პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში Amnesty International-ის კიდევ ერთი ლიდერი დააკავეს
თურქეთში Amnesty International-ის კიდევ ერთი ლიდერი დააკავეს

თურ­ქეთ­ში, Amnesty International -ის ად­გი­ლობ­რი­ვი დი­რექ­ტო­რი

და მას­თან ერ­თად 12 უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და­ა­კა­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვი გა­მო­ცე­მა Milliyet-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი 5 ივ­ლისს სტამ­ბოლ­თან ახ­ლოს, კუნ­ძულ ბი­უ­კა­და­ზე, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, "დი­გი­ტა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­ნე­ჯმენ­ტის უორკშოპ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას და­ა­კა­ვეს.

ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ცი­ას ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა და­კა­ვე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი არც მომ­ხდა­რის მი­ზეზ­ზე. თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ისი­ნი ერ­დო­ღა­ნის "ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში" იმი­ტომ მოხ­ვდნენ, რომ უშიშ­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ­სა და ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლენს შო­რის კავ­ში­რია. ცნო­ბი­ლია, რომ ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლენს თურ­ქეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ...

Amnesty International -ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, სა­ლილ შეტი სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა­ში თურ­ქე­თის წამ­ყვა­ნი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის და­კა­ვე­ბას გმობს და მათ "და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას" მო­ი­თხოვს. და­კა­ვე­ბულ­თა ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია...

ცნო­ბის­თვის, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც თურ­ქეთ­ში ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ა­კა­ვეს - ზუს­ტად ერთი თვის წინ, თურ­ქეთ­ში არ­შემ­დგა­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ბრალ­დე­ბით Amnesty International-ის თურ­ქე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბის იმ­დრო­ინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ტა­ნერ კი­ლი­ჩი და­ა­კა­ვეს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნა­ზა­ცი­ის ოფის­მა თურ­ქეთს მა­ში­ნაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­უ­წო­და და­კა­ვე­ბუ­ლი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა, ის დღემ­დე პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა.

მა­შინ ტა­ნერ კი­ლიჩ­თან ერ­თად, 22 იუ­რის­ტი და­ა­კა­ვეს... ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რივ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­ჩხრი­კეს კი­ლი­ჩის სახ­ლი, რის შემ­დე­გაც აღ­ნიშ­ნეს, რომ მის პერ­სო­ნა­ლურ კომ­პი­უ­ტერ­ში არ­სე­ბულ "მე­სინ­ჯერ­ში", ფე­თჰუ­ლა გი­უ­ლე­ნის მიმ­დევ­რებ­თან მი­მო­წე­რის ტექ­სტე­ბი ინა­ხე­ბო­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერ­დო­ღანს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­მართ გუ­ლის­წყრო­მის მი­ზე­ზი თან­და­თან და­უგ­როვ­და, - შარ­შან მა­ის­ში, Amnesty International - მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა კვლე­ვა, რო­მელ­შიც იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იყო, სა­დაც უფ­ლე­ბა­მა­დამ­ცვე­ლებს ღიად ებ­რძვი­ან; მათ შო­რის მო­წი­ნა­ვე ად­გი­ლი თურ­ქეთს ეკა­ვა.

იგი­ვე ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ბოლო წლებ­ში, მთელ მსოფ­ლი­ო­ში უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის მი­მართ ზე­წო­ლა გაძ­ლი­ერ­და და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, რუ­სეთ­ში, თურ­ქეთ­ში, ბაჰ­რე­ინ­ში, მექ­სი­კა­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, ამ სფე­როს 250-ზე მეტი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მოკ­ლეს. ამას გარ­და, 281 ადა­მი­ა­ნი სხვა ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და­სა­ცა­ვი მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ჩა­ტა­რე­ბის გამო მოკ­ლეს.

ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ისევ მოხ­ვდა თურ­ქე­თი, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორგნა­ზი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვერც იმ ქვეყ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს ას­ცდა, სა­დაც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის­თვის მუდ­მი­ვად ებ­რძვი­ან.

Amnesty International -ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ მხრივ ასე­ვე უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა რუ­სეთ­სა და მექ­სი­კა­ში.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

თურქეთში Amnesty International-ის კიდევ ერთი ლიდერი დააკავეს

თურქეთში Amnesty International-ის კიდევ ერთი ლიდერი დააკავეს

თურქეთში, Amnesty International -ის ადგილობრივი დირექტორი

და მასთან ერთად 12 უფლებადამცველი დააკავეს. ადგილობრივი გამოცემა Milliyet-ის ინფორმაციით, უფლებადამცველები 5 ივლისს სტამბოლთან ახლოს, კუნძულ ბიუკადაზე, ერთ-ერთ სასტუმროში, "დიგიტალური უსაფრთხოებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის უორკშოპში" მონაწილეობისას დააკავეს.

ადგილობრივ პოლიციას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება დაკავებებთან დაკავშირებით და არაფერია ცნობილი არც მომხდარის მიზეზზე. თუმცა, ადგილობრივი მედიის ერთ-ერთი ვერსიით, ისინი ერდოღანის "ყურადღების ცენტრში" იმიტომ მოხვდნენ, რომ უშიშროების ინფორმაციით, მათსა და ამერიკაში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს შორის კავშირია. ცნობილია, რომ ფეთჰულა გიულენს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობაში ადანაშაულებენ...

Amnesty International -ის გენერალური დირექტორი, სალილ შეტი საგანგებო განცხადებაში თურქეთის წამყვანი უფლებადამცველების დაკავებას გმობს და მათ "დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას" მოითხოვს. დაკავებულთა ადგილსამყოფელი უცნობია...

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თურქეთში ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს - ზუსტად ერთი თვის წინ, თურქეთში არშემდგარი გადატრიალების ბრალდებით Amnesty International-ის თურქეთის განყოფილების იმდროინდელი ხელმძღვანელი ტანერ კილიჩი დააკავეს. საერთაშორისო ორგანაზაციის ოფისმა თურქეთს მაშინაც კატეგორიულად მოუწოდა დაკავებული გაეთავისუფლებინა, თუმცა, ის დღემდე პატიმრობაში რჩება.

მაშინ ტანერ კილიჩთან ერთად, 22 იურისტი დააკავეს... ოფიციალური ინფორმაციით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს კილიჩის სახლი, რის შემდეგაც აღნიშნეს, რომ მის პერსონალურ კომპიუტერში არსებულ "მესინჯერში", ფეთჰულა გიულენის მიმდევრებთან მიმოწერის ტექსტები ინახებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერდოღანს აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ გულისწყრომის მიზეზი თანდათან დაუგროვდა, - შარშან მაისში, Amnesty International - მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც იმ ქვეყნების ჩამონათვალი იყო, სადაც უფლებამადამცველებს ღიად ებრძვიან; მათ შორის მოწინავე ადგილი თურქეთს ეკავა.

იგივე ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში უფლებადამცველების მიმართ ზეწოლა გაძლიერდა და სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში, თურქეთში, ბაჰრეინში, მექსიკასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, ამ სფეროს 250-ზე მეტი წარმომადგენელი მოკლეს. ამას გარდა, 281 ადამიანი სხვა ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დასაცავი მშვიდობიანი აქციების ორგანიზებისა და ჩატარების გამო მოკლეს.

ამ ჩამონათვალში ისევ მოხვდა თურქეთი, რომელიც საერთაშორისო ორგნაზიციის ინფორმაციით, ვერც იმ ქვეყნების ჩამონათვალს ასცდა, სადაც უფლებადამცველებს განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის მუდმივად ებრძვიან.

Amnesty International -ის ინფორმაციით, ამ მხრივ ასევე უმძიმესი მდგომარეობაა რუსეთსა და მექსიკაში.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე