საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახლში დაწურული ღვინით დაწყებული ოჯახური ბიზნესი - Loladze Family Winery
სახლში დაწურული ღვინით დაწყებული ოჯახური ბიზნესი - Loladze Family Winery

სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო ბა­ზარს უამ­რავ ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ პრო­დუქტს სთა­ვა­ზობს, უცხო­ე­ლე­ბის­თვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი ღვი­ნო, რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა კუ­თხე გა­მო­ირ­ჩე­ვა.

ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ბა­ზარ­ზე უამ­რავ მწარ­მო­ე­ბელ­თა შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ვა Loladze Family Winery, ლო­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ღვი­ნის წარ­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს დახ­ვე­წი­ლი გე­მო­სა და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი არო­მა­ტის ღვი­ნო­ებს სთა­ვა­ზობს. კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი ლო­ლა­ძე გვიყ­ვე­ბა, რომ ოჯა­ხუ­რი წეს-ჩვე­უ­ლე­ბა, ყო­ველ წელს და­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ღვი­ნო, ერთ დღეს ბიზ­ნე­სად იქცა და თან ისე­თი მო­თხოვ­ნა­დი გახ­და, რომ Loladze Family Winery-ის ღვი­ნო­ე­ბი ხში­რად დე­ფი­ცი­ტუ­რი­ცაა.

გი­ორ­გი ლო­ლა­ძე Loladze Family Winery-ს ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

"თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯახ­ში ღვი­ნოს ყო­ველ­წლი­უ­რად ვწუ­რავ­დით, ამ საქ­მე­ში ჩემი ძმაც იყო ჩარ­თუ­ლი, ერეკ­ლე მა­შინ ჯერ კი­დევ მე-10 კლას­ში იყო, დღეს კი აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს და ჩვე­ნი მთა­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გია.

ჩვე­ნი საქ­მე ბიზ­ნე­სად 2012 წელს ვაქ­ცი­ეთ. 2012 წელს საც­დე­ლად თბი­ლი­სის ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე სინ­ჯე­ბი გა­ვი­ტა­ნეთ, ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში ღია დე­გუს­ტა­ცია მო­ე­წყო, იქვე გა­მოჩ­ნდნენ პირ­ვე­ლი მა­ღა­ზი­ე­ბი, რო­მელ­თაც ჩვენს მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მო­ხა­ტეს. სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ­დით, რომ ჩვე­ნი ღვი­ნო ბოთ­ლებ­ში ჩა­მოგ­ვეს­ხა და მისი რე­ა­ლი­ზა­ცია მოგ­ვეხ­დი­ნა, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ზი­ამ გვთხო­ვა და ჩვე­ნი და­წუ­რუ­ლი ღვი­ნო სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გა­ვამ­ზა­დეთ. პირ­ვე­ლი ჩა­მოს­ხმა სულ რა­ღაც 100 ბოთ­ლამ­დე იყო. ამ ეტაპ­ზე 2000-დან 3000 ბოთ­ლამ­დე ვა­წარ­მო­ებთ, მო­მა­ვალ­ში სულ მცი­რე 10 ათას ბოთ­ლამ­დე გაზ­რდას ვა­პი­რებთ", - ამ­ბობს გი­ორ­გი.

ამ ეტაპ­ზე სო­ფელ მი­საქ­ცი­ელ­ში, Loladze Family Winery-ს სა­ო­ჯა­ხო ვე­ნა­ხია გა­შე­ნე­ბუ­ლი, სა­დაც ახა­ლი სა­წარ­მო შენ­დე­ბა. რო­გორც გი­ორ­გი ლო­ლა­ძე ამ­ბობს, ახალ სა­წარ­მო­ში 60 ათა­სი ბოთ­ლის წარ­მო­ე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. Loladze Family Winery-ს ვე­ნა­ხე­ბი გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კარ­დე­ნახ­შიც აქვს, ასე­ვე ჰყავთ მუდ­მი­ვი მომ­წო­დებ­ლე­ბი - მუ­კუ­ზა­ნი­დან, მა­ნა­ვი­დან, ქარ­თლი­დან.

ღვი­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს კომ­პა­ნია მუ­კუზ­ნი­სა და ხაშ­მის სა­ფე­რავს, კა­ხურ მწვა­ნეს და რქა­წი­თელს სთა­ვა­ზობს.

"ყო­ველ წელს ვცდი­ლობთ ახალ-ახა­ლი ღვი­ნო­ე­ბი დავ­ნერ­გოთ ჩვენს წარ­მო­ე­ბა­ში. ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გი იყო კა­ხუ­რი მწვა­ნეც და მუ­კუზ­ნის სა­ფე­რა­ვიც, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ წარ­მო­ე­ბა­ში ჩა­ვუშ­ვით", - ამ­ბობს გი­ორ­გი.

ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა Loladze Family Winery-მ "თი­ბი­სი ბან­კის" პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პე­რის" მხარ­და­ჭე­რით შეძ­ლო. სტარ­ტა­პე­რის ფარ­გლებ­ში კომ­პა­ნი­ამ სტარ­ტაპ­სეს­ხით ისარ­გებ­ლა, რაც მათ ახა­ლი ინ­ვენ­ტა­რის შე­ძე­ნა­ში და­ეხ­მა­რა.

"ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ ღვი­ნის ტუ­რიზ­მი დავ­ნერ­გოთ. ვცდი­ლობთ ჩვე­ნი მე­წარ­მე­ო­ბა ახა­ლი კუ­თხით გან­ვა­ვი­თა­როთ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­ინ­ფორ­მა­ციო ტუ­რე­ბი მო­ვა­წყოთ. ამის­თვის სო­ფელ მი­საქ­ცი­ელ­ში სა­ლექ­ციო-სა­დე­გუს­ტა­ტიო დარ­ბაზ­საც ვა­შე­ნებთ.

სა­მო­მავ­ლოდ ვფიქ­რობთ გა­ვა­ფარ­თო­ვოთ ჩვე­ნი წარ­მო­ე­ბა. ბა­ზარ­ზე ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის მი­მართ საკ­მა­ოდ დიდი მო­თხოვ­ნაა. მო­მა­ვა­ლი წლი­დან ვფიქ­რობ, შევ­ძლებთ რომ ღვი­ნო ექ­სპორტზეც გა­ვი­ტა­ნოთ და ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რის მო­თხოვ­ნე­ბიც სრუ­ლად და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლოთ", - ამ­ბობს გი­ორ­გი ლო­ლა­ძე.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: Advan/ედ­ვე­ნი

ეკა გა­და­ხა­ბა­ძე

AMBEBI.GE

სახლში დაწურული ღვინით დაწყებული ოჯახური ბიზნესი - Loladze Family Winery

სახლში დაწურული ღვინით დაწყებული ოჯახური ბიზნესი - Loladze Family Winery

საქართველო მსოფლიო ბაზარს უამრავ ქართულ ტრადიციულ პროდუქტს სთავაზობს, უცხოელებისთვის კარგადაა ცნობილი ქართული ღვინო, რომლითაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხე გამოირჩევა.

ქართული ღვინის ბაზარზე უამრავ მწარმოებელთა შორის გამოირჩევა Loladze Family Winery, ლოლაძეების ოჯახის ღვინის წარმოება, რომელიც ღვინის მოყვარულებს დახვეწილი გემოსა და განუმეორებელი არომატის ღვინოებს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლოლაძე გვიყვება, რომ ოჯახური წეს-ჩვეულება, ყოველ წელს დაეყენებინათ ღვინო, ერთ დღეს ბიზნესად იქცა და თან ისეთი მოთხოვნადი გახდა, რომ Loladze Family Winery-ის ღვინოები ხშირად დეფიციტურიცაა.

გიორგი ლოლაძე Loladze Family Winery-ს ერთ-ერთ დამფუძნებელი:

"თავდაპირველად ოჯახში ღვინოს ყოველწლიურად ვწურავდით, ამ საქმეში ჩემი ძმაც იყო ჩართული, ერეკლე მაშინ ჯერ კიდევ მე-10 კლასში იყო, დღეს კი აგრარულ უნივერსიტეტში სწავლობს და ჩვენი მთავარი ტექნოლოგია.

ჩვენი საქმე ბიზნესად 2012 წელს ვაქციეთ. 2012 წელს საცდელად თბილისის ღვინის ფესტივალზე სინჯები გავიტანეთ, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია დეგუსტაცია მოეწყო, იქვე გამოჩნდნენ პირველი მაღაზიები, რომელთაც ჩვენს მიმართ ინტერესი გამოხატეს. საერთოდ არ ვფიქრობდით, რომ ჩვენი ღვინო ბოთლებში ჩამოგვესხა და მისი რეალიზაცია მოგვეხდინა, თუმცა, რამდენიმე მაღაზიამ გვთხოვა და ჩვენი დაწურული ღვინო სარეალიზაციოდ გავამზადეთ. პირველი ჩამოსხმა სულ რაღაც 100 ბოთლამდე იყო. ამ ეტაპზე 2000-დან 3000 ბოთლამდე ვაწარმოებთ, მომავალში სულ მცირე 10 ათას ბოთლამდე გაზრდას ვაპირებთ", - ამბობს გიორგი.

ამ ეტაპზე სოფელ მისაქციელში, Loladze Family Winery-ს საოჯახო ვენახია გაშენებული, სადაც ახალი საწარმო შენდება. როგორც გიორგი ლოლაძე ამბობს, ახალ საწარმოში 60 ათასი ბოთლის წარმოება იქნება შესაძლებელი. Loladze Family Winery-ს ვენახები გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახშიც აქვს, ასევე ჰყავთ მუდმივი მომწოდებლები - მუკუზანიდან, მანავიდან, ქართლიდან.

ღვინის მოყვარულებს კომპანია მუკუზნისა და ხაშმის საფერავს, კახურ მწვანეს და რქაწითელს სთავაზობს.

"ყოველ წელს ვცდილობთ ახალ-ახალი ღვინოები დავნერგოთ ჩვენს წარმოებაში. ექსპერიმენტის შედეგი იყო კახური მწვანეც და მუკუზნის საფერავიც, რომლებიც შემდეგ წარმოებაში ჩავუშვით", - ამბობს გიორგი.

ბიზნესის განვითარება Loladze Family Winery-მ "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერის" მხარდაჭერით შეძლო. სტარტაპერის ფარგლებში კომპანიამ სტარტაპსესხით ისარგებლა, რაც მათ ახალი ინვენტარის შეძენაში დაეხმარა.

"ჩვენი სურვილია, რომ ღვინის ტურიზმი დავნერგოთ. ვცდილობთ ჩვენი მეწარმეობა ახალი კუთხით განვავითაროთ, საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტურები მოვაწყოთ. ამისთვის სოფელ მისაქციელში სალექციო-სადეგუსტატიო დარბაზსაც ვაშენებთ.

სამომავლოდ ვფიქრობთ გავაფართოვოთ ჩვენი წარმოება. ბაზარზე ჩვენი პროდუქციის მიმართ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მომავალი წლიდან ვფიქრობ, შევძლებთ რომ ღვინო ექსპორტზეც გავიტანოთ და ქართული ბაზარის მოთხოვნებიც სრულად დავაკმაყოფილოთ", - ამბობს გიორგი ლოლაძე.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი