საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შენდებოდა თეთრი სახლი - უცნობი ფოტოები და საინტერესო ფაქტები აშშ-ს პრეზიდენტების რეზიდენციაზე
როგორ შენდებოდა თეთრი სახლი - უცნობი ფოტოები და საინტერესო ფაქტები აშშ-ს პრეზიდენტების რეზიდენციაზე

სა­ხელ­მწი­ფო დრო­შა, გერ­ბი, ჰიმ­ნი, პრე­ზი­დენ­ტის თუ ქვეყ­ნის სხვა მმარ­თვე­ლის სა­მუ­შაო რე­ზი­დენ­ცია - ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ატ­რი­ბუ­ტია. მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის - აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის სა­მუ­შაო რე­ზი­დენ­ცი­ის, იგი­ვე თეთ­რი სახ­ლის ის­ტო­რია მე-18 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­დან იწყე­ბა.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ქვეყ­ნის პირ­ველ პრე­ზი­დენტ ჯორჯ ვა­შინგტონს, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტი 1789 წელს გახ­და, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო რე­ზი­დენ­ცია არ ჰქონ­და. პრო­ექ­ტის და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ, მო­მა­ვა­ლი თეთ­რი სახ­ლის მშე­ნე­ლო­ბა 1792 წელს და­ი­წყო. ად­რე­უ­ლი კლა­სი­ციზ­მის სტილ­ში აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბის მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი წარ­მო­შო­ბით ირ­ლან­დი­ე­ლი ჯე­იმს ჰა­ბა­ნი გახ­ლდათ. ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი მო­მა­ვა­ლი რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა პი­რად კონ­ტროლ­ზე ჰქონ­და აყ­ვა­ნი­ლი და პრო­ექ­ტში გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა მხო­ლოდ მას­თან შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ ხდე­ბო­და.

1800 წელს დას­რუ­ლე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბა ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს 2,5 მლნ დო­ლა­რი და­უჯ­და. თუმ­ცა, ვა­შინგტონს მას­ში შე­სახ­ლე­ბა არ დას­ცალ­და. 1979 წელს პრე­ზი­დენ­ტის სა­ვარ­ძე­ლი ჯონ ადამსმა და­ი­კა­ვა და თეთ­რი სახ­ლის პირ­ვე­ლი ბი­ნა­და­რი სწო­რედ ის გახ­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ნო­ბას "პრე­ზი­დენ­ტე­ბის სახ­ლს" და "პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლეს" უწო­დებ­დნენ. დღე­ის­თვის ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი თეთ­რი სახ­ლის იერი 1800 წელს აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა. არ­სე­ბუ­ლი წე­სით, ყო­ველ ახალ პრე­ზი­დენტს შე­ნო­ბის ინ­ტე­რი­ე­რის და ექ­სტე­რი­ე­რის შეც­ვლის უფ­ლე­ბა ჰქონ­და.

1814 წელს პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია ბრი­ტა­ნე­ლებ­მა გა­ძარ­ცვეს და გა­დაწ­ვეს. ერ­თა­დერ­თი ნივ­თი, რომ­ლის მო­ძი­ე­ბა და დაბ­რუ­ნე­ბა მო­ხერ­ხდა, ჯორჯ ვა­შინგტო­ნის მიერ და­ხა­ტუ­ლი ტილო იყო. ქვი­შის­ფე­რის ნაც­ვლად, აღ­დგე­ნი­ლი შე­ნო­ბა თეთ­რად შე­ღე­ბეს. თო­მას ჯე­ფერ­სო­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას სახ­ლის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილს წინა და უკა­ნა მხრი­დან სვე­ტე­ბი და­უ­მა­ტეს. 1824-1829 წლებ­ში გა­ფარ­თო­ე­ბის მიზ­ნით, აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას მარ­ჯვე­ნა და მარ­ცხე­ნა გა­ლა­რე­ე­ბი მი­ა­შე­ნეს. 1835 წელს შე­ნო­ბა­ში წყა­ლი შე­იყ­ვა­ნეს და ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბა და­ა­მონ­ტა­ჟეს.

სა­ხელ­წო­დე­ბა "თეთ­რი სახ­ლი" 1901 წელს პრე­ზი­დენტ თე­ო­დო­რე რუზ­ველ­ტის მი­ე­რაა შე­მო­ღე­ბუ­ლი. პრე­ზი­დენ­ტის მთა­ვა­რი სა­მუ­შაო ოთა­ხი - ცნო­ბი­ლი ოვა­ლუ­რი კა­ბი­ნე­ტი 1909 წელს შე­იქ­მნა. აქ მდე­ბა­რე­ობს ბრი­ტა­ნე­თის მიერ ნა­ჩუ­ქა­რი პრე­ზი­დენ­ტის მთა­ვა­რი სა­მუ­შაო მა­გი­და - მა­გი­და რე­ზო­ლუ­ტი.

1929 წელს გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის გამო, მშე­ნებ­ლებს და­სავ­ლე­თის ფრთის აღ­დგე­ნა ნუ­ლი­დან მო­უხ­დათ. ფრანკლინ რუზ­ველ­ტის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ, მშე­ნებ­ლე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ შე­ნო­ბის მო­რი­გი რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ - რუზ­ველ­ტი ინ­ვა­ლი­დის ეტ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. 1948 წელს უკვე ჰარი თრუ­მე­ნის მი­თი­თე­ბით, თეთ­რი სახ­ლის ქვეშ ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სარ­და­ფი აა­შე­ნეს, სა­დაც სამ­ხედ­რო თათ­ბი­რე­ბი იმარ­თე­ბო­და.

თეთ­რი სახ­ლის რა­დი­კა­ლუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცია ჯონ კე­ნე­დის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. მის­მა მე­უღ­ლემ ჟაკ­ლინ კე­ნე­დიმ (ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის გვა­რი ბუ­ვიე) ოთა­ხის იტე­რი­ე­რი საფ­რან­გე­თის იმ­პე­რი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი დი­ზა­ი­ნით გა­ნა­ახ­ლა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი წი­თელ ოთახს (მე­ო­რე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი ოთა­ხი სამი სა­ხელ­მწი­ფო კა­ბი­ნე­ტი­დან) შე­ე­ხო. დი­ზა­ი­ნერ­მა სტე­ფან ბუ­დენ­მა ოთა­ხი მო­ოქ­რო­ვი­ლი დელ­ფი­ნე­ბით, პალ­მე­ბის რტო­ე­ბით, ლო­მის თა­ვე­ბით და სფინ­ქსე­ბით მორ­თო - რაც იმ­დრო­ინ­დე­ლი ამე­რი­კუ­ლი ნე­ოკ­ლა­სი­კუ­რი სტი­ლის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. პრე­ზი­დენ­ტე­ბის ნიქ­სო­ნის და რე­ი­გა­ნის მე­უღ­ლე­ებ­მა წი­თე­ლი ოთა­ხის ისე­ვე რო­გორც მთლი­ა­ნად თეთ­რი სახ­ლის ინ­ტე­რი­ერ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი სა­კუ­თა­რი გე­მოვ­ნე­ბით შე­ი­ტა­ნეს. ეს ტრა­დი­ცია დღემ­დე მოქ­მე­დებს - თეთ­რი სახ­ლის ყო­ველ ახალ მა­ცხოვ­რე­ბელს საპ­რე­ზი­დენ­ტო რე­ზი­დენ­ცი­ის მო­წყო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­აქვს.

დღეს თეთ­რი სახ­ლი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­თურთ 7,2 ჰე­კტარ­ზეა გა­და­ჭი­მუ­ლი. შე­ნო­ბა 6 სარ­თულს, 132 ოთახს, 35 აბა­ზა­ნას, 412 კარს, 147 ფან­ჯა­რას, 28 ბუ­ხარს, 8 კი­ბეს და 3 ლიფტს აერ­თი­ა­ნებს. აქ­ვეა გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­ჩოგ­ბურ­თო კორ­ტი, გოლ­ფის პა­ტა­რა მო­ე­და­ნი, აუზი, ბო­უ­ლინ­გის დარ­ბა­ზი და კი­ნო­თე­ატ­რი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

როგორ შენდებოდა თეთრი სახლი - უცნობი ფოტოები და საინტერესო ფაქტები აშშ-ს პრეზიდენტების რეზიდენციაზე

როგორ შენდებოდა თეთრი სახლი - უცნობი ფოტოები და საინტერესო ფაქტები აშშ-ს პრეზიდენტების რეზიდენციაზე

სახელმწიფო დროშა, გერბი, ჰიმნი, პრეზიდენტის თუ ქვეყნის სხვა მმართველის სამუშაო რეზიდენცია - ნებისმიერი სახელმწიფოს განუყოფელი ატრიბუტია. მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანის - აშშ-ს პრეზიდენტის სამუშაო რეზიდენციის, იგივე თეთრი სახლის ისტორია მე-18 საუკუნის ბოლოდან იწყება.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის პირველ პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონს, რომელიც პრეზიდენტი 1789 წელს გახდა, ოფიციალური სამუშაო რეზიდენცია არ ჰქონდა. პროექტის და ადგილმდებარეობის შეთანხმების შემდეგ, მომავალი თეთრი სახლის მშენელობა 1792 წელს დაიწყო. ადრეული კლასიციზმის სტილში აგებული შენობის მთავარი არქიტექტორი წარმოშობით ირლანდიელი ჯეიმს ჰაბანი გახლდათ. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი მომავალი რეზიდენციის მშენებლობა პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი და პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა მხოლოდ მასთან შეთანხმების შემდეგ ხდებოდა.

1800 წელს დასრულებული მშენებლობა ქვეყნის ბიუჯეტს 2,5 მლნ დოლარი დაუჯდა. თუმცა, ვაშინგტონს მასში შესახლება არ დასცალდა. 1979 წელს პრეზიდენტის სავარძელი ჯონ ადამსმა დაიკავა და თეთრი სახლის პირველი ბინადარი სწორედ ის გახდა.

თავდაპირველად შენობას "პრეზიდენტების სახლს" და "პრეზიდენტის სასახლეს" უწოდებდნენ. დღეისთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი თეთრი სახლის იერი 1800 წელს აგებული შენობისგან განსხვავდება. არსებული წესით, ყოველ ახალ პრეზიდენტს შენობის ინტერიერის და ექსტერიერის შეცვლის უფლება ჰქონდა.

1814 წელს პრეზიდენტის რეზიდენცია ბრიტანელებმა გაძარცვეს და გადაწვეს. ერთადერთი ნივთი, რომლის მოძიება და დაბრუნება მოხერხდა, ჯორჯ ვაშინგტონის მიერ დახატული ტილო იყო. ქვიშისფერის ნაცვლად, აღდგენილი შენობა თეთრად შეღებეს. თომას ჯეფერსონის პრეზიდენტობისას სახლის ცენტრალურ ნაწილს წინა და უკანა მხრიდან სვეტები დაუმატეს. 1824-1829 წლებში გაფართოების მიზნით, აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენციას მარჯვენა და მარცხენა გალარეები მიაშენეს. 1835 წელს შენობაში წყალი შეიყვანეს და ცენტრალური გათბობა დაამონტაჟეს.

სახელწოდება "თეთრი სახლი" 1901 წელს პრეზიდენტ თეოდორე რუზველტის მიერაა შემოღებული. პრეზიდენტის მთავარი სამუშაო ოთახი - ცნობილი ოვალური კაბინეტი 1909 წელს შეიქმნა. აქ მდებარეობს ბრიტანეთის მიერ ნაჩუქარი პრეზიდენტის მთავარი სამუშაო მაგიდა - მაგიდა რეზოლუტი.

1929 წელს გაჩენილი ხანძრის გამო, მშენებლებს დასავლეთის ფრთის აღდგენა ნულიდან მოუხდათ. ფრანკლინ რუზველტის გაპრეზიდენტების შემდეგ, მშენებლები იძულებულნი გახდნენ შენობის მორიგი რეკონსტრუქცია ჩაეტარებინათ - რუზველტი ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა. 1948 წელს უკვე ჰარი თრუმენის მითითებით, თეთრი სახლის ქვეშ ორსართულიანი სარდაფი ააშენეს, სადაც სამხედრო თათბირები იმართებოდა.

თეთრი სახლის რადიკალური რეკონსტრუქცია ჯონ კენედის გაპრეზიდენტების შემდეგ დაიწყო. მისმა მეუღლემ ჟაკლინ კენედიმ (ქალიშვილობის გვარი ბუვიე) ოთახის იტერიერი საფრანგეთის იმპერიისთვის დამახასიათებელი დიზაინით განაახლა.

განსაკუთრებული ცვლილებები წითელ ოთახს (მეორე სართულზე მდებარე ერთ-ერთი ოთახი სამი სახელმწიფო კაბინეტიდან) შეეხო. დიზაინერმა სტეფან ბუდენმა ოთახი მოოქროვილი დელფინებით, პალმების რტოებით, ლომის თავებით და სფინქსებით მორთო - რაც იმდროინდელი ამერიკული ნეოკლასიკური სტილისთვის იყო დამახასიათებელი. პრეზიდენტების ნიქსონის და რეიგანის მეუღლეებმა წითელი ოთახის ისევე როგორც მთლიანად თეთრი სახლის ინტერიერში ცვლილებები საკუთარი გემოვნებით შეიტანეს. ეს ტრადიცია დღემდე მოქმედებს - თეთრი სახლის ყოველ ახალ მაცხოვრებელს საპრეზიდენტო რეზიდენციის მოწყობაში საკუთარი ცვლილებები შეაქვს.

დღეს თეთრი სახლი მიმდებარე ტერიტორიებითურთ 7,2 ჰეკტარზეა გადაჭიმული. შენობა 6 სართულს, 132 ოთახს, 35 აბაზანას, 412 კარს, 147 ფანჯარას, 28 ბუხარს, 8 კიბეს და 3 ლიფტს აერთიანებს. აქვეა განთავსებული საჩოგბურთო კორტი, გოლფის პატარა მოედანი, აუზი, ბოულინგის დარბაზი და კინოთეატრი.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"