პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბუთურაულის წყარო დიაბეტს არჩენს?!
ბუთურაულის წყარო დიაბეტს არჩენს?!

თუ შე­სა­ბა­მის­მა გა­მოკ­ვლე­ვებ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბუ­თუ­რა­უ­ლი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­საძ­ლოა, უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნის სა­თა­ვედ იქ­ცეს - მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, სო­ფელ­ში შემ­თხვე­ვით აღ­მო­ჩე­ნილ­მა წყა­რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გან­კურ­ნა დი­ა­ბე­ტი­სა­გან. ჩვენც და­ვინ­ტე­რეს­დით და სო­ფელ ბუ­თუ­რა­უ­ლის რწმუ­ნე­ბულ ამი­რან მა­ხა­ჩა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- ამ წყა­როს ძალა სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე გა­მოვ­ცა­დე და მარ­თლაც სას­წა­უ­ლი ქნა.

- წყა­რო რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ?

- სო­ფელ­ში ერთი ვაკე ად­გი­ლია, ნატ­ბე­უ­რებს ვე­ძა­ხით, ირ­გვლივ ფერ­დო­ბებ­ზე მშვე­ნი­ე­რი ფიჭ­ვის ტყე­ე­ბია. სწო­რედ აქ მინ­დო­და სი­მინ­დის და­თეს­ვა. რა­ხან ყა­მი­რი იყო, ფერ­დობ­ზე ტრაქ­ტო­რი ჩა­ვიყ­ვა­ნე, მაგ­რამ ტრაქ­ტორს მიწა ჩა­ექ­ცა და უზარ­მა­ზა­რი ღრმუ­ლი გაჩ­ნდა. შევ­ნიშ­ნე, რომ ღრმუ­ლი შიგ­ნით ნელ-ნელა სველ­დე­ბო­და წყლით. მივ­ხვდით, რომ მი­წის­ქვე­შა წყალს მი­ვა­დე­ქით.

ტექ­ნი­კა­ზე უარი ვთქვი და ხე­ლით შე­ვუ­დე­ქი მი­წის და­მუ­შა­ვე­ბას. მუ­შა­ო­ბი­სას ბუ­ნებ­რი­ვია, დაღ­ლილ კაცს წყა­ლი მო­უნ­დე­ბა. ჩემს თავს ვუ­თხა­რი, რაღა ში­ნი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი გამთბა­რი წყა­ლი ვსვათ, აგერ, ეს წყა­ლი დავ­ლი­ოთ-მეთ­ქი. ცივი წყა­ლი იყო, ოღონდ, ბოლო ყლუპ­ზე გა­დაყ­ლაპ­ვი­სას ვიგ­რძე­ნი, რომ წყა­ლი ჩვე­უ­ლებ­რივ­თან შე­და­რე­ბით, თით­ქოს ბლან­ტი იყო. ეს ბი­ჭებ­მაც თქვეს, - თით­ქოს სქე­ლია, მაგ­რამ, გემ­რი­ე­ლია და სა­ნამ ვმუ­შა­ობთ, ვსვა­თო. მა­შინ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მი­ფიქ­რია, მაგ­რამ ერთი ეგ კი იყო, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად ჩი­ტი­ვით შევმსუ­ბუქ­დი. დი­ა­ბე­ტი მაქვს და ხში­რად ვგრძნობ სი­სუს­ტეს. მოკ­ლედ, სის­ხლში შაქ­რის დონე სა­გან­გე­ბოდ გა­ვი­ზო­მე და 85 ნიშ­ნულ­ზე აღ­მოჩ­ნდა. რა თქმა უნდა, იმ­წამს არ და­ვი­ჯე­რე, რომ ეს წყა­როს მოქ­მე­დე­ბით მოხ­და, მაგ­რამ რა­ღაც ეჭ­ვმა გამ­კრა და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ვი­საც აქვს, ყვე­ლას ვთხო­ვე, - ჩვე­ნი წყა­როს წყა­ლი და­ლი­ეთ-მეთ­ქი. და­ლი­ეს და ყვე­ლას სის­ხლში შა­ქა­რი ნორ­მის ფარ­გლებ­ში დად­გა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ბუთურაულის წყარო დიაბეტს არჩენს?!

ბუთურაულის წყარო დიაბეტს არჩენს?!

თუ შესაბამისმა გამოკვლევებმაც დაადასტურა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულიდან გამოგზავნილი შეტყობინება შესაძლოა, უნიკალური მოვლენის სათავედ იქცეს - მოსახლეობის თქმით, სოფელში შემთხვევით აღმოჩენილმა წყარომ უამრავი ადამიანი განკურნა დიაბეტისაგან. ჩვენც დავინტერესდით და სოფელ ბუთურაულის რწმუნებულ ამირან მახაჩაძეს ვესაუბრეთ.

- ამ წყაროს ძალა საკუთარ ჯანმრთელობაზე გამოვცადე და მართლაც სასწაული ქნა.

- წყარო როგორ აღმოაჩინეთ?

- სოფელში ერთი ვაკე ადგილია, ნატბეურებს ვეძახით, ირგვლივ ფერდობებზე მშვენიერი ფიჭვის ტყეებია. სწორედ აქ მინდოდა სიმინდის დათესვა. რახან ყამირი იყო, ფერდობზე ტრაქტორი ჩავიყვანე, მაგრამ ტრაქტორს მიწა ჩაექცა და უზარმაზარი ღრმული გაჩნდა. შევნიშნე, რომ ღრმული შიგნით ნელ-ნელა სველდებოდა წყლით. მივხვდით, რომ მიწისქვეშა წყალს მივადექით.

ტექნიკაზე უარი ვთქვი და ხელით შევუდექი მიწის დამუშავებას. მუშაობისას ბუნებრივია, დაღლილ კაცს წყალი მოუნდება. ჩემს თავს ვუთხარი, რაღა შინიდან წამოღებული გამთბარი წყალი ვსვათ, აგერ, ეს წყალი დავლიოთ-მეთქი. ცივი წყალი იყო, ოღონდ, ბოლო ყლუპზე გადაყლაპვისას ვიგრძენი, რომ წყალი ჩვეულებრივთან შედარებით, თითქოს ბლანტი იყო. ეს ბიჭებმაც თქვეს, - თითქოს სქელია, მაგრამ, გემრიელია და სანამ ვმუშაობთ, ვსვათო. მაშინ განსაკუთრებული არაფერი მიფიქრია, მაგრამ ერთი ეგ კი იყო, რომ რაღაცნაირად ჩიტივით შევმსუბუქდი. დიაბეტი მაქვს და ხშირად ვგრძნობ სისუსტეს. მოკლედ, სისხლში შაქრის დონე საგანგებოდ გავიზომე და 85 ნიშნულზე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, იმწამს არ დავიჯერე, რომ ეს წყაროს მოქმედებით მოხდა, მაგრამ რაღაც ეჭვმა გამკრა და შაქრიანი დიაბეტი ვისაც აქვს, ყველას ვთხოვე, - ჩვენი წყაროს წყალი დალიეთ-მეთქი. დალიეს და ყველას სისხლში შაქარი ნორმის ფარგლებში დადგა.

განაგრძეთ კითხვა