პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შამპანურის 5 ყველაზე ცნობილი ბრენდი - საინტერესო ფაქტები მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებზე
შამპანურის 5 ყველაზე ცნობილი ბრენდი - საინტერესო ფაქტები მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებზე

შე­გიძ­ლი­ათ და­ა­სა­ხე­ლოთ შამ­პა­ნუ­რის სა­უ­კე­თე­სო ბრენ­დე­ბი? იცით, რო­მე­ლი შამ­პა­ნუ­რის გამო თქვა უარი ჯე­იმს ბონდმა "ვოდ­კა მარ­ტი­ნი­ზე?" ან რო­მე­ლი ბრენ­დის სა­ხე­ე­ბი არი­ან სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნი ან კლა­უ­დია ში­ფე­რი? მოკ­ლედ, დად­გა დრო, გა­ვერ­კვეთ. გთა­ვა­ზობთ შამ­პა­ნუ­რის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის ხუ­თე­ულს, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი რო­ბერტ პარ­კერ­მა მო­იხ­სე­ნია თა­ვის წიგნ­ში უდი­დე­სი ღვი­ნო­ე­ბი­სა და მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ.

კლი­კოს ქვრი­ვი (Veuve Clicquot Ponsardin)

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი შამ­პა­ნუ­რის "ქა­ლუ­რი" ბრენ­დი - Veuve Clicquot. მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში მა­მაც­მა 27 წლის ქვრივ­მა ქალ­მა, გვა­რად კლი­კო (ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა­ში ბარბ ნი­კოლ პონ­სარ­დე­ნი), ქმრის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით სა­შუ­ა­ლო დო­ნის მეღ­ვი­ნე­ო­ბა მი­ი­ღო და წარ­მო­უდ­გე­ნელ მწვერ­ვა­ლე­ბამ­დე აიყ­ვა­ნა. ქალ­მა თა­ვი­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვი პრო­დუქ­ცი­ით მი­წის­ქვე­შე­თის 18 კი­ლო­მეტ­რი შე­ავ­სო, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის­გან გა­მო­ის­ყი­და და ღვი­ნის მარ­ნად აქ­ცია. კლი­კოს ქვრივს ეკუთ­ვნის შამ­პა­ნუ­რის კრის­ტა­ლურ გამჭვირ­ვა­ლო­ბამ­დე გაწ­მენ­დის მე­თო­დის ავ­ტო­რო­ბა, რომ­ლი­თაც დღემ­დე სარ­გებ­ლობს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა მეღ­ვი­ნე.

მას­ვე ეკუთ­ვნის შამ­პა­ნუ­რის სა­ცო­ბის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი მავ­თუ­ლის გა­მო­გო­ნე­ბა - სი­თხე ბოთ­ლში წნე­ვის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბუ­რა­ვის წნე­ვას 3-ჯერ აღე­მა­ტე­ბა.

კლი­კომ 88 წელი იცო­ცხლა. მან მეღ­ვი­ნე­ო­ბი­სად­მი გულ­გრი­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა და თა­ვი­სი აყ­ვა­ვე­ბუ­ლი საქ­მე გა­დას­ცა ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე მას­თან მუ­შა­ობ­და - მმარ­თველ­სა და მე­გო­ბარს, ედუ­არდ ვერ­დეს, რომ­ლის შთა­მო­მავ­ლებ­მაც ბრენ­დის სა­ხე­ლი კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რეს და დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ შამ­პა­ნუ­რად აქ­ცი­ეს. Veuve Clicquot-ს მსოფ­ლი­ოს 150 ქვე­ყა­ნა­ში მი­ირ­თმე­ვენ.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შამპანურის 5 ყველაზე ცნობილი ბრენდი - საინტერესო ფაქტები მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებზე

შამპანურის 5 ყველაზე ცნობილი ბრენდი - საინტერესო ფაქტები მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებზე

შეგიძლიათ დაასახელოთ შამპანურის საუკეთესო ბრენდები? იცით, რომელი შამპანურის გამო თქვა უარი ჯეიმს ბონდმა "ვოდკა მარტინიზე?" ან რომელი ბრენდის სახეები არიან სკარლეტ იოჰანსონი ან კლაუდია შიფერი? მოკლედ, დადგა დრო, გავერკვეთ. გთავაზობთ შამპანურის ყველაზე ცნობილი ბრენდების ხუთეულს, რომელთაგან ზოგიერთი რობერტ პარკერმა მოიხსენია თავის წიგნში უდიდესი ღვინოებისა და მეურნეობების შესახებ.

კლიკოს ქვრივი (Veuve Clicquot Ponsardin)

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შამპანურის "ქალური" ბრენდი - Veuve Clicquot. მე-19 საუკუნის დასაწყისში მამაცმა 27 წლის ქვრივმა ქალმა, გვარად კლიკო (ქალიშვილობაში ბარბ ნიკოლ პონსარდენი), ქმრისგან მემკვიდრეობით საშუალო დონის მეღვინეობა მიიღო და წარმოუდგენელ მწვერვალებამდე აიყვანა. ქალმა თავისი შესანიშნავი პროდუქციით მიწისქვეშეთის 18 კილომეტრი შეავსო, რომელიც ქალაქისგან გამოისყიდა და ღვინის მარნად აქცია. კლიკოს ქვრივს ეკუთვნის შამპანურის კრისტალურ გამჭვირვალობამდე გაწმენდის მეთოდის ავტორობა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მსოფლიოს ყველა მეღვინე.

მასვე ეკუთვნის შამპანურის საცობის შემაკავებელი მავთულის გამოგონება - სითხე ბოთლში წნევის ქვეშ იმყოფება, რომელიც ავტომობილის საბურავის წნევას 3-ჯერ აღემატება.

კლიკომ 88 წელი იცოცხლა. მან მეღვინეობისადმი გულგრილი ნათესავები მემკვიდრეობის გარეშე დატოვა და თავისი აყვავებული საქმე გადასცა ადამიანს, რომელიც ბოლომდე მასთან მუშაობდა - მმართველსა და მეგობარს, ედუარდ ვერდეს, რომლის შთამომავლებმაც ბრენდის სახელი კიდევ უფრო გაამყარეს და დღესდღეობით ყველაზე ცნობილ შამპანურად აქციეს. Veuve Clicquot-ს მსოფლიოს 150 ქვეყანაში მიირთმევენ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს