პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფარაონების წყევლა" - მითი თუ რეალობა?
"ფარაონების წყევლა" - მითი თუ რეალობა?

ბრი­ტა­ნე­ლი ეგ­ვიპ­ტო­ლო­გი ჰო­ვარდ კარ­ტე­რი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აწარ­მო­ებ­და გა­თხრებს "მე­ფე­თა ველ­ზე" ძვე­ლეგ­ვიპ­ტურ ქა­ლაქ თე­ბეს­თან, სა­დაც ფა­რა­ო­ნე­ბი­სა და დი­დე­ბუ­ლე­ბის მრა­ვა­ლი აკ­ლდა­მაა აგე­ბუ­ლი. კარ­ტე­რი, რო­მე­ლიც ეგ­ვიპ­ტე­ში 1891 წელს ჩა­ვი­და, დარ­წმუნ­და, რომ არ­სე­ბობ­და, სულ ცოტა, ერთი აღ­მო­უ­ჩე­ნე­ლი სა­მარ­ხი მა­ინც შე­და­რე­ბით უც­ნო­ბი ის­ტო­რი­უ­ლი პი­რი­სა - ტუ­ტან­ხა­მო­ნი­სა, ანუ მეფე ტუ­ტი­სა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით ძვ.წ. 1400 წელს ცხოვ­რობ­და და ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა.

პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ჰო­ვარდ კარ­ტე­რი, ლორდ კარ­ნარ­ვო­ნის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, "მე­ფე­თა ველ­ზე" ძი­ე­ბას შე­უდ­გა. ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­ტერ­მა ვე­რა­ფე­რი იპო­ვა, 1922 წლის და­სა­წყის­ში ლორდ კარ­ნარ­ვონს ძებ­ნის შე­წყვე­ტა სურ­და, მაგ­რამ კარ­ტერ­მა და­არ­წმუ­ნა, სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი­დევ ერთი წლით და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნა.

ბო­ლოს და ბო­ლოს, მონ­დო­მე­ბა შე­დე­გით დაგ­ვირ­გვინ­და. კარ­ტერ­მა თორ­მეტ­სა­ფე­ხუ­რი­ან ჩა­სას­ვლელს მი­აგ­ნო, მალე გა­ვი­და ბო­ლო­ში და ჯორჯ კარ­ნარ­ვონს უდე­პე­შა, რომ აკ­ლდა­მა ერ­თად გა­ეხ­სნათ. ლორ­დი სას­წრა­ფოდ ჩა­ვი­და ეგ­ვიპ­ტე­ში და 1922 წლის 26 ნო­ემ­ბერს აკ­ლდა­მა გახ­სნეს. კარ­ტე­რი და კარ­ნარ­ვო­ნი აღ­ფრთო­ვან­დნენ, რომ სა­გან­ძუ­რი თით­ქმის ხე­ლუხ­ლებ­ლად იპო­ვეს. ჯგუფ­მა და­ი­წყო აკ­ლდა­მის ოთხი ოთა­ხის შეს­წავ­ლა, რო­მელ­თა­გან ბოლო 1923 წლის 23 თე­ბერ­ვალს გახ­სნეს, არა­ერ­თი დიდ­მო­ხე­ლის თან­დას­წრე­ბით.

აქ აღ­მოჩ­ნდა სარ­კო­ფა­გი ერ­თმა­ნეთ­ში ჩა­დე­ბუ­ლი სამი სა­სახ­ლით, რო­მელ­თა­გან შიდა მთლი­ა­ნად ოქ­რო­სი იყო. მას­ში იდო მეფე ტუ­ტის მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლი. ოქ­როს სა­სახ­ლე არ ბრწყი­ნავ­და, რო­გორც დღეს მუ­ზე­უმ­ში, რად­გან დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ი­სას დიდი მო­ცუ­ლო­ბით ნელ­სა­ცხე­ბე­ლი ჰქონ­და გა­დას­ხმუ­ლი. აღ­მოჩ­ნდა, რომ აკ­ლდა­მა სა­ვა­რა­უ­დოდ ორ­ჯერ იყო გა­ძარ­ცუ­ლი, ოღონდ და­მარ­ხვის ეპო­ქა­ში­ვე და მხო­ლოდ ზე­თე­ბი და ინან­თე­უ­ლი (პარ­ფი­უ­მე­რია) წა­ე­ღოთ. ჩან­და აკ­ლდა­მის აღ­დგე­ნის კვა­ლიც. შემ­დეგ ტუ­ტან­ხა­მო­ნის სა­მარ­ხი და­ი­კარ­გა, მისი სა­ხე­ლი­ცა და აკ­ლდა­მაც უკვე ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში და­ი­ვი­წყეს. ამი­ტო­მაც გა­დარ­ჩა ეს სა­გან­ძუ­რი.

აკ­ლდა­მა­ში სულ 5398 ნივ­თი აღ­მოჩ­ნდა, ჰო­ვარდ კარ­ტერს მათი კა­ტა­ლო­გი­ზე­ბის­თვის 10 წე­ლი­წა­დი დას­ჭირ­და. სა­გან­ძუ­რი კა­ი­რო­ში, ეგ­ვიპ­ტის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი.

სწო­რედ ტუ­ტან­ხა­მო­ნის აკ­ლდა­მის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ შე­იქ­მნა ლე­გენ­და "ფა­რა­ო­ნე­ბის წყევ­ლის" შე­სა­ხებ. მი­იჩ­ნე­ო­და, რომ მას, ვინც ფა­რა­ონ­თა აკ­ლდა­მებს ან ძვე­ლეგ­ვიპ­ტურ მუ­მი­ებს შე­ე­ხე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შემ­თხვე­ო­და უბე­დუ­რე­ბა. სა­თა­ვე ამ ხმებს და­უ­დო ლორდ კარ­ნარ­ვო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ 1923 წლის 5 აპ­რილს. სა­ბო­ლო­ოდ კი ლე­გენ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­და უახ­ლო­ეს რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში სხვა ადა­მი­ან­თა გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო - 1929 წლის­თვის 22 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა - ისი­ნი, ვინც ძვე­ლეგ­ვიპ­ტურ აღ­მო­ჩე­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მათ შო­რის 13 იყო ტუ­ტან­ხა­მო­ნის აკ­ლდა­მი­სა და სარ­კო­ფა­გის გახ­სნის დამ­სწრე, ანდა მათი უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვი თუ თა­ნამ­შრო­მე­ლი. ამ ყვე­ლა­ფერს მე­ტად ეფექ­ტი­ა­ნად და­უ­კავ­შირ­და ეგ­ვიპ­ტუ­რი მი­თო­ლო­გი­აც.

მაგ­რამ კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ იმ 58 ადა­მი­ა­ნი­დან, ვინც აკ­ლდა­მი­სა და სარ­კო­ფა­გის გახ­სნას და­ეს­წრო, მხო­ლოდ 8 გარ­და­იც­ვა­ლა უახ­ლო­ე­სი 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. თვით ჰო­ვარდ კარ­ტე­რი 1939 წელს მოკ­ვდა და­ა­ვა­დე­ბით, 64 წლის ასაკ­ში. ყვე­ლა­ზე ბო­ლოს აკ­ლდა­მის გახ­სნის დამ­სწრე­თა­გან გარ­და­იც­ვა­ლა ამე­რი­კე­ლი არ­ქე­ო­ლო­გი ჯ.ო. კი­ნა­მე­ნი - 1961 წელს, ამ ამ­ბი­დან 39 წლის შემ­დეგ.

ლორდ კარ­ნარ­ვო­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა ლედი ევე­ლინ­მა, რო­მე­ლიც ეგ­ვიპ­ტე­ში მა­მას­თან ჩა­ვი­და და გახ­სნის შემ­დეგ აკ­ლდა­მა ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა, 79 წე­ლი­წადს იცო­ცხლა, მის­მა უფ­როს­მა ძმა ჰენ­რიმ, ასე­ვე "წყევ­ლის" ერთ-ერ­თმა მთა­ვარ­მა ად­რე­სატ­მა - 89 წე­ლი­წადს. დღეს კარ­ნარ­ვო­ნე­ბის შთა­მო­მავ­ლო­ბა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნია.

და­სას­რულ, ეგ­ვიპ­ტო­ლო­გე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ძვე­ლეგ­ვიპ­ტუ­რი რე­ლი­გი­უ­რი და მა­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და "წყევ­ლის" ცნე­ბას. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სხვა სა­მარ­ხე­ბის გახ­სნა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და (სულ ნა­პოვ­ნია 800-მდე მუ­მია), მის­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მებს არ შე­ჩე­ხე­ბია. ლე­გენ­დის შექ­მნა, ძი­რი­თა­დად, პრე­სას მი­ე­წე­რე­ბა, რო­მე­ლიც აღ­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის­გან სენ­სა­ცი­ას ქმნი­და.

მო­ამ­ზა­და რა­მაზ გურ­გე­ნი­ძემ

წა­ი­კი­თხეთ მეტი ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ა­ნის" აგ­ვის­ტოს ნო­მერ­ში

"ფარაონების წყევლა" - მითი თუ რეალობა?

"ფარაონების წყევლა" - მითი თუ რეალობა?

ბრიტანელი ეგვიპტოლოგი ჰოვარდ კარტერი მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდა გათხრებს "მეფეთა ველზე" ძველეგვიპტურ ქალაქ თებესთან, სადაც ფარაონებისა და დიდებულების მრავალი აკლდამაა აგებული. კარტერი, რომელიც ეგვიპტეში 1891 წელს ჩავიდა, დარწმუნდა, რომ არსებობდა, სულ ცოტა, ერთი აღმოუჩენელი სამარხი მაინც შედარებით უცნობი ისტორიული პირისა - ტუტანხამონისა, ანუ მეფე ტუტისა, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. 1400 წელს ცხოვრობდა და ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჰოვარდ კარტერი, ლორდ კარნარვონის ფინანსური მხარდაჭერით, "მეფეთა ველზე" ძიებას შეუდგა. ხუთი წლის განმავლობაში კარტერმა ვერაფერი იპოვა, 1922 წლის დასაწყისში ლორდ კარნარვონს ძებნის შეწყვეტა სურდა, მაგრამ კარტერმა დაარწმუნა, სამუშაოები კიდევ ერთი წლით დაეფინანსებინა.

ბოლოს და ბოლოს, მონდომება შედეგით დაგვირგვინდა. კარტერმა თორმეტსაფეხურიან ჩასასვლელს მიაგნო, მალე გავიდა ბოლოში და ჯორჯ კარნარვონს უდეპეშა, რომ აკლდამა ერთად გაეხსნათ. ლორდი სასწრაფოდ ჩავიდა ეგვიპტეში და 1922 წლის 26 ნოემბერს აკლდამა გახსნეს. კარტერი და კარნარვონი აღფრთოვანდნენ, რომ საგანძური თითქმის ხელუხლებლად იპოვეს. ჯგუფმა დაიწყო აკლდამის ოთხი ოთახის შესწავლა, რომელთაგან ბოლო 1923 წლის 23 თებერვალს გახსნეს, არაერთი დიდმოხელის თანდასწრებით.

აქ აღმოჩნდა სარკოფაგი ერთმანეთში ჩადებული სამი სასახლით, რომელთაგან შიდა მთლიანად ოქროსი იყო. მასში იდო მეფე ტუტის მუმიფიცირებული სხეული. ოქროს სასახლე არ ბრწყინავდა, როგორც დღეს მუზეუმში, რადგან დაკრძალვის ცერემონიისას დიდი მოცულობით ნელსაცხებელი ჰქონდა გადასხმული. აღმოჩნდა, რომ აკლდამა სავარაუდოდ ორჯერ იყო გაძარცული, ოღონდ დამარხვის ეპოქაშივე და მხოლოდ ზეთები და ინანთეული (პარფიუმერია) წაეღოთ. ჩანდა აკლდამის აღდგენის კვალიც. შემდეგ ტუტანხამონის სამარხი დაიკარგა, მისი სახელიცა და აკლდამაც უკვე ძველ ეგვიპტეში დაივიწყეს. ამიტომაც გადარჩა ეს საგანძური.

აკლდამაში სულ 5398 ნივთი აღმოჩნდა, ჰოვარდ კარტერს მათი კატალოგიზებისთვის 10 წელიწადი დასჭირდა. საგანძური კაიროში, ეგვიპტის მუზეუმშია დაცული.

სწორედ ტუტანხამონის აკლდამის აღმოჩენის შემდეგ შეიქმნა ლეგენდა "ფარაონების წყევლის" შესახებ. მიიჩნეოდა, რომ მას, ვინც ფარაონთა აკლდამებს ან ძველეგვიპტურ მუმიებს შეეხებოდა, აუცილებლად უნდა შემთხვეოდა უბედურება. სათავე ამ ხმებს დაუდო ლორდ კარნარვონის გარდაცვალებამ 1923 წლის 5 აპრილს. საბოლოოდ კი ლეგენდა ჩამოყალიბდა უახლოეს რამდენიმე წელიწადში სხვა ადამიანთა გარდაცვალების გამო - 1929 წლისთვის 22 ადამიანი დაიღუპა - ისინი, ვინც ძველეგვიპტურ აღმოჩენებში მონაწილეობდა, მათ შორის 13 იყო ტუტანხამონის აკლდამისა და სარკოფაგის გახსნის დამსწრე, ანდა მათი უახლოესი ნათესავი თუ თანამშრომელი. ამ ყველაფერს მეტად ეფექტიანად დაუკავშირდა ეგვიპტური მითოლოგიაც.

მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ იმ 58 ადამიანიდან, ვინც აკლდამისა და სარკოფაგის გახსნას დაესწრო, მხოლოდ 8 გარდაიცვალა უახლოესი 12 წლის განმავლობაში. თვით ჰოვარდ კარტერი 1939 წელს მოკვდა დაავადებით, 64 წლის ასაკში. ყველაზე ბოლოს აკლდამის გახსნის დამსწრეთაგან გარდაიცვალა ამერიკელი არქეოლოგი ჯ.ო. კინამენი - 1961 წელს, ამ ამბიდან 39 წლის შემდეგ.

ლორდ კარნარვონის ქალიშვილმა ლედი ეველინმა, რომელიც ეგვიპტეში მამასთან ჩავიდა და გახსნის შემდეგ აკლდამა ერთ-ერთმა პირველმა მოინახულა, 79 წელიწადს იცოცხლა, მისმა უფროსმა ძმა ჰენრიმ, ასევე "წყევლის" ერთ-ერთმა მთავარმა ადრესატმა - 89 წელიწადს. დღეს კარნარვონების შთამომავლობა საკმაოდ მრავალრიცხოვანია.

დასასრულ, ეგვიპტოლოგები განმარტავენ, რომ ძველეგვიპტური რელიგიური და მაგიური პრაქტიკა საერთოდ არ იცნობდა "წყევლის" ცნებას. უამრავი ადამიანი, რომელიც სხვა სამარხების გახსნაში მონაწილეობდა (სულ ნაპოვნია 800-მდე მუმია), მისტიკური ხასიათის პრობლემებს არ შეჩეხებია. ლეგენდის შექმნა, ძირითადად, პრესას მიეწერება, რომელიც აღმოჩენასთან დაკავშირებული ყოველი ადამიანის გარდაცვალებისგან სენსაციას ქმნიდა.

მოამზადა რამაზ გურგენიძემ

წაიკითხეთ მეტი ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალ "ისტორიანის" აგვისტოს ნომერში

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს