წინ გას­ვლაც - ბოლო მე­ო­თხე­დის წინ ტაბ­ლო­ზე 59:57 ენთო ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ.

ბოლო პე­რი­ო­დი უაღ­რე­სად და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში, გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა, კულ­მი­ნა­ცია კი ბოლო წუ­თებ­ზე დად­გა. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე 20 წა­მით ადრე მა­იკლ დიქ­სონ­მა 2-ქუ­ლი­ა­ნი ჩა­აგ­დო და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა 4-ქუ­ლი­ა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვა.

დარ­ჩე­ნილ დრო­ში ლიტ­ვე­ლებ­მა 3 სა­ჯა­რი­მოს სრო­ლის უფ­ლე­ბა მი­ი­ღეს, სა­ი­და­ნაც ერთი ჩა­აგ­დეს, და­მა­ტე­ბა­ზე კი 2-ქუ­ლი­ა­ნი მი­ით­ვა­ლეს. 8,5 წა­მით ადრე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ბურთს და ერთქუ­ლი­ან უპი­რა­ტე­სო­ბას ფლობ­და - 78:77.

ამის შემ­დეგ დიქ­სონ­მა ორი­დან ერთი სა­ჯა­რი­მო ჩა­აგ­დო, ლიტ­ველ­თა სამ­ქუ­ლი­ან­მა ტყორ­ცნამ კი მი­ზანს არ უწია და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა იზე­ი­მა.

ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი მო­ე­დან­ზე თორ­ნი­კე შენ­გე­ლია იყო (29 ქულა), 13 ქულა მი­ით­ვა­ლა დუდა სა­ნა­ძემ, 12 - მა­იკლ დიქ­სონ­მა, გი­ორ­გი შერ­მა­დინ­მა - 9, ზაზა ფა­ჩუ­ლი­ამ - 8.

დღეს­ვე ჩვენს ჯგუფ­ში გერ­მა­ნი­ის ნაკ­რებ­მა უკ­რა­ი­ნას 75:63 მო­უ­გო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მას­პინ­ძე­ლი ის­რა­ე­ლი­სა და იტა­ლი­ის მატ­ჩი გა­ი­მარ­თე­ბა.

ჯგუფ­ში მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი 2 სექ­ტემ­ბერს, გერ­მა­ნი­ის ეროვ­ნულ გუნდთან ჩა­ა­ტა­რებს.

sportall.ge

ევრობასკეტზე საქართველომ ლიტვა დაამარცხა

ევრობასკეტზე საქართველომ ლიტვა დაამარცხა

31 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელში, ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის B ჯგუფში პირველი შეხვედრა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ლიტვის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 79:77 გაიმარჯვა.

თელ-ავივის არენაზე შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და პირველ მეოთხედში ანგარიშიც შესაბამისი დაფიქსირდა - 18:18. თუმცა, მეორე პერიოდში ლიტველთა უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და ტაიმის ბოლომდე სხვაობამ მათ სასარგებლოდ ხუთ ქულას მიაღწია. სამწუხაროდ, პირველ ნახევარში ტრამვა მიიღო გიორგი ცინცაძემ. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმისაა დაზიანება.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა დაცვაში კარგი თამაშის წყალობით, შეძლო სხვაობის გაბათილებაც და ანარიშში წინ გასვლაც - ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 59:57 ენთო ჩვენს სასარგებლოდ.

ბოლო პერიოდი უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, კულმინაცია კი ბოლო წუთებზე დადგა. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე მაიკლ დიქსონმა 2-ქულიანი ჩააგდო და საქართველოს ნაკრებმა 4-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

დარჩენილ დროში ლიტველებმა 3 საჯარიმოს სროლის უფლება მიიღეს, საიდანაც ერთი ჩააგდეს, დამატებაზე კი 2-ქულიანი მიითვალეს. 8,5 წამით ადრე საქართველოს ნაკრები ბურთს და ერთქულიან უპირატესობას ფლობდა - 78:77.

ამის შემდეგ დიქსონმა ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ლიტველთა სამქულიანმა ტყორცნამ კი მიზანს არ უწია და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

ყველაზე შედეგიანი მოედანზე თორნიკე შენგელია იყო (29 ქულა), 13 ქულა მიითვალა დუდა სანაძემ, 12 - მაიკლ დიქსონმა, გიორგი შერმადინმა - 9, ზაზა ფაჩულიამ - 8.

დღესვე ჩვენს ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა უკრაინას 75:63 მოუგო, მოგვიანებით კი მასპინძელი ისრაელისა და იტალიის მატჩი გაიმართება.

ჯგუფში მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, გერმანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

sportall.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი