პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასვენება "დანაღმულ" რეგიონში - რუსული ტურისტული კომპანიები აფხაზეთში მუშაობის გაუქმებაზე საუბრობენ
დასვენება "დანაღმულ" რეგიონში - რუსული ტურისტული კომპანიები აფხაზეთში მუშაობის გაუქმებაზე საუბრობენ

"არ ჩანს პერ­სპექ­ტი­ვა, რომ აფხა­ზეთ­ში, თუნ­დაც ტუ­რის­ტულ სე­ზონ­ზე ვი­თა­რე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის მხრივ გა­მოს­წორ­დე­ბა; ვერც გზებ­ზე და­რე­გუ­ლირ­და, ტუ­რის­ტებს ისე ყვლე­ფენ რო­გორც უხერ­ხდე­ბათ, ზოგი ია­რა­ღით, ზო­გიც "კა­ნო­ნით"... ვი­თომ სი­ი­ა­ფის გამო, მა­ინც მი­დი­ან აფხა­ზეთ­ში, რის­კა­ვენ, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის ფა­სად; იქ დას­ვე­ნე­ბა და­ნაღ­მულ ველ­ზე სი­ა­რულს ჰგავს. ამი­ტო­მაც იქ­ნებ, სხვა გზა არ­სე­ბობ­დეს, რამე უკე­თე­სი, რომ არ გა­რის­კოს ხალ­ხმა... იმის ნაც­ვლად, რომ ერ­თა­დერ­თი შე­მო­სავ­ლის წყა­როს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვად ითხოვ­დეს და კრი­მი­ნალს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ტეს­ტით მოჰ­ყვეს, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამას იმით ამარ­თლე­ბენ, რომ თურ­მე სა­მუ­შაო არ არის და ახალ­გაზ­რდე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან იქურ­დონ და იყა­ჩა­ღონ", - წე­რენ რუ­სე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში...

აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბის პა­სუ­ხად, რუ­სულ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა, რუ­სულ­მა ტუ­რის­ტულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა, აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტონ... მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო წვე­თი, აფხა­ზეთ­ში სამ­ხედ­რო სა­წყო­ბის აფეთ­ქე­ბა გახ­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, რუ­სე­თის ორი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა და 30-მდე და­შავ­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რუ­სე­თის ე.წ. სა­ელ­ჩომ გა­აფრ­თხი­ლა თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, აფხა­ზეთ­ში დას­ვე­ნე­ბი­სას, სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ... საქ­მე ის არის, ბოლო დროს, რუ­სე­ბის მი­მართ მზარ­დი აგ­რე­სია იგ­რძნო­ბა; - მათი შე­ვიწ­რო­ე­ბის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ყა­ჩა­ღო­ბა და "ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი" არ არის.

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 4 აგ­ვის­ტოს, გუ­და­უ­თის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ხიპს­ტა­ში, რუ­სე­ბის სახ­ლი და­ა­ყა­ჩა­ღეს. ანა­ტო­ლი ივა­ნო­ვი და ვა­ლენ­ტი­ნა ბი­კო­ვე­ცი აფხა­ზეთ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად გუ­და­უ­თა­ში, სა­ცხოვ­რებ­ლად დიდი ხნის წინ ჩა­მო­ვიდ­ნენ. მათ აქ სახ­ლი იყი­დეს და გა­ა­რე­მონ­ტეს.. (აფხა­ზურ მე­დია არ აკონ­კრე­ტებს, ეს სახ­ლი ქარ­თვე­ლის იყო თუ არა, რო­მე­ლიც შემ­დეგ აფხაზ­მა მი­ი­სა­კუთ­რა...) მათ, ბე­ლო­რუ­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი ნა­თე­სა­ვი, ვა­დიმ ლუ­გი­ნი ეხ­მა­რე­ბო­და. ღა­მის 3 სა­ა­თის­თვის, მათ ნიღ­ბი­ა­ნი შე­ი­ა­ღე­ბუ­ლე­ბი შე­უ­ვარ­დნენ და ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ა­ყა­ჩა­ღეს. რო­გორც სახ­ლის დი­ა­სახ­ლი­სი, ვა­ლენ­ტი­ნი აცხა­დებს, ის თა­ვის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და, რა დრო­საც მე­ო­რე სარ­თუ­ლის ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტა და მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი მი­ი­ღო... ის გუ­და­უ­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი გუ­და­უ­თა­ში არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა, თუმ­ცა, რუ­სუ­ლი დი­ას­პო­რის მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, არც ერთი და­ნა­შა­უ­ლის საქ­მე არ გახ­სნი­ლა. ად­გი­ლობ­რივ ე.წ. მი­ლი­ცი­ა­ში, მათ მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის გარ­და, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით და­ხუ­რუ­ლი "საქ­მე" ინა­ხე­ბა.

სწო­რედ ასე­თი მძი­მე ფონი გახ­და მი­ზე­ზი, რომ აფხა­ზეთ­ში რუ­სუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე და­ფიქ­რდნენ.

"ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ამ ქვეყ­ნა­ში შე­ძე­ნი­ლი ტუ­რე­ბის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ვი­დეს ", - აცხა­დებს რუ­სე­თის ტუ­რის­ტუ­ლი ინ­დუსტრი­ის კავ­ში­რის პრეს-მდი­ვა­ნი, ირი­ნა ტი­უ­რი­ნა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

დასვენება "დანაღმულ" რეგიონში - რუსული ტურისტული კომპანიები აფხაზეთში მუშაობის გაუქმებაზე საუბრობენ

დასვენება "დანაღმულ" რეგიონში - რუსული ტურისტული კომპანიები აფხაზეთში მუშაობის გაუქმებაზე საუბრობენ

"არ ჩანს პერსპექტივა, რომ აფხაზეთში, თუნდაც ტურისტულ სეზონზე ვითარება უსაფრთხოების მხრივ გამოსწორდება; ვერც გზებზე დარეგულირდა, ტურისტებს ისე ყვლეფენ როგორც უხერხდებათ, ზოგი იარაღით, ზოგიც "კანონით"... ვითომ სიიაფის გამო, მაინც მიდიან აფხაზეთში, რისკავენ, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად; იქ დასვენება დანაღმულ ველზე სიარულს ჰგავს. ამიტომაც იქნებ, სხვა გზა არსებობდეს, რამე უკეთესი, რომ არ გარისკოს ხალხმა... იმის ნაცვლად, რომ ერთადერთი შემოსავლის წყაროს შენარჩუნებას ადგილობრივი მოსახლეობა თავად ითხოვდეს და კრიმინალს საზოგადოებრივი პროტესტით მოჰყვეს, ადგილობრივები ამას იმით ამართლებენ, რომ თურმე სამუშაო არ არის და ახალგაზრდები იძულებულნი არიან იქურდონ და იყაჩაღონ", - წერენ რუსები სოციალურ ქსელებში...

აფხაზეთში არსებული უმძიმესი კრიმინოგენული ვითარების პასუხად, რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, რუსულმა ტურისტულმა კომპანიებმა, აფხაზეთის მიმართულებით მუშაობა შეწყვიტონ... მათივე ინფორმაციით, ბოლო წვეთი, აფხაზეთში სამხედრო საწყობის აფეთქება გახდა, რომლის შედეგადაც, რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა და 30-მდე დაშავდა.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ე.წ. საელჩომ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, აფხაზეთში დასვენებისას, სიფრთხილე გამოიჩინონ... საქმე ის არის, ბოლო დროს, რუსების მიმართ მზარდი აგრესია იგრძნობა; - მათი შევიწროების მიზეზი მხოლოდ ყაჩაღობა და "ფინანსური შემოსავალი" არ არის.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, 4 აგვისტოს, გუდაუთის რაიონში, სოფელ ხიპსტაში, რუსების სახლი დააყაჩაღეს. ანატოლი ივანოვი და ვალენტინა ბიკოვეცი აფხაზეთში, კონკრეტულად გუდაუთაში, საცხოვრებლად დიდი ხნის წინ ჩამოვიდნენ. მათ აქ სახლი იყიდეს და გაარემონტეს.. (აფხაზურ მედია არ აკონკრეტებს, ეს სახლი ქართველის იყო თუ არა, რომელიც შემდეგ აფხაზმა მიისაკუთრა...) მათ, ბელორუსიდან ჩამოსული ნათესავი, ვადიმ ლუგინი ეხმარებოდა. ღამის 3 საათისთვის, მათ ნიღბიანი შეიაღებულები შეუვარდნენ და ძალის გამოყენებით დააყაჩაღეს. როგორც სახლის დიასახლისი, ვალენტინი აცხადებს, ის თავის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და მოტეხილობები მიიღო... ის გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მსგავსი ფაქტები გუდაუთაში არაერთხელ მომხდარა, თუმცა, რუსული დიასპორის მოთხოვნის მიუხედავად, არც ერთი დანაშაულის საქმე არ გახსნილა. ადგილობრივ ე.წ. მილიციაში, მათ მიმართ განხორციელებული დანაშაულის გარდა, დიდი რაოდენობით დახურული "საქმე" ინახება.

სწორედ ასეთი მძიმე ფონი გახდა მიზეზი, რომ აფხაზეთში რუსული ტურისტული კომპანიები მუშაობის გაგრძელებაზე დაფიქრდნენ.

"ტურისტული კომპანიები არ გამორიცხავენ, რომ ამ ქვეყნაში შეძენილი ტურების გაუქმების მოთხოვნით განცხადებები შევიდეს ", - აცხადებს რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის პრეს-მდივანი, ირინა ტიურინა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?