საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებები ელით პატიმრებს ქართულ ციხეებში
რა ცვლილებები ელით პატიმრებს ქართულ ციხეებში

"პა­ტიმ­რო­ბის კო­დექსში" ცოტა ხნის წინ ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, იქ­მნე­ბა ახა­ლი ტი­პის - გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც პა­ტიმ­რებს კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბის, ასე­ვე, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბით და­ტო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ; ამას­თან, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბის, და­ბა­ლი რის­კი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბულ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ.

ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის ნა­წი­ლი უკვე ამოქ­მედ­და კა­ნო­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, ნა­წი­ლი - 2017 წლის 1 სექ­ტემ­ბრი­დან და 2018 წლის 1 იან­ვრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა.

იხი­ლეთ გა­და­ცე­მა "დღის თემა" - ცვლი­ლე­ბე­ბი ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში

რა ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის მი­ხედ­ვით:

  • იც­ვლე­ბა ტე­ლე­ვი­ზო­რით სარ­გებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­სე­ბი;
  • მი­ნის­ტრის მიერ დად­გე­ნი­ლი წე­სით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დრო­ე­ბით და­ტო­ვე­ბა სა­ფა­სუ­რის გა­და­უხ­დე­ლად. მა­ნამ­დე ეს სერ­ვი­სი ფა­სი­ა­ნი იყო;
  • ფარ­თოვ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის დაც­ვის გა­რან­ტი­ე­ბი;
  • და­წეს­დე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირ­თა ქცე­ვის შე­სა­ხებ;
  • და­ბა­ლი რის­კი­სა და ნა­ხევ­რად ღია ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბულ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს მი­ე­ცე­მათ უფ­ლე­ბა, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის ნე­ბარ­თვით იქო­ნი­ონ მა­ცი­ვა­რი;
  • სა­შიშ­რო­ე­ბის მა­ღა­ლი რის­კის მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის­თვის იზ­რდე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის ოდე­ნო­ბა და ხან­გრძლი­ვო­ბა, ასე­ვე, მათ ხან­გრძლი­ვი პა­ემ­ნით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბათ;
  • ქალ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს, რომ­ლებ­საც პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჰყავთ 3 წლამ­დე ასა­კის შვი­ლი, 3 წლის ასა­კის მიღ­წე­ვის გამო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ბავ­შვის გაყ­ვა­ნის შემ­დეგ, 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ უქმე და დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში და­წე­სე­ბუ­ლე­ბა დრო­ე­ბით და­ტო­ვონ და შვი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლონ;
  • მცირ­დე­ბა დის­ციპ­ლი­ნუ­რი პა­ტიმ­რო­ბის ვა­დე­ბი;
  • სას­ჯე­ლის ახა­ლი სახე - ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა სრულ­წლო­ვა­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის­თვი­საც ინერ­გე­ბა;
  • მკაცრ­დე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლის მიერ გაქ­ცე­ვის ან სას­ჯე­ლის მოხ­დის­გან თა­ვის არი­დე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სას­ჯე­ლი; იხ­ვე­წე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლის პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სას­ჯე­ლის მო­უხ­დე­ლი ნა­წი­ლის უფრო მსუ­ბუ­ქი სა­ხის სას­ჯე­ლით შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი;
  • იხ­ვე­წე­ბა უვა­დოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ა­ღ­კვე­თი­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ასე­ვე, ავად­მყო­ფო­ბის გამო მსჯავ­რდე­ბუ­ლის­თვის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბის და სას­ჯე­ლის მოხ­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და სხვა.
ამას­თან, 3 წლის ასა­კის მიღ­წე­ვის გამო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ბავ­შვის გაყ­ვა­ნის შემ­დეგ დე­დის მიერ მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბის წესი 2017 წლის 1 სექ­ტემ­ბრი­დან ძა­ლა­ში შევა; ხოლო 2018 წლის 1 იან­ვრი­დან: გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი; მსჯავ­რდე­ბუ­ლის მიერ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის წესი და პი­რო­ბე­ბი; ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბის და­ნერგვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნორ­მე­ბი.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რა ცვლილებები ელით პატიმრებს ქართულ ციხეებში

რა ცვლილებები ელით პატიმრებს ქართულ ციხეებში

"პატიმრობის კოდექსში" ცოტა ხნის წინ ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც პატიმრებს კონკრეტული პროფესიის დაუფლების, ასევე, დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობა ექნებათ; ამასთან, გათავისუფლებისთვის მომზადების, დაბალი რისკისა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემათ.

ცვლილებათა პაკეტით გათვალისწინებული სიახლეების ნაწილი უკვე ამოქმედდა კანონის გამოქვეყნებისთანავე, ნაწილი - 2017 წლის 1 სექტემბრიდან და 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

იხილეთ გადაცემა "დღის თემა" - ცვლილებები ქართულ ციხეებში

რა ცვლილებები იგეგმება ქართულ ციხეებში საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით:

  • იცვლება ტელევიზორით სარგებლობასთან დაკავშირებული წესები;
  • მინისტრის მიერ დადგენილი წესით შესაძლებელი იქნება დაწესებულების დროებით დატოვება საფასურის გადაუხდელად. მანამდე ეს სერვისი ფასიანი იყო;
  • ფართოვდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეების დაცვის გარანტიები;
  • დაწესდება რეგულაციები დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე პირთა ქცევის შესახებ;
  • დაბალი რისკისა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს მიეცემათ უფლება, დაწესებულების დირექტორის ნებართვით იქონიონ მაცივარი;
  • საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისთვის იზრდება სატელეფონო საუბრებით სარგებლობის ოდენობა და ხანგრძლივობა, ასევე, მათ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭებათ;
  • ქალ მსჯავრდებულებს, რომლებსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ჰყავთ 3 წლამდე ასაკის შვილი, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში, უფლება მიეცემათ უქმე და დასვენების დღეებში დაწესებულება დროებით დატოვონ და შვილი მოინახულონ;
  • მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები;
  • სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება;
  • მკაცრდება მსჯავრდებულის მიერ გაქცევის ან სასჯელის მოხდისგან თავის არიდებისთვის გათვალისწინებული სასჯელი; იხვეწება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი;
  • იხვეწება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის გათავისუფლების, ასევე, ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადების და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები და სხვა.
ამასთან, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ დედის მიერ მისი მონახულების წესი 2017 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევა; ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან:  გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებასთან დაკავშირებული საკითხები; მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების წესი და პირობები; შინაპატიმრობის დანერგვასთან დაკავშირებული ნორმები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"