საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” სექტემბრის ნომრის მთავარი თემები
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, "ის­ტო­რი­ა­ნის" სექ­ტემ­ბრის ნო­მე­რი #9(81), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

ქარ­თულ-პო­ლო­ნუ­რი კავ­ში­რე­ბის ის­ტო­რია 523-წე­ლი­წადს ით­ვლის

«ის­ტო­რი­ა­ნის» ეს ნო­მე­რი თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ის ქარ­თულ- პო­ლო­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებს ეძღვნე­ბა. ამ ურ­თი­ერ­თო­ბებს სა­ფუძ­ვე­ლი XV სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ჩა­ე­ყა­რა... ეს­პა­ნე­თის გაძ­ლი­ე­რე­ბის ცნო­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქთა წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თობ­ლი­ვად გა­ლაშ­ქრე­ბის ძვე­ლი გეგ­მა გა­მო­ა­ცო­ცხლა. ქარ­თვე­ლი და ეს­პა­ნე­ლი ელ­ჩე­ბი, რო­მელ­თაც დე­დო­ფალ ისა­ბელ­თან წე­რი­ლი ერ­თად მიჰ­ქონ­დათ, ეს­პა­ნეთ­ში ლიტ­ვა­სა და პო­ლო­ნეთ­ზე გავ­ლით ჩა­ვიდ­ნენ, ეს კი მარ­ტო­ო­დენ ევ­რო­პა­ში გა­სას­ვლე­ლი გზის ძი­ე­ბით არ იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

XV სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბი­ლი იყო ლიტ­ვი­სა და პო­ლო­ნე­თის ხე­ლი­სუ­ფალ­თა მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თურ­ქთა მი­მართ და, ამი­ტო­მაც, იქა­ურ მეს­ვე­უ­რებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გა­მარ­თვა ქარ­თველ ელჩს სა­ი­დუმ­ლოდ და­ე­კის­რა. მათ­თვის ქარ­თვე­ლი მე­ფის გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი დღემ­დე არ არის მიკ­ვლე­უ­ლი. პრო­ფე­სორ იასე ცინ­ცა­ძის აზ­რით, ეს სრუ­ლი­ა­დაც არ გა­მო­რი­ცხავს სი­ტყვი­ე­რი და­ვა­ლე­ბის ფაქტს და უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ წე­რი­ლებ­თან ერ­თად, ქარ­თველ ელჩს სი­ტყვი­ე­რი და­ვა­ლე­ბე­ბის გა­და­ცე­მაც ევა­ლე­ბო­და.

ქარ­თლის მეფე კონ­სტან­ტი­ნეს II-ის მიერ ეს­პა­ნე­თის დე­დოფ­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი, ქარ­თველ­მა და ეს­პა­ნელ­მა ელ­ჩებ­მა გა­აც­ნეს ლიტ­ვი­სა და პო­ლო­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ეს დო­კუ­მენ­ტი და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 1465 წლის 10 მარ­ტით. დღემ­დე ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში ით­ვლე­ბო­და, რომ თა­რი­ღი შეც­დო­მით იყო მი­თი­თე­ბუ­ლი...

პო­ლო­ნე­თი და სა­ქარ­თვე­ლო - ბრძო­ლა­ში ნაწ­რთო­ბი მე­გობ­რო­ბა

1921 წელს სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ერ­თმა ნა­წილ­მა, მათ შო­რის, სამ­ხედ­რო ოფიც­რებ­მა და იუნკრებ­მა თა­ვი­ანთ ად­გილ­სამ­ყოფ­ლად პო­ლო­ნე­თი აირ­ჩი­ეს, რო­მე­ლიც მათ­თვის მე­ო­რე სამ­შობ­ლოდ გა­და­იქ­ცა. ბევ­რმა მათ­გან­მა მჭიდ­როდ და­უ­კავ­ში­რა თა­ვი­სი ბედი პო­ლო­ნეთს. პო­ლო­ნეთ­ში ქარ­თვე­ლი ოფიც­რო­ბა კონ­ტრაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე მსა­ხუ­რობ­და. ბევ­რმა მათ­გან­მა ხელი მიჰ­ყო მე­წარ­მე­ო­ბას, სა­ე­ქი­მო პრაქ­ტი­კას, ვაჭ­რო­ბას, სწავ­ლობ­დნენ და ას­წავ­ლიდ­ნენ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში. ამა­ვე დროს, ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს არ და­ვი­წყე­ბი­ათ და­კარ­გუ­ლი სამ­შობ­ლო და სა­ქარ­თვე­ლოს გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად პო­ლი­ტი­კურ თუ კულ­ტუ­რულ ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რებ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სა­კი­თხი ფარ­თო მსჯე­ლო­ბის სა­განს წარ­მო­ად­გენ­და იმ­დრო­ინ­დელ პო­ლო­ნეთ­ში. ამა­ზე ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ და წერ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო-პო­პუ­ლა­რუ­ლი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ნაშ­რო­მი გა­მო­ი­ცა. გა­მო­დი­ო­და ჟურ­ნა­ლე­ბი "ამი­რა­ნი", «პრო პატ­რია», «პრო გე­ორ­გია». ქარ­თულ თე­მა­ტი­კას ეკა­ვა უმ­თავ­რე­სი ად­გი­ლი სერ­გო ყუ­რუ­ლიშ­ვი­ლის რე­დაქ­ტო­რო­ბით გა­მო­მა­ვალ ჟურ­ნალ­ში «აღ­მო­სავ­ლე­თის ხმა». სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კითხს დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობ­დნენ ჟურ­ნა­ლე­ბი «აღ­მო­სავ­ლე­თი», «ფში­მერ­ჟე» და სხვ. სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბო­და XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში გა­მო­მა­ვა­ლი ყვე­ლა­ზე დიდი პო­ლო­ნუ­რი გა­ზე­თი.

იო­ზეფ პილ­სუდსკი და ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი

1925 წლის 18 აგ­ვის­ტოს ვარ­შა­ვა­ში ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი ჩა­ვი­და. მას თან ახ­ლდა 1924 წლის აჯან­ყე­ბის კი­დევ ერთი გმი­რი - გე­ნე­რა­ლი სპი­რი­დონ ჭავ­ჭა­ვა­ძე. მათი ჩა­მოს­ვლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო პო­ლო­ნეთ­ში მყოფ ქარ­თველ ოფიც­რებ­სა და იუნკრებ­თან შეხ­ვედ­რა.

ქარ­თულ ემიგ­რა­ცი­ა­ში 1924 წლის აჯან­ყე­ბი­სა და მისი შე­დე­გის მი­მართ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაჩ­ნდა. ამან სა­ბო­ლო­ოდ დაქ­საქ­სა და და­ა­პი­რის­პი­რა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო ელი­ტა რო­გორც სა­ზღვარ­გა­რეთ, ასე­ვე ქვეყ­ნის შიგ­ნით. ამ პრო­ცე­სებ­მა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს პო­ლო­ნეთ­ში მყოფ ქარ­თულ ემიგ­რა­ცი­ა­ზეც, რო­მე­ლიც ორ ბა­ნა­კად და­ი­ყო. და­პი­რის­პი­რე­ბის სა­გა­ნი გახ­ლდათ პო­ლო­ნეთ­ში ქარ­თველ ოფი­ცერ­თა მე­თა­უ­რი - გე­ნე­რა­ლი ალექ­სან­დრე ზა­ქა­რი­ა­ძე და მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი. ბევ­რი მას ბრალს სდებ­და ჟორ­და­ნია-რა­მიშ­ვი­ლის შეკ­ვე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში. ამ­ბობ­დნენ, რომ ხელი შე­უ­შა­ლა პო­ლო­ნეთ­ში მყოფ ქარ­თველ ოფი­ცერ­თა გაგ­ზავ­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში 1924 წლის აჯან­ყე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი­სა და სპი­რი­დონ ჭავ­ჭა­ვა­ძის ჩას­ვლის მი­ზა­ნი სწო­რე­დაც ოფიც­რო­ბის იზო­ლი­რე­ბა იყო ემიგ­რა­ცი­უ­ლი მთავ­რო­ბის გავ­ლე­ნის­გან...

ურ­თი­ერ­თგამ­დიდ­რე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­გან­ძუ­რით

პო­ლო­ნეთ­ში და­ი­ბეჭ­და ქარ­თუ­ლი­დან პო­ლო­ნუ­რად თარ­გმნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი - «ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი», მას­თან ერ­თად «ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის» მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი გა­მო­ცე­მა და «გა­ლო­ბა­ნი სი­ნა­ნუ­ლი­სა­ნი», აგ­რეთ­ვე პო­ლო­ნუ­რი­დან ქარ­თუ­ლად თარ­გმნი­ლი ადამ მიც­კე­ვი­ჩის ეპი­კუ­რი პო­ე­მა «პან თა­დე­ო­ზი». ამ წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა კი­დევ ერთი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია ქარ­თვე­ლი და პო­ლო­ნე­ლი ხალ­ხე­ბის და­ახ­ლო­ე­ბის საქ­მე­ში.

ბელ­ვე­დე­რის სა­სახ­ლე ვარ­შა­ვა­ში

ვარ­შა­ვის ბელ­ვე­დე­რის სა­სახ­ლის ად­გი­ლას ადრე სხვა შე­ნო­ბე­ბი იდგა. პირ­ვე­ლად აქ სა­სახ­ლე ლიტ­ვის დიდ­მა კან­ცლერ­მა, კრიშ­ტოფ სი­გიზ­მუნდ პაც­მა ააგო 1662 წელს. შე­ნო­ბა 1764 წლი­დან ეკუთ­ვნო­და ლიტ­ვის დიდ მთა­ვარს სტა­ნის­ლავ პო­ნი­ა­ტოვ­სკის, რო­მელ­მაც პო­ლო­ნე­თის ტახ­ტზე ას­ვლის შემ­დეგ აქ ქა­შა­ნუ­რის ფაბ­რი­კა გახ­სნა. 1798 წელს სა­სახ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და დიდი სე­ი­მის დე­პუ­ტა­ტი კიც­კი, რო­მელ­მაც ბელ­ვე­დე­რი თა­ვის ქა­ლიშ­ვილს ტე­რე­ზი­ას გა­დას­ცა. ამ უკა­ნას­კნელ­მა კი 1818 წელს იგი რუ­სე­თის მთავ­რო­ბას მიჰ­ყი­და, რომ­ლის ბრძა­ნე­ბი­თაც ყო­ფი­ლი სა­სახ­ლე და­ან­გრი­ეს. ბელ­ვე­დე­რის სა­სახ­ლე აიგო რუ­სე­თის მთავ­რო­ბის და­ვა­ლე­ბი­თა და სახ­სრე­ბით 1819-1822 წლებ­ში არ­ქი­ტექ­ტორ ია­კუბ კუ­ბიც­კის პრო­ექ­ტით. 1918 წელს პო­ლო­ნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, ბელ­ვე­დე­რის სა­სახ­ლე გახ­და ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის, მარ­შალ იო­ზეფ პილ­სუდსკის რე­ზი­დენ­ცია, სა­დაც იგი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ცხოვ­რობ­და. 1939 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს ოკუ­პი­რე­ბულ ვარ­შა­ვა­ში თა­ვი­სი ერ­თა­დერ­თი სტუმ­რო­ბის დროს, პა­რა­დის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ბელ­ვე­დე­რის სა­სახ­ლეს ადოლფ ჰიტ­ლე­რი ეწ­ვია. მან მხო­ლოდ იო­ზეფ პილ­სუდ­კის კა­ბი­ნე­ტი მო­ი­ნა­ხუ­ლა. ამ­ჟა­მად ბელ­ვე­დე­რის სა­სახ­ლეს დრო­დად­რო ცე­რე­მო­ნი­უ­ლი მიზ­ნით მი­მარ­თავს პრე­ზი­დენ­ტი ან მთავ­რო­ბა. აგ­რეთ­ვე, იგი პე­რი­ო­დუ­ლად წარ­მო­ად­გენს რე­ზი­დენ­ცი­ას პო­ლო­ნეთ­ში ვი­ზი­ტის დროს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­თა მე­თა­უ­რე­ბი­სა და სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბის­თვის. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ბელ­ვე­დე­რი პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­აა.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

თბი­ლის­ში მარ­შალ პილ­სუდსკის გამ­ზი­რი გა­იხ­სნა

პო­ლო­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რო­ბის დღი­უ­რე­ბი

ომი და ცხოვ­რე­ბა. იო­ზეფ პილ­სუდსკი - ბრძო­ლა პო­ლო­ნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის

მო­გო­ნე­ბე­ბი. ვა­ლე­რი­ან თევ­ზა­ძე.

მო­გო­ნე­ბე­ბი. ნი­კო­ლოზ ქვა­რი­ა­ნი

მო­გო­ნე­ბე­ბი. «გა­იხ­სე­ნეთ ალექ­სან­დრე გო­ძი­აშ­ვი­ლი»

დიდი პო­ლი­ტი­კა. ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცია პო­ლო­ნეთ­ში და პილ­სუდსკის მთავ­რო­ბა

კვა­ლი ნა­თე­ლი. ორი ერის მღვდელ­მო­წა­მე / წმ. გრი­გოლ ფე­რა­ძის ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ო­ბა

ქარ­თვე­ლო­ლო­გია. ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ტო­რი

კონ­ტაქ­ტე­ბი. გი­ორ­გი ერის­თა­ვი და პო­ლო­ნე­თი

და­ნა­შა­უ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე. კა­ტი­ნის ტრა­გე­დია

პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ომი. გლი­ვი­ცეს ინ­ცი­დენ­ტი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” სექტემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის” სექტემბრის ნომერი #9(81), რომელშიც წაიკითხავთ:

ქართულ-პოლონური კავშირების ისტორია 523-წელიწადს ითვლის

«ისტორიანის» ეს ნომერი თავისი შინაარსით განსაკუთრებულია. ის ქართულ- პოლონურ ურთიერთობებს ეძღვნება. ამ ურთიერთობებს საფუძველი XV საუკუნის მიწურულს ჩაეყარა... ესპანეთის გაძლიერების ცნობამ საქართველოში თურქთა წინააღმდეგ ერთობლივად გალაშქრების ძველი გეგმა გამოაცოცხლა. ქართველი და ესპანელი ელჩები, რომელთაც დედოფალ ისაბელთან წერილი ერთად მიჰქონდათ, ესპანეთში ლიტვასა და პოლონეთზე გავლით ჩავიდნენ, ეს კი მარტოოდენ ევროპაში გასასვლელი გზის ძიებით არ იყო განპირობებული.

XV საუკუნის ბოლოს საქართველოში ცნობილი იყო ლიტვისა და პოლონეთის ხელისუფალთა მტრული დამოკიდებულება თურქთა მიმართ და, ამიტომაც, იქაურ მესვეურებთან მოლაპარაკების გამართვა ქართველ ელჩს საიდუმლოდ დაეკისრა. მათთვის ქართველი მეფის გაგზავნილი წერილი დღემდე არ არის მიკვლეული. პროფესორ იასე ცინცაძის აზრით, ეს სრულიადაც არ გამორიცხავს სიტყვიერი დავალების ფაქტს და უნდა ვივარაუდოთ, რომ წერილებთან ერთად, ქართველ ელჩს სიტყვიერი დავალებების გადაცემაც ევალებოდა.

ქართლის მეფე კონსტანტინეს II-ის მიერ ესპანეთის დედოფლისადმი გაგზავნილი წერილი, ქართველმა და ესპანელმა ელჩებმა გააცნეს ლიტვისა და პოლონეთის ხელისუფლებას. ეს დოკუმენტი დათარიღებულია 1465 წლის 10 მარტით. დღემდე ქართულ ისტორიოგრაფიაში ითვლებოდა, რომ თარიღი შეცდომით იყო მითითებული...

პოლონეთი და საქართველო - ბრძოლაში ნაწრთობი მეგობრობა

1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ქართული ემიგრაციის ერთმა ნაწილმა, მათ შორის, სამხედრო ოფიცრებმა და იუნკრებმა თავიანთ ადგილსამყოფლად პოლონეთი აირჩიეს, რომელიც მათთვის მეორე სამშობლოდ გადაიქცა. ბევრმა მათგანმა მჭიდროდ დაუკავშირა თავისი ბედი პოლონეთს. პოლონეთში ქართველი ოფიცრობა კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდა. ბევრმა მათგანმა ხელი მიჰყო მეწარმეობას, საექიმო პრაქტიკას, ვაჭრობას, სწავლობდნენ და ასწავლიდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. ამავე დროს, ქართველ ემიგრანტებს არ დავიწყებიათ დაკარგული სამშობლო და საქართველოს გასათავისუფლებლად პოლიტიკურ თუ კულტურულ ძალისხმევას არ იშურებდნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი ფართო მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმდროინდელ პოლონეთში. ამაზე ბევრს საუბრობდნენ და წერდნენ. საქართველოს შესახებ მრავალი სამეცნიერო-პოპულარული და ინფორმაციული ხასიათის ნაშრომი გამოიცა. გამოდიოდა ჟურნალები “ამირანი”, «პრო პატრია», «პრო გეორგია». ქართულ თემატიკას ეკავა უმთავრესი ადგილი სერგო ყურულიშვილის რედაქტორობით გამომავალ ჟურნალში «აღმოსავლეთის ხმა». საქართველოს გათავისუფლების საკითხს დიდ ყურადღებას უთმობდნენ ჟურნალები «აღმოსავლეთი», «ფშიმერჟე» და სხვ. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებოდა XX საუკუნის 20-იან წლებში გამომავალი ყველაზე დიდი პოლონური გაზეთი.

იოზეფ პილსუდსკი და ქაქუცა ჩოლოყაშვილი

1925 წლის 18 აგვისტოს ვარშავაში ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჩავიდა. მას თან ახლდა 1924 წლის აჯანყების კიდევ ერთი გმირი - გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე. მათი ჩამოსვლის მთავარი მიზანი იყო პოლონეთში მყოფ ქართველ ოფიცრებსა და იუნკრებთან შეხვედრა.

ქართულ ემიგრაციაში 1924 წლის აჯანყებისა და მისი შედეგის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა. ამან საბოლოოდ დაქსაქსა და დააპირისპირა ქართული პოლიტიკური და სამხედრო ელიტა როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ამ პროცესებმა გავლენა მოახდინეს პოლონეთში მყოფ ქართულ ემიგრაციაზეც, რომელიც ორ ბანაკად დაიყო. დაპირისპირების საგანი გახლდათ პოლონეთში ქართველ ოფიცერთა მეთაური - გენერალი ალექსანდრე ზაქარიაძე და მისი მოქმედებები. ბევრი მას ბრალს სდებდა ჟორდანია-რამიშვილის შეკვეთების შესრულებაში. ამბობდნენ, რომ ხელი შეუშალა პოლონეთში მყოფ ქართველ ოფიცერთა გაგზავნას საქართველოში 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობისთვის.

ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და სპირიდონ ჭავჭავაძის ჩასვლის მიზანი სწორედაც ოფიცრობის იზოლირება იყო ემიგრაციული მთავრობის გავლენისგან...

ურთიერთგამდიდრება ლიტერატურული საგანძურით

პოლონეთში დაიბეჭდა ქართულიდან პოლონურად თარგმნილი ნაწარმოებები - «ვეფხისტყაოსანი», მასთან ერთად «ვეფხისტყაოსნის» მინიატურული გამოცემა და «გალობანი სინანულისანი», აგრეთვე პოლონურიდან ქართულად თარგმნილი ადამ მიცკევიჩის ეპიკური პოემა «პან თადეოზი». ამ წიგნების გამოცემა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართველი და პოლონელი ხალხების დაახლოების საქმეში.

ბელვედერის სასახლე ვარშავაში

ვარშავის ბელვედერის სასახლის ადგილას ადრე სხვა შენობები იდგა. პირველად აქ სასახლე ლიტვის დიდმა კანცლერმა, კრიშტოფ სიგიზმუნდ პაცმა ააგო 1662 წელს. შენობა 1764 წლიდან ეკუთვნოდა ლიტვის დიდ მთავარს სტანისლავ პონიატოვსკის, რომელმაც პოლონეთის ტახტზე ასვლის შემდეგ აქ ქაშანურის ფაბრიკა გახსნა. 1798 წელს სასახლის მფლობელი გახდა დიდი სეიმის დეპუტატი კიცკი, რომელმაც ბელვედერი თავის ქალიშვილს ტერეზიას გადასცა. ამ უკანასკნელმა კი 1818 წელს იგი რუსეთის მთავრობას მიჰყიდა, რომლის ბრძანებითაც ყოფილი სასახლე დაანგრიეს. ბელვედერის სასახლე აიგო რუსეთის მთავრობის დავალებითა და სახსრებით 1819-1822 წლებში არქიტექტორ იაკუბ კუბიცკის პროექტით. 1918 წელს პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ბელვედერის სასახლე გახდა ქვეყნის მეთაურის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის რეზიდენცია, სადაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. 1939 წლის 5 ოქტომბერს ოკუპირებულ ვარშავაში თავისი ერთადერთი სტუმრობის დროს, პარადის მიღების შემდეგ, ბელვედერის სასახლეს ადოლფ ჰიტლერი ეწვია. მან მხოლოდ იოზეფ პილსუდკის კაბინეტი მოინახულა. ამჟამად ბელვედერის სასახლეს დროდადრო ცერემონიული მიზნით მიმართავს პრეზიდენტი ან მთავრობა. აგრეთვე, იგი პერიოდულად წარმოადგენს რეზიდენციას პოლონეთში ვიზიტის დროს სხვა სახელმწიფოთა მეთაურებისა და საპატიო სტუმრებისთვის. ოფიციალურად ბელვედერი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაა.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

თბილისში მარშალ პილსუდსკის გამზირი გაიხსნა

პოლონეთ-საქართველოს მეგობრობის დღიურები

ომი და ცხოვრება. იოზეფ პილსუდსკი - ბრძოლა პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის

მოგონებები. ვალერიან თევზაძე.

მოგონებები. ნიკოლოზ ქვარიანი

მოგონებები. «გაიხსენეთ ალექსანდრე გოძიაშვილი»

დიდი პოლიტიკა. ქართული ემიგრაცია პოლონეთში და პილსუდსკის მთავრობა

კვალი ნათელი. ორი ერის მღვდელმოწამე / წმ. გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა

ქართველოლოგია. ქართული კულტურის პოპულარიზატორი

კონტაქტები. გიორგი ერისთავი და პოლონეთი

დანაშაული კაცობრიობის წინაშე. კატინის ტრაგედია

პროპაგანდისტული ომი. გლივიცეს ინციდენტი

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს