5 საუკეთესო ქვეყანა მამობისთვის

5 საუკეთესო ქვეყანა მამობისთვის

დეკრეტული შვებულება მამებისთვის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. თუმცა, ზოგიერ ქვეყანაში მამაკაცები განსაკუთრებული უფლებებით და საუკეთესო პირობებით სარგებლობენ შვილის შეძენის შემდეგ.

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მამებისთვის საუკეთესო დეკრეტული პირობებია.

შვედეთი

წყვილი, რომელსაც შვილი შეეძინება, 480-დღიანი შვებულებით სარგებლობს. ამ პერიოდში მათ ანაზღაურების 80% სრულად ერიცხებათ. ახალბედა მამები დამატებით 90-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობენ. ეს გადაწყვეტილება მამებსა და შვილებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება.

ესტონეთი

შვილის შეძენის შემდეგ, მამები 2-კვირიანი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობენ. მათ აგრეთვე აქვთ შესაძლებლობა შვებულება აიღონ მეუღლის ორსულობის ბოლო კვირების განმავლობაში.

დედის დეკრეტულის დასრულების შემდეგ, მამებს აქვთ უფლება 435-დღიანი დეკრეტულით ისარგებლონ, რომლის განმავლობაში მათ გარკვეული კომპენსაცია ერიცხებათ. კომპენსაცია ორივე მშობლის ხელფასიდან გამოითვლება და ჯამური თანხის საშუალო არითმეტიკულს შეადგენს.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს