პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-ზე ახალ მეგა-შოუებს პროდიუსერი დავით იმედაშვილი გააკეთებს
"რუსთავი 2"-ზე ახალ მეგა-შოუებს პროდიუსერი დავით იმედაშვილი გააკეთებს

სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბრძო­ლა "რუს­თა­ვი 2"-ს და "იმედს" შო­რის გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა, ამ­ჯე­რად არა რე­ი­ტინ­გე­ბით, არა­მედ თა­ნამ­შრომ­ლე­ბით. გა­ზა­ფხუ­ლის სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ამ და დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ "იმედ­ზე" გა­და­ი­ნაც­ვლეს და რე­ი­ტინ­გუ­ლი შოუ "ნი­ჭი­ე­რი" ახა­ლი სე­ზო­ნი­დან უკვე "იმე­დის" ეთერ­ში გავა.

ამას­თან, რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, "იმედ­ზე" გა­და­ვა ცნო­ბი­ლი გა­და­ცე­მა "ექი­მე­ბიც". ასე­ვე ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­ბურ­ზა­ნია და ჯა­ფა­რი­ძე ახალ პრო­ექტს, "Rising Star"-ს და­ი­წყე­ბენ, რო­მე­ლიც ევ­რო­პი­სა და აზი­ის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

რაც შე­ე­ხე­ბა მეგა-შო­უ­ე­ბის პრო­დი­უ­სე­რე­ბის შემ­ცვლელს "რუს­თა­ვი 2"-ზე - ხა­ბურ­ზა­ნი­ას და ჯა­ფა­რი­ძეს და­ვით იმე­დაშ­ვი­ლი შეც­ვლის, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე ფილ­მის რე­ჟი­სო­რია და სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტე­ბიც აქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, მათ შო­რის "იმედ­ზე" "ახა­ლი ხმა".

AMBEBI.GE და­ვით იმე­დაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ბა­ტო­ნო და­ვით, ცნო­ბი­ლია რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებს "რუს­თა­ვი2"-ზე თქვენ უხელ­მძღვა­ნე­ლებთ, რა პრო­ექ­ტე­ბი ჩა­ა­ნაც­ვლებს "იქს ფაქ­ტორს" და "ნი­ჭი­ერს"?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ახა­ლი მო­სუ­ლი ვარ "რუს­თა­ვი 2"-ში და ვმუ­შა­ობთ ახალ გეგ­მებ­ზე. ძვე­ლი გა­და­ცე­მე­ბიც გავა ეთერ­ში და ახალ პრო­ექ­ტებ­საც შევ­თა­ვა­ზებთ მა­ყუ­რე­ბელს. ფორ­მა­ტებს ვა­ლა­გებთ უკვე, არ­ჩევ­ნებს გა­ვუ­წევთ ან­გა­რიშს და სა­შე­მოდ­გო­მო სე­ზო­ნი­დან გა­ვალთ ეთერ­ში.

- რო­მე­ლი უცხო­უ­რი შო­უ­ე­ბის შემ­ქმნე­ლებ­თან გაქვთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა?

- მალე გა­ი­გებთ ყვე­ლა­ფერს. ჯერ ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

- ფაქ­ტი­უ­რად ნო­ლი­დან გი­წევთ და­წყე­ბა, ცოტა ნის წინ, ნიკა გვა­რა­მი­ამ ფე­ის­ბუქ­ზე და­წე­რა რომ გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ამ გუნ­დის სხვა წევ­რე­ბიც გა­და­ი­ბი­რა...

- რო­გორც ხე­დავთ მი­ტა­ცე­ბე­ბია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა ყვე­ლაფ­რის ნუ­ლი­დან და­წყე­ბა და არც ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა. სხვას ვე­რა­ფერს გე­ტყვით.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

"რუსთავი 2"-ზე ახალ მეგა-შოუებს პროდიუსერი დავით იმედაშვილი გააკეთებს

"რუსთავი 2"-ზე ახალ მეგა-შოუებს პროდიუსერი დავით იმედაშვილი გააკეთებს

სატელევიზიო ბრძოლა "რუსთავი 2"-ს და "იმედს" შორის გრძელდება. თუმცა, ამჯერად არა რეიტინგებით, არამედ თანამშრომლებით. გაზაფხულის სატელევიზიო სეზონის დასრულებისთანავე ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2"-ის მეგაპროექტების ხელმძღვანელებმა გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ "იმედზე" გადაინაცვლეს და რეიტინგული შოუ "ნიჭიერი" ახალი სეზონიდან უკვე "იმედის" ეთერში გავა.

ამასთან, როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, "იმედზე" გადავა ცნობილი გადაცემა "ექიმებიც". ასევე ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხაბურზანია და ჯაფარიძე ახალ პროექტს, "Rising Star"-ს დაიწყებენ, რომელიც ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რაც შეეხება მეგა-შოუების პროდიუსერების შემცვლელს "რუსთავი 2"-ზე - ხაბურზანიას და ჯაფარიძეს დავით იმედაშვილი შეცვლის, რომელიც რამდენიმე ფილმის რეჟისორია და სატელევიზიო პროექტებიც აქვს განხორციელებული, მათ შორის "იმედზე" "ახალი ხმა".

AMBEBI.GE დავით იმედაშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო დავით, ცნობილია რომ საერთაშორისო პროექტებს "რუსთავი2"-ზე თქვენ უხელმძღვანელებთ, რა პროექტები ჩაანაცვლებს "იქს ფაქტორს" და "ნიჭიერს"?

- ჯერჯერობით ახალი მოსული ვარ "რუსთავი 2"-ში და ვმუშაობთ ახალ გეგმებზე. ძველი გადაცემებიც გავა ეთერში და ახალ პროექტებსაც შევთავაზებთ მაყურებელს. ფორმატებს ვალაგებთ უკვე, არჩევნებს გავუწევთ ანგარიშს და საშემოდგომო სეზონიდან გავალთ ეთერში.

- რომელი უცხოური შოუების შემქმნელებთან გაქვთ მოლაპარაკება?

- მალე გაიგებთ ყველაფერს. ჯერ ვერაფერს გეტყვით.

- ფაქტიურად ნოლიდან გიწევთ დაწყება, ცოტა ნის წინ, ნიკა გვარამიამ ფეისბუქზე დაწერა რომ გიორგი ხაბურზანიამ გუნდის სხვა წევრებიც გადაიბირა...

- როგორც ხედავთ მიტაცებებია, მაგრამ საინტერესოა ყველაფრის ნულიდან დაწყება და არც ახალი თანამშრომლები იქნება პრობლემა. სხვას ვერაფერს გეტყვით.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი