პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გაიყიდება სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში და რა არა - "ლანჩ ბოქსები 3-4 ლარი ეღირება, რასაც მოსწავლე ყოველდღიურად ვერ გადაიხდის"
რა გაიყიდება სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში და რა არა - "ლანჩ ბოქსები 3-4 ლარი ეღირება, რასაც მოსწავლე ყოველდღიურად ვერ გადაიხდის"

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის, ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, სექ­ტემ­ბრი­დან სკო­ლის ბუ­ფე­ტებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით არა­ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტის გა­ყიდ­ვა აიკ­რძა­ლე­ბა.

ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბი კი, რომ­ლებ­საც სკო­ლის ბუ­ფე­ტე­ბის ფარ­თი იჯა­რით აქვთ აღე­ბუ­ლი, აცხა­დე­ბენ, რომ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მათ და­ახ­ლო­ე­ბით 50%-იან ზა­რალს მო­უ­ტანთ. ამას­თან, რო­გორც "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა­ვენ, უც­ნო­ბია თუ კონ­კრე­ტუ­ლად რა პრო­დუქ­ტე­ბის შე­ტა­ნა და გა­ყიდ­ვა იკ­რძა­ლე­ბა სექ­ტემ­ბრი­დან სკო­ლის ბუ­ფე­ტებ­ში.

"გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი არ­სე­ბობს და ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ. რა­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან (ლანჩ ბოქ­სე­ბი და ა.შ.) და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 ლარი ეღი­რე­ბა, რა­საც მოს­წავ­ლე­თა უმე­ტე­სო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ვერ გა­და­იხ­დის. შე­დე­გად და­ახ­ლო­ე­ბით 50%-იან ან უფრო დიდ ზა­რალს ვნა­ხავთ. თუ ზა­რალ­ზე წა­ვე­დით, ზო­გა­და ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც თავს და­ვა­ნე­ბებთ. გარ­და ამი­სა, გარ­კვე­ულ პრო­დუქტს თუ ამო­ვი­ღებთ რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან, სხვა პრო­დუქ­ტით ხომ უნდა შევ­ცვა­ლოთ, თუმ­ცა, ისიც კი არ ვი­ცით ზუს­ტად რა პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა იკ­რძა­ლე­ბა. ზო­გა­დი გან­მარ­ტე­ბა, რომ ძა­ლი­ან მა­რი­ლი­ა­ნი და ძა­ლი­ან ტკბი­ლი საკ­ვე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა იყი­დე­ბო­დეს სკო­ლიდ ბუ­ფეტ­ში არ მგო­ნია მარ­თე­ბუ­ლი იყოს. არ შე­იძ­ლე­ბა, რომ გან­სა­ზღვრონ და კონ­კრე­ტუ­ლად გვი­თხრან რა შე­იძ­ლე­ბა გავ­ყი­დოთ სკო­ლის ბუ­ფე­ტებ­ში და არა? " - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ინდმე­წარ­მე, ლა­რი­სა ფარ­ცხა­ვა.

შპს "ჯან­სა­ღი კვე­ბის" დი­რექ­ტო­რი, ჟანა გა­გუა კი ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ უსაფრ­თხო, ჯან­საღ კვე­ბა­ზე გა­დას­ვლა სა­ჭი­როა, თუმ­ცა თვლის რომ ამ ეტაპ­ზე გარ­კვე­ულ­წი­ლად ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა.

"ყვე­ლას 2-3 წლი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გვაქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა პი­რო­ბე­ბით და გათ­ვლე­ბით დავ­დეთ. ამ ცვლი­ლე­ბებ­ზე გა­დას­ვლა კი რა თქმა უნდა მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა. ბიზ­ნე­სი აუ­ცი­ლებ­ლად და­ზა­რა­ლა­დე­ბა, რად­გან რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით სექ­ტემ­ბრი­დან ბევ­რი რამ იკ­რძა­ლე­ბა, მათ შო­რის, მა­ი­ო­ნე­ზი, ორ­ცხო­ბი­ლა, ჩხი­რე­ბი, გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი, ჩიფ­სე­ბი და მსგავ­სი წა­სა­ხემ­სებ­ლე­ბი. შე­დე­გად კი გა­მო­დის, რომ ვე­რა­ფერს გავ­ყი­დით... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რა გაიყიდება სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში და რა არა - "ლანჩ ბოქსები 3-4 ლარი ეღირება, რასაც მოსწავლე ყოველდღიურად ვერ გადაიხდის"

რა გაიყიდება სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში და რა არა - "ლანჩ ბოქსები 3-4 ლარი ეღირება, რასაც მოსწავლე ყოველდღიურად ვერ გადაიხდის"

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში განსაკუთრებით არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა აიკრძალება.

ბიზნესოპერატორები კი, რომლებსაც სკოლის ბუფეტების ფართი იჯარით აქვთ აღებული, აცხადებენ, რომ დაგეგმილი ცვლილებები მათ დაახლოებით 50%-იან ზარალს მოუტანთ. ამასთან, როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავენ, უცნობია თუ კონკრეტულად რა პროდუქტების შეტანა და გაყიდვა იკრძალება სექტემბრიდან სკოლის ბუფეტებში.

"გარკვეული სირთულეები არსებობს და ძალიან ვნერვიულობ. რასაც გვეუბნებიან (ლანჩ ბოქსები და ა.შ.) დაახლოებით 3-4 ლარი ეღირება, რასაც მოსწავლეთა უმეტესობა ყოველდღიურად ვერ გადაიხდის. შედეგად დაახლოებით 50%-იან ან უფრო დიდ ზარალს ვნახავთ. თუ ზარალზე წავედით, ზოგადა ამ საქმიანობასაც თავს დავანებებთ. გარდა ამისა, გარკვეულ პროდუქტს თუ ამოვიღებთ რეალიზაციიდან, სხვა პროდუქტით ხომ უნდა შევცვალოთ, თუმცა, ისიც კი არ ვიცით ზუსტად რა პროდუქტების გაყიდვა იკრძალება. ზოგადი განმარტება, რომ ძალიან მარილიანი და ძალიან ტკბილი საკვები არ შეიძლება იყიდებოდეს სკოლიდ ბუფეტში არ მგონია მართებული იყოს. არ შეიძლება, რომ განსაზღვრონ და კონკრეტულად გვითხრან რა შეიძლება გავყიდოთ სკოლის ბუფეტებში და არა? " - ამბობს ჩვენთან საუბრისას ინდმეწარმე, ლარისა ფარცხავა.

შპს "ჯანსაღი კვების" დირექტორი, ჟანა გაგუა კი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უსაფრთხო, ჯანსაღ კვებაზე გადასვლა საჭიროა, თუმცა თვლის რომ ამ ეტაპზე გარკვეულწილად ბიზნესოპერატორების უფლებები ირღვევა.

"ყველას 2-3 წლიანი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რომელიც სხვადასხვა პირობებით და გათვლებით დავდეთ. ამ ცვლილებებზე გადასვლა კი რა თქმა უნდა მარტივი არ იქნება. ბიზნესი აუცილებლად დაზარალადება, რადგან რეგულაციებით სექტემბრიდან ბევრი რამ იკრძალება, მათ შორის, მაიონეზი, ორცხობილა, ჩხირები, გაზიანი სასმელი, ჩიფსები და მსგავსი წასახემსებლები. შედეგად კი გამოდის, რომ ვერაფერს გავყიდით... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი