საზოგადოება
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხინვალში "იეჰოვას მოწმეებს" ბრძოლა გამოუცხადეს
ცხინვალში "იეჰოვას მოწმეებს" ბრძოლა გამოუცხადეს

ცხინ­ვალ­ში "იეჰო­ვას მოწ­მე­ებს" ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­დეს. ე.წ. გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ურუზ­მაგ ჯა­გა­ე­ვის თქმით, ად­გი­ლობ­რივ­მა "უმაღ­ლეს­მა სა­სა­მარ­თლომ", "იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის" სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლა და მათი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა აკ­რძა­ლულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და რე­ლი­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა ნუს­ხა­ში შე­იყ­ვა­ნა. სულ მალე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მათ წი­ნა­აღ­მდეგ ისე­თი­ვე სან­ქცი­ე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა, რო­გორც ეს რუ­სეთ­შია. მი­ზე­ზი ბევ­რია - გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი უარს ამ­ბო­ბენ ჯარ­ში მსა­ხუ­რე­ბა­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სის­ხლის გა­დას­ხმა­ზეც კი და ამის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბას ოჯა­ხის წევ­რებ­საც არ აძ­ლე­ვენ.

ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სეთ­ში იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნია 2009 წელს და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც, მას "ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია" უწო­დეს და მიმ­დი­ნა­რე წლის 20 აპ­რილს უმაღ­ლეს­მა სა­სა­მარ­თლომ ის აკ­რძა­ლა. რუ­სეთ­ში მოქ­მე­დი 395 "შტა­ბი" და­ი­ხუ­რა, რო­მე­ლიც 175 ათას მიმ­დე­ვარს აერ­თი­ა­ნებ­და. თა­ვის მხრივ, მათ თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, ად­გი­ლობ­რივ სა­სა­მარ­თლო ინ­სტან­ცი­ებს მი­მარ­თეს, თუმ­ცა, არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დათ, რის შემ­დე­გაც ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს.

ცხინ­ვალ­ში ამ­ბო­ბენ, რომ იქ, სა­დაც ამ რე­ლი­გი­ურ­მა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბამ რუ­სე­თის­ხე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს შე­უქ­მნა საფრ­თხე, მათ სა­ჭი­რო ზო­მე­ბი დრო­უ­ლად უნდა მი­ი­ღონ... ოსუ­რი მე­დი­ის თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვი "ხე­ლი­სუფ­ლე­ბა" რა თქმა უნდა, რო­გორც სხვა, ასე­ვე ამ საქ­მე­შიც ბა­ძავს რუ­სეთს - იე­ღო­ვე­ლებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც რუ­სეთ­მა მათ­ზე ნა­დი­რო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. რე­გი­ონ­ში ბოლო წლებ­ში "იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბა 600-დან 1000-მდე გა­ი­ზარ­და.

იე­ღო­ვე­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში მომ­რავ­ლდნენ ე.წ. ორ­მოც­და­ა­თი­ა­ნე­ლე­ბი და "მორ­მო­ნე­ბი". მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს "საფრ­თხე­ე­ბი" ქარ­თუ­ლი მხრი­დან შე­ვი­და, სა­დაც და­სავ­ლე­თი­დან და­იმ­კვიდ­რა თავი.

ცხინ­ვა­ლე­ლი ბლო­გე­რის ალან პა­რას­ტა­ე­ვის თქმით, მის­თვის რო­გორც მარ­თლმა­დი­დებ­ლის­თვის, ში­ნა­გა­ნად მი­უ­ღე­ბე­ლია "იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის" ცხოვ­რე­ბის წესი, თუმ­ცა, მათ მი­მართ სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის წი­ნა­აღ­მდე­გია. ბლო­გე­რი იმა­საც აღი­ა­რებს, რომ მათი რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა, რად­გან რე­ლი­გი­უ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სო­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

"ჩვენ­თან ბევ­რი ნარ­კო­მა­ნი და უფრო მეტი ალ­კოჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ცხოვ­რობს, იე­ღო­ვე­ლე­ბი მათ და­სახ­მა­რებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, რის შემ­დე­გაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ "რწმე­ნას" იღე­ბენ... მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად არა­ვი­თარ პროგ­რა­მას არ ახორ­ცი­ე­ლებს მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია, თუ არ ჩავ­თვლით, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მხრი­დან და­მო­ძღვრას... თუ ახალ­გაზ­რდე­ბის დახ­მა­რე­ბა გვინ­და, უნდა მო­ვი­თხო­ვოთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პრო­ექ­ტე­ბი და ხელ­შე­წყო­ბა ჰქონ­დეს ალა­ნი­ის ეპარ­ქი­ა­საც, რათა ასეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მათ­თა­ნაც ია­რონ", - წერს პა­რას­ტა­ე­ვი.

ის მი­იჩ­ნევს, რომ სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქ­ტის შე­ჩე­რე­ბა და მით უფრო, გა­უქ­მე­ბა მათი დევ­ნის შე­სა­ჩე­რებ­ლად, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მათ მი­მართ მო­სახ­ლე­ო­ბაც აგ­რე­სი­უ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი.

"რუ­სე­თის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ექ­სტრე­მის­ტუ­ლი რე­ლი­გი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის 2-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ... რა თქმა უნდა, უფ­როს ძმებს ჩვე­ნებ­მაც მი­ბა­ძეს, თუმ­ცა, სა­ინ­ტე­რე­სოა, სად წა­იყ­ვა­ნენ ამ­დენ ათას ადა­მი­ანს? ცხინ­ვა­ლის ციხე 50-მდე ადა­მი­ანს ძლივს იტევს... კი­დევ კარ­გი, მათ ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა არ ეკ­რძა­ლე­ბათ, ისე­ვე, რო­გორც ორ­მოც­და­ა­თი­ა­ნე­ლებს, რომ­ლე­ბიც "იეჰო­ვას მოწ­მე­ებ­ზე" გა­ცი­ლე­ბით მე­ტია", - წერს პა­რას­ტა­ე­ვი.

"იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბი" ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა და მათი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრი ბრუკ­ლინ­ში მდე­ბა­რე­ობს. საქ­მე ის არის, რომ რე­ლი­გი­ა­თა სის­ტე­მა­ში იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის ად­გი­ლი დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია. ზოგი წყა­როს თა­ნახ­მად, იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბი პრო­ტეს­ტან­ტუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა. სხვა წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად კი პა­რაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი კონ­ფე­სია. ერთი ნა­წი­ლის აზ­რით კი, ის ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სექ­ტაა. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2016 წლის­თვის მსოფ­ლი­ო­ში იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 8 220 105 ადა­მი­ანს აღ­წევს.

"იეჰო­ვას მოწ­მე­ე­ბის" ქა­და­გე­ბის არე­ა­ლი 1980 წლი­დან გა­ფარ­თოვ­და და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა, ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კა, აფ­რი­კა და ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოც მო­იც­ვა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

ცხინვალში "იეჰოვას მოწმეებს" ბრძოლა გამოუცხადეს

ცხინვალში "იეჰოვას მოწმეებს" ბრძოლა გამოუცხადეს

ცხინვალში "იეჰოვას მოწმეებს" ბრძოლა გამოუცხადეს. ე.წ. გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის თქმით, ადგილობრივმა "უმაღლესმა სასამართლომ", "იეჰოვას მოწმეების" საკითხი განიხილა და მათი გაერთიანება აკრძალულ საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციათა ნუსხაში შეიყვანა. სულ მალე ცხინვალის რეგიონში მათ წინააღმდეგ ისეთივე სანქციები ამოქმედდება, როგორც ეს რუსეთშია. მიზეზი ბევრია - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი უარს ამბობენ ჯარში მსახურებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, სისხლის გადასხმაზეც კი და ამის გაკეთების უფლებას ოჯახის წევრებსაც არ აძლევენ.

ოსური მედიის ინფორმაციით, რუსეთში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ კამპანია 2009 წელს დაიწყო, რის შემდეგაც, მას "ექსტრემისტული ორგანიზაცია" უწოდეს და მიმდინარე წლის 20 აპრილს უმაღლესმა სასამართლომ ის აკრძალა. რუსეთში მოქმედი 395 "შტაბი" დაიხურა, რომელიც 175 ათას მიმდევარს აერთიანებდა. თავის მხრივ, მათ თავიანთი უფლებების დასაცავად, ადგილობრივ სასამართლო ინსტანციებს მიმართეს, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ, რის შემდეგაც ევროსასამართლოზე გადაინაცვლეს.

ცხინვალში ამბობენ, რომ იქ, სადაც ამ რელიგიურმა მიმდინარეობამ რუსეთისხელა სახელმწიფოს შეუქმნა საფრთხე, მათ საჭირო ზომები დროულად უნდა მიიღონ... ოსური მედიის თქმით, ადგილობრივი "ხელისუფლება" რა თქმა უნდა, როგორც სხვა, ასევე ამ საქმეშიც ბაძავს რუსეთს - იეღოველებზე თავდასხმები ცხინვალის რეგიონში მაშინ დაიწყო, როდესაც რუსეთმა მათზე ნადირობა გამოაცხადა. რეგიონში ბოლო წლებში "იეჰოვას მოწმეების" რაოდენობა 600-დან 1000-მდე გაიზარდა.

იეღოველების კვალდაკვალ, ცხინვალის რეგიონში მომრავლდნენ ე.წ. ორმოცდაათიანელები და "მორმონები". მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს "საფრთხეები" ქართული მხრიდან შევიდა, სადაც დასავლეთიდან დაიმკვიდრა თავი.

ცხინვალელი ბლოგერის ალან პარასტაევის თქმით, მისთვის როგორც მართლმადიდებლისთვის, შინაგანად მიუღებელია "იეჰოვას მოწმეების" ცხოვრების წესი, თუმცა, მათ მიმართ სამართლებრივი დევნის წინააღმდეგია. ბლოგერი იმასაც აღიარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, რადგან რელიგიური მიმდინარეობის გაერთიანებები ძალზე მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამებს ახორციელებენ.

"ჩვენთან ბევრი ნარკომანი და უფრო მეტი ალკოჰოლდამოკიდებული ცხოვრობს, იეღოველები მათ დასახმარებლად მნიშვნელოვან დახმარებებს ახორციელებენ, რის შემდეგაც ეს ადამიანები, მათ "რწმენას" იღებენ... მათგან განსხვავებით, ამ ადამიანების დასახმარებლად არავითარ პროგრამას არ ახორციელებს მართლმადიდებლური ეკლესია, თუ არ ჩავთვლით, სასულიერო პირის მხრიდან დამოძღვრას... თუ ახალგაზრდების დახმარება გვინდა, უნდა მოვითხოვოთ ალტერნატიული პროექტები და ხელშეწყობა ჰქონდეს ალანიის ეპარქიასაც, რათა ასეთმა ადამიანებმა მათთანაც იარონ", - წერს პარასტაევი.

ის მიიჩნევს, რომ სასამართლოს ვერდიქტის შეჩერება და მით უფრო, გაუქმება მათი დევნის შესაჩერებლად, პრაქტიკულად შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ მათ მიმართ მოსახლეობაც აგრესიულად არის განწყობილი.

"რუსეთის კანონის თანახმად, ექსტრემისტული რელიგიის გავრცელებისთვის 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ... რა თქმა უნდა, უფროს ძმებს ჩვენებმაც მიბაძეს, თუმცა, საინტერესოა, სად წაიყვანენ ამდენ ათას ადამიანს? ცხინვალის ციხე 50-მდე ადამიანს ძლივს იტევს... კიდევ კარგი, მათ ხმის მიცემის უფლება არ ეკრძალებათ, ისევე, როგორც ორმოცდაათიანელებს, რომლებიც "იეჰოვას მოწმეებზე" გაცილებით მეტია", - წერს პარასტაევი.

"იეჰოვას მოწმეები" ქრისტიანული რელიგიური ორგანიზაციაა და მათი ადმინისტრაციული ცენტრი ბრუკლინში მდებარეობს. საქმე ის არის, რომ რელიგიათა სისტემაში იეჰოვას მოწმეების ადგილი დღემდე გაურკვეველია. ზოგი წყაროს თანახმად, იეჰოვას მოწმეები პროტესტანტული მიმდინარეობის ორგანიზაციაა. სხვა წყაროების თანახმად კი პარაქრისტიანული კონფესია. ერთი ნაწილის აზრით კი, ის ტოტალიტარული სექტაა. ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების რაოდენობა 8 220 105 ადამიანს აღწევს.

"იეჰოვას მოწმეების" ქადაგების არეალი 1980 წლიდან გაფართოვდა და აღმოსავლეთ ევროპა, ლათინური ამერიკა, აფრიკა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მათ შორის, საქართველოც მოიცვა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი