14 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში პერიოდულად წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, 14 ივლისის ჩათვლით საქართველოს ზოგიერთ რაიონებში პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-32 გრადუსი იქნება.
თბილისში 12-13 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.