პოლიტიკა
მსოფლიო

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელიტ ელექტრონიქსი" ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებას პასუხობს
"ელიტ ელექტრონიქსი" ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებას პასუხობს

სამ­წუ­ხა­როდ, კი­დევ ერთხელ იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ გარ­კვე­უ­ლი გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ვა­კე­თოთ ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ცი­ლისმწა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებ­ზე.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა სს "ელიტ ელექტრო­ნიქ­სი" არ და ვერ ჩა­ე­რე­ვა კომ­პა­ნი­ის ყო­ფილ და ახ­ლან­დელ მფლო­ბელ­თა სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბებ­ში და ამ კუ­თხით თუ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია გა­აჩ­ნია ვინ­მეს ამი­სათ­ვის შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სა­მარ­თლებ­რივ მე­ქა­ნიზ­მებს, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლია ამ სა­კი­თხზე დავა დას­რუ­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში. ამ­დე­ნად წარ­თმე­ულ ბიზ­ნეს­თა რიგ­ში სს "ელიტ ელექტრო­ნიქ­სის" მოხ­სე­ნი­ე­ბა რბი­ლად რომ ვთქვათ მტკნა­რი სიც­რუ­ეა.

რაც შე­ე­ხე­ბა 24 ივ­ლისს სა­სა­მარ­თლო­ში გან­სა­ხილ­ველ საქ­მეს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის უფრო მკა­ფიო და გა­სა­გე­ბი რომ იყოს გან­ვმარ­ტავთ, რომ ეს არის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, სა­დაც ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძე ბრალ­დე­ბუ­ლია ორი მუხ­ლით, კერ­ძოდ სს "ელიტ ელექტრო­ნიქ­სი"-ს კუთ­ვნი­ლი ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის 3,4 მი­ლი­ო­ნი ლა­რის თაღ­ლი­თუ­რი გზით და­უფ­ლე­ბი­სათ­ვის და ასე­ვე უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზე­ბი­სათ­ვის, ამ საქ­მე­ში სს "ელიტ ელექტრო­ნიქ­სი" და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა­დაა ცნო­ბი­ლი. ჩვენც დიდი ხა­ნია მოთ­მი­ნე­ბით ვე­ლო­დე­ბო­დით ამ საქ­მის გან­ხილ­ვას და შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ მხო­ლოდ მი­ვე­სალ­მე­ბით სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან პრო­ცე­სე­ბის გა­მარ­თვას, რათა მიგ­ვაჩ­ნია რომ დრო­უ­ლად უნდა და­ერ­ქვას ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და აღ­სრულ­დეს მარ­თმსა­ჯუ­ლე­ბა. აქვე გვინ­და

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნოთ, რომ ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძე ერთხელ უკვე ნა­სა­მარ­თლე­ვია თაღ­ლი­თო­ბი­სათ­ვის, კერ­ძოდ ის თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფ­ლა სს "ელიტ ელექტრო­ნიქ­სი"-ს კუთ­ვნილ 6,5 მი­ლი­ონ ლარს და 2012 წლის და­სა­წყის­ში პრე­ზი­დენტ მ.სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის შემ­დეგ გა­თა­ვი­სუფ­ლდა სას­ჯე­ლის მოხ­დი­სა­გან.

ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძე რომ სიც­რუ­ი­სა და ცი­ლის­წა­მე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი ეს არ გახ­ლავთ ახა­ლი ამ­ბა­ვი, მან როცა ორი წლის წი­ნაც შეგ­ვახ­სე­ნა თავი მისი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით, იუ­წყე­ბო­და რომ სს "ელიტ ელექტრო­ნიქ­სი"-ს ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი კომ­პა­ნი­ის გა­კოტ­რე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და სახ­სრე­ბი სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა გა­და­რი­ცხუ­ლი­ყო, რაც თა­ვის მხრივ ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ას იწ­ვევ­და. თუმ­ცა გან­ვლილ­მა ორმა წელ­მა ნათ­ლად და­ა­დას­ტუ­რა, რომ სს "ელიტ ელექტრო­ნიქ­სი" წარ­მო­ად­გენს ბაზ­რის უპი­რო­ბო ლი­დერს სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის სფე­რო­ში, მისი პო­ზი­ცი­ე­ბი კი­დევ უფრო მყა­რი გახ­და და არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა მის სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას, გა­კოტ­რე­ბა­ზე ხომ სა­ერ­თოდ ზედ­მე­ტია სა­უ­ბა­რი. ამით კიდე ერთხელ და­დას­ტურ­და ან­ზორ ქო­ქო­ლა­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ გან­ცხა­დე­ბე­ბის აბ­სურ­დუ­ლო­ბა.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ გა­მარ­თუ­ლი პეს­კონ­ფე­რენ­ცია გახ­ლავთ ერ­თგვა­რი მცდე­ლო­ბა მარ­თმსა­ჯუ­ლე­ბი­სა­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად და წა­მე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის იმი­ჯის მო­სარ­გე­ბად, რის გა­მოც ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ახ­სე­ნებს ხოლ­მე თავს. ეს კი მას აი­ძუ­ლებს პე­რი­ო­დუ­ლად ცრუ ბრალ­დე­ბე­ბით და­ეს­ხას თავს სს "ელიტ ელექტრო­ნიქ­სი"-ს" იმიჯს და წარ­მო­ა­ჩი­ნოს თით­ქოს მას ვინ­მემ რა­ი­მე წა­არ­თვა, ან კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე უკა­ნო­ნო ხდე­ბა.

"ელიტ ელექტრონიქსი" ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებას პასუხობს

"ელიტ ელექტრონიქსი" ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებას პასუხობს

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ იძულებული ვართ გარკვეული განმარტებები გავაკეთოთ ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებებზე.

უპირველეს ყოვლისა სს "ელიტ ელექტრონიქსი" არ და ვერ ჩაერევა კომპანიის ყოფილ და ახლანდელ მფლობელთა საკუთრების უფლებებში და ამ კუთხით თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია ვინმეს ამისათვის შეუძლია მიმართოს სამართლებრივ მექანიზმებს, თუმცა რამდენადაც საზოგადოებისათვის ცნობილია ამ საკითხზე დავა დასრულებულია საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამდენად წართმეულ ბიზნესთა რიგში სს "ელიტ ელექტრონიქსის" მოხსენიება რბილად რომ ვთქვათ მტკნარი სიცრუეა.

რაც შეეხება 24 ივლისს სასამართლოში განსახილველ საქმეს საზოგადოებისათვის უფრო მკაფიო და გასაგები რომ იყოს განვმარტავთ, რომ ეს არის სისხლის სამართლის საქმე, სადაც ანზორ ქოქოლაძე ბრალდებულია ორი მუხლით, კერძოდ სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს კუთვნილი ფულადი სახსრების 3,4 მილიონი ლარის თაღლითური გზით დაუფლებისათვის და ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისათვის, ამ საქმეში სს "ელიტ ელექტრონიქსი" დაზარალებულადაა ცნობილი. ჩვენც დიდი ხანია მოთმინებით ველოდებოდით ამ საქმის განხილვას და შესაბამისად ჩვენ მხოლოდ მივესალმებით სასამართლოს მხრიდან პროცესების გამართვას, რათა მიგვაჩნია რომ დროულად უნდა დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი და აღსრულდეს მართმსაჯულება. აქვე გვინდა

საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ანზორ ქოქოლაძე ერთხელ უკვე ნასამართლევია თაღლითობისათვის, კერძოდ ის თაღლითურად დაეუფლა სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს კუთვნილ 6,5 მილიონ ლარს და 2012 წლის დასაწყისში პრეზიდენტ მ.სააკაშვილის შეწყალების შემდეგ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.

ანზორ ქოქოლაძე რომ სიცრუისა და ცილისწამების ტირაჟირებითაა დაკავებული ეს არ გახლავთ ახალი ამბავი, მან როცა ორი წლის წინაც შეგვახსენა თავი მისი ცილისმწამებლური განცხადებებით, იუწყებოდა რომ სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ახალი მენეჯმენტი კომპანიის გაკოტრებით იყო დაკავებული და სახსრები საზღვარგარეთ უნდა გადარიცხულიყო, რაც თავის მხრივ ლარის დევალვაციას იწვევდა. თუმცა განვლილმა ორმა წელმა ნათლად დაადასტურა, რომ სს "ელიტ ელექტრონიქსი" წარმოადგენს ბაზრის უპირობო ლიდერს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში, მისი პოზიციები კიდევ უფრო მყარი გახდა და არანაირი საფრთხე არ ემუქრება მის სტაბილურ განვითარებას, გაკოტრებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. ამით კიდე ერთხელ დადასტურდა ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებების აბსურდულობა.

მიგვაჩნია, რომ გამართული პესკონფერენცია გახლავთ ერთგვარი მცდელობა მართმსაჯულებისაგან თავის დასაღწევად და წამებული ბიზნესმენის იმიჯის მოსარგებად, რის გამოც ის საზოგადოებას შეახსენებს ხოლმე თავს. ეს კი მას აიძულებს პერიოდულად ცრუ ბრალდებებით დაესხას თავს სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს" იმიჯს და წარმოაჩინოს თითქოს მას ვინმემ რაიმე წაართვა, ან კომპანიასთან დაკავშირებით რაიმე უკანონო ხდება.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი