რა დეტალებს ახმაურებენ ბათუმში გარდაცვლილი ბიჭების მეგობრები და როგორია ექსპერტიზის წინასწარი მონაცემები

რა დეტალებს ახმაურებენ ბათუმში გარდაცვლილი ბიჭების მეგობრები და როგორია ექსპერტიზის წინასწარი მონაცემები

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე დღეს დილით ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. ისინი  თბილისიდან დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. ოჯახი მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც ახლობლები ბათუმში ჩავიდნენ და ახალგაზრდები საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვლილები გიორგი ხ. და ზვიად ს. არიან. გიორგი ხ. მომღერალი იყო, ხოლო ზვიად ს. - მოდელი.

ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით, არცერთი გარდაცვლილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. აღნიშნული ინფორმაცია Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

ჩვენ მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილი გიორგი ხ.ს მეგობრებს ვესაუბრეთ:

"გიორგის კატები უყვარდა ძალიან და ბათუმში ორი ქუჩის კატა აიყვანა, რომელიც ნაქირავებ სახლში ჰყავდათ. როდესაც სამართალდამცავები მივიდნენ ბინაში, კარი შიგნიდან დახვდათ დაკეტილი, ორივე ცალ-ცალკე საწოლში იწვა... სავარაუდოდ, სხეულზე სწორედ კატების ნაკაწრები აღენიშნებოდათ"- განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

Ambebi.ge ასევე გიორგი ხ.-ს უახლოეს მეგობარს, მომღერალ გიორგი მეძმარიაშვილს დაუკავშირდა:

- გიორგი ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. მეორე გარდაცვლილ ბიჭს არ ვიცნობ. დედა მყავდა ავად და ბოლო ერთი თვის მანძილზე გიორგისთან კონტაქტი იშვიათად მქონდა. რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე და მისგან გავიგე, რომ ბათუმში იყო, ვიღაც მის მეგობართან ერთად. გარდაცვალების ამბავი ტელევიზიით შევიტყვე, თავიდან არ მჯეროდა, ბოლომდე ახლაც ვერ ვიჯერებ, მაგრამ ამდენი ხანი სპეციალურად თუ არ ჩანს, სულ რომ ჩემი ძმა იყოს, დავკარგავ.

- გიორგიმ 26 ივლისს "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ მას აშანტაჟებდნენ... თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

- ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ითქვა, რომ გიორგის სიმსივნე ჰქონდა, რაც არასწორია. რაც შეეხება მუქარას, ამაზე არაფერი მსმენია. ჩემთვის წარმოუდგენელია მისი გარდაცვალება და მიზეზებზე საუბარიც არ შემიძლია. ითქვა, თითქოს ნარკოტიკით გარდაიცვალნენ, მაგრამ სასმელსაც არ სვამდა და ნარკოტიკს როგორ მიიღებდა? ბოლოს რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვერ ვუკავშირებ მის გარდაცვალებას.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ნახეთ ვიდეო: რა ნახეს მკვლელობის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა და რა იციან მეზობლებმა ბათუმში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ