პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მესამე მსოფლიო ომია" - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია აშშ-კორეის დაპირისპირებაზე
"ეს მესამე მსოფლიო ომია" - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია აშშ-კორეის დაპირისპირებაზე

აშშ-სა და კო­რე­ას შო­რის ბოლო დღე­ებ­ში გამ­წვა­ვე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე, ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი, ლელა კა­კუ­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"მე­გობ­რე­ბო, აშშ-სა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას შო­რის დღი­თი-დღე გამ­წვა­ვე­ბუ­ლი და უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე, დღეს ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ლას იმ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბებს შე­გახ­სე­ნებთ, რომ­ლე­ბიც ამ თე­მა­ზე აქვს წარ­მოთ­ქმუ­ლი, ჩა­წე­რი­ლი და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა დროს.

საქ­მე ისაა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხალ­ხო არ­მია, რო­გორც ამას ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფხე­ნი­ა­ნი აცხა­დებს, მზა­დაა, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უ­ტი­ოს კუნ­ძულ გუ­ამ­ზე გან­თავ­სე­ბულ ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო ბა­ზებს, ვი­ნა­ი­დან, თურ­მე, ნუ იტყვით, "ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ბაზა "ან­დერ­სო­ნი", სა­დაც სტრა­ტე­გი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ნერ­ვებს უშ­ლის კო­რე­ას".

ახლა ქვეყ­ნებს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა უფრო და უფრო მწვავ­დე­ბა. აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას "ცე­ცხლი­თა და მძვინ­ვა­რე­ბით" და­ე­მუქ­რა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შტა­ტებს რა­ი­მე სა­ხის საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა.

ამას მა­ლე­ვე მოჰ­ყვა პა­სუ­ხი კო­რე­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი ძა­ლე­ბის სარ­დლის­გან. კერ­ძოდ, კიმ რაკ გი­ო­მამ გა­ნა­ცხა­და:

"აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი კვლავ რა­ღაც სი­სუ­ლე­ლეს ლა­პა­რა­კობს "ცე­ცხლსა და მძვინ­ვა­რე­ბა­ზე". ეს კო­რე­ის სა­ხალ­ხო არ­მი­ის გამძვინ­ვა­რე­ბულ რა­კე­ტებს ნერ­ვებს უშ­ლის. დი­ა­ლო­გი ამ უგუ­ნურ ბი­ჭთან შე­უძ­ლე­ბე­ლი, მას­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მხო­ლოდ აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი".

გარ­და ამი­სა, კო­რე­ე­ლი სარ­და­ლი აცხა­დებს, რომ მათი ოთხი რა­კე­ტა ია­პო­ნი­ის პრე­ფექ­ტუ­რებს: სი­მა­ნეს, ჰი­რო­სი­მა­სა და კო­ტის გა­და­უფ­რენს.

ამას უკვე ია­პო­ნი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც არ გა­მო­რი­ცხა, რომ ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა გუ­ა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაშ­ვე­ბუ­ლი ჩრდი­ლო­კო­რე­უ­ლი რა­კე­ტე­ბი ჩა­მო­ყა­როს...

მოკ­ლედ, და­ძა­ბუ­ლო­ბა პიკს აღ­წევს და ახლა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა სწო­რედ ამ თე­მის­კე­ნაა გა­და­ტა­ნი­ლი.

ჩვენ კი კი­დევ ერთხელ გა­და­ვი­კი­თხოთ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი:

1996 წელი, 13 მარ­ტი, ღა­მის 5 სა­ა­თი.

ამე­რი­კა და ჩი­ნე­თი ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ პა­ტა­რა პე­რი­ო­დით. ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბით ჩა­ივ­ლის. ჩი­ნე­ლე­ბი მშიშ­რე­ბი არი­ან, მაგ­რამ ძა­ლი­ან ჭკვი­ან­ნი.

ამე­რი­კა-კო­რე­ის და­პი­რის­პი­რე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა. ამას მოჰ­ყვე­ბა დიდი სკან­და­ლე­ბი. ეს "ატო­მურ ბომბს" შე­ე­ხე­ბა. დიდი ომის შემ­დეგ ამე­რი­კა გა­ი­მარ­ჯვებს, ვხე­დავ. კი­დევ კარ­გი! კო­რეა სან­დო არ არის.

1996 წელი, 17 მარ­ტი, დღის 12 სა­ა­თი.

მსოფ­ლი­ო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან და­ი­ძა­ბე­ბა. აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი ნელ-ნელა პირ­ველ ად­გილს იკა­ვე­ბენ. ამე­რი­კა დაბ­ნე­უ­ლია, ვხე­დავ: ვე­ღარ არე­გუ­ლი­რებს ჩი­ნეთს, ის­რა­ელს, ირანს, ლი­ბანს და ა.შ. უთან­ხმო­ე­ბა აქვს კო­რე­ას­თან, მაგ­რამ მა­ლე­ვე ჩა­აქ­რო­ბენ სირ­თუ­ლე­ებს. ია­პო­ნი­აც აუ­რევს.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამე­რი­კა კი აჯო­ბებს აღ­მო­სავ­ლეთს, მაგ­რამ სა­კუ­თარ სი­სუს­ტე­საც გა­მო­ამ­ჟღავ­ნებს.

ამე­რი­კის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი ურ­თუ­ლე­სი პი­როვ­ნე­ბაა, დიდი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტია. ძა­ლი­ან და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა მუს­ლი­მებს, ღია თა­მაშს და­ი­წყებს, რომ იტყვი­ან, რქე­ბით მი­აწ­ვე­ბა ბო­ლომ­დე. ეს ძა­ლი­ან შე­ა­ში­ნებს აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს და ატე­ხენ ყვი­რილს, რომ პრე­ზი­დენ­ტი მუშ­ტით ელა­პა­რა­კე­ბა მათ და არა პო­ლი­ტი­კით. ვხე­დავ, რომ ეს სწო­რი პო­ზი­ცი­აა.

2006 წელი, 22 მარ­ტი.

ჩი­ნეთ-ირა­ნის ალი­ან­სი მსოფ­ლი­ოს აა­ფო­რი­ა­ქებს; პლი­უს კო­რეა.

2006 წელი, 2 დე­კემ­ბე­რი.

კო­რეა და რუ­სე­თი ერ­თმა­ნეთს და­ე­ჯა­ხე­ბი­ან. ეს ამე­რი­კას ძა­ლი­ან აწყობს - ყვე­ლა­ფე­რი მათი, ამე­რი­კე­ლე­ბის ჩა­წყო­ბი­ლია.

2009 წელი, 24 ივ­ნი­სი, თბი­ლი­სი.

ვხე­დავ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ის გან­ცხა­დე­ბე­ბი (რაც ჯერ კი­დევ 90-იან წლებ­ში ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე და დღეს ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად სრულ­დე­ბა), რო­მელ­თაც იგი ამე­რი­კის წი­ნა­აღ­მდეგ აკე­თებს, ძა­ლი­ან ჰგავს რუ­სე­თის მთავ­რო­ბის თავ­ხე­დურ გან­ცხა­დე­ბებს ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის მი­მართ… პირ­და­პირ ვხე­დავ, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის პო­ლი­ტი­კა­ში რუ­სე­თის ხელი ურე­ვია, რაც დიდ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას მო­მა­ვალ­ში. მათი მუ­ქა­რა, რომ ამე­რი­კას გა­ა­ნად­გუ­რე­ბენ, დიდი პრო­ვო­კა­ცი­აა და ეს ყო­ვე­ლი­ვე რუ­სე­თის დიდ ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის: ომი, რო­მე­ლიც ამე­რი­კას აგ­რეს­ო­რად წარ­მო­ა­ჩენს, მერე, რუ­სე­თის წარ­მო­სახ­ვით, ამე­რი­კა და­კავ­დე­ბა ამ ომით (და ვი­ღას ემახ­სოვ­რე­ბა კავ­კა­სია და ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი?), აქ ჩა­ერ­თვე­ბა ირა­ნიც და რუ­სუ­ლი მთავ­რო­ბა, კვლავ თა­ვი­სი წარ­მო­სახ­ვით, და­ი­კა­ვებს ზე­სა­ხელ­მწი­ფოს ად­გილს და ა.შ.

...

ამე­რი­კა ძა­ლი­ან მკაცრ პო­ლი­ტი­კას გა­ა­ტა­რებს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მი­მართ. იქ­ნე­ბა დიდი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და, ასე ვთქვათ, პირ­ველ ეტაპს, ამე­რი­კა მო­უ­გებს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას – ად­გილ­ზე მოს­ვამს ლა­მა­ზად. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, ამე­რი­კე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ზეც იმუ­შა­ვე­ბენ და ვხე­დავ, ძა­ლი­ან და­აჩ­ქა­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტეგ­რა­ცი­ას ნა­ტო­ში. ეს უკვე რუ­სე­თის ჯიბ­რზე, ზუს­ტად იმ პო­ლი­ტი­კის სა­პა­სუ­ხოდ მოხ­დე­ბა, რო­მელ­საც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში გა­ა­ტა­რე­ბენ რუ­სე­ბი.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ თავი ყულფ­ში გაყო. ასე­თი დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მა არ უნდა და­ეშ­ვა ამე­რი­კას­თან, იმი­ტომ, რომ ამე­რი­კა რვა­ფე­ხა­სა­ვით აა­მუ­შა­ვებს უხი­ლავ სა­ცე­ცებს და უდი­დეს დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას. თით­ქოს იწყე­ბა დიდი ომი, მაგ­რამ ვხე­დავ, ომი არ იქ­ნე­ბა.

...

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ვხე­დავ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში სამ­ხედ­რო ბა­ზებ­ზე და სა­ი­დუმ­ლო ობი­ექ­ტებ­ზე მოხ­დე­ბა დიდი აფეთ­ქე­ბე­ბი, ანუ სე­რი­ა­ლე­ბი აფეთ­ქე­ბე­ბი­სა. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ ყვე­ლა­ფერს რუ­სეთს და­აბ­რა­ლე­ბენ თით­ქოს. არა­და, ამა­ში ამე­რი­კის ხელი ურე­ვია. მაგ­რამ თუკი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ ამე­რი­კას­თან წა­მო­ი­წყო ომი, რუ­სე­თი რა შუ­ა­შია? განა პი­რი­ქით არ არის? მაგ­რამ ზუს­ტა­დაც რომ რუ­სე­თის ხელი ურე­ვია!

საქ­მე ისაა, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა არა მარ­ტო ევ­რო­პა-ამე­რი­კის­თვის ხდე­ბა სა­ში­ში, არა­მედ თა­ვად რუ­სე­თის­თვი­საც; თა­ნაც ტე­რი­ტო­რი­უ­ლად არც ისე შორ­საა. რუ­სე­თი ამ ან­კესს წა­მო­ე­გე­ბა და ეს იქ­ნე­ბა ამე­რი­კის კი­დევ ერთი ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბა. ესე იგი, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ი­სა და რუ­სე­თის და­პი­რის­პი­რე­ბის მნახ­ველ­ნი ვიქ­ნე­ბით. ამინ!

2011 წელი, 5 მარ­ტი.

ბო­ლოს და ბო­ლოს, აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბი კი შე­უდ­გე­ბი­ან დე­მოკ­რა­ტი­ულ გზას, მაგ­რამ ირა­ნი? გა­იხ­სე­ნეთ ჩემი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი ირან­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამა­ვე დროს ჩი­ნეთ­შიც აი­რე­ვა ყვე­ლა­ფე­რი (ესეც მაქვს და­ნა­ხუ­ლი 1992-1993 წლებ­ში), ასე­ვე კო­რე­ა­შიც.

აი, სად დუღს ვულ­კა­ნი, რო­მე­ლიც მალე ამო­ხეთ­ქავს და თით­ქმის ყვე­ლა­ფერს წა­ლე­კავს. ეს მე­სა­მე მსოფ­ლიო ომია. დიდ პო­ლი­ტი­კა­ში დაშ­ვე­ბულ უდი­დეს შეც­დო­მებს მო­მა­ვალ­ში, ვხე­დავ, მწა­რედ მო­იმ­კი­ან.

2012 წელი, 10 იან­ვა­რი, ურე­კი.

ვხე­დავ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა დიდი ცვლი­ლე­ბე­ბის წი­ნა­შე დად­გე­ბა. ძვე­ლი რე­ჟი­მი შერ­ყე­უ­ლია. ახა­ლი მთავ­რო­ბა და მათი პრე­ზი­დენ­ტი არ გა­ა­მარ­თლებს. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ყა­ლიბ­დე­ბა ახა­ლი, ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცია. ასე­თი ოპო­ზი­ცია დიდი ხა­ნია, არ ჰყო­ლი­ათ. მთავ­რო­ბა ყო­ველ­თვის მკაც­რად უს­წორ­დე­ბო­და მათ. მაგ­რამ ახლა ძა­ლი­ან სუს­ტი მმარ­თვე­ლი მო­ვი­და სა­თა­ვე­ში და და­ი­წყე­ბა დიდი პრობ­ლე­მე­ბიც. აქ, რა თქმა უნდა, ამე­რი­კაც დიდ როლს თა­მა­შობს. ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა "ატომს" ფლობს და ამით მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში ვაჭ­რობს - ამ ია­რა­ღით, ასე ვი­ტყო­დი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვი­ათ. მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში ორად გა­ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო - ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ კო­რეა აღარ იარ­სე­ბებს. გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან. კო­მუ­ნის­ტუ­რი ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა აღარ იარ­სე­ბებს.

სხვა­თა შო­რის, რუ­სე­თი თვი­თონ შე­უ­წყობს ხელს ამ პრო­ცე­სებს, და­ე­თან­ხმე­ბა ამე­რი­კას.

2012 წელი, 21 მარ­ტი, თბი­ლი­სი.

ია­პო­ნი­ას ძა­ლი­ან უჭირს, მაგ­რამ ზურ­გზე არ ეცე­მა. პი­რი­ქით, ატა­რებს სამ­ხედ­რო წვრთნებს - აქეთ ხო­მალ­დე­ბი და­ცუ­რა­ვენ, იქით თვითმფრი­ნა­ვე­ბი დაფ­რი­ნა­ვენ და რა­კე­ტე­ბი მიშ­ვე­რი­ლი აქვთ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის­კენ.

2012 წელი, 5 აპ­რი­ლი, თბი­ლი­სი.

ადრე ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე, რომ ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ კო­რეა გა­ერ­თი­ან­დე­ბა-მეთ­ქი. ეს ყო­ვე­ლი­ვე ასი პრო­ცენ­ტით ას­რულ­დე­ბა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­რეა კი გა­და­იქ­ცე­ვა ერ­თი­ან, მთლი­ან, ძლი­ერ სა­ხელ­მწი­ფოდ - თა­ვი­სუ­ფალ სა­ხელ­მწი­ფოდ. ვხე­დავ, იქ ამე­რი­კუ­ლი და რუ­სუ­ლი ზე­გავ­ლე­ნა ძალ­ზე შე­სუს­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. პო­ლი­ტი­კა "და­ყა­ვი და იბა­ტო­ნე" იმ დრო­ის­თვის აღარ იარ­სე­ბებს, ხოლო ამე­რი­კა და რუ­სე­თი კი ამ პო­ლი­ტი­კურ თა­მაშ­ში წამ­გე­ბი­ან პო­ზი­ცი­ა­ში დად­გე­ბი­ან.

კო­რე­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ხელ­მწი­ფოს, ვხე­დავ, სულ სხვა გეგ­მე­ბი ექ­ნე­ბა. ამე­რი­კა ზე­წო­ლებს შე­ა­სუს­ტებს და გა­ა­ტა­რებს ძა­ლი­ან რბილ პო­ლი­ტი­კას, თუმ­ცა ეს თა­მა­ში დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა. შე­იც­ვლე­ბა კო­რე­ის მთავ­რო­ბა. მოვა ხალ­ხი, რომ­ლე­ბიც კვლავ ამე­რი­კულ პო­ლი­ტი­კას გა­ა­ტა­რე­ბენ.

დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ომი იქ­ნე­ბა რუ­სეთ-ამე­რი­კას შო­რის, მაგ­რამ რუ­სე­თი ამ ომს წა­ა­გებს. ვი­მე­ო­რებ: რუ­სე­თი და­კარ­გავს კო­რე­ა­ში გავ­ლე­ნას.

2013 წელი, 15 თე­ბერ­ვა­ლი.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მიერ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მოც­და, თა­ვაშ­ვე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, აქამ­დეც აფო­რი­ა­ქებ­და მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნებს, მაგ­რამ ახლა კი­დევ მე­ტად აფო­რი­აქ­დე­ბი­ან და ვხე­დავ, რო­გორ გას­რე­სენ მას პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში. ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას და­უ­წე­სე­ბენ უმ­ძი­მეს სან­ქცი­ებს - კი არ ილა­პა­რა­კე­ბენ, არა­მედ მოქ­მე­დე­ბებ­ზე გა­დავ­ლენ. იმავდრო­უ­ლად შე­ეც­დე­ბი­ან და­ა­კა­ნო­ნონ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის, გა­მოც­დის აკ­რძალ­ვა. ამე­რი­კა წა­მო­ა­ყე­ნებს წი­ნა­და­დე­ბას, რომ გა­და­ი­ხე­დოს იმ ქვეყ­ნე­ბის სია, რომ­ლებ­საც აქვთ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის ფლო­ბის უფ­ლე­ბა და და­ი­წყონ მისი გა­ცხრილ­ვა, ანუ, რაც შე­იძ­ლე­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნონ ამ ქვეყ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ეს კა­ნო­ნი ნამ­დვი­ლად სა­ჭი­როა, იმი­ტომ, რომ მო­მა­ვალ­ში ვხე­დავ, ვი­საც რო­გორ უნდა, ისე მო­იხ­მარს ამ ია­რაღს პრინ­ცი­პით "ჩე­მია და სა­დაც მინ­და იქ ვის­ვრი!"

...ასე რომ, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ქმე­დე­ბე­ბით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბი ძა­ლი­ან მკაცრ წნეხ­ში გა­ა­ტა­რე­ბენ მას.

2013 წელი, 9 აპ­რი­ლი.

მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა უფრო და უფრო და­ი­ძა­ბე­ბა. წავა დიდი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ომი. ეს კი მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა და­ი­მუქ­რე­ბა, პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­დებს, რომ და­წყე­ბუ­ლი ატო­მუ­რი ბომ­ბი­დან, ყვე­ლა სა­ხის ია­რაღს გა­მო­ი­ყე­ნებს და და­არ­ტყამს ამე­რი­კას, მის სამ­ხედ­რო ბა­ზებს და ა.შ. მსოფ­ლიო კი ხუმ­რო­ბის ხა­სი­ათ­ზეა. მოკ­ლედ, არ სჯე­რათ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა. ფრთხი­ლად, ბა­ტო­ნე­ბო! სჯობს სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­დოთ ფხე­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბებს…

...

რუ­სე­თი მხარს უბამს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას. ვხე­დავ შე­თან­ხმე­ბულ პო­ლი­ტი­კას ატა­რე­ბენ და ამით ამე­რი­კის წი­ნა­აღ­მდეგ ილაშ­ქრე­ბენ.

ასეა, ამე­რი­კე­ლი "დე­მოკ­რა­ტე­ბი" ძნე­ლად წყვე­ტენ სა­კი­თხებს მა­შინ, როცა სა­ჭი­როა პირ­და­პი­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი, ეში­ნი­ათ სა­კუ­თარ თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა. რაც ნამ­დვი­ლად არ უჭირთ "რეს­პუბ­ლი­კე­ლებს". ისი­ნი სწრაფ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღე­ბენ, უკან არ და­ი­ხე­ვენ და დარ­ტყმა­საც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.

...

მო­მა­ვალ­ში კო­რეა ერ­თი­ან­დე­ბა და იქ ამე­რი­კუ­ლი პო­ლი­ტი­კა გა­ტარ­დე­ბა, ნატო-ს ბა­ზე­ბი გან­ლაგ­დე­ბა(!!!), უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა, ხოლო კო­რე­ის ოთხმი­ლი­ო­ნი­ა­ნია არ­მია არ იარ­სე­ბებს! კო­რეა გა­და­იქ­ცე­ვა მშვი­დო­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფოდ.

ეს მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა, დღეს კი ფხე­ნი­ა­ნი ომებს იწყებს, რაც ძა­ლი­ან წამ­გე­ბი­ა­ნია კო­რე­ე­ლი ხალ­ხის­თვის.

3 ნო­ემ­ბე­რი, 2013 წელი.

სხვა­თა შო­რის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ტე­რაქტს მო­უ­წყო­ბენ ქვეყ­ნის ლი­დერს. ფრთხი­ლად უნდა იყოს. თუმ­ცა, გა­დარ­ჩე­ბა.

2017 წელი, 11 მარ­ტი, შა­ბა­თი, 20:30 სა­ა­თი, თბი­ლი­სი.

რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხრეთ კო­რე­ას, იქ ამე­რი­კა თა­ვის პო­ლი­ტი­კას გა­ა­ტა­რებს და რა­კე­ტებს კი არა, უა­რეს­საც გა­ნა­თავ­სებს. სა­ერ­თოდ კი მო­მა­ვალ­ში ერ­თი­ან, დიდ სა­ხელ­მწი­ფოს - გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ კო­რე­ას ვხე­დავ.

2017 წელი, 26 აპ­რი­ლი, 20:20 სა­ა­თი, თბი­ლი­სი.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ზე ბევ­რი რამ მაქვს წარ­სულ­ში ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი, რაც სრულ­დე­ბა და ბო­ლომ­დე აუ­ცი­ლებ­ლად ას­რულ­დე­ბა.

ვხე­დავ, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ქმე­დე­ბე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ფუ­ჭია. ჩი­ნეთ­თან ერ­თად ამე­რი­კას­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა უშე­დე­გოა. აშშ თა­ვის პროგ­რა­მას ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ინც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ანუ სა­რა­კე­ტო სის­ტე­მას მა­ინც გა­ნა­ლა­გებს კო­რე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე.

უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბის იქ გან­თავ­სე­ბა­ზე ად­რეც იყო ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ამე­რი­კის ვერ­ცერ­თმა პრე­ზი­დენ­ტმა ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა, ვი­ნა­ი­დან ყო­ველ­თვის იყო ავან­ტუ­რის­ტუ­ლი გა­მოხ­ტო­მე­ბი რუ­სე­თის მხრი­დან, და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, და ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტებს ეს სა­კი­თხი ბო­ლომ­დე ვერ მიჰ­ყავ­დათ.

დღეს კი სხვა­ნა­ი­რი სუ­რა­თი გვაქვს. ამე­რი­კის ახ­ლან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი არის ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე რთულ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს და შე­ას­რუ­ლებს კი­დეც. მთა­ვა­რი საა, რომ მის ქმე­დე­ბებს აგ­რე­სი­ულს ვერ უწო­დე­ბენ, ვი­ნა­ი­დან მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა ჭა­ობ­შია მოქ­ცე­უ­ლი და ერ­თა­დერ­თი, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის, ასე ვთქვათ, გმი­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­არ­ჩენს მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კას. ანუ სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბი.

...

ვხე­დავ, რომ რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა შე­ე­წი­რე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში გა­ტა­რე­ბულ ამე­რი­კულ პო­ლი­ტი­კას. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ნამ­დვი­ლად ვე­რაა ხა­სი­ათ­ზე და ძა­ლი­ან ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლია, იმი­ტომ რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა მას გა­ას­წრო. დიახ, ის არაფ­რის დამთმო­ბი არ არის. ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს სურს, რომ უფრო ძლი­ე­რი ჩან­დეს, ვიდ­რე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი. ამი­ტომ გაგ­ზავ­ნა სამ­ხედ­რო სა­ზღვაო ხო­მალ­დე­ბი კო­რე­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის­კენ, რო­მელ­თა ია­რა­ღი პირ­და­პირ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ზეა და­მიზ­ნე­ბუ­ლი. ვხე­დავ, სა­ო­მარ მზად­ყოფ­ნა­შია ჰა­ე­რიც, ზღვა­ცა და ხმე­ლე­თიც. და ამე­რი­კის მიერ შეკ­რულ ამ ჯაჭვს - სამ­ხედ­რო ჯაჭვს, რუ­სე­თი კი არა, კოს­მო­სიც ვე­ღარ და­არ­ღვევს.

ვხე­დავ ბრძა­ნე­ბას კოს­მო­სი­დან, რომ ორი კო­რეა უნდა გა­ერ­თი­ან­დეს და გა­ერ­თი­ან­დე­ბა კი­დეც არა რუ­სე­თის, არა­მედ ამე­რი­კი­სა და ევ­რო­პის დრო­შის ქვეშ.

ვხე­დავ, რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის თა­ნად­გო­მა ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის პრე­ზი­დენტს ძა­ლას აძ­ლევს, მაგ­რამ ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი სა­ჩე­ვე­ნებლ ბომბს აუ­ფეთ­ქებს ზედ თავ­ზე და მა­შინ­ვე გა­მო­ფხიზ­ლდე­ბა. შე­დე­გად, თით­ქოს და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­ჩერ­დე­ბა, მაგ­რამ ამე­რი­კა მა­ინც არ და­ი­ხევს უკან არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში და მა­ინც და­არ­ტყამს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას. ჯერ ერთი იმი­ტომ, რომ ის მთელ მსოფ­ლი­ოს უპი­რის­პირ­დე­ბა და მე­ო­რეც, ამით და­ა­ნა­ხებს მსოფ­ლი­ოს, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა - ეს არა­ფე­რი სა­ხელ­მწი­ფო არ არის. დიახ, ვხე­დავ, რომ სა­ხელ­მწი­ფო ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა არ იარ­სე­ბებს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ეს მესამე მსოფლიო ომია" - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია აშშ-კორეის დაპირისპირებაზე

"ეს მესამე მსოფლიო ომია" - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია აშშ-კორეის დაპირისპირებაზე

აშშ-სა და კორეას შორის ბოლო დღეებში გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"მეგობრებო, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დღითი-დღე გამწვავებული და უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე, დღეს ქალბატონი ლელას იმ წინასწარმეტყველებებს შეგახსენებთ, რომლებიც ამ თემაზე აქვს წარმოთქმული, ჩაწერილი და გამოქვეყნებული წლების განმავლობაში სხვადასხვა დროს.

საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმია, როგორც ამას ოფიციალური ფხენიანი აცხადებს, მზადაა, ნებისმიერ დროს შეუტიოს კუნძულ გუამზე განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს, ვინაიდან, თურმე, ნუ იტყვით, "ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა "ანდერსონი", სადაც სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული, ნერვებს უშლის კორეას".

ახლა ქვეყნებს შორის დაძაბულობა უფრო და უფრო მწვავდება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას "ცეცხლითა და მძვინვარებით" დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ შტატებს რაიმე სახის საფრთხე შეექმნება.

ამას მალევე მოჰყვა პასუხი კორეის სტრატეგიული ძალების სარდლისგან. კერძოდ, კიმ რაკ გიომამ განაცხადა:

"აშშ-ის პრეზიდენტი კვლავ რაღაც სისულელეს ლაპარაკობს "ცეცხლსა და მძვინვარებაზე". ეს კორეის სახალხო არმიის გამძვინვარებულ რაკეტებს ნერვებს უშლის. დიალოგი ამ უგუნურ ბიჭთან შეუძლებელი, მასზე ზემოქმედება მხოლოდ აბსოლუტური ძალითაა შესაძლებელი".

გარდა ამისა, კორეელი სარდალი აცხადებს, რომ მათი ოთხი რაკეტა იაპონიის პრეფექტურებს: სიმანეს, ჰიროსიმასა და კოტის გადაუფრენს.

ამას უკვე იაპონიის თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა გუამის მიმართულებით გაშვებული ჩრდილოკორეული რაკეტები ჩამოყაროს...

მოკლედ, დაძაბულობა პიკს აღწევს და ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება სწორედ ამ თემისკენაა გადატანილი.

ჩვენ კი კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ წინასწარმეტყველებები:

1996 წელი, 13 მარტი, ღამის 5 საათი.

ამერიკა და ჩინეთი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მაგრამ პატარა პერიოდით. ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის. ჩინელები მშიშრები არიან, მაგრამ ძალიან ჭკვიანნი.

ამერიკა-კორეის დაპირისპირება ძალიან სერიოზული იქნება. ამას მოჰყვება დიდი სკანდალები. ეს "ატომურ ბომბს" შეეხება. დიდი ომის შემდეგ ამერიკა გაიმარჯვებს, ვხედავ. კიდევ კარგი! კორეა სანდო არ არის.

1996 წელი, 17 მარტი, დღის 12 საათი.

მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაციები ძალიან დაიძაბება. აღმოსავლეთის ქვეყნები ნელ-ნელა პირველ ადგილს იკავებენ. ამერიკა დაბნეულია, ვხედავ: ვეღარ არეგულირებს ჩინეთს, ისრაელს, ირანს, ლიბანს და ა.შ. უთანხმოება აქვს კორეასთან, მაგრამ მალევე ჩააქრობენ სირთულეებს. იაპონიაც აურევს.

საბოლოო ჯამში, ამერიკა კი აჯობებს აღმოსავლეთს, მაგრამ საკუთარ სისუსტესაც გამოამჟღავნებს.

ამერიკის ახალი პრეზიდენტი ურთულესი პიროვნებაა, დიდი ნაციონალისტია. ძალიან დაუპირისპირდება მუსლიმებს, ღია თამაშს დაიწყებს, რომ იტყვიან, რქებით მიაწვება ბოლომდე. ეს ძალიან შეაშინებს აღმოსავლეთის ქვეყნებს და ატეხენ ყვირილს, რომ პრეზიდენტი მუშტით ელაპარაკება მათ და არა პოლიტიკით. ვხედავ, რომ ეს სწორი პოზიციაა.

2006 წელი, 22 მარტი.

ჩინეთ-ირანის ალიანსი მსოფლიოს ააფორიაქებს; პლიუს კორეა.

2006 წელი, 2 დეკემბერი.

კორეა და რუსეთი ერთმანეთს დაეჯახებიან. ეს ამერიკას ძალიან აწყობს - ყველაფერი მათი, ამერიკელების ჩაწყობილია.

2009 წელი, 24 ივნისი, თბილისი.

ვხედავ, ჩრდილოეთ კორეის ის განცხადებები (რაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში ვიწინასწარმეტყველე და დღეს ყველაფერი ზუსტად სრულდება), რომელთაც იგი ამერიკის წინააღმდეგ აკეთებს, ძალიან ჰგავს რუსეთის მთავრობის თავხედურ განცხადებებს ევროპისა და ამერიკის მიმართ… პირდაპირ ვხედავ, რომ ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკაში რუსეთის ხელი ურევია, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს ჩრდილოეთ კორეას მომავალში. მათი მუქარა, რომ ამერიკას გაანადგურებენ, დიდი პროვოკაციაა და ეს ყოველივე რუსეთის დიდ ინტერესებში შედის: ომი, რომელიც ამერიკას აგრესორად წარმოაჩენს, მერე, რუსეთის წარმოსახვით, ამერიკა დაკავდება ამ ომით (და ვიღას ემახსოვრება კავკასია და ევროპის ქვეყნები?), აქ ჩაერთვება ირანიც და რუსული მთავრობა, კვლავ თავისი წარმოსახვით, დაიკავებს ზესახელმწიფოს ადგილს და ა.შ.

...

ამერიკა ძალიან მკაცრ პოლიტიკას გაატარებს ჩრდილოეთ კორეის მიმართ. იქნება დიდი მოლაპარაკებები და, ასე ვთქვათ, პირველ ეტაპს, ამერიკა მოუგებს ჩრდილოეთ კორეას – ადგილზე მოსვამს ლამაზად. ამის პარალელურად, ამერიკელები საქართველოზეც იმუშავებენ და ვხედავ, ძალიან დააჩქარებენ საქართველოს ინტეგრაციას ნატოში. ეს უკვე რუსეთის ჯიბრზე, ზუსტად იმ პოლიტიკის საპასუხოდ მოხდება, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში გაატარებენ რუსები.

ჩრდილოეთ კორეამ თავი ყულფში გაყო. ასეთი დიდი პოლიტიკური შეცდომა არ უნდა დაეშვა ამერიკასთან, იმიტომ, რომ ამერიკა რვაფეხასავით აამუშავებს უხილავ საცეცებს და უდიდეს დარტყმას მიაყენებს ჩრდილოეთ კორეას. თითქოს იწყება დიდი ომი, მაგრამ ვხედავ, ომი არ იქნება.

...

მინდა აღვნიშნო, რომ ვხედავ, ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო ბაზებზე და საიდუმლო ობიექტებზე მოხდება დიდი აფეთქებები, ანუ სერიალები აფეთქებებისა. საინტერესო ის არის, რომ ყველაფერს რუსეთს დააბრალებენ თითქოს. არადა, ამაში ამერიკის ხელი ურევია. მაგრამ თუკი ჩრდილოეთ კორეამ ამერიკასთან წამოიწყო ომი, რუსეთი რა შუაშია? განა პირიქით არ არის? მაგრამ ზუსტადაც რომ რუსეთის ხელი ურევია!

საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეა არა მარტო ევროპა-ამერიკისთვის ხდება საშიში, არამედ თავად რუსეთისთვისაც; თანაც ტერიტორიულად არც ისე შორსაა. რუსეთი ამ ანკესს წამოეგება და ეს იქნება ამერიკის კიდევ ერთი ბრწყინვალე გამარჯვება. ესე იგი, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის დაპირისპირების მნახველნი ვიქნებით. ამინ!

2011 წელი, 5 მარტი.

ბოლოს და ბოლოს, აფრიკის ქვეყნები კი შეუდგებიან დემოკრატიულ გზას, მაგრამ ირანი? გაიხსენეთ ჩემი წინასწარმეტყველებები ირანთან დაკავშირებით. ამავე დროს ჩინეთშიც აირევა ყველაფერი (ესეც მაქვს დანახული 1992-1993 წლებში), ასევე კორეაშიც.

აი, სად დუღს ვულკანი, რომელიც მალე ამოხეთქავს და თითქმის ყველაფერს წალეკავს. ეს მესამე მსოფლიო ომია. დიდ პოლიტიკაში დაშვებულ უდიდეს შეცდომებს მომავალში, ვხედავ, მწარედ მოიმკიან.

2012 წელი, 10 იანვარი, ურეკი.

ვხედავ, ჩრდილოეთ კორეა დიდი ცვლილებების წინაშე დადგება. ძველი რეჟიმი შერყეულია. ახალი მთავრობა და მათი პრეზიდენტი არ გაამართლებს. ჩრდილოეთ კორეაში ყალიბდება ახალი, ძლიერი ოპოზიცია. ასეთი ოპოზიცია დიდი ხანია, არ ჰყოლიათ. მთავრობა ყოველთვის მკაცრად უსწორდებოდა მათ. მაგრამ ახლა ძალიან სუსტი მმართველი მოვიდა სათავეში და დაიწყება დიდი პრობლემებიც. აქ, რა თქმა უნდა, ამერიკაც დიდ როლს თამაშობს. ჩრდილოეთ კორეა "ატომს" ფლობს და ამით მსოფლიო პოლიტიკაში ვაჭრობს - ამ იარაღით, ასე ვიტყოდი, განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. მაგრამ მომავალში ორად გაყოფილი სახელმწიფო - ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა აღარ იარსებებს. გაერთიანდებიან. კომუნისტური ჩრდილოეთ კორეა აღარ იარსებებს.

სხვათა შორის, რუსეთი თვითონ შეუწყობს ხელს ამ პროცესებს, დაეთანხმება ამერიკას.

2012 წელი, 21 მარტი, თბილისი.

იაპონიას ძალიან უჭირს, მაგრამ ზურგზე არ ეცემა. პირიქით, ატარებს სამხედრო წვრთნებს - აქეთ ხომალდები დაცურავენ, იქით თვითმფრინავები დაფრინავენ და რაკეტები მიშვერილი აქვთ ჩრდილოეთ კორეისკენ.

2012 წელი, 5 აპრილი, თბილისი.

ადრე ვიწინასწარმეტყველე, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა გაერთიანდება-მეთქი. ეს ყოველივე ასი პროცენტით ასრულდება. გაერთიანებული კორეა კი გადაიქცევა ერთიან, მთლიან, ძლიერ სახელმწიფოდ - თავისუფალ სახელმწიფოდ. ვხედავ, იქ ამერიკული და რუსული ზეგავლენა ძალზე შესუსტებული იქნება. პოლიტიკა "დაყავი და იბატონე" იმ დროისთვის აღარ იარსებებს, ხოლო ამერიკა და რუსეთი კი ამ პოლიტიკურ თამაშში წამგებიან პოზიციაში დადგებიან.

კორეის გაერთიანებულ სახელმწიფოს, ვხედავ, სულ სხვა გეგმები ექნება. ამერიკა ზეწოლებს შეასუსტებს და გაატარებს ძალიან რბილ პოლიტიკას, თუმცა ეს თამაში დიდხანს არ გაგრძელდება. შეიცვლება კორეის მთავრობა. მოვა ხალხი, რომლებიც კვლავ ამერიკულ პოლიტიკას გაატარებენ.

დიდი პოლიტიკური ომი იქნება რუსეთ-ამერიკას შორის, მაგრამ რუსეთი ამ ომს წააგებს. ვიმეორებ: რუსეთი დაკარგავს კორეაში გავლენას.

2013 წელი, 15 თებერვალი.

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდა, თავაშვებული ქმედებები, აქამდეც აფორიაქებდა მსოფლიოს ქვეყნებს, მაგრამ ახლა კიდევ მეტად აფორიაქდებიან და ვხედავ, როგორ გასრესენ მას პოლიტიკურ ჭრილში. ჩრდილოეთ კორეას დაუწესებენ უმძიმეს სანქციებს - კი არ ილაპარაკებენ, არამედ მოქმედებებზე გადავლენ. იმავდროულად შეეცდებიან დააკანონონ ბირთვული იარაღის გამოყენების, გამოცდის აკრძალვა. ამერიკა წამოაყენებს წინადადებას, რომ გადაიხედოს იმ ქვეყნების სია, რომლებსაც აქვთ ბირთვული იარაღის ფლობის უფლება და დაიწყონ მისი გაცხრილვა, ანუ, რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანონ ამ ქვეყნების რაოდენობა. ეს კანონი ნამდვილად საჭიროა, იმიტომ, რომ მომავალში ვხედავ, ვისაც როგორ უნდა, ისე მოიხმარს ამ იარაღს პრინციპით "ჩემია და სადაც მინდა იქ ვისვრი!"

...ასე რომ, ჩრდილოეთ კორეის ქმედებებით გაღიზიანებული მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ძალიან მკაცრ წნეხში გაატარებენ მას.

2013 წელი, 9 აპრილი.

მსოფლიო პოლიტიკა უფრო და უფრო დაიძაბება. წავა დიდი, ფსიქოლოგიური ომი. ეს კი მესამე მსოფლიო ომის დაწყების წინაპირობაა. ჩრდილოეთ კორეა დაიმუქრება, პირდაპირ განაცხადებს, რომ დაწყებული ატომური ბომბიდან, ყველა სახის იარაღს გამოიყენებს და დაარტყამს ამერიკას, მის სამხედრო ბაზებს და ა.შ. მსოფლიო კი ხუმრობის ხასიათზეა. მოკლედ, არ სჯერათ ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტის განცხადებებისა. ფრთხილად, ბატონებო! სჯობს სერიოზულად მოეკიდოთ ფხენიანის განცხადებებს…

...

რუსეთი მხარს უბამს ჩრდილოეთ კორეას. ვხედავ შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებენ და ამით ამერიკის წინააღმდეგ ილაშქრებენ.

ასეა, ამერიკელი "დემოკრატები" ძნელად წყვეტენ საკითხებს მაშინ, როცა საჭიროა პირდაპირი მოქმედებები, ეშინიათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. რაც ნამდვილად არ უჭირთ "რესპუბლიკელებს". ისინი სწრაფ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, უკან არ დაიხევენ და დარტყმასაც განახორციელებენ.

...

მომავალში კორეა ერთიანდება და იქ ამერიკული პოლიტიკა გატარდება, ნატო-ს ბაზები განლაგდება(!!!), უსაფრთხოება დაცული იქნება, ხოლო კორეის ოთხმილიონიანია არმია არ იარსებებს! კორეა გადაიქცევა მშვიდობიან სახელმწიფოდ.

ეს მომავალში იქნება, დღეს კი ფხენიანი ომებს იწყებს, რაც ძალიან წამგებიანია კორეელი ხალხისთვის.

3 ნოემბერი, 2013 წელი.

სხვათა შორის, ჩრდილოეთ კორეაში ტერაქტს მოუწყობენ ქვეყნის ლიდერს. ფრთხილად უნდა იყოს. თუმცა, გადარჩება.

2017 წელი, 11 მარტი, შაბათი, 20:30 საათი, თბილისი.

რაც შეეხება სამხრეთ კორეას, იქ ამერიკა თავის პოლიტიკას გაატარებს და რაკეტებს კი არა, უარესსაც განათავსებს. საერთოდ კი მომავალში ერთიან, დიდ სახელმწიფოს - გაერთიანებულ კორეას ვხედავ.

2017 წელი, 26 აპრილი, 20:20 საათი, თბილისი.

ჩრდილოეთ კორეაზე ბევრი რამ მაქვს წარსულში ნაწინასწარმეტყველები, რაც სრულდება და ბოლომდე აუცილებლად ასრულდება.

ვხედავ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები აბსოლუტურად ფუჭია. ჩინეთთან ერთად ამერიკასთვის წინააღმდეგობის გაწევა უშედეგოა. აშშ თავის პროგრამას ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მაინც განახორციელებს, ანუ სარაკეტო სისტემას მაინც განალაგებს კორეის ნახევარკუნძულზე.

უნდა აღვნიშნო, რომ სარაკეტო სისტემების იქ განთავსებაზე ადრეც იყო ლაპარაკი, მაგრამ ამერიკის ვერცერთმა პრეზიდენტმა ეს ვერ მოახერხა, ვინაიდან ყოველთვის იყო ავანტურისტული გამოხტომები რუსეთის მხრიდან, დაპირისპირებები, და ამერიკის პრეზიდენტებს ეს საკითხი ბოლომდე ვერ მიჰყავდათ.

დღეს კი სხვანაირი სურათი გვაქვს. ამერიკის ახლანდელი პრეზიდენტი არის ის პიროვნება, რომელიც ყველაზე რთულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს და შეასრულებს კიდეც. მთავარი საა, რომ მის ქმედებებს აგრესიულს ვერ უწოდებენ, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკა ჭაობშია მოქცეული და ერთადერთი, ამერიკის პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, გმირული ნაბიჯები გადაარჩენს მსოფლიო პოლიტიკას. ანუ სწორი ნაბიჯები.

...

ვხედავ, რომ რუსული პოლიტიკა შეეწირება ახლო აღმოსავლეთში გატარებულ ამერიკულ პოლიტიკას. რუსეთის პრეზიდენტი ნამდვილად ვერაა ხასიათზე და ძალიან ჩაფიქრებულია, იმიტომ რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მას გაასწრო. დიახ, ის არაფრის დამთმობი არ არის. ამერიკის პრეზიდენტს სურს, რომ უფრო ძლიერი ჩანდეს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი. ამიტომ გაგზავნა სამხედრო საზღვაო ხომალდები კორეის ნახევარკუნძულისკენ, რომელთა იარაღი პირდაპირ ჩრდილოეთ კორეაზეა დამიზნებული. ვხედავ, საომარ მზადყოფნაშია ჰაერიც, ზღვაცა და ხმელეთიც. და ამერიკის მიერ შეკრულ ამ ჯაჭვს - სამხედრო ჯაჭვს, რუსეთი კი არა, კოსმოსიც ვეღარ დაარღვევს.

ვხედავ ბრძანებას კოსმოსიდან, რომ ორი კორეა უნდა გაერთიანდეს და გაერთიანდება კიდეც არა რუსეთის, არამედ ამერიკისა და ევროპის დროშის ქვეშ.

ვხედავ, რუსეთისა და ჩინეთის თანადგომა ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტს ძალას აძლევს, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი საჩევენებლ ბომბს აუფეთქებს ზედ თავზე და მაშინვე გამოფხიზლდება. შედეგად, თითქოს დაძაბულობა შეჩერდება, მაგრამ ამერიკა მაინც არ დაიხევს უკან არცერთ შემთხვევაში და მაინც დაარტყამს ჩრდილოეთ კორეას. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის მთელ მსოფლიოს უპირისპირდება და მეორეც, ამით დაანახებს მსოფლიოს, რომ ჩრდილოეთ კორეა - ეს არაფერი სახელმწიფო არ არის. დიახ, ვხედავ, რომ სახელმწიფო ჩრდილოეთ კორეა არ იარსებებს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"