Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში კიდევ ერთი რუსი ტურისტი დაიკარგა
 აფხაზეთში კიდევ ერთი რუსი ტურისტი დაიკარგა

აფხა­ზეთ­ში რუსი ტუ­რის­ტი და­ი­კარ­გა. აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მა Апсны Лайф -

ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუსი ტუ­რის­ტი სო­ხუ­მის სო­ფელ ფსხუს გავ­ლით, წე­ბელ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ო­და და გზა­ში და­ი­კარ­გა...

აფხა­ზე­თის მთებ­ში და­კარ­გუ­ლი რუსი ტუ­რის­ტის ძებ­ნა უკვე და­წყე­ბუ­ლია. ე.წ. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­ნის­ტრის, ლევ კვი­ცი­ნი­ას თქმით, მოს­კო­ველ­მა ან­დრეი ლი­ხა­ჩევ­მა ფსო­უს "სა­ზღვა­რი" 6 ივ­ლისს გად­მოკ­ვე­თა. ბო­ლოს მან დე­დას­თან და­რე­კა და უთხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო. 22 ივ­ლისს ის სო­ჭის აე­რო­პორ­ტი­დან მოს­კოვ­ში უნდა გა­დაფ­რე­ნი­ლი­ყო, თუმ­ცა, მას შემ­დეგ მისი კვა­ლი და­ი­კარ­გა.

კვი­ცი­ნი­ას თქმით, მას ფცხუს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 22 ივ­ლი­სის შემ­დეგ ეძე­ბენ. ასე­ვე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს გუ­და­უ­თის უღელ­ტე­ხილ­ზე...

ასე­თი ფაქ­ტე­ბის კვალ­დაკ­ვალ რუ­სულ მე­დი­ას მოჰ­ყავს, აფხა­ზეთ­ში ბოლო წლებ­ში და­კარ­გუ­ლი რუსი ტუ­რის­ტე­ბის ფაქ­ტე­ბიც, - ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი იყო ბაშ­კი­რე­თის ერთ-ერთი ქა­ლა­ქის, დი­ურ­თუ­ლის მე­რის ქა­ლიშ­ვი­ლის, 19 წლის ლი­ლია ის­ლა­მო­ვას საქ­მე. ის მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად, რო­მელ­საც დე­დაც თან ახ­ლდა, გაგ­რა­ში ის­ვე­ნებ­და. სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის წინა დღეს, მათ "ზღვას­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა" გა­და­წყვი­ტეს.

ლი­ლია ად­გი­ლობ­რივ­მა ად­გურ ავი­ძ­ბამ, რო­მე­ლიც სა­ნა­პი­რო­ზე კა­ტერს აქი­რა­ვებ­და, სა­სე­ირ­ნოდ და­პა­ტი­ჟა. 2 სა­ა­თის შემ­დეგ, ად­გუ­რი მარ­ტო დაბ­რუნ­და და თქვა, რომ გო­გო­ნა და­იხ­რჩო... შემ­დეგ ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა და თქვა, რომ გო­გო­ნა კა­ტე­რი­დან წყალ­ში გა­დახ­ტა და ნა­პი­რის­კენ გა­მო­ცუ­რა.. 

ლი­ლი­ას დე­დამ აფხა­ზეთ­ში სი­მარ­თლეს ვერ მი­აგ­ნო, მაგ­რამ გა­არ­კვია, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი არ ყო­ფი­ლა, ვინც ასე უც­ნა­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ი­კარ­გა, - სა­სე­ირ­ნოდ წას­ვლი­სა და უკან ვერ­დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ად­რეც მომ­ხდა­რა. რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის, ალექ­სან­დრ როს­ლი­ა­კო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, - ამ ფაქ­ტის შემ­დეგ, აგე­ძუ­რას რა­ი­ო­ნი­დან 17 წლის გო­გო­ნა გაქ­რა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, რუს გო­გო­ნებს იტა­ცე­ბენ, შემ­დეგ კი თურ­ქეთ­ში სექსმო­ნე­ბად ყი­დი­ან... ამის შე­სა­ხებ რუს­მა ტუ­რის­ტებ­მა არა­ერ­თხელ მი­მარ­თეს ე.წ. რუ­სე­თის ელჩ გრე­გო­რევს, თუმ­ცა მან ეს ინ­ფორ­მა­ცია არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­იჩ­ნია...

ბოლო დღე­ებ­ში, აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრომ რე­გი­ონ­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ და­ნა­შა­უ­ლე­ბის გახ­სნი­სა და გა­მოვ­ლე­ნის ფაქ­ტე­ბი გა­ი­ზარ­და. დე ფაქ­ტო მი­ნის­ტრ ას­ლან კო­ბა­ხი­ას თქმით, ბოლო დროს აღ­ნიშ­ნუ­ლი უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან "გახ­სნილ რე­ჟიმ­ში" მუ­შა­ო­ბენ. მა­თი­ვე თქმით, ბოლო დროს, "სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა" რა­ო­დე­ნო­ბა გაზ­რდი­ლია, რისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მი­ზე­ზი უმუ­შევ­რო­ბაა.

აფხა­ზე­თის ე.წ. მი­ლი­ცი­ის პოლ­კოვ­ნი­კის, რო­დიკ ბაზ­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, "სის­ხლის სა­მარ­თლის" და­ნა­შა­ულ­მა, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად მო­ი­მა­ტა. მა­გა­ლი­თად, 2016 წლის ზა­ფხულ­ში, ამ დრო­ის­თვის "და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი" იყო 298 საქ­მე, წელს კი უკვე 382 და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტი "და­რე­გის­ტრირ­და", მათ­გან 290 გახ­სნი­ლია, შარ­შან­დე­ლი საქ­მე­ე­ბი­დან კი 239 "საქ­მის გახ­სნა" მო­ა­ხერ­ხეს. კო­ბა­ხი­ას ე.წ. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის არის მკვლე­ლო­ბის, ყა­ჩა­ღო­ბის, ძარ­ცვის,

ადა­მი­ა­ნი­სა და ავ­ტო­მან­ქა­ნის გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტე­ბი...

არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბა ნარ­კო­მი­ა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით - შარ­შან, წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იყო 47 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტი, წელს ამ დრო­ის­თვის უკვე გა­მოვ­ლე­ნი­ლია 78 შემ­თხვე­ვა. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრუ­ლია 82 ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, მათ­გან 14 რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა...

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ვი­თა­რე­ბას არ­თუ­ლებს ისიც, რომ სე­ზონ­ზე რე­გი­ონ­ში რუ­სე­თი­დან და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მო­დი­ან ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი არი­ან, რად­გან აფხა­ზეთ­ში თავს გა­ცი­ლე­ბით უსაფრ­თხოდ გრძნო­ბენ.

აფხა­ზეთ­ში დღემ­დე მო­უგ­ვა­რე­ბელ პრობ­ლე­მად რჩე­ბა "გაი", რაც რე­გი­ო­ნის გზებ­ზე კა­ტას­ტრო­ფულ ვი­თა­რე­ბას ქმნის. ბოლო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, 70 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რა­საც 29 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. 110-მა კი სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. ვი­თა­რე­ბას ამ­წვა­ვებს ის, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ავ­ტო­მან­ქა­ნას ხში­რად არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თა­ვენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ "სფე­რო­ში" უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. "ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ" უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

აფხაზეთში კიდევ ერთი რუსი ტურისტი დაიკარგა

 აფხაზეთში კიდევ ერთი რუსი ტურისტი დაიკარგა

აფხაზეთში რუსი ტურისტი დაიკარგა. აფხაზური გამოცემა Апсны Лайф -

ის ინფორმაციით, რუსი ტურისტი სოხუმის სოფელ ფსხუს გავლით, წებელდის მიმართულებით მიდიოდა და გზაში დაიკარგა...

აფხაზეთის მთებში დაკარგული რუსი ტურისტის ძებნა უკვე დაწყებულია. ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ლევ კვიცინიას თქმით, მოსკოველმა ანდრეი ლიხაჩევმა ფსოუს "საზღვარი" 6 ივლისს გადმოკვეთა. ბოლოს მან დედასთან დარეკა და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო. 22 ივლისს ის სოჭის აეროპორტიდან მოსკოვში უნდა გადაფრენილიყო, თუმცა, მას შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

კვიცინიას თქმით, მას ფცხუს მიმდებარე ტერიტორიაზე 22 ივლისის შემდეგ ეძებენ. ასევე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს გუდაუთის უღელტეხილზე...

ასეთი ფაქტების კვალდაკვალ რუსულ მედიას მოჰყავს, აფხაზეთში ბოლო წლებში დაკარგული რუსი ტურისტების ფაქტებიც, - ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო ბაშკირეთის ერთ-ერთი ქალაქის, დიურთულის მერის ქალიშვილის, 19 წლის ლილია ისლამოვას საქმე. ის მეგობარ გოგონასთან ერთად, რომელსაც დედაც თან ახლდა, გაგრაში ისვენებდა. სამშობლოში დაბრუნების წინა დღეს, მათ "ზღვასთან დამშვიდობება" გადაწყვიტეს.

ლილია ადგილობრივმა ადგურ ავიძბამ, რომელიც სანაპიროზე კატერს აქირავებდა, სასეირნოდ დაპატიჟა. 2 საათის შემდეგ, ადგური მარტო დაბრუნდა და თქვა, რომ გოგონა დაიხრჩო... შემდეგ ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ გოგონა კატერიდან წყალში გადახტა და ნაპირისკენ გამოცურა.. 

ლილიას დედამ აფხაზეთში სიმართლეს ვერ მიაგნო, მაგრამ გაარკვია, მისი ქალიშვილი პირველი არ ყოფილა, ვინც ასე უცნაურ მდგომარეობაში დაიკარგა, - სასეირნოდ წასვლისა და უკან ვერდაბრუნების შემთხვევები ადრეც მომხდარა. რუსი ჟურნალისტის, ალექსანდრ როსლიაკოვის ინფორმაციით, - ამ ფაქტის შემდეგ, აგეძურას რაიონიდან 17 წლის გოგონა გაქრა.

ადგილობრივების თქმით, რუს გოგონებს იტაცებენ, შემდეგ კი თურქეთში სექსმონებად ყიდიან... ამის შესახებ რუსმა ტურისტებმა არაერთხელ მიმართეს ე.წ. რუსეთის ელჩ გრეგორევს, თუმცა მან ეს ინფორმაცია არასერიოზულად მიიჩნია...

ბოლო დღეებში, აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრომ რეგიონში ბოლო პერიოდში არსებული კრიმინოგენული ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ დანაშაულების გახსნისა და გამოვლენის ფაქტები გაიზარდა. დე ფაქტო მინისტრ ასლან კობახიას თქმით, ბოლო დროს აღნიშნული უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიანიშნებს, რომ ისინი საზოგადოებასთან "გახსნილ რეჟიმში" მუშაობენ. მათივე თქმით, ბოლო დროს, "სამართალდარღვევათა" რაოდენობა გაზრდილია, რისი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი უმუშევრობაა.

აფხაზეთის ე.წ. მილიციის პოლკოვნიკის, როდიკ ბაზბას ინფორმაციით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, "სისხლის სამართლის" დანაშაულმა, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მოიმატა. მაგალითად, 2016 წლის ზაფხულში, ამ დროისთვის "დარეგისტრირებული" იყო 298 საქმე, წელს კი უკვე 382 დანაშაულის ფაქტი "დარეგისტრირდა", მათგან 290 გახსნილია, შარშანდელი საქმეებიდან კი 239 "საქმის გახსნა" მოახერხეს. კობახიას ე.წ. უწყების ინფორმაციით, მათ შორის არის მკვლელობის, ყაჩაღობის, ძარცვის,

ადამიანისა და ავტომანქანის გატაცების ფაქტები...

არასახარბიელო ვითარება ნარკომიანასთან დაკავშირებით - შარშან, წლის პირველ ნახევარში, დაფიქსირებული იყო 47 ნარკორეალიზაციის ფაქტი, წელს ამ დროისთვის უკვე გამოვლენილია 78 შემთხვევა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 82 ადამიანის წინააღმდეგ, მათგან 14 რუსეთის მოქალაქეა...

ადგილობრივების თქმით, ვითარებას ართულებს ისიც, რომ სეზონზე რეგიონში რუსეთიდან დასასვენებლად ჩამოდიან ის მოქალაქეები, რომლებიც წამალდამოკიდებული არიან, რადგან აფხაზეთში თავს გაცილებით უსაფრთხოდ გრძნობენ.

აფხაზეთში დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება "გაი", რაც რეგიონის გზებზე კატასტროფულ ვითარებას ქმნის. ბოლო 6 თვის განმავლობაში, 70 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 110-მა კი სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. ვითარებას ამწვავებს ის, რომ ადგილობრივები ავტომანქანას ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში მართავენ.

არსებული ინფორმაციით, ამ "სფეროში" უმძიმესი პრობლემების მიუხედავად, საკადრო ცვლილება არ განიხილება. "ხელისუფლებამ"  უწყების ხელმძღვანელებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს