პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია
ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ატე­ნის ხე­ო­ბა­ში ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სსიპ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ად­გილ­ზე კვლავ რჩე­ბი­ან მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ.

უკვე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია შიდა ქარ­თლში, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბო­შუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტყე­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს ებ­რძვი­ან. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ლე­ვან იზო­რია ჩა­ვი­და. იზო­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში თავ­დაც­ვის უწყე­ბის შე­ნა­ერ­თებ­მაც მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ბო­შუ­რის მიმ­დე­ბა­რედ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სტი­ქი­ის ზო­ნა­ში თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის პირ­ვე­ლი ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 250 ჯა­რის­კაცს ელი­ან.

სტი­ქი­ის ზონა საკ­მა­ოდ რთულ რე­ლი­ეფ­ზე მდე­ბა­რე­ობს, რის გა­მოც სპე­ცი­ა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ხან­ძარს ძი­რი­თა­დად ქვე­ი­თე­ბი ებ­რძვი­ან.

უკვე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი კახა სამ­ხა­რა­ძე, შსს-ს შიდა ქარ­თლის სამ­ხა­რეო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი კოტე ანა­ნი­აშ­ვი­ლი, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი და შიდა ქარ­თლში მოქ­მე­დი სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი.

ამ ეტაპ­ზე ერ­თობ­ლი­ვად მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მიმ­დი­ნა­რე­ობს სპე­ცი­ა­ლუ­რი თხრი­ლე­ბის მო­წყო­ბა იმის­თვის, რომ მოხ­დეს ცე­ცხლის შემ­დგო­მი გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა.

ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე კვლავ რჩებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ.

უკვე რამდენიმე საათია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან. შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩავიდა. იზორიას განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის უწყების შენაერთებმაც მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად, ბოშურის მიმდებარედ შემთხვევის ადგილზე სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს გორის პირველი ქვეითი ბრიგადის 250 ჯარისკაცს ელიან.

სტიქიის ზონა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს, რის გამოც სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება ამ ტერიტორიაზე პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, ხანძარს ძირითადად ქვეითები ებრძვიან.

უკვე რამდენიმე საათია სტიქიის ზონაში იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და შიდა ქართლში მოქმედი საგანგებო სამსახურების ხელმძღვანელები.

ამ ეტაპზე ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს სპეციალური თხრილების მოწყობა იმისთვის, რომ მოხდეს ცეცხლის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია