მოსულის გასათავისუფლებლად მიმდინარე სპეცოპერაცია დასრულებულია. ერაყის ხელისუფლებამ გამარჯვებისა და ქალაქის ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გაავრცელა. შესაძლოა, სულ მალე ერაყის ამ სტრატეგიული ქალაქის ბედი სირიის რაქამაც გაიზიაროს, რომელიც ექსტრემისტებმა "ხალიფატის" დედაქალაქად გამოაცხადეს.
კოალიცია, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით, აცხადებს, რომ დე ფაქტო დედაქალაქის გათავისუფლება შორეულ პერსპექტივას სულაც არ წარმოადგენს. შედეგად, "დაეშის" ბოევიკები, რომლებიც უახლოეს წარსულში, სირიისა და ერაყის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ, პოზიციებს სწრაფად კარგავენ და ახალი ბოევიკების რეკრუტირებასაც ჩვეული სიჩქარით ვეღარ ახერხებენ.
მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" აღსასრულიც ახლოსაა?
"სამწუხაროდ, პასუხი: მყარი არაა" - ამბობს ბრედფორდის უნივერსიტეტის მშვიდობის საკითხებზე მომუშავე პროფესორი პოლ როჯერსი.
"ჩვენ სულ უფრო მეტ ნიშანს ვხედავთ, რომ "დაეში" ხანგრძლივ პარტიზანულ ომზე გადაერთვება სირიასა და ერაყში. ამავდროულად, ის განვითარდება, როგორც გლობალური ორგანიზაცია."- განმარტავს პროფესორი. წაიკითხეთ გაგრძელება