აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის კედელი ჩამოინგრა. ნაშალი მასალა გამვლელ გოგონას დაეცა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, ახალგაზრდა ქალმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ამასთან, იგი იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.