პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ მოხერხდა თენგიზ სიგუას შვილიშვილის გადარჩენა - "ირინა ამბობს, ვხვდებოდი, ჩემი შვილი ცოცხალი რომ აღარ იყო, მაგრამ არაფერს ვამბობდიო"
რატომ ვერ მოხერხდა თენგიზ სიგუას შვილიშვილის გადარჩენა - "ირინა ამბობს, ვხვდებოდი, ჩემი შვილი ცოცხალი რომ აღარ იყო, მაგრამ არაფერს ვამბობდიო"

ცოტა ხნის წინ, ყვე­ლამ სა­ოც­რად გა­ნი­ცა­და სი­ცო­ცხლი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გო­გო­ნას მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ქე­თის ღვიძლზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ბო­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად გარ­თულ­და, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და გა­და­ნერგვა. დო­ნო­რო­ბა დე­დამ, ირი­ნა სი­გუ­ამ გა­უ­წია, თუმ­ცა, სა­უ­ბე­დუ­როდ, გო­გო­ნას სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან უცებ მოხ­და, არა­ვის ეგო­ნა, თუ ასე რთუ­ლად იყო საქ­მე. დედა-შვი­ლი თბი­ლი­სი­დან თურ­ქეთ­ში დიდი იმე­დე­ბით წა­ვი­და. აქ უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და­ტო­ვეს. ვე­რა­ვის წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, მსგავ­სი ტრა­გე­დია მომ­ხდა­რი­ყო.

ნინო ლჟა­ვა (ირი­ნა სი­გუ­ას მე­გო­ბა­რი): ქეთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ამ ერთ გო­გო­ნა­ში თავ­მოყ­რი­ლი იყო ყვე­ლა ის და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა, რაც, ზო­გა­დად შე­იძ­ლე­ბა, ჰქონ­დეს ადა­მი­ანს: სი­კე­თე, სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი... სულ რამ­დე­ნი­მე წუთი იყო სა­ჭი­რო მის შე­საყ­ვა­რებ­ლად. ყველ­გან სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი და უდი­დე­სი პო­ზი­ტი­ვი შეჰ­ქონ­და... მას­თან ასა­კობ­რივ სხვა­ო­ბას ვერ იგ­რძნო­ბი. მარ­ტო მე­გობ­რის შვი­ლი კი არა, ჩემი შვი­ლიც იყო და – და­ქა­ლიც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­ზე გა­ცი­ლე­ბით დიდი ვარ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და ჩემს შვილ­თან, რო­მე­ლიც მას­ზე ხუთი წლით პა­ტა­რაა. და-ძმა­სა­ვით იყ­ვნენ, ერ­თმა­ნეთ­ზე გიჟ­დე­ბოდ­ნენ. სა­ოც­რად გულ­წრფე­ლი და ბავ­შვუ­რი ემო­ცი­ე­ბი ჰქონ­და. სულ მო­ღი­მა­რი, ბევ­რს არ ლა­პა­რა­კობ­და, მაგ­რამ ორ სი­ტყვას რომ იტყო­და, უცებ შე­გაყ­ვა­რებ­და თავს.

- ახლა რო­გო­რია ქე­თის დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა? რამ­დე­ნა­დაც ცნო­ბი­ლია, როცა გო­გო­ნა დაკ­რძა­ლეს, მა­შინ ჯერ კი­დევ უგო­ნოდ იყო და არ იცო­და, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

- ამ მო­მენ­ტში, სამ­წუ­ხა­როდ, მე მას­თან ერ­თად არ ვყო­ფილ­ვარ თურ­ქეთ­ში. სხვა მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ მის გვერ­დით. მათ­გან ვი­ცო­დი, რომ ექი­მის თხოვ­ნით, არ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ ქე­თის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამ­ხე­ლა ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. უსი­ტყვოდ იწვა, თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი, ხმას არ იღებ­და. არც ქე­თი­ზე გვე­კი­თხე­ბა რა­მე­სო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. კარ­გად ვიც­ნობ ირინ­კას, რად­გან ქე­თი­ზე არა­ფერს კი­თხუ­ლობ­და, ესე იგი, უკვე გრძნობ­და, რა უბე­დუ­რე­ბაც მოხ­და. ეს ორ­მა­გად მძი­მეა. როცა არ ლა­პა­რა­კობ და ამ­ხე­ლა ტკი­ვილს გულ­ში იკ­ლავ. ახლა ამ­ბობს, ვხვდე­ბო­დი, ჩემი შვი­ლი ცო­ცხა­ლი რომ აღარ იყო, მაგ­რამ არა­ფერს ვამ­ბობ­დი, რად­გან არ მინ­დო­და ისი­ნიც და­მე­ძა­ბა და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მე­ყე­ნე­ბი­ნაო. ყვე­ლა დედა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ის სხვა­ნა­ი­რად გრძნობს შვი­ლის ამ­ბავს, მაგ­რამ ირინ­კა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, სა­კუ­თარ ტკი­ვილ­სა და პრობ­ლე­მებს სხვას არ მო­ახ­ვევს თავს.

- ფაქ­ტია, რომ უძ­ლი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც კი, შე­უძ­ლია სხვა­ზე ფიქ­რი. მაგ­რამ, უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და მის ცხოვ­რე­ბა­ში, ერ­თა­დერ­თი შვი­ლი და­კარ­გა. რო­გო­რია მისი მდგო­მა­რე­ო­ბა?

- ძა­ლი­ან მე­ში­ნო­და მის გამო, და­კარ­გა ერ­თა­დერ­თი შვი­ლი, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვნა. მე­ო­რე ოჯა­ხის შექ­მნას ვერც უხ­სე­ნებ­დი, შვი­ლი მყავს და ჩემი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი ის არი­სო, ყო­ველ­თვის ამას ამ­ბობ­და. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, რო­გორ იქ­ნე­ბო­და. მით უმე­ტეს, რომ თა­ვი­დან კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დი­ო­და. ამ ამ­ბე­ბის შემ­დეგ რომ და­ვე­ლა­პა­რა­კე, მი­თხრა: ვიცი, რომ მშობ­ლებს ვჭირ­დე­ბი (ისიც ერ­თა­დერ­თი შვი­ლია თა­ვის მშობ­ლე­ბის­თვის), მაგ­რამ კი­დევ მინ­და რა­ღაც ვა­კე­თოო. ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, გა­ა­კე­თოს ასო­ცი­ა­ცია, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც, ქე­თის სა­ხე­ლით სხვის შვი­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა. მშობ­ლე­ბიც ცუ­დად არი­ან. ირი­ნა ჯერ ძა­ლი­ან სუს­ტა­დაა, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს, თავი ხელ­ში აიყ­ვა­ნოს. ისე­დაც რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ყვო­ელ­თვის ცდი­ლობ­და, მისი პრობ­ლე­მე­ბით სხვე­ბი არ და­ემ­ძი­მე­ბი­ნა, სხვე­ბის­თვის ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბო­და. სას­წა­უ­ლი გვერ­დში დგო­მა იცის. მი­ხა­რია, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ი­სა, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ისევ ახერ­ხებს სხვებ­ზე ფიქ­რსა და ზრუნ­ვას.

ქეთი კა­პა­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნნნ
0

წყევლა 7 თაობას გაყვება, თუ სამართლიანია,

!!
0

არ ვოციდ ეს ამბავი, ცადია, ძლაიან სამწუხაროა ახლაგაზრდა ადამიანის ასეთი ტრაგიკული ბედი! ნეტავ მისი ბაბუა თუ ხვდება, რომ მისი ცოდვები ბავშვის საზღავი გახდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რატომ ვერ მოხერხდა თენგიზ სიგუას შვილიშვილის გადარჩენა - "ირინა ამბობს, ვხვდებოდი, ჩემი შვილი ცოცხალი რომ აღარ იყო, მაგრამ არაფერს ვამბობდიო"

რატომ ვერ მოხერხდა თენგიზ სიგუას შვილიშვილის გადარჩენა - "ირინა ამბობს, ვხვდებოდი, ჩემი შვილი ცოცხალი რომ აღარ იყო, მაგრამ არაფერს ვამბობდიო"

ცოტა ხნის წინ, ყველამ საოცრად განიცადა სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე გოგონას მოულოდნელი გარდაცვალება. ქეთის ღვიძლზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ბოლოს მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ აუცილებელი გახდა გადანერგვა. დონორობა დედამ, ირინა სიგუამ გაუწია, თუმცა, საუბედუროდ, გოგონას სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა, არავის ეგონა, თუ ასე რთულად იყო საქმე. დედა-შვილი თბილისიდან თურქეთში დიდი იმედებით წავიდა. აქ უამრავი გულშემატკივარი დატოვეს. ვერავის წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა, მსგავსი ტრაგედია მომხდარიყო.

ნინო ლჟავა (ირინა სიგუას მეგობარი): ქეთი განსაკუთრებული ადამიანი იყო. ამ ერთ გოგონაში თავმოყრილი იყო ყველა ის დადებითი თვისება, რაც, ზოგადად შეიძლება, ჰქონდეს ადამიანს: სიკეთე, სითბო, სიყვარული... სულ რამდენიმე წუთი იყო საჭირო მის შესაყვარებლად. ყველგან სითბო, სიყვარული და უდიდესი პოზიტივი შეჰქონდა... მასთან ასაკობრივ სხვაობას ვერ იგრძნობი. მარტო მეგობრის შვილი კი არა, ჩემი შვილიც იყო და – დაქალიც, მიუხედავად იმისა, რომ მასზე გაცილებით დიდი ვარ. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ჩემს შვილთან, რომელიც მასზე ხუთი წლით პატარაა. და-ძმასავით იყვნენ, ერთმანეთზე გიჟდებოდნენ. საოცრად გულწრფელი და ბავშვური ემოციები ჰქონდა. სულ მოღიმარი, ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ ორ სიტყვას რომ იტყოდა, უცებ შეგაყვარებდა თავს.

- ახლა როგორია ქეთის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა? რამდენადაც ცნობილია, როცა გოგონა დაკრძალეს, მაშინ ჯერ კიდევ უგონოდ იყო და არ იცოდა, შვილის გარდაცვალების შესახებ.

- ამ მომენტში, სამწუხაროდ, მე მასთან ერთად არ ვყოფილვარ თურქეთში. სხვა მეგობრები იყვნენ მის გვერდით. მათგან ვიცოდი, რომ ექიმის თხოვნით, არ ეუბნებოდნენ ქეთის გარდაცვალების შესახებ. ამხელა ოპერაცია გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში იყო. უსიტყვოდ იწვა, თვალდახუჭული, ხმას არ იღებდა. არც ქეთიზე გვეკითხება რამესო, მეუბნებოდნენ. კარგად ვიცნობ ირინკას, რადგან ქეთიზე არაფერს კითხულობდა, ესე იგი, უკვე გრძნობდა, რა უბედურებაც მოხდა. ეს ორმაგად მძიმეა. როცა არ ლაპარაკობ და ამხელა ტკივილს გულში იკლავ. ახლა ამბობს, ვხვდებოდი, ჩემი შვილი ცოცხალი რომ აღარ იყო, მაგრამ არაფერს ვამბობდი, რადგან არ მინდოდა ისინიც დამეძაბა და მძიმე მდგომარეობაში ჩამეყენებინაო. ყველა დედა დამეთანხმება, რომ ის სხვანაირად გრძნობს შვილის ამბავს, მაგრამ ირინკა განსხვავებულია, საკუთარ ტკივილსა და პრობლემებს სხვას არ მოახვევს თავს.

- ფაქტია, რომ უძლიერესი ადამიანია, რომელსაც ამ მდგომარეობაშიც კი, შეუძლია სხვაზე ფიქრი. მაგრამ, უდიდესი ტრაგედია მოხდა მის ცხოვრებაში, ერთადერთი შვილი დაკარგა. როგორია მისი მდგომარეობა?

- ძალიან მეშინოდა მის გამო, დაკარგა ერთადერთი შვილი, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. მეორე ოჯახის შექმნას ვერც უხსენებდი, შვილი მყავს და ჩემი ცხოვრების მიზანი ის არისო, ყოველთვის ამას ამბობდა. ძალიან ვნერვიულობდი, როგორ იქნებოდა. მით უმეტეს, რომ თავიდან კონტაქტზე არ გამოდიოდა. ამ ამბების შემდეგ რომ დაველაპარაკე, მითხრა: ვიცი, რომ მშობლებს ვჭირდები (ისიც ერთადერთი შვილია თავის მშობლებისთვის), მაგრამ კიდევ მინდა რაღაც ვაკეთოო. ამიტომ გადაწყვიტა, გააკეთოს ასოციაცია, რომლის მეშვეობითაც, ქეთის სახელით სხვის შვილებს დაეხმარება. მშობლებიც ცუდად არიან. ირინა ჯერ ძალიან სუსტადაა, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, თავი ხელში აიყვანოს. ისედაც რაღაც განსაკუთრებული ადამიანია. ყვოელთვის ცდილობდა, მისი პრობლემებით სხვები არ დაემძიმებინა, სხვებისთვის ბოლომდე იხარჯებოდა. სასწაული გვერდში დგომა იცის. მიხარია, რომ მიუხედავად ამხელა ტრაგედიისა, ამ მდგომარეობაშიც ისევ ახერხებს სხვებზე ფიქრსა და ზრუნვას.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

"მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია" - რას ამბობს ექიმი პატრიარქის კლინიკაში ვიზიტის შესახებ

მილიონზე მეტის მოგებიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდა

ხვალ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი