საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცნობთან" დუეტი შემდეგ, მამა სერაფიმემ საქართველო დატოვა - როგორ შეცვალა სიმღერის გამო ქილიკმა და დაცინვამ სასულიერო პირის ცხოვრება
"უცნობთან" დუეტი შემდეგ, მამა სერაფიმემ საქართველო დატოვა - როგორ შეცვალა სიმღერის გამო ქილიკმა და დაცინვამ სასულიერო პირის ცხოვრება

მამა სე­რა­ფი­მე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ე­ბით ტო­ვებს,- ამის შე­სა­ხებ ვი­დეო-მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც სქე­მარ­ქი­მან­დრი­ტი თა­ვად ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ რაც უც­ნობ­მა (გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ)ეკ­ლე­სი­ა­ში ლექ­სი წა­ი­კი­თხა, მას წირ­ვა არ ჩა­უ­ტა­რე­ბია.

"მთე­ლი გუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით ყვე­ლას მოგ­მარ­თავთ. მინ­და ყვე­ლას შენ­დო­ბა გთხო­ვოთ, ვი­საც და­გაბ­რკო­ლებთ. მინ­და ყვე­ლას დრო­ე­ბით და­გემ­შვი­დო­ბოთ. გუ­შინ ავი­ღე ლოც­ვა-კურ­თხე­ვა უწ­მინ­დე­სის­გან და მინ­და ცოტა ხნით გა­ვე­რი­დო ამ ყვე­ლა­ფერს. მინ­და დავ­ფიქ­რდე ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე და შემ­დგომ მი­ვი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამის დრო უკვე მო­ვი­და. არ მეს­მის ქი­ლი­კი და და­ცინ­ვა, გული დამ­წყდა როცა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი წა­ვი­კი­თხე. შე­ეძ­ლოთ მათ და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნათ პო­ზი­ცია, თუმ­ცა და­ცინ­ვა­ზე გული დამ­წყდა. თუ რამე და­ვა­შა­ვე მომ­მარ­თე სიყ­ვა­რუ­ლით და გა­მო­ვას­წო­რებ, რის­თვის არის ქი­ლი­კი და და­ცინ­ვა არ მეს­მის", - აღ­ნიშ­ნა მამა სე­რა­ფი­მემ.

მან რო­მის პა­პის ვი­ზი­ტის დროს სვე­ტი­ცხო­ველ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გა­ლო­ბა გა­იხ­სე­ნა.

"ჯერ იყო და სვე­ტი­ცხო­ველ­ში გა­ლო­ბის გამო იუდა მე­ძა­ხეს, მერე იყო ლუ­ჟო­ვის ვი­ზი­ტი და თურ­მე უნდა გა­მეგ­დო. ლექ­სი, რო­მე­ლიც და­წე­რა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ, რო­მელ­საც უწ­მინ­დეს­მა აღ­სა­რე­ბა და­არ­ქვა, თურ­მე ანა­თე­მა­ზე ვარ ამის გამო გა­და­სა­ცე­მი. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ან­მა და­წე­როს ასე­თი ლექ­სი და არ შე­იგ­რძნოს იგი. არ არ­სე­ბობს იგა­ლო­ბოს ადა­მი­ან­მა და ამ გა­ლო­ბის დროს ნამ­დვი­ლად არ ვა­ვედ­რებ­დე თავს უფალს. მე მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო და ჩემი ეკ­ლე­სია, მაგ­რამ ამ ბოლო დროს რა­ღაც მოვ­ტყდი", - აცხა­დებს მამა სე­რა­ფი­მე.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვა­ში დაბ­რუნ­დე­ბა და "სა­ვა­რა­უ­დოდ იმ დროს ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყდე­ბა".

იხი­ლეთ ვი­დეო

"უცნობთან" დუეტი შემდეგ, მამა სერაფიმემ საქართველო დატოვა - როგორ შეცვალა სიმღერის გამო ქილიკმა და დაცინვამ სასულიერო პირის ცხოვრება

"უცნობთან" დუეტი შემდეგ, მამა სერაფიმემ საქართველო დატოვა - როგორ შეცვალა სიმღერის გამო ქილიკმა და დაცინვამ სასულიერო პირის ცხოვრება

მამა სერაფიმე საქართველოს დროებით ტოვებს,- ამის შესახებ ვიდეო-მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც სქემარქიმანდრიტი თავად ავრცელებს.

მისივე განცხადებით, მას შემდეგ რაც უცნობმა (გია გაჩეჩილაძემ)ეკლესიაში ლექსი წაიკითხა, მას წირვა არ ჩაუტარებია.

"მთელი გულით და სიყვარულით ყველას მოგმართავთ. მინდა ყველას შენდობა გთხოვოთ, ვისაც დაგაბრკოლებთ. მინდა ყველას დროებით დაგემშვიდობოთ. გუშინ ავიღე ლოცვა-კურთხევა უწმინდესისგან და მინდა ცოტა ხნით გავერიდო ამ ყველაფერს. მინდა დავფიქრდე ძალიან ბევრ რამეზე და შემდგომ მივიღო გადაწყვეტილება, ამის დრო უკვე მოვიდა. არ მესმის ქილიკი და დაცინვა, გული დამწყდა როცა სასულიერო პირების კომენტარები წავიკითხე. შეეძლოთ მათ დაეფიქსირებინათ პოზიცია, თუმცა დაცინვაზე გული დამწყდა. თუ რამე დავაშავე მომმართე სიყვარულით და გამოვასწორებ, რისთვის არის ქილიკი და დაცინვა არ მესმის", - აღნიშნა მამა სერაფიმემ.

მან რომის პაპის ვიზიტის დროს სვეტიცხოველში შესრულებული გალობა გაიხსენა.

"ჯერ იყო და სვეტიცხოველში გალობის გამო იუდა მეძახეს, მერე იყო ლუჟოვის ვიზიტი და თურმე უნდა გამეგდო. ლექსი, რომელიც დაწერა გია გაჩეჩილაძემ, რომელსაც უწმინდესმა აღსარება დაარქვა, თურმე ანათემაზე ვარ ამის გამო გადასაცემი. არ არსებობს ადამიანმა დაწეროს ასეთი ლექსი და არ შეიგრძნოს იგი. არ არსებობს იგალობოს ადამიანმა და ამ გალობის დროს ნამდვილად არ ვავედრებდე თავს უფალს. მე მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ეკლესია, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც მოვტყდი", - აცხადებს მამა სერაფიმე.

მისივე თქმით, საქართველოში სავარაუდოდ, მარიამობის მარხვაში დაბრუნდება და "სავარაუდოდ იმ დროს ყველაფერი გადაწყდება".

იხილეთ ვიდეო

დმანისის შესასვლელთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი - დღეიდან რეგულაცია იცვლება

რა შემთხვევაში დაწესდება შეღავათები ვაქცინირებულებისთვის - ამირან გაყრელიძის განცხადება